აკაკი ზოიძე: ძნელია კორექტული სიტყვებით შეაფასო ის უტიფრობა, რასაც ბატონი ბარამიძე იჩენს

უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის მიერ C ჰეპატიტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ზოიძის თქმით, თავისი პოსტით ბატონი ბარამიძე უგულვებელყოფს ასობით სპეციალისტს, საჯარო მოხელეს, ექიმს, ექთანს, სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს:


„ძნელია კორექტული სიტყვებით შეაფასო ის უტიფრობა, რასაც ბატონი ბარამიძე იჩენს, როდესაც აქვეყნებს ამ პოსტს, რომლის მიხედვითაც "ც" ჰეპატიტის მართლაცდა უნიკალური პროგრამა, რომელმაც უკვე გადაარჩინა 60 ათასზე მეტი ადამიანი (მათ შორის უმეტესობა ახალგაზრდა) ნაადრევ სიკვდილს და უახლოეს პერიოდში გადაარჩენს კიდევ უფრო მეტ ჩვენს მოქალაქეს და ამით გადააქცევს საქართველოს მსოფლიოში პირველ ქვეყანად, სადაც დამარცხდება ეს ვერაგი დაავადება, - თურმე ყოფილა "მიშას მთავრობის დროს ინიცირებული", ხოლო დღევანდელ ხელისუფლებას კი მხოლოდ ჩაუგდია პროგრამა.


გია ბარამიძე რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის თემებს მიმოიხილავს და C ჰეპატიტის პროგრამაზე შეფასებებს აკეთებს - ეს ამბავი თავისთავად ღიმილისმომგვრელია და მის გუნდში დარგის სპეციალისტების ნაკლებობაზე მიუთითებს. თუმცა, რეალურად რა ინიციატივასაც იბრალებს, ზუსტად იმის საპირისპირო ხდებოდა მისი ხელისუფლების დროს. ეტყობა ბატონი ბარამიძე თვლის, რომ მთელ ჩვენს საზოგადოებას ტოტალური ამნეზია ჭირს და არ ახსოვს რა ხდებოდა და რა არ ხდებოდა "მიშას მთავრობის" დროს, 
მაინც შეგახსენებთ ფაქტებს მოკლედ:


1. C ჰეპატიტის გავრცელება ზოგად მოსახლეობაში საგანგაშო იყო და ჩვენი ხელისუფლების დროს ჩატარებულმა კვლევამ ეს დაადასტურა. მიუხედავად ამისა სახელმწიფოს მაშინ არ დაუწყია არც დიაგნოსტიკის, არც მკურნალობის პროგრამა “უსახსრობის გამო”, თუმცა ორი სახელმწიფო შენობის ასაშენებლად მილიარდი დახარჯა.


2. სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა სიკვდილიანობა არასათანადო მოპყრობის, C ჰეპატიტის და ტუბერკულოზის გავრცელების გამო ყოველწლიურად 200-მდე შემთხვევა იყო (მეტიც ყოფილა). პატიმრები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავდნენ C ჰეპატიტის მკურნალობის მოთხოვნით. არაერთი ასეთი საქმე სახელმწიფომ წააგო - სამწუხაროდ პატიმრები, ვინც საჩივარი შეიტანეს სიცოცხლეში ვერ მოესწრნენ ამ გადაწყვეტილებებს. სტრასბურგის გადაწყვეტილებების საპასუხოდ, სახელმწიფომ არათუ C ჰეპატიტზე მკურნალობა უზრუნველყო ციხეებში - არამედ, საერთოდ აკრძალა დიაგნოსტიკა, რომ პატიმრებს თავისი დაავადების სტატუსი არ სცოდნოდათ.


3. მათი ხელისუფლების დროს, ყოველწლიურად მხოლოდ 200-300 პაციენტი ახერხებდა საქართველოში მკურნალობას, მაშინ როდესაც, დაახლოებით 200 000 მოქალაქეს სჭირდებოდა ეს მკურნალობა. ვინც მკურნალობდა, ესეც ექიმების, ინფექციონისტების თანადგომით და მათი ოჯახების დამსახურებით, რომლებიც სესხებს იღებდნენ, სახლებს ყიდდნენ ამ მედიკამენტების შესაძენად.


4. არანაირი ხედვა და ქმედითი პროგრამა არ ჰქონია, არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილება გია ბარამიძის დროინდელ ხელისუფლებას არ მიუღია C ჰეპატიტის პრობლემის სისტემური მოგვარებისთვის.


რაც ჩვენ გავაკეთეთ ადვილად დასანახია: სწორად შევაფასეთ პრობლემა; ვიმუშავეთ კონცეფციაზე და პროექტზე სამედიცინო დარგის სპეციალისტებთან, მეცნიერებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად; ჩავატარეთ წარმატებული მოლაპარაკებები მედიკამენტებზე კონკურენტული ფასის მისაღებად; დავიწყეთ დაავადებულთა მკურნალობა სასჯელაღსრულების სისტემაში და შევქმენით წარმატებული ქეისი; შემდგომ ჩავატარეთ ეპიდ. კვლევა და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით შევქმენით “C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა”; მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდა ყველა მოქალაქისათვის ვისაც ეს სჭირდება; C ჰეპატიტისგან ამ მომენტისთვის განიკურნა 60 000-ზე მეტი მოქალაქე; საქართველო გახდა გლობალური ლიდერი C ჰეპატიტთან ბრძოლის სფეროში.


ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა იმ მრავალი თავდადებული ადამიანის დამასახურებით, რომელთაც პირადად ვიცნობ და ვიცი თითოეული მათგანის წვლილის თაობაზე (კიდევ ერთხელ მადლობა და თან ბოდიში რომ არ ჩამოვთვლი აქ მათ სახელებს), შედგა ეს პროგრამა ასეულ ათასობით საქართველოს მოქალაქის საკეთილდღეოდ, მათ შორის იმ მოქალაქეებისა, რომლებიც სწორედ "მიშას მთავრობის ინიცირებით" იყვნენ გაწირულნი სასიკვდილოდ საპატიმროებში.


თავისი პოსტით ბატონი ბარამიძე უგულვებელყოფს ასობით სპეციალისტს, საჯარო მოხელეს, ექიმს, ექთანს, სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ვისი დაუღალავი, ზოგჯერ 24 საათიანი შრომით ბოლო 4 წლის განმავლობაში, გახდა შესაძლებელი მთელი მსოფლიოსათვის სამაგალითო პროგრამის განხორციელება, მილიონზე მეტი ადამიანისათვის "ც" ჰეპატიტზე სკრინინგის ჩატარება და 60 ათასზე მეტი მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენა.


ბატონი ბარამიძისთვის ეს ყველაფერი "დაკარგული წლებია" და ალბათ არ ესმის, რომ "ც" ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებული დასრულება, რომელიც საბოლოოდ 150 000 საქართველოს მოქალაქეს გაუხანგრძლივებს სიცოცხლეს - ისეთივე უმაღლესი კატეგორიის ეროვნული ამოცანაა, როგორც მაგალითად ქვეყნის დეოკუპაცია და რომლის განხორციელებისათვის ასევე აუცილებლია მთელი საზოგადოების კონსოლიდაცია და არა ამ თემებით უტიფარი პოლიტიკური სპეკულაცია, რასაც სამწუხაროდ, ესოდენ ხშირად აკეთებს ის დესტრუქციული ძალა, რომელსაც ბატონი ბარამიძე წარმოადგენს“, - წერს აკაკი ზოიძე.


20 აგვისტოს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ 2020 წელს C ჰეპატიტისგან უამრავი ადამიანი დარჩება განუკურნებელი. 



 


საქართველოს ეროვნული ლატარია „დინამო სოხუმის“ პარტნიორი გახდა

ხელი მოეწერა საქართველოს ეროვნულ ლატარიასა და „დინამო სოხუმს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც კომპანია კლუბის მიმართ ფინანსური მხარდაჭერის ვალდებულებას იღებს.

თინათინ ნიბლოშვილი: საკრებულო საბჭოთა ოკუპაციის თემებთან დაკავშირებით, ინტენსიურად მუშაობს

თბილისის საკრებულო სახელდების  და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი "ევროპული საქართველოს"  წევრების მოთხოვნას თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის ფრანგული ჯავშნოსანი ესკადრის "ვალდეკ რუსოს" სახელის მინიჭებას გამოეხმაურა.

მიხეილ კალანდიას სასამართლომ 11 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა

ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლომ 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს

“სამხრეთის დერეფნის კონცეფცია საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ დივიდენდსა და ენერო უსაფრთხოებას მოუტანს,” – ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბახტაძემ განაცხადა.

ჯალილ მამედყულიზადეს თბილისური სატირა

საქართველოში გამომავალი ცნობილი გამოცემის „მოლა ნასრედინის“ დამაარსებელსა და რედაქტორს, ჯალილ მამედყულიზადეს 22 თებერვალს 151 წელი შეუსრულდა.

სესიაშვილი: იმედია, ოპოზიციასთან ერთად საარჩევნო სისტემის კომპორომისულ ვერსიაზე შევჯერდებით

"იმედს ვიტოვებ, რომ ოპოზიციასთან ერთად მოხერხდება კომპრომისულ ვერსიაზე შეჯერება", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი სესიაშვილმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით განაცხადა.

ძაღლის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურებისთვის ჯარიმა გაორმაგდება

ძაღლის ან სხვა შინაური ცხოვრელის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურებისთვის პირები 50 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმდებიან. ცვლილებას "ნარჩენების მართვის კოდექსი" ითვალისწინებს, რომლის ინიციატორები და ავტორები დეპუტატები გოგა გულორდავა და სულხან მახათაძე არიან.

მიხეილ კალანდიას საქმის პროკურორი: გვაქვს მოლოდინი, სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე მიღებული იქნება სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება

„დღეს არის სასამართლო განაჩენის გამოცხადების სხდომა. ჩვენ, ბუნებრივია, გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლოს სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მხრიდან იქნება მიღებული ერთადერთი სამართლიანი, კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება“, - ამის შესახებ მიხეილ კალანდიას საქმის პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ განაცხადა.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი რეგიონში პროექტების განხორციელებას განაგრძობს

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით პროექტების განხორციელებას განაგრძობს.

გარემოს ეროვნული სააგენტო სტიქიური მოვლენების მონიტორინგს ახალი უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა კლიმატის მწვანე ფონდის (Green Climate Fund)  მხარდაჭერით  შეძენილი უპილოტო საფრენი აპარატების მართვის ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს.

ნარჩენებით გარემოს დაბინძურებაზე სანქციები გაიზრდება

ნარჩენებით გარემოს დანაგვიანებაზე სანქციები გაიზრდება. ცვლილებას „ნარჩენების მართვის კოდექსი“ ითვალისწინებს, რომლის ინიციატორები და ავტორები დეპუტატები სულხან მახათაძე და გოგა გულორდავა არიან.

საქართველოს გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით, პროკურატურის სტაჟიორებს, გამომძიებლებს, პროკურორებსა და საშუალო რგოლის თანამშრომლებს ხელფასი 500 ლარით გაეზარდათ

გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ბიუჯეტით არსებული ასიგნებების ფარგლებში, უწყების ყველა თანამშრომელს, გარდა ხელმძღვანელი პირებისა, შრომის ანაზღაურება 500 ლარით გაეზარდათ.

კომუნიკაციების კომისიამ ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ სკოლებში ტრენინგი ჩაატარა

უსაფრთხო ინტერნეტის დღესთან დაკავშირებით, კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ, სამ საჯარო სკოლაში ინტერაქტიული ტიპის ტრენინგი ჩაატარეს.

 საბა 2020 დაიწყო

წელს ლიტერატურულმა პრემია „საბამ“ კონკურსი მეთვრამეტედ გამოაცხადა. ავტორებსა და გამომცემლებს უკვე შეუძლიათ წიგნები წარადგინონ კონკურსზე. ამისთვის მათ უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი ვებგვერდზე: saba.com.ge

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

პრემიერი: შავი ზღვის უსაფრთხოებას გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს

"მეტი საქართველო ნატოში და მეტი ნატო საქართველოში გააძლიერებს შავი ზღვისა და დასავლეთის უსაფრთხოებას, ასევე საქართველოს დემოკრატიას და მზარდ ეკონომიკას", - ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ ამერიკულ გამოცემა The Washington Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნა.

ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

ირანში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. დაინფიცირებულია 60-ზე მეტი ადამიანი. 

გომი-კორბოულის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-40კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა.

მიხეილ ჩხენკელმა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელთან პროფესიული განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გეგმები განიხილა 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს შეინ როზენტალს უმასპინძლა და მასთან განათლების სხვადასხვა საფეხურზე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

სამეგრელოსა და გურიაში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა სოფელ რუხში, ურთაში, ორსანტიაში, ანაკლიაში, ზუგდიდში, ფოთსა და სოფელ ფახულანში ჯამში 1 758 კოლოფი უაქციზო სიგარეტისა და 39,4 კგ უაქციზო თუთუნის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.