აკაკი ზოიძე: ძნელია კორექტული სიტყვებით შეაფასო ის უტიფრობა, რასაც ბატონი ბარამიძე იჩენს

უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის მიერ C ჰეპატიტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ზოიძის თქმით, თავისი პოსტით ბატონი ბარამიძე უგულვებელყოფს ასობით სპეციალისტს, საჯარო მოხელეს, ექიმს, ექთანს, სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს:


„ძნელია კორექტული სიტყვებით შეაფასო ის უტიფრობა, რასაც ბატონი ბარამიძე იჩენს, როდესაც აქვეყნებს ამ პოსტს, რომლის მიხედვითაც "ც" ჰეპატიტის მართლაცდა უნიკალური პროგრამა, რომელმაც უკვე გადაარჩინა 60 ათასზე მეტი ადამიანი (მათ შორის უმეტესობა ახალგაზრდა) ნაადრევ სიკვდილს და უახლოეს პერიოდში გადაარჩენს კიდევ უფრო მეტ ჩვენს მოქალაქეს და ამით გადააქცევს საქართველოს მსოფლიოში პირველ ქვეყანად, სადაც დამარცხდება ეს ვერაგი დაავადება, - თურმე ყოფილა "მიშას მთავრობის დროს ინიცირებული", ხოლო დღევანდელ ხელისუფლებას კი მხოლოდ ჩაუგდია პროგრამა.


გია ბარამიძე რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის თემებს მიმოიხილავს და C ჰეპატიტის პროგრამაზე შეფასებებს აკეთებს - ეს ამბავი თავისთავად ღიმილისმომგვრელია და მის გუნდში დარგის სპეციალისტების ნაკლებობაზე მიუთითებს. თუმცა, რეალურად რა ინიციატივასაც იბრალებს, ზუსტად იმის საპირისპირო ხდებოდა მისი ხელისუფლების დროს. ეტყობა ბატონი ბარამიძე თვლის, რომ მთელ ჩვენს საზოგადოებას ტოტალური ამნეზია ჭირს და არ ახსოვს რა ხდებოდა და რა არ ხდებოდა "მიშას მთავრობის" დროს, 
მაინც შეგახსენებთ ფაქტებს მოკლედ:


1. C ჰეპატიტის გავრცელება ზოგად მოსახლეობაში საგანგაშო იყო და ჩვენი ხელისუფლების დროს ჩატარებულმა კვლევამ ეს დაადასტურა. მიუხედავად ამისა სახელმწიფოს მაშინ არ დაუწყია არც დიაგნოსტიკის, არც მკურნალობის პროგრამა “უსახსრობის გამო”, თუმცა ორი სახელმწიფო შენობის ასაშენებლად მილიარდი დახარჯა.


2. სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა სიკვდილიანობა არასათანადო მოპყრობის, C ჰეპატიტის და ტუბერკულოზის გავრცელების გამო ყოველწლიურად 200-მდე შემთხვევა იყო (მეტიც ყოფილა). პატიმრები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავდნენ C ჰეპატიტის მკურნალობის მოთხოვნით. არაერთი ასეთი საქმე სახელმწიფომ წააგო - სამწუხაროდ პატიმრები, ვინც საჩივარი შეიტანეს სიცოცხლეში ვერ მოესწრნენ ამ გადაწყვეტილებებს. სტრასბურგის გადაწყვეტილებების საპასუხოდ, სახელმწიფომ არათუ C ჰეპატიტზე მკურნალობა უზრუნველყო ციხეებში - არამედ, საერთოდ აკრძალა დიაგნოსტიკა, რომ პატიმრებს თავისი დაავადების სტატუსი არ სცოდნოდათ.


3. მათი ხელისუფლების დროს, ყოველწლიურად მხოლოდ 200-300 პაციენტი ახერხებდა საქართველოში მკურნალობას, მაშინ როდესაც, დაახლოებით 200 000 მოქალაქეს სჭირდებოდა ეს მკურნალობა. ვინც მკურნალობდა, ესეც ექიმების, ინფექციონისტების თანადგომით და მათი ოჯახების დამსახურებით, რომლებიც სესხებს იღებდნენ, სახლებს ყიდდნენ ამ მედიკამენტების შესაძენად.


4. არანაირი ხედვა და ქმედითი პროგრამა არ ჰქონია, არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილება გია ბარამიძის დროინდელ ხელისუფლებას არ მიუღია C ჰეპატიტის პრობლემის სისტემური მოგვარებისთვის.


რაც ჩვენ გავაკეთეთ ადვილად დასანახია: სწორად შევაფასეთ პრობლემა; ვიმუშავეთ კონცეფციაზე და პროექტზე სამედიცინო დარგის სპეციალისტებთან, მეცნიერებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად; ჩავატარეთ წარმატებული მოლაპარაკებები მედიკამენტებზე კონკურენტული ფასის მისაღებად; დავიწყეთ დაავადებულთა მკურნალობა სასჯელაღსრულების სისტემაში და შევქმენით წარმატებული ქეისი; შემდგომ ჩავატარეთ ეპიდ. კვლევა და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით შევქმენით “C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა”; მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდა ყველა მოქალაქისათვის ვისაც ეს სჭირდება; C ჰეპატიტისგან ამ მომენტისთვის განიკურნა 60 000-ზე მეტი მოქალაქე; საქართველო გახდა გლობალური ლიდერი C ჰეპატიტთან ბრძოლის სფეროში.


ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა იმ მრავალი თავდადებული ადამიანის დამასახურებით, რომელთაც პირადად ვიცნობ და ვიცი თითოეული მათგანის წვლილის თაობაზე (კიდევ ერთხელ მადლობა და თან ბოდიში რომ არ ჩამოვთვლი აქ მათ სახელებს), შედგა ეს პროგრამა ასეულ ათასობით საქართველოს მოქალაქის საკეთილდღეოდ, მათ შორის იმ მოქალაქეებისა, რომლებიც სწორედ "მიშას მთავრობის ინიცირებით" იყვნენ გაწირულნი სასიკვდილოდ საპატიმროებში.


თავისი პოსტით ბატონი ბარამიძე უგულვებელყოფს ასობით სპეციალისტს, საჯარო მოხელეს, ექიმს, ექთანს, სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ვისი დაუღალავი, ზოგჯერ 24 საათიანი შრომით ბოლო 4 წლის განმავლობაში, გახდა შესაძლებელი მთელი მსოფლიოსათვის სამაგალითო პროგრამის განხორციელება, მილიონზე მეტი ადამიანისათვის "ც" ჰეპატიტზე სკრინინგის ჩატარება და 60 ათასზე მეტი მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენა.


ბატონი ბარამიძისთვის ეს ყველაფერი "დაკარგული წლებია" და ალბათ არ ესმის, რომ "ც" ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებული დასრულება, რომელიც საბოლოოდ 150 000 საქართველოს მოქალაქეს გაუხანგრძლივებს სიცოცხლეს - ისეთივე უმაღლესი კატეგორიის ეროვნული ამოცანაა, როგორც მაგალითად ქვეყნის დეოკუპაცია და რომლის განხორციელებისათვის ასევე აუცილებლია მთელი საზოგადოების კონსოლიდაცია და არა ამ თემებით უტიფარი პოლიტიკური სპეკულაცია, რასაც სამწუხაროდ, ესოდენ ხშირად აკეთებს ის დესტრუქციული ძალა, რომელსაც ბატონი ბარამიძე წარმოადგენს“, - წერს აკაკი ზოიძე.


20 აგვისტოს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ 2020 წელს C ჰეპატიტისგან უამრავი ადამიანი დარჩება განუკურნებელი. 



 


ქალაქ ლაგოსთან მეკობრეებმა ოთხი ქართველი მეზღვაური გაიტაცეს

ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს შეიარაღებული პირები ნიგერიის ქალაქ ლაგოსთან დაესხნენ თავს, რა დროსაც ოთხი ქართველი მეზღვაური გაიტაცეს. 

„შემოქმდებითი ევროპის“ მხარდაჭერით საქართველოში კინოსაგანმანათლებლო ონლაინ აპლიკაცია იარსებებს

მრავალფუნქციურ სივრცეში „ტერმინალი“ ეროვნული კინოცენტრი საზოგადოებას წარუდგენს კინოსაგანმანათლებლო ონლაინ პლატფორმას, რომელი ცევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპის“ მხარდაჭერით შეიქმნა.

არჩილ თალაკვაძე: ვანო მერაბიშვილის განცხადებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ნაციონალურ მოძრაობას დესტრუქციული დღის წესრიგი აქვს

„მათი მიზანი არ არის დემოკრატიული არჩევნები და შეთანხმება რაიმეზე, მათი მთავარი მიზანი, პოლიტიკური სურვილი და მთავარი ამოცანა არის დესტაბილიზაცია და რაიმე ცვლილებების მოპოვება საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით“.

ნათია თურნავა: ჩვენი ამოცანაა, მხარი დავუჭიროთ გლობალურ სტარტაპებს

„2019 წელი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთვის საკმაოდ წარმატებული იყო. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობა, ჩვენი ეკონომიკური გუნდი აშენებს ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკას, რაც წარმოუდგენელია ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემისა და ინოვაციური საქმიანობის მხარდაჭერის გარეშე".

„ფრესკომ“ შრომითი უფლებების დარღვევის უარყოფაზე სასამართლო დავა წააგო

საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კომპანია „ფრესკოს“ სარჩელი Facebook-ის გვერდ „ჟამთასვლა ფოტოსურათებზე“ ავტორ გიორგი ლაბაძის წინააღმდეგ, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცილისწამების შემცველი ცრუ ინფორმაციის უარყოფის მოთხოვნით.

ახალგაზრდა აქტივისტები ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ აქციას მართავენ

თბილისში, ქიქოძის ქუჩაზე ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტებისგან შემდგარი ჯგუფი ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს. 

ქუთაისში კრივში საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა

ქუთაისის სპორტის სასახლეში კრივში საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა.

აკაკი საღირაშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან „შუა დერეფნის“ გაციფროვნების შესაძლებლობებზე ისაუბრა

შვედეთში მიმდინარე გაეროს საგზაო უსაფრთხოების მინისტერიალის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა შეხვედრა გამართა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან მახტარ დიოპთან.

ირაკლი ჩიქოვანი კიბერშეტევაზე: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელსაც მსოფლიოს მხრიდან ვხედავთ

"კიბერშეტევა, რომელიც რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა".

რუსეთის საგარეო უწყება კიბერშეტევასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

ოფიციალური მოსკოვი კიბერშეტავასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას პასუხობს.

ავსტრალია საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას გმობს

ავსტრალიის მთავრობა უერთდება საერთაშორისო პარტნიორებს და გმობს საქართველოში 2019 წლის ოქტომბერში რუსეთის მიერ განხორციელბულ კიბერშეტევას.

გიორგი ვოლსკი: ზუსტად ისეთივე პოლიტპატიმარია გიგი უგულავა, როგორიც ვანო მერაბიშვილი

„ზუსტად ისეთივე პოლიტპატიმარია გიგი უგულავა, როგორიც ვანო მერაბიშვილი“ ,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებას.

გიორგი გახარია რუსულ კიბერშეტევაზე: ეს შეუწყნარებელი აქტი ჩვენი სუვერენიტეტითვის ძირის გამოთხრას ისახავდა მიზნად

"საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ოქტომბერში განხორციელებული კიბერთავდასხმა მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრას".

ესტონეთი საქართველოს ფართომასშტაბიანი კიბერშეტევის გამო მხარდაჭერას უცხადებს

ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ფართომასშტაბიანი კიბერშეტევის გამო. 

ირაკლი სესიაშვილი: რუსეთს პასუხის გაცემა მოუწევს 

„სახელმწიფო დგამს აუცილებელ ნაბიჯებს იმისთვის, რომ კიბერთავდასხმების ნეიტრალიზაცია შეძლოს, თუმცა, ასეთ გამოწვევებთან ბრძოლა რთულია და ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორ ქვეყნებთან“,- ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: რუსული კიბერშეტევა საქართველოს მიმართ წარმოებული ჰიბრიდული ომის გამოვლინებაა  

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევას ეხმაურება. 

დავით ზალკალიანი: კიბერსაფრთხეების შესამცირებლად აშშ-სთან მჭიდრო პარტნიორობას გავაგრძელებთ 

"ჩვენ გავაგრძელებთ აშშ-სთან მჭიდრო პარტნიორობას ასეთი რისკებისა და საფრთხეების შესამცირებლად"- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი "ტვიტერში" რუსეთის მხრიდან საქართველოზე კიბერშეტევის საკითხთან დაკავშირებით წერს.

ნორვეგია საქართველოზე განხორციელებული კიბერშეტევის შესახებ საერთაშორისო შეშფოთებას იზიარებს

ნორვეგია იზიარებს საერთაშორისო შეშფოთებას საქართველოზე განხორციელებული კიბერშეტევის შესახებ. 

ვის გაუხსნის ციხის კარს „ხელისუფლების დამხობის“ შემდეგ - „ყველა არის პოლიტპატიმარი“

„მე გაძლევთ გარანტიას, წლის ბოლომდე ხელისუფლების დამხობის მერე ამ ციხის კარიფართოდ გაიღება და ყველა ის პოლიტპატიმარი, ვინც ამ ციხეში ზის... ვამბობ, რომ ვინც მევიცი, ვინც ამ ციხეში ზის, ყველა არის პოლიტიკური პატიმარი“, - ეს განცხადება ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ გააკეთა.

ლიეტუვა მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს საქართველოზე კიბერთავდასხმები

ლიეტუვას რესპუბლიკა მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს საქართველოზე კიბერთავდასხმები. ამის შესახებ ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრეტეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

თბილისის აეროპორტში 304  არადეკლარირებული მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს

20 თებერვალს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული  მობილური ტელეფონები (ჯამში 304 ცალი) აღმოაჩინეს.