უკრაინაში ძარცვის ფაქტზე საქართველოს შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინაში ძარცვის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის ქართველები არიან.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაკავებულები ადგილობრივი მცხოვრების სახლზე შეიარაღებული თავდასხმისთვის რამდენიმე დღის განმავლობაში იძებნებოდნენ. სპეცოპერაციის ჩატარების დროს ისინი შეიარაღებულები იყვნენ.


ამასთან, როგორც კიევის ოლქის პოლიციის პრესსამსახური იტყობინება, სამი ნიღბიანი მამაკაცი ბორისპოლის რაიონის ერთ-ერთ სოფელში კერძო მეწარმის სახლს თავს დაესხა, სახლის მეპატრონეები დააბეს და ძვირფასეულობა და ფული წაიღეს.


სამართალდამცველებმა თავდამსხმელები კიევი-ბორისპოლის ავტომაგისტრალზე დააკავეს. პოლიციის ცნობით, ისინი აეროპორტისკენ მიემართებოდნენ და სამშობლოში გაფრენას გეგმავდნენ.


როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, დაკავებულებს შორის არიან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის სპეცრაზმის ყოფილი უფროსი.



18 აგვისტოს ქ. კიევში ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მირიან გოჩაძე და თენგიზ ზანაძე. დაკავებულებისგან ამოიღეს ავტომატური იარაღი და პისტოლეტი.


მირიან გოჩაძესთან და თენგიზ ზანაძესთან ერთად, ასევე დაკავებულია ლევან ხუციშვილი. 


მირიან გოჩაძე შსს ორგანოებში მუშაობდა 1994 წლიდან 2013 წლამდე. სპეციალური ოპერაციების ცენტრის უფროსი (დეპარტამენტის დირექტორი). თენგიზ ზანაძე 2004 წლიდან 2013 წლამდე შსს ორგანოებში მუშაობდა.


ლევან ხუციშვილი შსს ორგანოებში მუშაობდა. 2006 წლიდან იყო სსდ-საქ. სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს II სწრაფი რეაგირების სამმართველოს უფროსი.


უკრაინის პოლიციის ცნობით, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაკავების შესახებ ინფორმირებულია საქართველოს საელჩო.


 

წყარო: primetime.ge

კორონავირუსი - არსებობს თუ არა პანდემიის საფრთხე

გასულ კვირას, მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. ჩინეთში დღემდე 77 000 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან 2 600 გარდაიცვალა.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

საქართველოს ეროვნული ლატარია „დინამო სოხუმის“ პარტნიორი გახდა

ხელი მოეწერა საქართველოს ეროვნულ ლატარიასა და „დინამო სოხუმს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც კომპანია კლუბის მიმართ ფინანსური მხარდაჭერის ვალდებულებას იღებს.

თინათინ ნიბლოშვილი: საკრებულო საბჭოთა ოკუპაციის თემებთან დაკავშირებით, ინტენსიურად მუშაობს

თბილისის საკრებულო სახელდების  და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი "ევროპული საქართველოს"  წევრების მოთხოვნას თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის ფრანგული ჯავშნოსანი ესკადრის "ვალდეკ რუსოს" სახელის მინიჭებას გამოეხმაურა.

მიხეილ კალანდიას სასამართლომ 11 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა

ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლომ 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს

“სამხრეთის დერეფნის კონცეფცია საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ დივიდენდსა და ენერო უსაფრთხოებას მოუტანს,” – ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბახტაძემ განაცხადა.

ჯალილ მამედყულიზადეს თბილისური სატირა

საქართველოში გამომავალი ცნობილი გამოცემის „მოლა ნასრედინის“ დამაარსებელსა და რედაქტორს, ჯალილ მამედყულიზადეს 22 თებერვალს 151 წელი შეუსრულდა.

სესიაშვილი: იმედია, ოპოზიციასთან ერთად საარჩევნო სისტემის კომპორომისულ ვერსიაზე შევჯერდებით

"იმედს ვიტოვებ, რომ ოპოზიციასთან ერთად მოხერხდება კომპრომისულ ვერსიაზე შეჯერება", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი სესიაშვილმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით განაცხადა.

ძაღლის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურებისთვის ჯარიმა გაორმაგდება

ძაღლის ან სხვა შინაური ცხოვრელის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურებისთვის პირები 50 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმდებიან. ცვლილებას "ნარჩენების მართვის კოდექსი" ითვალისწინებს, რომლის ინიციატორები და ავტორები დეპუტატები გოგა გულორდავა და სულხან მახათაძე არიან.

მიხეილ კალანდიას საქმის პროკურორი: გვაქვს მოლოდინი, სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე მიღებული იქნება სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება

„დღეს არის სასამართლო განაჩენის გამოცხადების სხდომა. ჩვენ, ბუნებრივია, გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლოს სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მხრიდან იქნება მიღებული ერთადერთი სამართლიანი, კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება“, - ამის შესახებ მიხეილ კალანდიას საქმის პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ განაცხადა.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი რეგიონში პროექტების განხორციელებას განაგრძობს

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით პროექტების განხორციელებას განაგრძობს.

გარემოს ეროვნული სააგენტო სტიქიური მოვლენების მონიტორინგს ახალი უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა კლიმატის მწვანე ფონდის (Green Climate Fund)  მხარდაჭერით  შეძენილი უპილოტო საფრენი აპარატების მართვის ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს.

ნარჩენებით გარემოს დაბინძურებაზე სანქციები გაიზრდება

ნარჩენებით გარემოს დანაგვიანებაზე სანქციები გაიზრდება. ცვლილებას „ნარჩენების მართვის კოდექსი“ ითვალისწინებს, რომლის ინიციატორები და ავტორები დეპუტატები სულხან მახათაძე და გოგა გულორდავა არიან.

საქართველოს გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით, პროკურატურის სტაჟიორებს, გამომძიებლებს, პროკურორებსა და საშუალო რგოლის თანამშრომლებს ხელფასი 500 ლარით გაეზარდათ

გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ბიუჯეტით არსებული ასიგნებების ფარგლებში, უწყების ყველა თანამშრომელს, გარდა ხელმძღვანელი პირებისა, შრომის ანაზღაურება 500 ლარით გაეზარდათ.

კომუნიკაციების კომისიამ ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ სკოლებში ტრენინგი ჩაატარა

უსაფრთხო ინტერნეტის დღესთან დაკავშირებით, კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ, სამ საჯარო სკოლაში ინტერაქტიული ტიპის ტრენინგი ჩაატარეს.

 საბა 2020 დაიწყო

წელს ლიტერატურულმა პრემია „საბამ“ კონკურსი მეთვრამეტედ გამოაცხადა. ავტორებსა და გამომცემლებს უკვე შეუძლიათ წიგნები წარადგინონ კონკურსზე. ამისთვის მათ უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი ვებგვერდზე: saba.com.ge

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

პრემიერი: შავი ზღვის უსაფრთხოებას გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს

"მეტი საქართველო ნატოში და მეტი ნატო საქართველოში გააძლიერებს შავი ზღვისა და დასავლეთის უსაფრთხოებას, ასევე საქართველოს დემოკრატიას და მზარდ ეკონომიკას", - ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ ამერიკულ გამოცემა The Washington Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნა.

ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

ირანში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. დაინფიცირებულია 60-ზე მეტი ადამიანი. 

გომი-კორბოულის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-40კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა.

მიხეილ ჩხენკელმა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელთან პროფესიული განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გეგმები განიხილა 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს შეინ როზენტალს უმასპინძლა და მასთან განათლების სხვადასხვა საფეხურზე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.