ოკუპირებული აფხაზეთის ჯარის მოდერნიზებას რუსეთი დააფინანსებს

რუსეთის ფედერაცია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას დააფინანსებს.

შესაბამის ბრძანებას ხელი უკვე მოეწერა.


„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუსა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრ მერაბ ქიშმარიას მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.


“დღეს ჩვენ განვიხილეთ ჩვენი მომავალო სამხედრო - ტექნიკური თანამშრომლობის განვითარებას და აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას. ჩვენ პირველებმა ვაღიარეთ რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და ვაგრძელებთ ყოველმხრივ დახმარებას. მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს იმ დოკუმენტებსა და შეთანხმებებს, რომელთაც ხელი2014 და 2015 წელს მოეწერა. ამასთან, მნიშვნელოვანია ჩვენი სამხედრო ბაზა, რომელსაც ვამაგრებთ და რომელიც საერთო ძალისხმევით არის სტაბილურობის გარანტი“, - განაცხადა შოუგუმ.


ქიშმარიამ კი რუსეთს „რესპუბლიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“ მადლობა გადაუხადა.


მერაბ ქვარაია: დაუმთავრებელი ბინათმშენებლობების მიმართულებით მერიის პოლიტიკა შედეგიანია

"პოლიტიკა, რომელიც თბილისის მერიამ დაუმთავრებელი ბინათმშენებლობის მიმართულებით შეიმუშავა და განახორციელა, უპრეცედენტოდ ეფექტური და შედეგიანია",- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მერაბ ქვარაია დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გაჟღერებულ ინფორმაციას.

დევნილთა სააგენტოს დირექტორი გლდანში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გულია გოცირიძე  გლდანის რაიონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.    

კარლ ჰარცელი: ცხინვალში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი შემაშფოთებელია

"ცხინვალში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი შემაშფოთებელია", - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

გია ვოლსკი: რუსეთისთვის ცხინვალი სამხედრო ბაზაა

"რუსეთისთვის ცხინვალი არის სამხედრო ბაზა", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გია ვოლსკიმ განაცხადა.

კარლ ჰარცელი საარჩევნო სისტემაზე: დრო იწურება

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის წარმატებით დასრულება ქვეყანაში მწვავე პოლარიზაციის შემცირებას ხელს შეუწყობს.

ქართველმა ინჟინრებმა ავტო-ლიფტი დაამზადეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 5000 ლარამდე მცირე გრანტის ფარგლებში კიდევ ერთი წარმატებული პროექტი- ავტო-ლიფტი განხორციელდა.

სესიაშვილი: გასაოცარი იყო გიორგი მარგველაშვილის განცხადება, რომ მზად არის სააკაშვილს ელაპარაკოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხს გამოეხმაურა.

პრეზიდენტი: პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერება ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფაა 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, გუშინ, ოპოზიციის მიერ საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერების საკითხს გამოეხმაურა.

ლევან დავითაშვილი: "რუსთავის აზოტში" თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას 4 მილიონი ევრო მოხმარდება

"ჩვენ ავიღეთ უპირობო ვალდებულება, რომ ქვეყანაში სათბური გაზების ემისიების ზრდას შევამცირებთ. გერმანიის გარემოს დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, მივიღებთ მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, აზოტმჟავას წარმოების შედეგად წარმოქმნილი გაზების გარემოში მოხვედრა მინიმუმამდე შემცირდეს", - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: უმუშევრობის დონე ბოლო 18 წლის განმავლობაში მინიმუმზეა 

„უმუშევრობის დონე ბოლო 18 წლის განმავლობაში მინიმუმზეა“, - ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მუნიციპალიტეტებისათვის გამოყოფილი დაფინანსებიდან დარჩენილი ეკონომიებით სხვადასხვა პროექტი დაფინანსდება

მუნიციპალიტეტებისათვის საქართველოს მთავრობის განკარგულებების საფუძველზე გამოყოფილი დაფინანსებიდან დარჩენილი ეკონომიებით სხვადასხვა სამუშაო დაფინანსდება.

ეკატერინე მიქაბაძე: საინვესტიციო ფონდების კანონი ხელს შეუწყობს საქართველოს კაპიტალის ბაზრის გააქტიურებას და ინვესტორების შემოსვლას

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობამ  „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონპროექტი მოიწონა, რომელიც კაპიტალის ბაზრის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

 

გია ვოლსკი: გიორგი მარგველაშვილისგან წარმატებული პოლიტიკოსი არ გამოვა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხს გამოეხმაურა.

ოთო კახიძე: ვანო მერაბიშვილი პოლიტიკაში დარჩება

"ევროპული საქართველოს" წევრის ოთო კახიძის თქმით, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი პოლიტიკაში დარჩება.

„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვენდისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა

„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში ამერიკული „ვენდის“ იმპორტის ქართული პროდუქტებით ჩანაცვლებამ „ვენდის“ რესტორნებს მეტი ერთგული მომხმარებელი შესძინა.

მზია გიორგობიანი დეცენტრალიზაციაზე: ყველა ნაბიჯი, მიმართული იქნება თვითმმართველობების გასაძლიერებლად

"გენდერული თანასწორობის დიალოგის გაძლიერება და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა საქართველოში - მიღწევები, გამოწვევები და შესაძლებლობები" - აღმოსავლეთ პარტნიორობის სემინარში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა მიიღო მონაწილეობა.

ლევან დავითაშვილი: დაცული ტერიტორიების ხარისხიანი მართვა ჩვენი პრიორიტეტია

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე, საქართველოს მთავრობამ განიხილა და მოიწონა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული ორი კანონპროექტი. ეს კანონპროექტებია: "ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ" და "ბორჯომ ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ".

გაბუნია: "სითი პარკისადმი" მოქალაქეთა საჯარიმო დავალიანებასთან დაკავშირებით თბილისის მერის ინიციატივას, მივესალმებით

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომრე ზაზა გაბუნია,"სითი პარკის" ჯარიმების ამნისტირების საკითხზე თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივას ეხმაურება.

ომბუდსმენი აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე მოვლენებზე შეშფოთებას გამოთქვამს

საქართველოს სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში" მიმდინარე მოვლენების გამო.

ხულო-ზარზმის გზის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურები დაიწყო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-სთან  გაფორმებული ხელშეკრულებების შესწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

 

საბურთალოს რაიონში არსებულ კორტების ყოფილ ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსი მოეწყობა

საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩებს შორის არსებულ კორტების ყოფილ ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსი მოეწყობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.