თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ფესტივალ „ღამის სერენადების“ რეპეტიცია გაიმართა

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, დირიჟორ ვახტანგ მაჭავარიანის ხელმძღვანელობით, ფესტივალ “ღამის სერენადების” რეპეტიცია გაიმართა.

რეპეტიციას მუსიკოსი სანდრო ნებიერიძე, ფესტივალის “ღამის სერენადები” სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე, კამერული ანსამბლ-ორკესტრი “ვირტუოზები საქართველოდან” ესწრებოდნენ.


წელს ფესტივალი მსმენელს მრავალფეროვან და საინტერესო პროგრამას სთავაზობს. 25, 27 და 28 აგვისტოს საკონცერტო საღამოები ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ დარბაზში გაიმართება, ხოლო 2 და 4 სექტემბერს საფესტივალო კონცერტებს თბილისში ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი უმასპინძლებს.



„ღამი სერენადები 2019“-ის საკონცერტო საღამოებზე მსოფლიო კლასიკის შედევრებს შეასრულებენ ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის – ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი კამერული ანსამბლ-ორკესტრი „ვირტუოზები საქართველოდან“. ფესტივალის მთავარი დირიჟორია ვახტანგ მაჭავარიანი. ფესტივალში ასევე მონაწილეობენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან: ნინო სურგულაძე (მეცო-სოპრანო), ანა-ლიზა ბეზროდნი (ვიოლინო, ფინეთი/ინგლისი), იან-ერიკ გუსტავსონი (ჩელო, ფინეთი), პანტელის კოგიამისი (მოწვეული დირიჟორი, საბერძნეთი-ავსტრია), ყაზახეთის სახელმწიფო ტრიო – ერლან სერკებაევის (ფორტეპიანო), ბაღდატ აბილხანოვისა (ვიოლინო) და ყურვანჟან ახატოვის (ჩელო) შემადგენლობით, სანდრო ნებიერიძე (ფორტეპიანო), ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებს – „კონცერტი ჩელოსთვის“ შეასრულებს ფინეთიდან მოწვეული ვარსკვლავი იან-ერიკ გუსტავსიონი (ჩელო).


ფესტივალის მთავარი დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი: ბედნიერი ვარ, რომ გრძელდება ჩემი თანამშრომლობა უსაყვარლეს და გენიალურ ლიანა ისაკაძესთან, რომელმაც დააფუძნა ეს ფესტივალი.მისი მთავარი დირიჟორი გახლავართ მე, გიგა ისაკაძე და მე ვართ ამ ფესტივალის მუსიკალური სულისჩამდგმელები. ძალიან საინტერესო პროგრამებია. ყველაზე მნიშვნელოვნად ის მიმაჩნია, რომ პირველად საქართველოში სრულდება გენიალური ავსტრიელი მეოცე საუკუნის კომპოზიტორის ანტონ ვებერნის ქმნილება. ანტონ ვებერნი, ახალგაზრდა ტრაგიკულად დაიღუპა. მეორე მსოფლიო ომში ის იყო ჯარისკაცი და სანგრიდან ღამე გამოვიდა სიგარეტის მოსაწევად. რუსმა სნაიპერებმა დაინახეს, სიგარეტს დაუმიზნეს და ასე დაასრულა ახალგაზრდა ანტონმა თავისი ცხოვრება, მაგრამ უდიდესი და გენიალური შემოქმედება დატოვა და მიხარია, რომ მისი მუსიკა პირველად გაიჟღერებს ამ ფესტივალზე საქართველოში. ძალიან საინტერესო პროგრამებია, ჩაიკოვსკის სერენადა, უდიდესი შედევრი, ბარბერის ადაჟიო ,რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია დღეს მსოფლიოში და ძალიან მიხარია, რომ ჩვენი უნიჭიერესი, არაჩვეულებრივი სანდრო ნებიერიძე შეასრულებს შოსტაკოვიჩის პირველ საფორტეპიანო კონცერტს. ჩვენ ვგეგმავდით სხვა ტიპის თანამშრომლობას ერთმანეთთან და ისიც შედგება რასაკვირველია, რადგან სანდრო არის არა მარტო პიანისტი, არამედ ჩვეულებრივი კომპოზიტორი.დიდი სიხარულია, რომ ამ ფესტივალში მონაწილეობს ანა-ლიზა ბეზროდნი,უდიდესი მევიოლინე, ის უკრავს სარასატეს კარმენ ფანტაზიას, ასევე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვიოლონჩელისტი იან ერიკ გუსტავსონი. ძალიან მიხარია, რომ 28-ში ვაჟა აზარაშვილის ბრწყინვალე ჩელოს კონცერტს შეასრულებს გუსტავსონი და იმ კონცერტში შესრულდება საკმაოდ ბევრი ქართული მუსიკა, ცინცაძის, მაჭავარიანის, აზარაშვილის. 27-ში კი ბერძენი დირიჟორი იდირიჟორებს შოსტაკოვიჩის მერვე კვარტეტს, ასევე მეორე განყოფილებაში ანალიზა ბეზროდნი, გუსტავსონი მრავალ სიურპრიზს მოუწყობენ ბათუმში მსმენელს, როგორც დიდი უნგრელი კომპოზიტორის კოდაის ქმნილებებით, ასევე ვივალდის. ჩვენ ვუკრავთ ბრიტნის სიმფონიას, რომელსაც უბრალო ჰქვია, მაგრამ სულ არ არის უბრალო, საკმაოდ რთულია.ამის შემდეგ დავბრუნდებით თბილისში და 2-ში იქნება ბრიტნის სიმფონია თბილისელებისთვის, ვებერნი თბილისელებისთვის, ყაზახეთის ტრიო გამოვა და ისევ სანდრო დაუკრავს შოსტაკოვიჩის კონცერტს. ჩვენ ძალიან კარგი სოლისტი გვყავს საყვირზე დათო შამანაური. დასკვნითი კონცერტი მონუმენტალური კონცერტია, მეტი მუსიკოსი იქნება ჩართული,შესრულდება ბეთხოვენის მერვე სიმფონია, რომელიც ძალიან დიდი ხანია არ შესრულებულა საქართველოში (მგონი მე შევასრულე 80-იანი წლების დასაწყისში და მას შემდეგ არც დაუკრავთ), უდიდესი ესპანელი კომპოზიტორის მანუელ დეფალიას ორი ქმნილება, ჩვენი არაჩვეულებრივი, ფანტასტიური ნინო სურგულაძე გაგვიწევს სოლისტობას. ამით დავხურავთ ფესტივალს. ძალიან თბილისი სიტყვები მინდა ვთქვა ორკესტრის შესახებ, რომლებიც უმაღლესი კლასის მუსიკოსები არიან და ჩემთვის გასაკვირად ჩქარი ტემპით მივდივართ სარეპეტიციო პროცესში. ვულოცავ მთელ საქართველოს, რომ ასეთი ორკესტრი ჰყავთ და დარწმუნებული ვარ, ფესტივალი მსენელს და მაყურებელს მრავალ სიხარულს მოუტანს.



გიორგი ისაკაძე ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი: აღელვებულ მზადებაში ვართ, ფესტივალისთვის მიმდინარეობს რეპეტიციები, ძალიან პოზიტიური მოლოდინი გვაქვს.  ყოველი ფესტივალი ყოველთვის განსხვავდება თავისი პროგრამით, კონცეფციით, თავისი ელფერით, წელს შესრულდება ძალიან საინტერესო ნაწარმოებები მსოფლიოს მუსიკალური ლიტერატურისა, როგორც უცხოელების, ისე ჩვენი ნაწარმოებები. ვაჟა აზარაშვილის ჩელოს კონცერტს შეასრულებს დიდი ვიოლონჩელისტი გუსტავსონი, აგრეთვე შესრულდება ცინცაძის მინიატურები, პირველად შესრულდება ფესტივალზე ალექსი მაჭავარიანის დაუსრულებელი მეექვსე კვარტეტი. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ვარსკვლავები, როგორებიც არიან - ნინო სურგულაძე, ანა-ლიზა ბეზროდნი, ერიკ გუსტავსონი. ძალიან მოხარული ვარ, რომ წელს შემოგვიერთდება ჩვენი ამომავალი ვარსკვლავი სანდრო ნებიერიძე. ეს არის უნიჭიერესი პიროვნება, იგი შეასრულებს შოსტაკოვიჩის პირველ კონცერტს. 25-ში გახსნაზე სანდრო დაუკრავს სწორედ შოსტაკოვიჩის პირველ კონცერტს,  27-ში ძალიან საინტერესო პროგრამას შემოგთავაზებთ, ერიკ გუსტავსონი და ბეზროდნი შეასრულებენ კოდაის დიდ დუეტს, შემდეგ კი ვივალდის დაუვიწყარ ორმაგ კონცერტებს, შესრულდება შოსტაკოვიჩის სიმფონია, 28-ში იქნება ვაჟა აზარაშვილის კონცერტი.  მოხარულები ვართ, რომ  ვაჟა დაესწრება კონცერტს. ფესტივალი 2- 4 სექტემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში გადმოინაცვლებს.


მუსიკოსი სანდრო ნებიერიძე: ჩემთვის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ფესტივალში მონაწილეობის მიღებას, მითუმეტეს იმიტომ, რომ ბათუმის პუბლიკას ვეცნობი პირველად. მიხარია, რომ ჩავდივარ ბატონ ვახტანგთან ერთად, შოსტაკოვიჩის პირველ საფორტეპიანო კონცერტს ვუკრავ, ეს ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი საფორტეპიანო კონცერტთაგანია იმიტომ, რომ მუსიკალური და არამარტო მუსიკალური იუმორით არის აღსავსე და ჩემთან ახლოს მოდის. შოსტაკოვიჩი ჩემი საყვარელი კომპოზიტორია და ამის გამო დიდი ენთუზიაზმით მოვეკიდე ამ საქმეს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 27-ში მხოლოდ ჩემი ასაკის და ჩემი თაობის ხალხს ეძღვნება ფესტივალის ერთ-ერთი კონცერტი. მეც, ფაქტობრივად,  იმისთვის ჩავდივარ, რომ ჩემი ასაკის და თაობის ხალხს ვასიამოვნო, მაგრამ მიხარია, რა თქმა უნდა, რომ მთლიანად ბათუმის პუბლიკა მოვა და იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ ყველას ძალიან დიდი შთაბეჭდილება დარჩება ამ კონცერტიდან, და არა მარტო ჩემი კონცერტიდან, მთელი ფესტივალის განმავლობაში.



საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს ცნობილი ქართველი მევიოლინესა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის, ინიციატივით აფხაზეთში დაარსდა. 1991 წელს განვითარებული მოვლენების გამო ფესტივალმა თავისი არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, შავი ზღვისპირეთის ულამაზეს ქალაქ ბათუმში გახდა შესაძლებელი მისი აღდგენა.


ფესტივალის დამაარსებელი და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძეა; 2018 წლიდან მასთან ერთად ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ასევე მისი ძმისშვილი გიორგი ისაკაძეა, რომელთანაც მას მრავალი წლის პროფესიული თანამშრომლობა აკავშირებს. 2015 წლიდან თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ფესტივალს„ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი“ ეწოდა. ფესტივალის ორგანიზატორია კომპანი ა– „არტ ალიანსი“.


ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან – საქართველოსგანათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ქალაქ ბათუმის მერია; ქალაქ თბილისის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია – კომპანია „არდი“.


პარტნიორები – კომპანია „თელასი“; ქართული ბრენდი „მარი გოლდი“; პირველი ქართული ვისკი „ჯიმშერი“; ღვინის კომპანია „როალ ხვანჭკარა“; კომპანია „სარაჯიშვილი“; parfiumerul maRaziaTa qseli “lutecia”, “aromateka”, „პალმა აპარტამენტი“.


პროექტის მედია-მხარდამჭერები – აჭარის ტელევიზია; საქართველოს პირველი არხი; ტელეიმედი; TVპირველი; „არტარეა“ – პირველი  არხი კულტურაზე; ციფრული და მედია მარკეტინგის სააგენტო ,,კლიპარტი”; „ამბები.GE“; საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ-ტაიმი“; საინფორმაციო სააგენტო „GHN“, ინტერნეტ მედია ჯგუფი – “ITV”, “droni.ge” და “presa.ge”, ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today“; ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა  “The Messenger”; ვიდეო-პორტალი “myvideo.ge”; ჟურნალი „სარკე“; გაზეთი „აჭარა“;  რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“.


 


ეკატერინე მიქაბაძე: მნიშვნელოვანია, დაცული იყოს ბალანსი ბიზნესსა და დასაქმებულების უფლებებს შორის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კომენტარი გააკეთეს შრომის კოდექსში ცვლილებების პროექტის შესახებ და განხილვის პროცესში ბიზნესთან წინასწარი კომუნიკაციის ნაკლებობაზე გაამახვილეს ყურადღება.

ბავშვთა პორნოგრაფიის დამამზადებელი და გამსაღებელი დაჯგუფების წინააღმდეგ ოპერაციას უცხოური მედია ეხმაურება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგისთვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავებას საერთაშორისო მედია ეხმაურება.

 
გიორგი ვოლსკი: კიდევ არსებობს ნაპერწკალი, რომლისგანაც შეიძლება გაღვივდეს ის სიყვარული, რაც  ერთმანეთთან გვახასიათებდა

„კიდევ არსებობს ნაპერწკალი, რომლისგანაც შეიძლება გაღვივდეს ის სიყვარული, რომელიც ჩვენ ერთმანეთთან გვახასიათებდა“.

საპატრიარქო: რუსეთის პატრიარქ კირილეს ქმედება ჩვენთვის გაუგებარია და აღიქმება სეპარატიზმის წახალისებად

საქართველოს საპატრიარქოს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური რუსეთის პატრიარქის კირილის მიერ, ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბასადმი მილოცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მისი ერთ-ერთი პოტენციური ინვესტორის, Meridian Capital Limited-ის შესახებ მედიაში გავრცელებულ  ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.

სოფო კილაძე:  ბევრი რამ კეთდება, რათა ოკუპირებულ ტეროტორიებზე მცხოვრები ადამიანების მდგომარეობა გავაუმჯობესოთ

„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და მთლიანად ხელისუფლება  ბევრს აკეთებს, რათა გავაუმჯობესოთ საქართველოს ოკუპირებულ ტეროტორიებზე მცხოვრები ადამიანების მდგომარეობა".

 
სავალ მირზოევი: მჯერა, ქართველებთან ერთად არაქართველი მოსახლეობა მიიღებს აქტიურ მონაწილეობას ისეთი ქვეყნის მშენებლობაში, როგორზეც ყველა ვოცნებობთ

პარლამენტის წევრმა, სავალ მირზოევმა პლენარულ სხდომაზე, განცხადება გააკეთა და ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სიმონ ნოზაძე ოპოზიციას: თქვენმა პოლიტიკამ კრახი განიცადა, თქვენ ტერიტორიების 22 პროცენტი დაკარგეთ

ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარემ სიმონ ნოზაძემ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის მოხსენება შეაფასა.

რა წერია შრომის კოდექსის პროექტში - მამუკა მდინარაძის განმარტება

„ძალიან სამწუხაროა, რომ ინტერპრეტაციები, სპეკულაციები და აქედან გამომდინარე ვნებათაღელვა მოჰყვა კანონპროექტს, რომელიც საქართველოს პარლამენტში დაინიცერებული არ არის".

პარლამენტთან აქცია „სირცხვილია“ მიმდინარეობს (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს პარლამენტთან აქცია „სირცხვილია“ მიმდინარეობს.

ანრი ოხანაშვილი: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებთან დაკავშირებული პროცესი პარლამენტში გამჭვირვალედ წარიმართება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების პარლამენტის მიერ არჩევის პროცესთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.

ევროპოლი არასრულწლოვნების პორნოგრაფიის დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის საქმეზე ინფორმაციას აქვეყნებს

ევროპოლი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრის დაკავებაზე ვებ-გვერდზე ინფორმაციას აქვეყნებს.

ციხელაშვილი: ჩვენი პოლიტიკა ადამიანზეა ფოკუსირებული და გათვლილი იმაზე, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის ნიადაგი მოამზადოს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს პარლამენტში მოხსენებით წარსდგა.

მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დეტალური განმარტებები უნდა გააკეთოს შეწყალებასთან დაკავშირებით

"პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დეტალური განმარტებები უნდა გააკეთოს ამ შეწყალებასთან დაკავშირებით. მათ შორის, იმ ადამიანებმა, ვინც საბუთები მოამზადა, ამ სიაზე იმუშავა, შესაბამისი დოკუმენტები მიიღო, გაეცნო და გადასცა პრეზიდენტს".

სამუდამო პატიმრობა მისჯილმა პარლამენტს საკონსტიტუციო დავა მოუგო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სამუდამო  პატიმრობაში მყოფი ბადრი ბეჟანიძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

 
ირაკლი სესიაშვილი: პროტესტი მიუღებელია მათგან, ვინც თავად აწამებდა ათასობით ადამიანს

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე რამზან ახიადოვის რუსეთში ექსტრადირებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გადაწყვეტილება არანაირ ეჭვს და კითხვებს არ ბადებს.

ოთარ დანელია  გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს, ლუიზა ვინტონს შეხვდა.

პარლამენტმა „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მიიღო

საქართველოს პარლამენტმა, 85 ხმით, მესამე მოსმენით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მიიღო.

„ჯორჯიან მანგანეზის” ხელშეწყობით, ჭიათურის პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურის პირველი საჯარო სკოლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსებაში მონაწილეობა მიიღო.

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

ტექნიკური სამუშაოების გამო, 21 სექტემბრის 21:00 საათიდან 22 სექტემბრის 09:00 საათამდე სრულად გაითიშება მერიის სასერვერო ინფრასტრუქტურა. შესაბამისად, ვერ იმუშავებს მუნიციპალური ცხელი ხაზი.

ლევან ნიკოლეიშვილი: მამუკა ხაზარაძეს, უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტში, რუსეთში მოქმედი ყაზახი ბიზნესმენების ჩართვა სურს, ღალატი და მავნებლობაა

„მამუკა ხაზარაძეს, უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტში, რუსეთში მოქმედი ყაზახი ბიზნესმენების ჩართვა სურს, ღალატი და მავნებლობაა“, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.