რით იქნება გამორჩეული „ღამის სერენადები 2019“? - ინტერვიუ სამხატვრო ხელმძღვანელთან

ყოველწლიურ ფესტივალ „ღამის სერენადების“ დაწყების თარიღი ახლოვდება.

25, 27 და 28 აგვისტოს საკონცერტო საღამოები ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ დარბაზში გაიმართება, ხოლო 2 და 4 სექტემბერს საფესტივალო კონცერტებს თბილისში ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი უმასპინძლებს. როგორც ცნობილია, წელს ფესტივალი მსმენელს მრავალფეროვან და საინტერესო პროგრამას სთავაზობს. უფრო კონკრეტულად, რა სიახლეები ელის მსმენელსა და მაყურებელს, როგორი იქნება „ღამის სერენადები 2019“-ის საკონცერტო საღამოები, ამის შესახებ ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე მოგვიყვება:


ბატონო გიორგი, რით არის განსხვავებული და გამორჩეული ფესტივალი "ღამის სერენადები 2019“? 


- ყოველი ფესტივალი ყოველთვის განსხვავდება წინა წლისაგან თავისი პროგრამით, კონცეფციით, მუსიკალური ელფერით. წელს შესრულდება ძალიან საინტერესო ნაწარმოებები მსოფლიოს მუსიკალური ლიტერატურისა, როგორც უცხოური, ისე ეროვნული ნაწარმოებები. ქართულ ეროვნულ პროგრამას რაც შეეხება: ვაჟა აზარაშვილის ჩელოს კონცერტს შეასრულებს დიდი ვიოლონჩელისტი იან-ერიკ გუსტავსონი, აგრეთვე შესრულდება ცინცაძის მინიატურები -პირველი შესრულებაა, პრემიერაა ალექსი მაჭავარიანის დაუსრულებელი მეექვსე კვარტეტის


რომელი მსოფლიო ვარსკვლავები მიიღებენ ფესტივალში მონაწილეობას? 


- მონაწილეობას მიიღებენ ისეთი შესანიშნავი მუსიკოსები როგორებიც არიან - ნინო სურგულაძე, ანა-ლიზა ბეზროდნი, იან-ერიკ გუსტავსონი. ძალიან მოხარული ვარ, რომ წელს შემოგვიერთდება ჩვენი ამომავალი ვარსკვლავი სანდრო ნებიერიძე. ეს არის უნიჭიერესი პიროვნება, იგი 25 აგვისტოს, ფესტივალის გახსნის კონცერტზე, შეასრულებს ჩვენს შესანიშნავ საყვირზე დამკვრელ დავით შამანაურთან ერთად, შოსტაკოვიჩის პირველ კონცერტს; ფესტივალის მთავარი დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი, მოწვეული დირიჟორი პანტელის კოგიამისი. გახსნის კონცერტზე შესრულდება აგრეთვე დაუვიწყარი ჩაიკოვსკის სერენადა და სამუელ ბარბერის "ადაჟიო სიმებიანი ორკესტრისთვის".27-ში ძალიან საინტერესო პროგრამას შემოგთავაზებთ. იან-ერიკ გუსტავსონი და ანა-ლიზა ბეზროდნი შეასრულებენ კოდაის დიდ დუეტს, შემდეგ კი ვივალდის ბრწყინვალე ორმაგ კონცერტებს. აგრეთვე, შესრულდება შოსტაკოვიჩის კამერული სიმფონია, ორკესტრს წარუძღვება მოწვეული დირიჟორი პანტელის კოგიამისი. 28 აგვისტოს შესრულდება ვაჟა აზარაშვილის სავიოლენჩელო კონცერტი. მოხარულები ვართ, რომ კონცერტს დაესწრება კომპოზიტორი, რომელიც ფესტივალზე საპატიო სტუმრად არის მოწვეული. ფესტივალი 2-4 სექტემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში გადმოინაცვლებს


ნინო სურგულაძე ფესტივალში პირველად  მონაწილეობს,  ვინაიდან სწორედ წელს შედის  პირველად ფესტივალში ვოკალური ნაწილიც. გვითხარით, რას შეასრულებს ჩვენი მეცო-სოპრანო?


რაც შეეხება ვოკალს, მართლაც რომ ფესტივალის ბათუმში აღდგენის შემდეგ, ვოკალი პროგრამაში არ გვქონია, მიუხედავად იმისა, რომ მისი 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ვოკალიც იყო წარმოდგენილი, მაგრამ ფესტივალმა გააკეთა დიდი პაუზა. ძალიან გვიხარია, რომ ეს პაუზა შეწყდა  შესანიშნავი მომღერლით, როგორიც არის ნინო სურგულაძე და არაჩვეულებრივი პროგრამით -  მანუელ დე ფალას ჯადოქრული სიყვარულით. ამ რედაქციაში ეს ნაწარმოები სრულდება პირველად საქართველოში, ხოლო ქალბატონმა ნინომ იგი სპეციალურად ჩვენი ფესტივალისთვის ისწავლა და თვითონ ასრულებს პირველად. ეს იქნება დასკვნითი კონცერტი 4 აგვისტოს. დიდი სიხარულით მოველით ამ კონცერტს. ამავე დასკვნით კონცერტში შესრულდება დე ფალას სამწვეტიანი ქუდი და ლუდვიგ ვან ბეთხოვენის მერვე სიმფონია, რომელიც უკვე 10 წელიწადზე მეტია არ შესრულებულა საქართველოში, ფესტივალის მთავარი დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი


როგორც ვიცით, ძალიან მოკლე პერიოდში მოგიწიათ 27 აგვისტოს კონცერტის მეორე ნაწილის პროგრამის შეცვლა


- დიახ, მართალია, ძალიან მოკლე ხანში მოგვიხდა ამ პროგრამის შეცვლა, რადგან ჩვენს სოლისტს შეექმნა გარკვეული პრობლემა მუსიკალურ აპარატთან დაკავშირებით (ასე ეძახიან ინსტრუმენტალისტები თავის ხელებს). მოგეხსენებათ, რომ იან-ერიკ გუსტავსონი, აგრეთვე  ფინეთში ატარებს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფესტივალს, უშუალოდ ჩვენი ფესტივალის შემდეგ მიემგზავრება ამ ფესტივალის სახელმძღვანელოდ თავის მეუღლე, ანა-ლიზა ბეზროდნისთან ერთად. მიუხედავად ამისა, ძალიან მოკლე ვადებში მოგვიმზადეს შესანიშნავი პროგრამა 27 აგვისტოს კონცერტის მეორე ნაწილისათვის. ჩვენი ძალიან ნიჭიერი, შემოქმედი გოგონა ლელა სარიშვილი, ვივალდის ორმაგ კონცერტს ე.წ. წყალზე ხატვის პერფორმანსით გააფორმებს. ეს არის ერთგვარი მუსიკის ფერებში აღქმა. იმედი გვაქვს, მაყურებელი ძალიან კმაყოფილი დარჩება


თქვენ განაცხადეთ, რომ ფესტივალზე ეროვნული მუსიკის შედევრებით წარსდგებით. თუ შეიძლება, უფრო მეტი დეტალი რომ გაგვიმხილოთ?


- გვიხარია, რომ ეროვნული მუსიკის ნაწილი ძალიან მრავალფეროვანია, მართლაც შედევრებით წარვსდგებით მსმენელის წინაშე. როგორც უკვე მოგახსენეთ, ცინცაძის მინიატურები, პირველი შესრულება, პრემიერა იქნება ალექსი მაჭავარიანის მეექვსე, დაუსრულებელი  კვარტეტის, რომელსაც შეასრულებენ ახალგაზრდა მუსიკოსები - კონსტანტინე ვარდელის სახელობის კვარტეტი. აგრეთვე, შესრულდება შოსტაკოვიჩის მერვე სიმებიანი კვარტეტი. ეს იქნება თავისუფალი დასწრების კონცერტი, რომელიც შევთავაზეთ მსმენელს. კერძოდ, მოსწავლეებს, სტუდენტებს და მათ შეუძლიათ მობრძანდნენ  27 აგვისტოს, 16:00 საათზე, ფალიაშვილის მუსიკალური სკოლის შენობაში


რაც შეეხება 28 აგვისტოს, რომელი ნაწარმოებები შესრულდება მსოფლიო მუსიკოსების მიერ?


-28 აგვისტოს ანალიზა ბეზროდნი შეასრულებს  სარასატეს ბრწყინვალე კარმენ ფანტაზიას. ანალიზა ბეზროდნი დიდი მევიოლინეთა დინასტიის წარმომადგენელია; იგორ ბეზროდნი არის დიდი რუსი მევიოლინე, რომელიც დაიბადა თბილისში, ხოლო სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიაში ქალბატონ ლიანასთან ერთად და იყო მისი უახლოესი მეგობარი. ამდენად, ძალიან თბილი და დიდი კავშირები აქვთ საქართველოსთან. უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის ამ კონცერტში ვაჟა აზარაშვილის ერთ-ერთი შედევრის, სავიოლენჩელო კონცერტის შესრულება. დიდებულ ჩელოს კონცერტს შეასრულებს იან-ერიკ  გუსტავსონი, ეს ისტორიული მოვლენაა. კიდევ ერთი ვარსკვლავი შეიტანს თავის რეპერტუარში ამ შესანიშნავ ნაწარმოებს. ეს კონცერტი პირველად შეასრულა პროფესორმა, სახალხო არტისტმა ელდარ ისაკაძემ. იგი ასრულებდა დიდი წარმატებით ამ კონცერტს როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ აზიაში და ევროპაში, ლიანა დირიჟორობდა... მე შევთავაზე ეს კონცერტი იან-ერიკ გუსტავსონს, გავუგზავნე მას მამაჩემის ჩანაწერი და ვკითხე, ხომ არ იგრძნობდა სიახლოვეს ამ ნაწარმოებთან. იან ერიკი  ყველა შემთხვევაში უკვე დაპატიჟებული მყავდა. მოისმინა ეს ჩანაწერი, აღფრთოვანდა კონცერტით და სულ მოკლე ხანში გამცა  დადებითი პასუხი. 28 აგვისტოს კონცერტში, აგრეთვე,  შესრულდება  ცინცაძისა და მაჭავარიანის ნაწარმოებები, ასევე შოსტაკოვიჩის კამერული სიმფონია, პაბლო სარასატეს კარმენ ფანტაზია( აგაპოვის რედაქცია, ვიოლინოსა, სიმებიანი ორკესტირის და დასარტყამი ინსტრუმენტისათვის), ბენჯამინ ბრიტტენის უბრალო სიმფონია სიმებიანი ორკესტრისათვის. კონცერტს როგორც დირიჟორი, წარუძღვება ვახტანგ მაჭავარიანი.


თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, დირიჟორ ვახტანგ მაჭავარიანის ხელმძღვანელობით, ფესტივალ “ღამის სერენადების” რეპეტიცია 21 აგვისტოს გაიმართა.


რეპეტიციას მუსიკოსი სანდრო ნებიერიძე, ფესტივალის “ღამის სერენადები” სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე, კამერული ანსამბლ-ორკესტრი “ვირტუოზები საქართველოდან” ესწრებოდნენ.



ფესტივალ "ღამის სერენადების" რეპეტიცია - დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი



კამერული ანსამბლ-ორკესტრი “ვირტუოზები საქართველოდან”



მუსიკოსი სანდრო ნებიერიძე


საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს ცნობილი ქართველი მევიოლინესა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის, ინიციატივით აფხაზეთში დაარსდა. 1991 წელს განვითარებული მოვლენების გამო ფესტივალმა თავისი არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, შავი ზღვისპირეთის ულამაზეს ქალაქ ბათუმში გახდა შესაძლებელი მისი აღდგენა.


ფესტივალის დამაარსებელი და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძეა; 2018 წლიდან მასთან ერთად ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ასევე მისი ძმისშვილი გიორგი ისაკაძეა, რომელთანაც მას მრავალი წლის პროფესიული თანამშრომლობა აკავშირებს. 2015 წლიდან თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ფესტივალს„ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი“ ეწოდა. ფესტივალის ორგანიზატორია კომპანი ა– „არტ ალიანსი“.


ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან – საქართველოსგანათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ქალაქ ბათუმის მერია; ქალაქ თბილისის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია – კომპანია „არდი“.


პარტნიორები – კომპანია „თელასი“; ქართული ბრენდი „მარი გოლდი“; პირველი ქართული ვისკი „ჯიმშერი“; ღვინის კომპანია „როალ ხვანჭკარა“; კომპანია „სარაჯიშვილი“; parfiumerul maRaziaTa qseli “lutecia”, “aromateka”, „პალმა აპარტამენტი“.


პროექტის მედია-მხარდამჭერები – აჭარის ტელევიზია; საქართველოს პირველი არხი; ტელეიმედი; TVპირველი; „არტარეა“ – პირველი  არხი კულტურაზე; ციფრული და მედია მარკეტინგის სააგენტო ,,კლიპარტი”; „ამბები.GE“; საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ-ტაიმი“; საინფორმაციო სააგენტო „GHN“, ინტერნეტ მედია ჯგუფი – “ITV”, “droni.ge” და “presa.ge”, ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today“; ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა  “The Messenger”; ვიდეო-პორტალი “myvideo.ge”; ჟურნალი „სარკე“; გაზეთი „აჭარა“;  რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“.


 


გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

საქართველოს ეროვნული ლატარია „დინამო სოხუმის“ პარტნიორი გახდა

ხელი მოეწერა საქართველოს ეროვნულ ლატარიასა და „დინამო სოხუმს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც კომპანია კლუბის მიმართ ფინანსური მხარდაჭერის ვალდებულებას იღებს.

თინათინ ნიბლოშვილი: საკრებულო საბჭოთა ოკუპაციის თემებთან დაკავშირებით, ინტენსიურად მუშაობს

თბილისის საკრებულო სახელდების  და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი "ევროპული საქართველოს"  წევრების მოთხოვნას თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის ფრანგული ჯავშნოსანი ესკადრის "ვალდეკ რუსოს" სახელის მინიჭებას გამოეხმაურა.

მიხეილ კალანდიას სასამართლომ 11 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა

ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლომ 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს

“სამხრეთის დერეფნის კონცეფცია საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ დივიდენდსა და ენერო უსაფრთხოებას მოუტანს,” – ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბახტაძემ განაცხადა.

ჯალილ მამედყულიზადეს თბილისური სატირა

საქართველოში გამომავალი ცნობილი გამოცემის „მოლა ნასრედინის“ დამაარსებელსა და რედაქტორს, ჯალილ მამედყულიზადეს 22 თებერვალს 151 წელი შეუსრულდა.

სესიაშვილი: იმედია, ოპოზიციასთან ერთად საარჩევნო სისტემის კომპორომისულ ვერსიაზე შევჯერდებით

"იმედს ვიტოვებ, რომ ოპოზიციასთან ერთად მოხერხდება კომპრომისულ ვერსიაზე შეჯერება", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი სესიაშვილმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით განაცხადა.

ძაღლის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურებისთვის ჯარიმა გაორმაგდება

ძაღლის ან სხვა შინაური ცხოვრელის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურებისთვის პირები 50 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმდებიან. ცვლილებას "ნარჩენების მართვის კოდექსი" ითვალისწინებს, რომლის ინიციატორები და ავტორები დეპუტატები გოგა გულორდავა და სულხან მახათაძე არიან.

მიხეილ კალანდიას საქმის პროკურორი: გვაქვს მოლოდინი, სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე მიღებული იქნება სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება

„დღეს არის სასამართლო განაჩენის გამოცხადების სხდომა. ჩვენ, ბუნებრივია, გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლოს სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მხრიდან იქნება მიღებული ერთადერთი სამართლიანი, კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება“, - ამის შესახებ მიხეილ კალანდიას საქმის პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ განაცხადა.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი რეგიონში პროექტების განხორციელებას განაგრძობს

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით პროექტების განხორციელებას განაგრძობს.

გარემოს ეროვნული სააგენტო სტიქიური მოვლენების მონიტორინგს ახალი უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა კლიმატის მწვანე ფონდის (Green Climate Fund)  მხარდაჭერით  შეძენილი უპილოტო საფრენი აპარატების მართვის ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს.

ნარჩენებით გარემოს დაბინძურებაზე სანქციები გაიზრდება

ნარჩენებით გარემოს დანაგვიანებაზე სანქციები გაიზრდება. ცვლილებას „ნარჩენების მართვის კოდექსი“ ითვალისწინებს, რომლის ინიციატორები და ავტორები დეპუტატები სულხან მახათაძე და გოგა გულორდავა არიან.

საქართველოს გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით, პროკურატურის სტაჟიორებს, გამომძიებლებს, პროკურორებსა და საშუალო რგოლის თანამშრომლებს ხელფასი 500 ლარით გაეზარდათ

გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ბიუჯეტით არსებული ასიგნებების ფარგლებში, უწყების ყველა თანამშრომელს, გარდა ხელმძღვანელი პირებისა, შრომის ანაზღაურება 500 ლარით გაეზარდათ.

კომუნიკაციების კომისიამ ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ სკოლებში ტრენინგი ჩაატარა

უსაფრთხო ინტერნეტის დღესთან დაკავშირებით, კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ, სამ საჯარო სკოლაში ინტერაქტიული ტიპის ტრენინგი ჩაატარეს.

 საბა 2020 დაიწყო

წელს ლიტერატურულმა პრემია „საბამ“ კონკურსი მეთვრამეტედ გამოაცხადა. ავტორებსა და გამომცემლებს უკვე შეუძლიათ წიგნები წარადგინონ კონკურსზე. ამისთვის მათ უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი ვებგვერდზე: saba.com.ge

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

პრემიერი: შავი ზღვის უსაფრთხოებას გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს

"მეტი საქართველო ნატოში და მეტი ნატო საქართველოში გააძლიერებს შავი ზღვისა და დასავლეთის უსაფრთხოებას, ასევე საქართველოს დემოკრატიას და მზარდ ეკონომიკას", - ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ ამერიკულ გამოცემა The Washington Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნა.

ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

ირანში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. დაინფიცირებულია 60-ზე მეტი ადამიანი. 

გომი-კორბოულის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-40კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა.

მიხეილ ჩხენკელმა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელთან პროფესიული განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გეგმები განიხილა 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს შეინ როზენტალს უმასპინძლა და მასთან განათლების სხვადასხვა საფეხურზე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

სამეგრელოსა და გურიაში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა სოფელ რუხში, ურთაში, ორსანტიაში, ანაკლიაში, ზუგდიდში, ფოთსა და სოფელ ფახულანში ჯამში 1 758 კოლოფი უაქციზო სიგარეტისა და 39,4 კგ უაქციზო თუთუნის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.