გიორგი ცუცქირიძე: რეალურად ირკვევა, რომ ამერიკული ჯგუფი „კონტი“, კონსორციუმში ხაზარაძეს და კომპანიას დასჭირდათ ტენდერის მოსაგებად

ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

 

უცვლელად გთავაზობთ ამ პოსტს.


„დღეს გავრცელდა „რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს“ მიერ განცხადება, რომლის თანახმადაც სამინისტრო მოუწოდებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს", უმოკლეს ვადებში წარუდგინოს მთავრობას დროში გაწერილი გეგმა კონსორციუმის 42%-იანი წილის მქონე ამერიკული კომპანია „კონტი ჯგუფის" ტენდერის მოთხოვნებთან შესაბამისი გამოცდილების და ფინანსური მდგომარეობის მქონე დასავლური სტრატეგიული ინვესტორით იგივე მოცულობით ჩანაცვლების თაობაზე;


მიმაჩნია, რომ ამ განცხადებამ პრაქტიკულად დაადასტურა ამ პროექტის ირგვლივ ადრეც არაერთხელ გამოთქმული ეჭვები კონსორციუმის მხრიდან აღებული ვალდებულებების ვერ შესრულების თაობაზე.


რეალურად ირკვევა, რომ ამერიკული „კონტი“ ჯგუფი კონსორციუმში ხაზარაძეს და კომპანიას დასჭირდათ ტენდერის მოსაგებად და სხვა კონკურენტებვის ჩამოსაცილებლად, რადგან „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ შემავალი კომპანიებიდან ერთადერთი კომპანია, რომელიც აკმაყოფილებდა საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობებს იყო სწორედ ამერიკული კომპანია „კონტი ჯგუფი“ იყო.


ამასთან, სამინისტროს მხრიდან დღეს გაკეთებული განცხადებიდან ასევე ირკვევა, მეტად საინტერესო კიდევ ერთი დეტალი. კერძოდ, ტენდერში გამარჯვების შემდეგ კონსორციუმში 42 პროცენტიანი წილის ფლობის მიუხედავად, "კონტი ჯგუფს" არ მიუღია მონაწილეობა არც პროექტის დაფინანსებაში, არც კონსორციუმის 120 მილიონ დოლარიანი საკუთარი კაპიტალის შევსებაში, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არც დაფინანსების მოძიების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში!.


„კონტი ჯგუფის“ პროექტში მონაწილეობა რომ რეალურად ერთგვარი ბუტაფორია იყო, დასტურდება თუნდაც 2018 წლის 6 დეკემბერს "კონტი ჯგუფის" პრეზიდენტის კურტ კონტის მიერ კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭო ოფიციალურად დატოვებითაც.


აქედანაც ჩანს, რომ კონსორციუმში „კონტი ჯგუფის“ ფორმალური მონაწილეობის და რეალური სტრატეგიული ინვესტორის თავიდანვე არ არსებობის გამო, 2017 წლიდან დღემდე დაფინანსების მოპოვების ვადების 7 ჯერ გადავადების და მთავრობის მხრიდან უპრეცენდენტო მხარდაჭერის მიუხედავად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმა“ ვერ უზრუნველყო ვერც საკუთარი კაპიტალის შევსება, და ვერც ბანკებისთვის ტვირთბრუნვის და სესხის სრული უზრუნველყოფის გარანტიები წარდგენა, სესხის მიღების თაობაზე. კონკურსის პირობის თანახმად, კონსორციუმის მიერ, უნდა მოძიებულიყო კომერციული ინვესტორი, რომელიც მოახდენდა პროექტის სრულ დაფინანსებას, უზრუნველყოფდა როგორც პორტის ოპერირებას, ასევე ტვირთების მოზიდვასაც ანუ მთელ კომერციულ მხარეს, ბუნებრივია კომერციული, მათ შორის ე.წ ტვირთბრუნვის რისკის (Traffic Risk) ჩათვლით; პირიქით, ისეთი სურათი დაიხატა, თითქოს პროექტის ხელისშეშლაში სახელმწიფო იყო დაინტერესებული, რადგან არ სურდა კომერციული რისკების აღება. ახალი დამატებითი პირობების წამოყენებაც, რაც ბანკების მხრიდან კრედიტის გამოსაყოფად, სახელმწიფოს მხრიდან თვირთბრუნვის რისკების დაზღვევას და კომერციული რისკის დაზღვევას ანუ სესხის უზრუნველყოფას მოითხოვდა და რაც სატენდერო პირობებში საერთოდ არ იყო გათვალისწინებილი, ამ სტრატეგიის ნაწილი იყო და რეალურად ქმნიდა წინაპირობებს პროექტის დროში გასაწელად და პროექტის ხელისშეშლაში აქეთ სახელმწიფოს დადანაშაულებისათვის!.


ბანკების მხრიდან კონსორციუმისათვის სესხის არ
გამოყოფის მიზეზი და დამატებითი გარანტიების მოთხოვნა კი გამოწვეული იყო არა სახელმწიფოსადმი ვალდებულებების აღების მოთხოვნით არამედ იმით, რომ კონსორციუმს, თუ ამერიკულ კომპანიას გამორიცხავთ, უბრალოდ არ ჰქონდა 400 მილიონი დოლარის სესხის უზრუნველსაყოფად სათანადო ფინანსური აქტივი!.


ვფიქრობ, სწორედ ეს არის ძალზე ნიშანდობლივი გარემოება, რადგან კონსორციუმის და თავად ხაზარაძის მხრიდან ეს თემა არაერთხელ იქნა წამოწეული და მთელი პიარ კამპანიაც ამ მიზანს ემსახურებოდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ თი ბი სი ბანკის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება გასული წლის ივნისში დაიწყო, ანაკლიის პროექტის თემის თი ბი სი ბანკზე მიბმაც ლოგიკურად მოჩანს!.


დღევანდელი განცხადებიდანაც ირკვევა, რომ სახელმწიფო ყველაზე მეტად არის დაინტერესებული ამ მართლა სტრატეგიული პროექტის წარმატებით განხორციელებაში. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ისე ვიცე-პრემიერმა, მათ შორის, მაღალი ტრიბუნიდან და საერთაშორისო პარტნიორებთან დაადასტურეს, რომ ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება. ისიც ითქვა, რომ მთავრობა დაინტერესებულია მის მიერ დონორებთან და კონსორციუმთან ერთად პროექტში ჩადებული ძალისხმევა არ დაიკარგოს და კონსორციუმმა წლის ბოლომდე შეძლოს დაფინანსების მოპოვება;


ერთი რამ კი ცხადი ხდება. კონსორციუმის მხრიდან მორიგი განცხადებების კეთება, თითქოს "კონტი ჯგუფის" გასვლის მიუხედავად, ანაკლიის პორტს წარმატებით ააშენებს კონსორციუმის ქართული მხარე, დიდი ალბათობით არის მორიგი ბლეფი და მეტი არაფერი. ყოველ შემთხვევაში ოქტომბრამდე დიდი დრო ნამდვილად არ არის დარჩენილი“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.


"ქართული სპორტი უზარმაზარი წარმატების გზას ადგას"

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გენო პეტრიაშვილს გამარჯვება მიულოცა და ქართველი სპორტსმენების ბოლო პერიოდის უნიკალურ მოღწევებზე ისაუბრა.

გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

ყაზახეთში მიმდინარე 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობაში ქართველი ფალავანი გენო პეტრიაშვილი ჩემპიონი გახდა.

მთავარი საკითხები, რომლებზეც პარლამენტი 2019 წლის საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს

არჩილ თალაკვაძემ საშემოდგომო სესიის ათი მთავარი გამოწვევა წარმოადგინა.

თსუ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშზე განმარტებებს ავრცელებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე განმარტებას ავრცელებს.

ფორსაჟის ეპიზოდების თბილისში მიმდინარე გადაღებები გადაიდო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია გაცნობებთ, რომ ცნობილი ჰოლივუდური ფილმის ეპიზოდების თბილისში მიმდინარე გადაღებები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გადაიდო.

Adjarabet.com-ის უნიკალური აქცია რაგბის გულშემატკივრებს

Adjarabet.com ახალ აქციას სთავაზობს რაგბის გულშემატკივრებს, რომლებიც
დადებენ ფსონს მსოფლიო თასის ფარგლებში საქართველოს ნაკრების თამაშზე.

თამარ ხულორდავა შრომის უფლებების კანონპროექტს განმარტავს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა აცხადებს, რომ საქართველოს  შრომის უფლებების დაცვის კუთხით, უდიდესი ჩამორჩენა  აქვს და  აღნიშნული სფეროს რეგულირება მოქალაქეების დასაცავად არის აუცილებელი.

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე კრწანისის ტყე-პარკის დასუფთავების ღონისძიებაში მონაწილეობდა

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კრწანისის ტყე-პარკში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდა.

შენობიდან ჩამოცვენილი ბათქაში, დაზიანებული ავტომობილები და დაშავებული ადამიანები - ძლიერი ქარი თბილისში

დედაქალაქში ძლიერი ქარია. უამინდობამ ქალქის სხვადასხვა უბანში პრობლემებია გამოიწვია.

უშგულში პირველი თოვლი მოვიდა

მესტიაში, უშგულის თემში პირველი თოვლი მოვიდა. უშგულში მერის წარმომადგენლის ბექა ღვაჩლიანის ინფორმაციით, თოვა ორი საათის წინ დაიწყო.

"შემთხვევით არაფერი ხდება, არ არის შემთხვევითი, რომ საქართველო წილხვედრია"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სიონის ტაძარში ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ღვთისმსახურება აღევლინა.

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 2 მოქალაქეს ხე დაეცა

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წი 2 კაცს ხე დაეცა.

პრემიერ-მინისტრმა ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილა.

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და ხარისხის ახალ ეტაპზე გადავიდა.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტში ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხს დააყენებენ

ჯანდააცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, 2020 წლის  ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას გათვალისწინებული იქნება ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხი.

GWP-ის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე არსებულ საწყობში, შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

პარტია "თავისუფალი საქართველო" თვითმმართველობის კანონის გადახედვას მოითხოვს

პარტიის თანათავმჯდომარე გოგი წულაია მიიჩნევს, რომ ქალაქში არსებული ნებისმიერი შენობა-ნაგებობა თვითმმართველობას უნდა ეკუთვნოდეს და თავად განკარგავდეს.

ბათუმში თურქეთის მოქალაქე ნარკორეალიზატორი დააკავეს

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზაციის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ე.ი. დააკავეს.

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს პარლამენტი პირველ ოქტომბერს მიიღებს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაში ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი მოსაზრება.

 

უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

მინისტრის მოადგილე: ადიგენის მუნიციპალიტეტში სასმელი და სარწყავი წყლის საკითხიებია მოსაგვარებელი

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების ლელოვანის, უდეს, ფხეროსა და ვარხანის მოსახლეობას  შეხვდნენ და სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს.