მსოფლიო რაგბის ორგანიზაცია საქართველოს რაგბის ნაკრებზე გადაღებულ ფილმში ქართული რაგბის განვითარებაში ბიძინა ივანიშვილის წვლილზე საუბრობს

„საქართველო – რაგბის მომავალი სუპერძალა“ – მსოფლიო რაგბის ორგანიზაცია საქართველოს ნაკრების შესახებ გადაღებული აღნიშნული ფილმის მეორე ეპიზოდში ქართული რაგბის განვითარებაში ბიძინა ივანიშვილის წვლილზე საუბრობს.

მსოფლიო რაგბის ორგანიზაციის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი საქართველოს სარაგბო ნაკრების ისტორიის, მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი პირველად გამოჩენიდან დღემდე არსებული გამოწვევების, მიღწევებისა და წარმატებების შესახებ მოგვითხრობს.


ფილმის ავტორი იმ ადამიანებზე საუბრობს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საქართველოში რაგბის განვითარებასა და ეროვნული ნაკრების წარმატებებში. მათ შორისაა ნაკრების მწვრთნელი მილტონ ჰეიგი და ბიძინა ივანიშვილი.


„როდესაც ირლანდიას ვეთამაშეთ და 14-10 დავმარცხდით, იყო კომენტატორის ასეთი რეპლიკა – ეს არის ქვეყანა, რომელსაც რვა სათამაშო მოედანი აქვს. მაშინ ჩვენ რვა სათამაშო მოედანიც არ გვქონდა, არ გვქონდა სრულფასოვანი ბაზა, სადაც ნაკრებს მომზადების საშუალება ექნებოდა, კარგი ბალახის საფარით და სტანდარტით, როგორიც დიდ ან თუნდაც საშუალო გუნდებს გააჩნიათ“, – ამბობს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე.


ფილმის ავტორის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა დაინახა რაღაც თავისი ერის რაგბის მოთამაშეებში, რამაც აგრძნობინა, რომ შეეძლო, დახმარებოდა ჩემპიონს.


„ეს სიტუაცია მალე შეცვალა ერთმა ადამიანმა, რომელიც პროცესს წარუძღვა. მანგანუმის საწარმოს მუშის ვაჟის, ბიძინა ივანიშვილის წარმატებულმა ბიზნესკარიერამ, ძირითადად ლითონისა და საბანკო საქმიანობაში, რაც აღმავლობის გზაზე წავიდა, მალე ის საქართველოში ყველაზე მდიდარ ადამიანად აქცია“, – ამბობს ავტორი.


მსოფლიო რაგბის ჩემპიონატებისა და შეხვედრების ჩატარების ხელმძღვანელი მარკ ეგანი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით იხსენებს: „რაც მას მოსწონდა რაგბიში, ეს იყო ის ღირებულებები, რაც ამ სპორტს აქვს და ის მონდომება, ჟინი, რაც მოთამაშეებს ჰქონდათ, როდესაც წარმოადგენდნენ ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე. მას სურდა, ჩართულიყო და წვლილი შეეტანა მის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ორგანიზაციის – „ქართუ ფონდის“ მეშვეობით. ჩვენ შევთანხმდით ინვესტიციის პროგრამაზე, რომელიც უზრუნველყოფდა ქვეყანაში უმაღლესი ხარისხის ინფრასტრუქტურის მოწყობას და საჭირო ინვენტარით აღჭურვას. მისი ფონდიდან თითქმის 80 მილიონი ამერიკული დოლარის დაფინანსების შედეგად, ჩვენ, საქართველოს რაგბის კავშირთან ერთად, 10 უმაღლესი დონის სპორტული ობიექტი ავაშენეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. მთავარი ცენტრი არის თბილისში, შევარდენის აკადემიის სარაგბო ბაზა. ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით ჩვენი აკადემიის პროგრამის შექმნაშიც და უკვე ვნახეთ ამის შედეგები 20 წლამდე ნაკრების თამაშით მსოფლიოს 20 წლამდელთა რაგბის ჩემპიონატზე და ისინი შემდეგ ადგანან ბილიკს ეროვნული ნაკრებისკენ“.


ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, ფონდის აქტივობა 2009 წლიდან ფოკუსირებულ იყო ინფრასტრუქტურის შექმნაზე.


„ქვეყნის მასშტაბით შეიქმნა სარაგბო სტადიონების ქსელი, რეგიონში საქართველოს საუკეთესო ქსელი აქვს სარაგბო ინფრასტრუქტურის სახით. თბილისის გარდა, ჩვენ მოვიცავით თითქმის ყველა რეგიონი – ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, რუსთავში, თელავში, გორში, ასპინძაში და ა. შ. შეიქმნა სარაგბო სტადიონები თავისი აღჭურვილობით და დამხმარე ინფრასტრუქტურით“, – ამბობს ნიკოლოზ ჩხეტიანი.
„საქართველოს ნაკრების ფანები, ახალგაზრდა თაობა, სწრაფად ხდება ყველაზე უფრო ხმაურიანი და გულმხურვალე გულშემატკივარი. ნაკრების, რომელიც მსოფლიო რაგბის რეიტინგში მე-12 ადგილზეა“, – ამბობს ფილმის ავტორი.


 


მთავარი საკითხები, რომლებზეც პარლამენტი 2019 წლის საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს

არჩილ თალაკვაძემ საშემოდგომო სესიის ათი მთავარი გამოწვევა წარმოადგინა.

თსუ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშზე განმარტებებს ავრცელებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე განმარტებას ავრცელებს.

ფორსაჟის ეპიზოდების თბილისში მიმდინარე გადაღებები გადაიდო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია გაცნობებთ, რომ ცნობილი ჰოლივუდური ფილმის ეპიზოდების თბილისში მიმდინარე გადაღებები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გადაიდო.

Adjarabet.com-ის უნიკალური აქცია რაგბის გულშემატკივრებს

Adjarabet.com ახალ აქციას სთავაზობს რაგბის გულშემატკივრებს, რომლებიც
დადებენ ფსონს მსოფლიო თასის ფარგლებში საქართველოს ნაკრების თამაშზე.

თამარ ხულორდავა შრომის უფლებების კანონპროექტს განმარტავს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა აცხადებს, რომ საქართველოს  შრომის უფლებების დაცვის კუთხით, უდიდესი ჩამორჩენა  აქვს და  აღნიშნული სფეროს რეგულირება მოქალაქეების დასაცავად არის აუცილებელი.

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე კრწანისის ტყე-პარკის დასუფთავების ღონისძიებაში მონაწილეობდა

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კრწანისის ტყე-პარკში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდა.

შენობიდან ჩამოცვენილი ბათქაში, დაზიანებული ავტომობილები და დაშავებული ადამიანები - ძლიერი ქარი თბილისში

დედაქალაქში ძლიერი ქარია. უამინდობამ ქალქის სხვადასხვა უბანში პრობლემებია გამოიწვია.

უშგულში პირველი თოვლი მოვიდა

მესტიაში, უშგულის თემში პირველი თოვლი მოვიდა. უშგულში მერის წარმომადგენლის ბექა ღვაჩლიანის ინფორმაციით, თოვა ორი საათის წინ დაიწყო.

"შემთხვევით არაფერი ხდება, არ არის შემთხვევითი, რომ საქართველო წილხვედრია"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სიონის ტაძარში ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ღვთისმსახურება აღევლინა.

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 2 მოქალაქეს ხე დაეცა

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წი 2 კაცს ხე დაეცა.

პრემიერ-მინისტრმა ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილა.

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და ხარისხის ახალ ეტაპზე გადავიდა.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტში ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხს დააყენებენ

ჯანდააცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, 2020 წლის  ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას გათვალისწინებული იქნება ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხი.

GWP-ის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე არსებულ საწყობში, შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

პარტია "თავისუფალი საქართველო" თვითმმართველობის კანონის გადახედვას მოითხოვს

პარტიის თანათავმჯდომარე გოგი წულაია მიიჩნევს, რომ ქალაქში არსებული ნებისმიერი შენობა-ნაგებობა თვითმმართველობას უნდა ეკუთვნოდეს და თავად განკარგავდეს.

ბათუმში თურქეთის მოქალაქე ნარკორეალიზატორი დააკავეს

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზაციის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ე.ი. დააკავეს.

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს პარლამენტი პირველ ოქტომბერს მიიღებს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაში ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი მოსაზრება.

 

უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

მინისტრის მოადგილე: ადიგენის მუნიციპალიტეტში სასმელი და სარწყავი წყლის საკითხიებია მოსაგვარებელი

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების ლელოვანის, უდეს, ფხეროსა და ვარხანის მოსახლეობას  შეხვდნენ და სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს.

საქართველოში, პირველადი ჯანდაცვის განვითარების საკითხი ჯანდაცვის მინისტრმა ამერიკელ კოლეგებთან განიხილა

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელებს შეხვდა.

 

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას აღნიშნავს

21 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა შესრულდება.