"მიზნები, რომლებსაც ერთობლივი ძალებით უნდა მივაღწიოთ, ახალ დონეზე აიყვანს ბელარუსსა და საქართველოს შორის ეკონომიკურ კავშირებს"

მიზნები, რომლებსაც ერთობლივი ძალებით უნდა მივაღწიოთ, ხარისხობრივად სრულიად ახალ დონეზე აიყვანს ჩვენს ეკონომიკურ კავშირებს, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბელარუსის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობის მრეწველობისა და ვაჭრობის მიმართულებების პარალელურად ვითარდება ურთიერთობები მაღალი ტექნოლოგიების სფეროში.


„ბელარუსი არის ძალიან კარგი მაგალითი საქართველოსთვის, თუ  როგორ შეიძლება ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა ჩვენს ურთიერთთანამშრომლობას საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


პრემიერ-მინისტრის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში არსებული მზარდი მაჩვენებელი.


„მოხარული ვარ, რომ ტურისტების რაოდენობა ბელარუსიიდან იზრდება და მივესალმები გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც გაიზრდება პირდაპირი რეისების რაოდენობა ორ ქვეყანას შორის. კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას და ჩვენს მეგობარს მინსკში გულთბილი მასპინძლობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი თავის ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორმხირივ ურთიერთობების გაღრმავებაში.  ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იხსნება ხვალ, ეს არის ქართული სახლი მინსკში, რომლის მიზანია ქართული ტრადიციების, ისტორიისა და კულტურის წარმოჩენა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


პრემიერმა მადლობა გადაუხადა ბელარუს ხალხს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის.


„მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობარ ქვეყანას, იმ პრინციპული მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი ახორციელებენ  ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ


მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს და ბელარუსს აქვს ნაყოფიერი ურთიერთობა ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში.


„ეს არის მართლაც ისტორიული დატვირთვის მქონე პროექტი, სადაც ჩვენ, ბელარუსთან გვაქვს ძალიან ნაყოფიერი ურთიერთობები. მე დარწმუნებული ვარ, რომ   ეს საერთაშორისო პლატფორები საშუალება მოგვცემს, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ორმხრივი ურთიერთობები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


როგორც ბელარუსის პრემიერ-მინისტრმა სერგეი რუმასმა ჟურნალისტებს განუცხადა, ორი ქვეყანა ერთმანეთის სანდო პარტნიორები არიან და ბელარუსულ-ქართული ურთიერთობები ხასიათდება გახსნილობით, ნდობის მაღალი ხარისხით და ურთიერთგაგებით.


„ბოლო პერიოდში ჩვენი თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გააქტიურდა, რადგან სამთავრობო და სახელმწიფო უწყებებს შორის, საწარმოებსა და ბიზნესებს სუბიექტებს შორის  კონტაქტები აქტიური გახდა. ამ ორმხრივ ურთიერთობებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მთავრობათაშორისი  კომისია, დარგთაშორისი სამრეწველო ჯგუფები და ბელარუსულ-ქართული ბიზნეს საბჭო. ფაქტობრივად ყოველ თვე ხორციელდება დელეგაციების გაცვლითი ვიზიტები, რომელთა ფარგლებშიც განიხილება სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები“, - განაცხადა ბელარუსის პრემიერ-მინბისტრმა.


სერგეი რუმასის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კონტაქტების გააქტიურებამ სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში კონკრეტული შედეგი მოიტანოს.


„დღევანდელ მოლაპარაკებებზე განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს. ჩემს კოლეგასთან იდეების თანხვედრას ჰქონდა ადგილი იმის თაობაზე, რომ ბელარუსსა და საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნიათ ტვირთბრუნვის გაზრდის მიმართულებით. ახლო მომავალში ეს მაჩვენებელი შეიძლება 200 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდოს“, - განაცხადა ბელარუსის პრემიერ-მინისტრმა.


მისი თქმით, ერთერთი პერსპექტიული მიმართულებაა ბელარუსული სამგზავრო ტექნიკის მიწოდების მოცულობების გაზრდაა.


„საკმაოდ წარმატებული გამოცდილება გაგვაჩნია ამ საქონლის მიწოდების კუთხით. 2016 და 2017 წლებში სარკინიგზო ვაგონები „შტადლერის“ სავაჭრო ნიშნით მივაწოდეთ სს „საქართველოს რკინიგზას“.  ამ გერმანული პროდუქციის აწყობა ჩვენთან, ბელარუსიაში მოხდა. ახლა საუბარს ვაწარმოებთ საქართველოში ბელარუსული სამგზავრო ავტობუსების მიწოდებაზე. ეს ელექტრო ავტობუსები და მეტროს ვაგონები  იქნება. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის ხელშეწყობის და დახმარების იმედი გვაქვს“, - განაცხადა სერგეი რუმასმა.


ბელარუსის პრემიერ-მინისტრის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ საწარმოო და სასოფლო-სამეურნეო თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებაზე.


„პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. გასული წლის მარტში თბილისში გაიხსნა ლიფტების ამწყობი საწარმო „მაგილიოვსკის“  და „ლიფტმაჟის“ სავაჭრო ნიშნით, ხოლო მიმდინარე წლის მარტში ბათუმში ფუნქციონირება დაიწყო დაბალ-გაბარიტიანი ტრაქტორების ამწყობმა საწარმომ „ბელარუსის“ სავაჭრო ნიშნით.საქართველოში დაწყებული ბელარუსული მედიკამენტების დაფასოების წარმოება „მინსკ კრისტალის“ საწარმოს ბაზაზე. ჩვენთან ხდება „სარაჯიშვილის“ სავაჭრო ნიშნით ქართული კონიაკის ბოთლებში ჩამოსხმა, ხოლო საქართველოში - ბელარუსული სპირტიანი სასმელების ბოთლებში ჩამოსხმა“, - განაცხადა სერგეი რუმასმა.


მისი თქმით, შეთანხმებები შედგა ბელარუსში ქართული ჩაის დაფასოების საორგანიზაციო საკითხებზე.


„ძალიან გვახარებს რომ ხვალ გაიხსნება პირველი ქართული სავაჭრო სახლი, სადაც წარმოდგენილი იქნება სურსათის წარმოების ფართო სპექტრი. იმედს ვამყარებ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ქართული საფირმო მაღაზიები მომავალშიც გამოჩნდება ბელარუსის რესპუბლიკაში.ჩვენი ქვეყნების აქტიურად თანამშრომლობენ სასოფლო-სამეურნეო სფეროში მსხვილფეხა საქონლის მოშენების ნაწილში. გასულ წელს  საქართველოში არსებულ ფერმებს ხორბლის ამღები კომბაინების პარტიიდან პირველი 30 ერთეული გაეგზავნათ „გომსელმაშის“ სავაჭრო ნიშნით“, - განაცხადა სერგეი რუმასმა.


ავსტრალიაში თვითმფრინავების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა

ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში ორი თვითმფრინავი ჰაერში ერთმანეთს შეეჯახა, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში-,,ქუთაისის აეროპორტი” ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა.

სალომე ზურაბიშვილი: როდესაც ქალს კლავენ, იმიტომ რომ ქალია, ეს საზოგადოების პრობლემაა

"ქალთა მიმართ განხორციელებული ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია. შემაძრწუნებელია მკვლელობის ყველა შემთხვევა, მაგრამ როდესაც ქალს კლავენ, იმიტომ რომ ქალია, ეს საზოგადოების პრობლემაა".

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდები დღეს „ევროპული საქართველოს“ ოფისთან აქციას აწყობენ

ფეისბუკმომხმარებელი ჯონდო ცერცვაძე სოციალურ ქსელში გუშინ ოპოზიციის მიერ ოკუპანტის ჰიმნის გაჟღერებას ეხმაურება და საზოგადოებას ამ ფაქტის გაპროტესტებისკენ მოუწოდებს.

თბილისის ბოტანიკურ ბაღში საკურას ხეივანი გაშენდა

თბილისის მერიისა და საქართველოში იაპონიის საელჩოს ორგანიზებით ბოტანიკურ ბაღში საკურას ხეივნის გაშენების ღონისძიება გაიმართა.

თბილისში ოლეგ სენცოვთან დისკუსია გაიმართება

ადამი მედია პრიზი, უკრაინის საელჩოსთან საქართველოში და საქართველოს ფენცენტრთან თანამშრომლობით, აწყობს ფილმის ჩვენებას და შემგომ დისკუსიას რეჟისორ და ყოფილ პოლიტპატიმარ ოლეგ სენცოვთან.

აზერბაიჯნში გამოფენა "საქართველო - აზერბაიჯანის მეგობრობა თაობიდან - თაობამდე" გაიმართა

აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს, „ჰეიდარ ალიევის ცენტრისა“ და აზერბაიჯანის მხატვართა კავშირის თანამონაწილეობით, ბაქოში გაიმართა გამოფენა, სახელწოდებით - ”საქართველო - აზერბაიჯანის მეგობრობა თაობიდან - თაობამდე”.

წყალმომარაგების სერვისის გაუმჯობესების მიზნით სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, კორეის ექსიმბანკისა და აზიის განვითარების ბანკს შორის სამმხრივი ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მიხეილ ყაველაშვილი: უფრო მეტად უნდა გავძლიერდეთ, რომ დესტრუქციული და დეგრადირებული ძალისგან დავიცვათ ჩვენი სპორტსმენები

"მსურს იცოდნენ ჩვენმა ძლიერმა სპორტსმენებმა, დაწყებული ლაშა ტალახაძიდან, რომ მათ მთელი საქართველო გულშემატკივრობს და ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ",- ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

რატი იონათამიშვილი: პოზიტიური ფაქტია, რომ თბილისის მერიის დავა "სითი პარკთან" მოლაპარაკებით დასრულდა

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივა შეაფასა, რომელიც "სითი პარკთან" მოქალაქეების დაგროვილ ჯარიმებისა და საურავების ამნისტიას შეეხება.

ეკატერინე მიქაბაძე: მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა იზრდება

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იზრდება ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა - ექსპორტი რეექსპორტის გარეშე. ამ შემთხვევაში 12.4%-იანი ზრდა გვაქვს, ადგილობრივი ექსპორტი $177 მლნ-ს აჭარბებს".

საქართველოს ელჩი ესტონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში არჩილ ყარაულაშვილმა  ესტონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრთან არვო ალლერთან შეხვედრა გამართა. 

ლარი მკვეთრად გამყარდა

19 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8422 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8631 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.09 თეთრი შეადგინა.

ქართულ მრავალხმიანობასა და სუფრას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს - „ქართულ მრავალხმიანობასა“ და „ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრა)“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს უნიკალური ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას, მათ შენარჩუნებასა და მომავალი თაობისთვის გადაცემას.

ბელარუსის პრემიერ-მინისტრი: ქართული მხარე კარგად მუშაობს, პროდუქციის ექსპორტი ბელარუსში წლიდან წლამდე იზრდება

„საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი და დროში გამოცდილი პარტნიორია. სტაბილური რჩება ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა. უნდა ითქვას, რომ ქართული მხარე კარგად მუშაობს და თქვენი პროდუქციის ექსპორტი ბელარუსში წლიდან წლამდე იზრდება“.

ნათია თურნავა ბელარუსის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ბელარუსის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ბელარუსის პრემიერ-მინისტრს სერგეი რუმასს შეხვდა.

ომბუდსმენი ფემიციდზე: მოსახლეობის ცნობიერება უნდა შეიცვალოს

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ფემიციდის პრევენციის მიზნით, მოსახლეობის ცნობიერება უნდა შეიცვალოს.

 
პარიზის აეროპორტების გაერთიანების პრეზიდენტი: გვსურს, საქართველო მოგზაურთა დანიშნულების ქვეყნად იქცეს 

"გვსურს, საქართველოს მთავრობასთან ერთად შევიმუშაოთ ავიაკომპანიების მოზიდვის სქემა, რათა შეიქმნას ახალი მარშრუტები და საქართველო მოგზაურთა დანიშნულების ქვეყნად იქცეს,“- ამის შესახებ პარიზის აეროპორტების გაერთიანების პრეზიდენტმა, აუგუსტინ დე რომანემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თამარ იოსელიანი: საქართველოს საზღვაო სექტორი თანამედროვე ტექნოლოგიებს ფეხს უწყობს

კონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი დოჰაში კატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსა და Lloyd List-ის საერთაშორისო საზღვაო და ლოჯისტიკურ სამიტზე სიტყვით გამოვიდა.

ლუიზა ვინტონი ფემიციდზე: მხოლოდ ბოროტმოქმედის ციხეში ჩასმა გამოსავალი არ არის 

საქართველოში გაეროს მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი აცხადებს, რომ ფემიციდის პრევენციისთვის მხოლოდ დამნაშავის ციხეში ჩასმა საკმარისი არ არის.

ზაზა გაბუნია: ოპოზიციური პარტიებისგანაც იყო სიგნალი, რომ მათ ჰქონდათ იდეები და ჰქონდათ სურვილი ასეთი მოლაპარაკების

„ოპოზიციური პარტიებისგანაც იყო სიგნალი, რომ მათ ჰქონდათ იდეები და ჰქონდათ სურვილი ასეთი მოლაპარაკების“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.