პუტინმა აშშ–ის მიერ სარაკეტო გამოცდაზე პასუხის მომზადების განკარგულება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტების შესახებ შეთანხმებიდან აშშ–ის გასვლის შემდეგ მოსკოვი საკუთარ უსაფრთხოებას უზრუნველჰყოფს.

მან აშშ–ის ქმედებებზე ამომწურავი სიმეტრიული საპასუხო  ზომების მომზადების განკარგულება გასცა.


„18 აგვისტოს შეერთებულმა შტატებმა ხმელეთზე ბაზირების ფრთოსანი რაკეტის საცდელი გაშვება განახორციელა, რომელმაც 500 კმ–ზე მეტ მანძილზე გაანადგურა სამიზნე. ასეთი შეიარაღება იკრძალება საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტების შესახებ 1987 წელს ხელმოწერილი შეთანხმებით“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, რომლის ციტატა კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზეა მოყვანილი.


მისივე თქმით, რუსეთს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ აშშ–ის მიერ ასეთი რაკეტების გამშვები მოწყობილობების განთავსება ხმელეთზე, მათ შორის რუმინეთში და როგორც დაგეგმილია, პოლონეთში, სარაკეტო შეთანხმების პირდაპირი დარღვევაა. „ამერიკელები ამას კატეგორიულად უარჰყოფენ და ამტკიცებენ, რომ სახმელეთო ბაზირების გამშვებ დანადგარებს Мк-41 არ შეუძლიათ საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტების „ტომაჰავკი“ გაშვება. ახლა დარღვევა სახეზეა ა მისი უარყოფა შეუძლებელია – ეს მათ თავად თქვეს. რა თქმა უნდა, ისმის კითხვა: როგორ გავიგოთ, რა განთავსდება რუმინეთსა და პოლონეთში? რკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, თუ საკმაოდ დიდი სიშორის დამრტყმელი რაკეტები?“, – თქვა პუტინმა.


სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ რუსეთს არასოდეს უნდოდა გამალებულ შეიარაღებაში ჩართვა და მოსკოვი კვლავაც ღიაა ვაშინგტონთან თანასწორუფლებიანი და კონსტრუქციული დიალოგისთვის.


აშშ–ის შეიარაღების კონტროლის ასოციაციამ კონგრესს საშუალო სიშორის რაკეტების განთავსების დაფინანსების დაბლოკვის ინიციატივით მიმართა. ასოციაციის აზრით, ეს პროცესი გამალებულ სარაკეტო შეიარაღებაში გადაიზრდება. ამასთან, მოსკოვში აღნიშნეს, რომ აშშ ვერ ჩაითრევს რუსეთს ამ ძვირადღირებული შეიარაღების კამპანიაში და აშშ–ს მოუწოდეს, ევროპასა და აზიაში რაკეტების განთავსებაზე მორატორიუმი გამოაცხადოს.


დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

დიდ ბრიტანეთში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. 

მედიის წარმომადგენლებს პარლამენტის შიდა ეზოში გადაადგილების უფლებას არ აძლევენ

შენობიდან ეზოში გასასვლელთან სამართალდამცავები დგანან. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე განმარტავს, მედიის წარმომადგენლებს შიდა ეზოში მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ უშვებენ.

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე 12 პირია დაკავებული

პოლიციამ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის 12 პირი დააკავა.

 
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ იურისტი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: არამარტო მოსამართლის, მთლიანად პროცესის მიკერძოებულობასთან მიმართებაში გვაქვს კითხვები. არის რაღაცები, რასაც არ ეთანხმები

„არამარტო მოსამართლის, მთლიანად პროცესის მიკერძოებულობასთან მიმართებაში გვაქვს კითხვები. არის რაღაცები, რასაც არ ეთანხმები“, - ასე პასუხობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტი გიორგი გვილავა კითხვას, ისევ აქვს თუ არა კითხვები „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ მოსამართლის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით.

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გიორგი ვაშაძე დააკავეს

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა ოპოზიციის ლიდერები გიორგი ვაშაძე, გურამ ჩალაგაშვილი და გიორგი თევდორაძე დააკავეს.

პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით თბილისში 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ოპერატიულ საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით თბილისში 2 პირი: 1966 წელს დაბადებული გ.ს. და 1974
წელს დაბადებული ლ.ნ. დააკავეს.

მარჯანიშვილის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული

პოლიციამ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარების ბრალდებით 1981 წელს დაბადებული ა.ზ. დააკავეს.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტას მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

გიორგი გახარია ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა.

ვაჟა სირაძე: აქციის მონაწილეებს მოვუწოდებთ, პროტესტი მშვიდ ვითარებაში გააგრძელონ

"მოვუწოდებთ, რომ პროტესტი მშვიდ ვითარებაში გააგრძელონ და დეპუტატებს პარლამენტში შესვლის საშუალება მისცენ", -ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა. 

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

პარლამენტთან მცირე დაპირისპირება იყო

პარლამენტთან სამართალდამცველებსა და აქციის რამდენიმე მონაწილეს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა. 

პარლამენტთან დღეს ოპოზიცია საპროტესტო აქციას გამართავს

პარლამენტთან დღეს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციას მოძრაობა "გაბედეს" და "სირცხვილიას" წარმომადგენლებიც შეუერთდებიან. 

პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა გაიმართება

დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოც კანდიდატს კენჭს უყრიან.

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს დღეს განიხილავენ

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს.

აშშ-ს სენატში თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს მხარი დაუჭირეს

აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო: ევროკავშირის, გაეროს, ეუთოსა და აშშ-ის წარმომადგენლებმა ერთხმად მოითხოვეს ქართველი ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლება

საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროკავშირის, გაეროს, ეუთოსა და აშშ-ის წარმომადგენლებმა ერთხმად მოითხოვეს ქართველი ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

ცინცაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ცინცაძის ქუჩაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეცოპერაციას ატარებს.

გიგი უგულავას ბრალი წარუდგინეს

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს გიგი უგულავას პოლიციამ ბრალი მის საცხოვრებელ სახლში წარუდგინა. 

პენტაგონის ხელმძღვანელი: ანკარა ნატო-ს ნელ-ნელა შორდება

ამერიკა თურქეთის რუსეთთან დაახლოების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა მარკ ესპერმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატას განუცხადა.

მარჯანიშვილზე ცეცხლსასროლი იარაღით ორი მამაკაცი დაჭრეს

მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ორი მამაკაცი დაჭრეს.