ნიკა ქაცარიძე: გუბაზ სანიკიძეზე მაქვს აკრეფილი, სადაც შევხვდები, შეიძლება ვცემო, ივანიშვილს მაგისთვის გადაზიდვები რომ ჩაებარებინა, აბა, ხმას თუ ამოიღებდა

„ერთ წრეზე ვტრიალებთ და ვერაფერს ვსწავლობთ“, - ამბობს მსახიობი ნიკა ქაცარიძე. ის ქვეყანაში მიმდინარე ამბებს სოციალურ ქსელში ყოველთვის ეხმაურება და არც საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებას ერიდება.

 


გუბაზზე აკრეფილი
- საკუთარი აზრის ღიად გამოხატვას არ უნდა მოვერიდოთ. როცა სოციალურ ქსელში ვწერ, ამით თითქოს იმ რაღაცას ვებრძვი, რაც არ მომწონს. ჩემმა პროფესიამ ადამიანების ცნობა მასწავლა. ვხვდები, ვინ როგორი პიროვნებაა, კეთილია, ბოროტია, სუფრასთან როგორია... კაცს, რომელსაც არ შეუძლია, დედის სადღეგრძელო წარმოთქვას, ის რა კაცია, რაზე უნდა ელაპარაკო? არადა, ასეთი ადამიანებითაა გაძეძგილი ეს ქვეყანა. ჩვენს რეალობაში პოლიტიკოსები, მსახიობები, მწერლები სულ ერთმანეთს "უძვრებიან", ათას სიბინძურეს ვუყურებთ. რაც ყველაზე გამაღიზიანებელია, ეს ადამიანები მერე ეკრანიდან მორალს გვიკითხავენ. გუბაზ სანიკიძეზე მაქვს მაგრად აკრეფილი, სადაც შევხვდები, შეიძლება ვცემო. ტრ...ია
(ძალიან გთხოვ, ასე დაწერე), ადამიანი ასე არ უნდა დაეცე, არ უნდა გაიხრწნა, არ უნდა გაბოროტდე. შენი კომფორტული გარემოს მოსაწყობად, ქვეყანა არ უნდა გამოიყენო. ბიძინა ივანიშვილს მაგისთვის გადაზიდვები რომ ჩაებარებინა, აბა, ხმას თუ ამოიღებდა.
დღის განმავლობაში ვფიქრობ დედაზე, შვილზე, მეუღლეზე, დაზე, მამიდაზე, მეგობრებზე, ჩემს პროფესიაზე... ვინ დამაჯერებს, რომ პოლიტიკოსები დღე და ღამე სამშობლოზე ფიქრობენ?


„ჯოს! ჯოს!“
- ცალკე თემაა აქციის ამბები, რომელიც უკვე თვეზე მეტია, მიმდინარეობს. სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილის პატრიოტიზმი "პუტინ ხუილოს" ძახილში გამოიხატება. მეტი არ იციან, მეტი განათლება არა აქვთ. განათლებული ადამიანი პროტესტის ამ ფორმას არ აირჩევს. დღეს გამოხატვის თავისუფლება თავხედობაში აქვთ გადასული. ყველაზე დიდ პროტესტს უმოქმედობა იწვევს. ობიექტურად რომ შევხედოთ, ქვეყანაში ბევრი რამ კეთდება, მაგრამ აფიშირება ნაკლებად ხდება. ხალხი კი დაპირებების ასრულებას ელოდება. "ხომ შეგვპირდა და რატომ არ გააიაფა?" ამ ქვეყანაში ხალხს არა აქვს თვითრეალიზების უნარი. ან აქვს და ამბობს: - კარგი, რა, 500 ლარზე ვიმუშაოო? უმადურობაც ჩვენი ხალხის სენია. რაც უნდა გააკეთო, ერთი თუ შეგეშალა, იცოდე, ის ათასი სიკეთე უკვე აღარავის აინტერესებს. უმადურობა უნიჭობაცაა. ნიჭიერი ადამიანი არასდროს გაბოროტდება. საშუალოდ ნიჭიერი შეიძლება გაბოროტდეს, მაგრამ ძალიან ნიჭიერ კაცს რა გააბოროტებს? ის სიკეთითაა სავსე და გამორიცხულია, ვინმეს რამე დაუშაოს. ერთმანეთი ვერაფრით შევიყვარეთ, გამუდმებით ვიკბინებით და ვიგესლებით. ეს "ჯოს! ჯოს!" აღარ უნდა დამთავრდეს? ალბათ ჯერ კიდევ დიდი დროა საჭირო იმისთვის, რომ სახელმწიფოებრივად ვიაზროვნოთ. ჩემი შვილი ჩემზე უკეთესი თუ არ იქნება, ისე ქვეყანა ვერ განვითარდება.
როცა გავრილოვი პარლამენტში სპიკერის სავარძელში ვნახე, ძალიან ცუდად გავხდი, გავცოფდი... მერე, როცა ცოტათი დავწყნარდი, ბევრ რამეზე დავფიქრდი. ეს ადამიანი ჩამოვიდა, რაღაც ენაზე ხომ უნდა ველაპარაკოთ. ომი ჩვენ არ გვინდა, დიპლომატია არ გვინდა. საერთოდ რა გვინდა? ეს თემა როგორ მოგვარდება? მესმის ადამიანების, რომლებიც ამ ყველაფრის გამო აღშფოთდნენ, იმ დღეს მეც "დასაბმელი" ვიყავი, მაგრამ ხალხის გულწრფელი ემოცია პოლიტიკოსებმა ცუდად გამოიყენეს. ეს რევოლუციები და მთავრობის სახლის აღება აღარ უნდა დამთავრდეს?
იმ შემზარავი ღამიდან მესამე დღეს სპექტაკლი გვქონდა, რომლითაც სეზონს ვხურავდით. დაისვა შეკითხვა, ვითამაშოთ თუ არ ვითამაშოთ? მაგრამ ეს ის თეატრია, სადაც ომის დროსაც ვთამაშობდით. რა სიმბოლურია, რომ წლევანდელი სეზონი სპექტაკლით - "ბედი ქართლისა" დავხურეთ. სპექტაკლში ლაპარაკია იმ ამბებზე, რომელიც ქვეყანამ ოქროს საწმისიდან დღემდე გამოიარა.


„გრუზინი“
- ჩვენ სულ ერთ წრეზე ვტრიალებთ და ვერაფერს ვსწავლობთ. თუ წარსულს სიყვარულის თვალით არ შევხედეთ, ვერაფერს ვისწავლით. შინაგანად ბოროტი ადამიანი თუ ხარ, მინდიას ვერასდროს ითამაშებ.
გეკითხებით, ეს საზოგადოება ნიჭიერი საზოგადოებაა? ამათი პროტესტი და პატრიოტიზმი "ხუილოს" ძახილია. რა განვითარებაზეა ლაპარაკი. ტექნოპროგრესი წავიდა და ადამიანის შიდა მდგომარეობას არაფერი ეშველა. სიყვარული ქრება, საქმე ბიოლოგიურ რობოტებთან გვაქვს. ვითომ "პრადვინუტი" ტიპები მე დამცინიან, "გრუზინი" ხარო. "გრუზინი" ვარ, დიახ. ლოთი ვარ, მსახიობი ვარ, ქეიფი, დუდუკი და ზურნა მიყვარს. შენ ჩემზე უკეთესი რა გევასება? რაც შენ გევასება, ის ჩემთვის არაფერია.
რამდენიმე დღის წინ, გია ვოლსკიმ სატანისტურ რიტუალებზე ილაპარაკა და ამაზე მერე ბევრი იღლიცინეს. მე ასეთ ადამიანებს მართლა ვიცნობ. მათ ჩემთან ულაპარაკიათ, უთქვამთ, სატანისტები ვართო. მაინტერესებდა და წმინდა პროფესიული ცნობისმოყვარეობით მოვუსმინე. ერთი ამბობდა, მე სატანას გავაძლიერებ და ის დამეხმარება, რაღა შენი ღმერთი ვიწამოო. იმათთვის ნორმალურია, კაცს 5 ცოლი ჰყავდეს.
ჩვენ ვცხოვრობთ დროში, სადაც იმ ფასეულობებს, რომელზეც ქვეყანა იდგა, ებრძვიან და ჩაკვლას ცდილობენ. არ ვიცი, ჩემი შვილი ხვალ როგორ საზოგადოებაში იცხოვრებს და ეს ძალიან მედარდება.



სრულყოფილი სიყვარული
- ტელევიზია ყოველგვარ უზნეობას ახალისებს. შოუებში ისმის, თურმე სრულყოფილი სიყვარული ქალის ქალთან უფრო შეიძლება იყოს, ვიდრე ქალის - კაცთან. რას ქადაგებენ, რას ლაპარაკობენ, ეს ხომ მოზარდებს ესმით. როგორ შეიძლება, ქალის ქალთან და კაცის კაცთან ცხოვრება ნორმალური იყოს, ღმერთს ასე არ გაუჩენია. ამას ჩემი გონება ვერ იღებს და ანგარიში როგორ გავუწიო? დავზომბირდით, ხედავთ, რა დღეში ვართ? ქუჩაში ადამიანები რწმენადაკარგული, გამოშიგნული, უიმედო სახეებით დადიან. მეც გამოწურული ლიმონივით ვარ, როგორ ვითამაშო? ეს ტკივილი როგორ გაჩვენო?
ჩვენ სულ ვიღაცას ვბაძავთ. გვგონია, ის უფრო მაგარია. ვაჟა-ფშაველას პატრონს, პუშკინი მასზე მეტად რატომ უნდა მომწონდეს? "თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასა", - აი, ეს ხალხი ვართ.
ეს კი მეტიჩრობისგან გვჭირს. ადრე მოდაში რუსულად ლაპარაკი იყო. ახლა რუსული ინგლისურმა ჩაანაცვლა. "არმანის" შარვალი თუ გაცვია, მაგარი ტიპი ხარ. კარგ ტიპებზე მეტი რა ვიცი, ბაზრობაზე ნაყიდი შარვლები რომ აცვიათ. სნობიზმმა წალეკა ქვეყანა. სულ ეს იყო, ილიაც ამ სნობიზმს ებრძოდა და იმიტომ მოკლეს.


ბორშჩის მასტერკლასი, თეატრის წინ
- დღეს ავტოპილოტზე ვართ, ინერციით მივდივართ. ეს საზოგადოება გონიერ ლიდერს ალბათ ვერც აიტანს. დედას უტირებენ, გააქრობენ. ამ ქვეყანაში მაგარი არავინ მოსწონთ.
ცნობილი გამოთქმაა: "ბოროტი კაცი, დანიაშიც ბოროტია". "ოცნება" რომ ხელისუფლებაში მოვიდა, საშინელება მოიგონეს, რასაც კოჰაბიტაცია ჰქვია. როგორ მოახერხებ საქმე გააკეთო, როცა ამდენი ადამიანი გებრძვის?! რაც მოვიდნენ, მოგერიების რეჟიმში არიან. საქმე ცალი ხელით როგორ უნდა აკეთო? რეპეტიციას რომ გავდივარ, ამ დროს დარბაზში ყვირილი თუ იქნება, ვერაფერს გავაკეთებ.
პოლიტიკოსთა ნაწილი გამუდმებით იმაზე ფიქრობს, როგორ შექმნას დესტაბილიზაცია. ქვეყანა კარგად ჯერ ვერ გადაინაწილეს.
ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ამ დაძაბულობის ფონზე თურმე, ქვეყნის საქმე იმით წყდება, მაია ასათიანის ან ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემას ვუყურებ თუ არა.
ვაკრიტიკებ ტელევიზიას, რომელზეც გადის სერიალი, სადაც მე ვთამაშობ, უფრო სწორად - ვთამაშობდი. დიდი ხანია, არც მე და არც პაატას (მსახიობი პაატა გულიაშვილი) გადაღებები არ გვქონია. ადრეც და დღესაც მსახიობებს პოლიტიკური შეხედულების მიხედვით არჩევენ. ეს მიშისტია? "ოცნების" მხარდამჭერია? ბევრი მსახიობი ამის გამო დაიბლოკა, რაც სრული იდიოტიზმია. "რუსთავი 2"-ში კონკრეტულად ჩემთვის არაფერი დაუშავებიათ, მაგრამ ბოროტებას რომ "აპრავებ", უკვე პროტესტს იწვევ. იმის შიშით, რომ სამსახური არ დაკარგოს, ბევრი გაჩუმებული მსახიობი მინახავს. მე საკუთარი პოზიციის გამოხატვას არ ვერიდები. ტელევიზიას შეუძლია, ნებისმიერი ვინმე ვარსკვლავად აქციოს და ნამდვილი ვარსკვლავი კი - არარაობად. ერთი და იმავე ამბებით, ერთი და იმავე ხალხს როდემდე შეიძლება ვუყუროთ?
მიშა მშვილდაძე ადამიანებს კოლეგიალობისკენ მოუწოდებს, თავად კი აქ მოვიდა და რუსთაველის თეატრის წინ ბორშჩის გაკეთება დაიწყო. შენ თუ არ მითვალისწინებ, მე ანგარიში რატომ უნდა გაგიწიო? არ იცი, რომ ამ თეატრის მსახიობი ვარ? მე რატომ უნდა გიჯიგრო? სერიალში გადამიღებ თუ არა, საერთოდ არ მაინტერესებს. ეს ქვეყანა და სიმართლე ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია. როგორ შეიძლება, არ დაინახო, რასაც კახი კალაძე აკეთებს. რომელი მერი გინახავთ, შუაღამისას ათხრილ ქუჩაზე დადიოდეს, „ლაივს“ რთავდეს და მოსახლეობას ელაპარაკებოდეს.
დღეს ღირებულებებს ისე ებრძვიან, როგორც არასდროს. ყველა ფასეულობის ჩაკვლას ცდილობენ. ამ ქვეყანაში ფერიც გაქრა, სუნიც, ურთიერთობებიც, მადლიერებაც... და მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. სამშობლო მარტო ლამაზი მთები და ჩანჩქერები არ არის. ეს ქვეყანა ზნეობაა, პოეზიაა, სიყვარულია...

წყარო: gza.kvirispalitra.ge

საქართველოს გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით, პროკურატურის სტაჟიორებს, გამომძიებლებს, პროკურორებსა და საშუალო რგოლის თანამშრომლებს ხელფასი 500 ლარით გაეზარდათ

გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ბიუჯეტით არსებული ასიგნებების ფარგლებში, უწყების ყველა თანამშრომელს, გარდა ხელმძღვანელი პირებისა, შრომის ანაზღაურება 500 ლარით გაეზარდათ.

კომუნიკაციების კომისიამ ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ სკოლებში ტრენინგი ჩაატარა

უსაფრთხო ინტერნეტის დღესთან დაკავშირებით, კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ, სამ საჯარო სკოლაში ინტერაქტიული ტიპის ტრენინგი ჩაატარეს.

 საბა 2020 დაიწყო

წელს ლიტერატურულმა პრემია „საბამ“ კონკურსი მეთვრამეტედ გამოაცხადა. ავტორებსა და გამომცემლებს უკვე შეუძლიათ წიგნები წარადგინონ კონკურსზე. ამისთვის მათ უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი ვებგვერდზე: saba.com.ge

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

პრემიერი: შავი ზღვის უსაფრთხოებას გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს

"მეტი საქართველო ნატოში და მეტი ნატო საქართველოში გააძლიერებს შავი ზღვისა და დასავლეთის უსაფრთხოებას, ასევე საქართველოს დემოკრატიას და მზარდ ეკონომიკას", - ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ ამერიკულ გამოცემა The Washington Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნა.

ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

ირანში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. დაინფიცირებულია 60-ზე მეტი ადამიანი. 

გომი-კორბოულის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-40კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა.

მიხეილ ჩხენკელმა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელთან პროფესიული განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გეგმები განიხილა 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს შეინ როზენტალს უმასპინძლა და მასთან განათლების სხვადასხვა საფეხურზე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

სამეგრელოსა და გურიაში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა სოფელ რუხში, ურთაში, ორსანტიაში, ანაკლიაში, ზუგდიდში, ფოთსა და სოფელ ფახულანში ჯამში 1 758 კოლოფი უაქციზო სიგარეტისა და 39,4 კგ უაქციზო თუთუნის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

პროკურორთა საერთაშორისო  ასოციაცია  ირაკლი შოთაძეს საქართველოს გენერალურ პროკურორად არჩევას ულოცავს

პროკურორთა საერთაშორისო  ასოციაციის პრეზიდენტი  და გენერალური მდივანი ირაკლი შოთაძეს საქართველოს გენერალურ პროკურორად არჩევას ულოცავენ.

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-105კმ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გიორგი გახარია: დადგა დრო, ნატო-მ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას გაწევრიანებასთან დაკავშირებით

"რუსეთი დღესაც ეწინააღმდეგება საქართველოს სრულფასოვან წევრობას ნატოში. სწორედ ახლა დადგა დრო, ნატო-მ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას გაწევრიანებასთან დაკავშირებით".

ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ გნოლის აღწარმოებაზე მუშაობა დაიწყო

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ველური ბუნების ეროვნული სააგენტო საქართველოს ფაუნის, იშვიათ და მოწყვლადი სახეობების გამრავლებაზე მუშაობს.

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 36-62კმ მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„ჯორჯიან მანგანეზმა“ შუქრუთში ოჯახებს ხელშეკრულების გაცნობისა და მისი გაფორმების მიზნით შეხვედრა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო

24 თებერვალს „ჯორჯიან მანგანეზმა“  შუქრუთის მოსახლეობის 7 ოჯახს (დამუშავების პირველი ეტაპის ზონაში მოქცეული ოჯახები) ხელშეკრულების პირობების გაცნობისა და მისი გაფორმების მიზნით შეხვედრა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.

აშშ-ის საელჩო: ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ამერიკა საქართველოს გვერდით დგას

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს.

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2663-მდე გაიზარდა

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტების რიცხვი 2663-მდე გაიზარდა, დაინფიცირებულთა ოდენობამ კი 77 600-ს მიაღწია. 

საქართველოში ამინდი გაუარესდება

25 თებერვალს საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იტყობინება. 

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

პოლიციამ დედისა და ბებიის მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა დააკავა

პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული - მ.ზ. ცხელ კვალზე დააკავა.