თამთა მეგრელიშვილი: ეს ფილმი ჩვენი ქვეყნის მძიმე ისტორიაა, ეს ფაქტებია და ამ დიდი უბედურების გლობალურად შეფასებას მოითხოვს

იურისტი, გენდერული საკითხების სპეციალისტი თამთა მეგრელიშვილი  „იმედის“ ეთერით გასული ფილმს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობები რამდენიმე საუკუნოვან ისტორიას ითვლის, თუმცა, ეს ისტორია არცერთ ეტაპზე არ მეტყველებს მხარეთა შორის რაციონალურ და ურთიერთთანასწორობაზე დამყარებულ კავშირზე.


2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდია, რომელსაც ყველანი შევესწარით.
2008 წლის აგვისტოს ომის შედეგები მეტად მძიმე აღმოჩნდა ქართველი მოსახლეობისთვის, რომელთაგან ნაწილი საკუთარ მიწა-წყალზე ხელმეორედ იქცა ლტოლვილად. დაკარგულ ტერიტორიებზე მდებარე სოფლების რაოდენობამ 116 შეადგინა. აქედან 20 სოფელი შიდა ქართლში, ფრონეს, დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში შედიოდა.


ოკუპირებული იქნა, ასევე ახალგორის რაიონის 72 სოფელი, ასევე 23 სოფელი ზემო აფხაზეთში. აგრეთვე, საჩხერის რაიონის სოფელი პერევი.


ომის შედეგად დაიკარგა კოდორის ხეობა, ახალგორი, ოკუპანტებმა დაიკავეს სოფელი პერევი.


ქართულმა სახელმწიფომ, მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა სამხედრო და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკურმა ინფრასტრუქტურამ; სერიოზულად დაზარალდა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი, რამაც უარყოფითად იმოქმედა უცხოურ ინვესტიციებზეც; შეჩერდა ქვეყნის „ნატო“-ში გაწევრიანების პროცესი.
2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, დიდი და პატარა ლიახვის ხეობაში, ქსნისა და ფრონეს ხეობებში, ახალგორში, საერთო ჯამში 148 650 ჰექტარი მიწა დაიკარგა, გარდა ამისა, „მცოცავი“ ანექსიის შედეგად, 55 ჰექტარი მიწის ფართობი მავთულხლართებში მოაქციეს....
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის გამოსაძიებლად შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც სათავეში შვეიცარიელი დიპლომატი ჰაიდი ტალიავინი ჩაუდგა.


 კომისიაში, ასევე, შედიოდნენ, ექსპერტები სამხედრო და იურიდიულ საკითხებში. 
მათ შორის იყვნენ: ფრანგი გენერალი გილეს გალეტი, შვეიცარიელი გენერალი კრისტოფ კეჩკისი, გერმანიიდან ოტო ლუხტერჰანდტი და ენ პეტერსი, კომისიის შემადგენლობაში იყო, ასევე, ბრიტანელი პოლკოვნიკი კრისტოფერ ლანგტონი. კომისიის დასკვნა 2009 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა. 
ჰაიდი ტალიავინის კომისიის 1063 გვერდიანი დასკვნა ორივე მხარის, როგორც საქართველოს, ასევე, რუსეთის მიმართ, არათანაბარ შეფასებებს შეიცავს.


საქართველოში მომხდარი კონფლიქტის ფაქტების მომძიებელი დამოუკიდებელი მისიის ანგარიშის მიხედვით (ე.წ. ტალიავინის კომისია) შეიარაღებული თავდასხმა ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ არმიის წინააღმდეგ საქართველომ დაიწყო ქვეყნის პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ, 2008 წლის 7 აგვისტოს, 23 საათსა და 35 წუთზე, გაცემული ბრძანების მიხედვით. თუმცაღა, ანგარიშში ნახსენებია, რომ „7 აგვისტომდე ადგილი ჰქონდა სპონტანურ მოქმედებებს, რომელთა მიმდინარეობის დროსაც უცნობი იყო, თუ ვინ ვის უკეთებდა პროვოცირებას...
იმის გამო, რომ მისიას არ შეუძლია განსაზღვროს, თუ რა ზომამდე ჰქონდა რუსეთს „სამხრეთ ოსეთზე“ ეფექტური კონტროლი, რუსეთს ვერ მიეწერება „სამხრეთ ოსეთში“ მომხდარი შეიარაღებული თავდასხმა. 
ჰაიდი ტალიავინის დასკვნაში ომის დამწყებად საქართველო სახელდება, თუმცა იქვე აღნიშნულია: „ქართული მხარის მტკიცება, „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე ქართული მხარის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე რუსული სამხედრო ძალის შემოსვლის შესახებ, დადასტურდა. 
კომისია საკმარისად არ მიიჩნევს აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს...


ეს ფილმი ჩვენი ქვეყნის მძიმე ისტორიაა,ეს ფაქტებია და ამ დიდი უბედურების გლობალურად შეფასებას მოითხოვს!
ჩვენ ამაყი, ძლიერი, ღირსეული ერი ვართ! 
უამრავი გმირის ისტორიით და ნამდვილად ვერავინ დაგვაჩოქებს,მაგრამ სისხლისღვრის შეუფასებელი დანაკარგი, დროა
გაწონასწორებული საგარეო პოლიტიკური კურსით შევცვალოთ.


ალბათ გახსოვთ,რომ 2008 წლის აგვისტოს ომიდან სულ რაღაც ორ თვეში, თვით დიდი სახელმწიფოების ლიდერები, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციები რუსეთთან დიალოგისა და თანამშრომლობის აღდგენის სურვილით გამოვიდნენ, რაც იმაზე მიუთითებდა და მიუთითებს, რომ საქართველოს სასარგებლოდ პრობლემის გადაჭრის საერთაშორისო პოლიტიკა, (მიუხედავად დასავლეთის მხარდაჭერისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, მიღებული უამრავი მხარდამჭერი რეზოლუციისა,)ნაკლებად ეფექტურია.


გვჭირდება პრაგმატული საერთაშორისო პოლიტიკა, რაც რუსეთთან დიალოგს და პარტნიორულ თანამშრომლობას ითვალისწინებს
დროა ავირჩიოთ გაწონასწორებული, დაბალანსებული საგარეო პოლიტიკური კურსი“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.


ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 11 აგვისტოს გავიდა ფილმი სახელწოდებით “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს!”. სიუჟეტი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში „ნაციონალური მოძრაობისა“ და იმდროინდელი პრეზიდენტის ბრალეულობაზეა აგებული.


ოპოზიცია ფილმის ავტორის დასახელებას ითხოვს. 



შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

„Fast and Furious 9“-ის ერთ-ერთი ეპიზოდის დაგეგმილი გადაღებების გამო, რუსთაველის
გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. 

გორის მუნიციპალიტეტში სოფელ საყავრეს მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრეს მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონია

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში  მსოფლიო ჩემპიონატზე, 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ქართველმა ლუხუმ ჩხვიმიანმა ოქროს მედალი მოიპოვა.

უშგულელების პრობლემების მოსაგვარებლად საინიციატივო ჯგუფი შეიქმნება

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივით, უშგულელების პრობლემების მოსაგვარებლად საინიციატივო ჯგუფს შექმნიან.

ყვარლის მუნიციპალიტეტის ახალსოფლში ხანძარი ლოკალიზებულია

ყვარლის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

მეუფე შიო: ილია მეორის მღვდელმთავრად კურთხევით საქართველოში დიდი აღორძინება დაიწყო

"ილია მეორის მღვდელმთავრად კურთხევით საქართველოში დიდი აღორძინება დაიწყო",-ამის შესახებ საკვირაო ქადაგებაზე კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ სამების ტაძარში განაცხადა. 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი: ველოდებით ანგარიშს, თუ რატომ არ გაიხსნა სტამბოლში საარჩევნო უბანი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე ამბობს, რომ უცნობია, რატომ არ გაიხსნა “საარჩევნო უბანი“ დღეს სტამბულში, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის ყველაფერი მზად იყო.

ყვარლის მუციპალიტეტში ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა ჩაერთო

ყვარლის მუციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა ჩაერთო. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრესთან ხანძარი სრულად ლოკალიზებულია.

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროm  ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული პ.ა. დააკავა.

მულახის თემის მოსახლეობამ უშულისკენ მიმავალი გზა რამდენიმე საათით გადაკეტა

მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემის ყველა სოფლის მოსახლეობამ დილიდან უშგულისკენ მიმავალი გზა გადაკეტა.

ქუთაისში მე-13 საჯარო სკოლის წინ მრავალწლოვანი წიწვოვანი ხეები მოჭრეს

სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, კეთდება ახალი ღობე, რასაც  ხეები შეეწირა.

საგარეჯოში თაღლითობისთვის ნასამართლევი პირი იგივე დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1975 წელს დაბადებული გ. ც. თაღლითობის ბრალდებით დააკავა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებას.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვდრებს განაგრძობს

ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.

ტეხურაში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო

სენაკის მდინარე ტეხურაში 24  წლის კაცი დაიხრჩო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

აბანოს მოედნიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით მოძრაობა ჩაიკეტა და გადაადგილება შესაძლებელია
მეტეხის ხიდის გავლით მარცხენა სანაპიროს მიმართულებით. აღნიშნულის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს. 

"პრეზიდენტი უნდა ზრუნავდეს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებზე, მაგრამ არ უნდა რეაგირებდეს სხვის დაგეგმილ პროვოკაციებზე"

"ამ კონსტიტუციის საფუძველზე გვეძლევა საშუალება და პასუხისმგებლობა, რომ ავაშენოთ სახელმწიფო სადაც უფლება, თავისუფლება და პასუხისმგებლობა იქნება თანაბრად მნიშვნელოვანი", ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. 

"ჩვენი დიდი წინაპრების შვილებს გვაქვს განსაკუთრებული მისია, რომ დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია"

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. 

კახა კალაძემ მინსკელ კოლეგასთან ერთად, მინსკში ფესტივალი „თბილისობა 2019“ გახსნა

ბელარუსის დედაქალაქში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე, მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ანატოლი სივაკთან ერთად, ფესტივალის „თბილისობა 2019“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო.