დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძველზე ქ. ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ჩატარებული გამოძიების შედეგად, ქ. ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება - დანაშაულის არარსებობის გამო საქმეზე გამოძიება შეწყდა.

 


2019 წლის 11 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე. გამოძიება დაიწყო ქ. ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილის - ბაჩანა შენგელიას განცხადების საფუძველზე. შენგელია განცხადებაში მიუთითებდა, რომ სკოლის ინსპექტირებისას ია კერზაიას მიმართ ადგილი ჰქონდა პოლიტიკური მოტივით დევნას, დამამცირებელ მოპყრობას და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას.


გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა ყველა პირი, რომელთაც პირდაპირი თუ ირიბი შემხებლობა ჰქონდათ ინსპექტირების ჩატარებასთან, მათ შორის ისინიც, ვისი გამოკითხვის საჭიროებაზეც მიუთითებდა თავად განმცხადებელი. გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ამავე სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი, ინსპექტირების სამსახურის უფროსი და მისი თანამშრომლები, რომელთაც უშუალოდ ჩაატარეს სკოლის შემოწმება, სამინისტროს საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი და მისი თანამშრომლები, რომელთაც უშუალოდ მიიღეს და დაარეგისტრირეს ის საჩივარი, რომლის საფუძველზე დაიწყო სკოლის ინსპექტირება. ასევე გამოიკითხა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი.


ზემოაღნიშნულის გარდა, განმცხადებლის დამატებითი მოთხოვნის საფუძველზე, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, მისი მოადგილე და ამავე სამსახურის სხვა მაღალჩინოსნები, ასევე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი.


საგამოძიებო უწყებამ ქ. ზუგდიდში მიავლინა საგამოძიებო ჯგუფი, რომელმაც ადგილზე ჩაატარა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, გამოიკითხნენ ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის პედაგოგები, ადმინისტრაციის თანამშრომლები და მომსახურე პერსონალი - ყველა ის პირი, რომლებიც უშუალოდ ფლობდნენ ინფორმაციას სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებაზე. გარდა ამისა, გამოიკითხნენ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი და მისი თანამშრომელი. გამოიკითხნენ, ასევე, თავად განმცხადებელი ბაჩანა შენგელია და მისი ნათესავები.


საგამოძიებო უწყებამ სრულყოფილად გამოითხოვა და შეისწავლა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მათ შორის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან, ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან, ქ. ქუთაისის და ქ. ზუგდიდის სამედიცინო დაწესებულებებიდან (ია კერზაიას მკურნალობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია). აღსანიშნავია, რომ ბაჩანა შენგელიას მიმართვის საფუძველზე მას და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს მიეცათ შესაძლებლობა, სრულად გაცნობოდნენ საქმის მასალებს, ამასთანავე, გამოძიების მსვლელობისას მათ მიეწოდებოდათ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე.


გენერალურმა პროკურატურამ გადაამოწმა ყველა ის გარემოება, რომელიც შეეხებოდა საჩივარ/განცხადების მიღების, რეგისტრაციის, ჩატარებული ინსპექტირებისა და მისი შედეგების კანონიერებას და რომლის შესწავლის აუცილებლობაზეც მიუთითებდა თავად განმცხადებელი.


შედეგად, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით არ დადასტურდა, რომ ქ. ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებისას  ადგილი ჰქონდა ია კერზაიას მიმართ უკანონო მოპყრობას.  გამოძიების ფარგლებში მრავალი მოწმისგან მიღებული ჩვენებით და სხვა ფაქტობრივი გარემოებების შესწავლით არ დადასტურდა ია კერზაიას მიმართ პოლიტიკური დევნა, მის მიმართ დამამცირებელი მოპყრობა და ის ფაქტი, თითქოს სკოლის ინსპექტირება პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული. ამასთანავე, ასევე, არ დადასტურდა რაიმე სახის კავშირი ია კერზაიას გარდაცვალებასა და ჩატარებულ ინსპექტირებას შორის. შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის საფუძველზე საქმეზე შეწყდა გამოძიება.


 


ეკატერინე მიქაბაძე: მნიშვნელოვანია, დაცული იყოს ბალანსი ბიზნესსა და დასაქმებულების უფლებებს შორის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კომენტარი გააკეთეს შრომის კოდექსში ცვლილებების პროექტის შესახებ და განხილვის პროცესში ბიზნესთან წინასწარი კომუნიკაციის ნაკლებობაზე გაამახვილეს ყურადღება.

ბავშვთა პორნოგრაფიის დამამზადებელი და გამსაღებელი დაჯგუფების წინააღმდეგ ოპერაციას უცხოური მედია ეხმაურება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგისთვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავებას საერთაშორისო მედია ეხმაურება.

 
გიორგი ვოლსკი: კიდევ არსებობს ნაპერწკალი, რომლისგანაც შეიძლება გაღვივდეს ის სიყვარული, რაც  ერთმანეთთან გვახასიათებდა

„კიდევ არსებობს ნაპერწკალი, რომლისგანაც შეიძლება გაღვივდეს ის სიყვარული, რომელიც ჩვენ ერთმანეთთან გვახასიათებდა“.

საპატრიარქო: რუსეთის პატრიარქ კირილეს ქმედება ჩვენთვის გაუგებარია და აღიქმება სეპარატიზმის წახალისებად

საქართველოს საპატრიარქოს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური რუსეთის პატრიარქის კირილის მიერ, ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბასადმი მილოცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მისი ერთ-ერთი პოტენციური ინვესტორის, Meridian Capital Limited-ის შესახებ მედიაში გავრცელებულ  ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.

სოფო კილაძე:  ბევრი რამ კეთდება, რათა ოკუპირებულ ტეროტორიებზე მცხოვრები ადამიანების მდგომარეობა გავაუმჯობესოთ

„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და მთლიანად ხელისუფლება  ბევრს აკეთებს, რათა გავაუმჯობესოთ საქართველოს ოკუპირებულ ტეროტორიებზე მცხოვრები ადამიანების მდგომარეობა".

 
სავალ მირზოევი: მჯერა, ქართველებთან ერთად არაქართველი მოსახლეობა მიიღებს აქტიურ მონაწილეობას ისეთი ქვეყნის მშენებლობაში, როგორზეც ყველა ვოცნებობთ

პარლამენტის წევრმა, სავალ მირზოევმა პლენარულ სხდომაზე, განცხადება გააკეთა და ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სიმონ ნოზაძე ოპოზიციას: თქვენმა პოლიტიკამ კრახი განიცადა, თქვენ ტერიტორიების 22 პროცენტი დაკარგეთ

ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარემ სიმონ ნოზაძემ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის მოხსენება შეაფასა.

რა წერია შრომის კოდექსის პროექტში - მამუკა მდინარაძის განმარტება

„ძალიან სამწუხაროა, რომ ინტერპრეტაციები, სპეკულაციები და აქედან გამომდინარე ვნებათაღელვა მოჰყვა კანონპროექტს, რომელიც საქართველოს პარლამენტში დაინიცერებული არ არის".

პარლამენტთან აქცია „სირცხვილია“ მიმდინარეობს (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს პარლამენტთან აქცია „სირცხვილია“ მიმდინარეობს.

ანრი ოხანაშვილი: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებთან დაკავშირებული პროცესი პარლამენტში გამჭვირვალედ წარიმართება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების პარლამენტის მიერ არჩევის პროცესთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.

ევროპოლი არასრულწლოვნების პორნოგრაფიის დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის საქმეზე ინფორმაციას აქვეყნებს

ევროპოლი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრის დაკავებაზე ვებ-გვერდზე ინფორმაციას აქვეყნებს.

ციხელაშვილი: ჩვენი პოლიტიკა ადამიანზეა ფოკუსირებული და გათვლილი იმაზე, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის ნიადაგი მოამზადოს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს პარლამენტში მოხსენებით წარსდგა.

მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დეტალური განმარტებები უნდა გააკეთოს შეწყალებასთან დაკავშირებით

"პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დეტალური განმარტებები უნდა გააკეთოს ამ შეწყალებასთან დაკავშირებით. მათ შორის, იმ ადამიანებმა, ვინც საბუთები მოამზადა, ამ სიაზე იმუშავა, შესაბამისი დოკუმენტები მიიღო, გაეცნო და გადასცა პრეზიდენტს".

სამუდამო პატიმრობა მისჯილმა პარლამენტს საკონსტიტუციო დავა მოუგო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სამუდამო  პატიმრობაში მყოფი ბადრი ბეჟანიძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

 
ირაკლი სესიაშვილი: პროტესტი მიუღებელია მათგან, ვინც თავად აწამებდა ათასობით ადამიანს

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე რამზან ახიადოვის რუსეთში ექსტრადირებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გადაწყვეტილება არანაირ ეჭვს და კითხვებს არ ბადებს.

ოთარ დანელია  გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს, ლუიზა ვინტონს შეხვდა.

პარლამენტმა „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მიიღო

საქართველოს პარლამენტმა, 85 ხმით, მესამე მოსმენით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მიიღო.

„ჯორჯიან მანგანეზის” ხელშეწყობით, ჭიათურის პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურის პირველი საჯარო სკოლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსებაში მონაწილეობა მიიღო.

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

ტექნიკური სამუშაოების გამო, 21 სექტემბრის 21:00 საათიდან 22 სექტემბრის 09:00 საათამდე სრულად გაითიშება მერიის სასერვერო ინფრასტრუქტურა. შესაბამისად, ვერ იმუშავებს მუნიციპალური ცხელი ხაზი.

ლევან ნიკოლეიშვილი: მამუკა ხაზარაძეს, უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტში, რუსეთში მოქმედი ყაზახი ბიზნესმენების ჩართვა სურს, ღალატი და მავნებლობაა

„მამუკა ხაზარაძეს, უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტში, რუსეთში მოქმედი ყაზახი ბიზნესმენების ჩართვა სურს, ღალატი და მავნებლობაა“, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.