ანუკი არეშიძის საქველმოქმედო ფონდის ორგანიზებით, დღეს მცხეთაში ნაყინის ფესტივალი გაიმართება

საქველმოქმედო ფონდ „ანუკი არეშიძის“ ინიციატივითა და ორგანიზებით, დღეს, მცხეთის ცენტრალურ სკვერში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი და შშმ ბავშვებისთვის საზაფხულო გამაგრილებელი დესერტის ფესტივალი გაიმართება.

ღონისძიება მცხეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით და ბიზნესსტრუქტურების თანადაფინანსებით ხორციელდება. ფესტივალის ფარგლებში, გამაგრილებელი დესერტის დეგუსტაცია მოეწყობა, რომელსაც ბელორუსული კომპანია „მოროზპროდუქტ ჯორჯია” უზრუნველყოფს. ღონისძიებას საკუთარი პროდუქციით კომპანიები: „სნო“, და „ზედაზენი“ გაამრავალფეროვნებენ, ხოლო ფონდის თანადამფინანსებლები – „საჭაშნიკე“, „კოკა-კოლა“ და „ლიდერფუდი“ საბავშვო გასართობ პროგრამებს უზრუნველყოფენ. კერძოდ, მოეწყობა სახატავი კუთხე, სადაც ბავშვები ზაფხულის თემატიკაზე ნახატებს დახატავენ. საუკეთესო ნამუშევრის ავტორს თავად ანუკი არეშიძე დააჯილდოებს.



ღონისძიებას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძეც დაესწრება. როგორც მერის მოადგილე - მარინა ზურაბიშვილი ამბობს, ადგილობრივი თვითმმართველობისთვის მსგავსი სამოქალაქო ინიციატივები ყოველთვის სასიხარულოა.


„შემოთავაზება მივიღეთ ანუკი არეშიძის საქველმოქმედო ფონდისგან, რასაც რა თქმა უნდა, დიდი აღფრთოვანებით შევხვდით, იმიტომ, რომ ეს ფესტივალი სწორედ იმ ბავშვებს ეძღვნებათ, რომლებიც ჩვენთვის მუდამ ინტერესის სფეროში არიან მოქცეულნი. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისთვის სოციალურად დაუცველებზე და შშმ პირებზე ზრუნვა ნამდვილად პრიორიტეტულია. ამ შემოთავაზებით ძალიან მოხარულნი დავრჩით, რადგან ჩვენ მათ ერთ სასიამოვნო დღეს ვაჩუქებთ. გიორგი კაპანაძე უშუალოდ არის ფესტივალის ორგანიზებაში ჩართული და პირადად აკონტროლებს მერიის მხრიდან საჭირო ყველა საორგანიზაციო საკითხს“, - ამბობს მარინა ზურაბიშვილი.


ფესტივალის ერთ-ერთი თანადამფინანსებელი კომპანია „საჭაშნიკეა“. როგორც კომპანიის დირექტორის მოადგილე - შორენა შავიშვილი ამბობს, მსგავსი აქტივობები მათთვის პრიორიტეტულია. მისი თქმით, აღნიშნული ფესტივალი ბავშვებს საზოგადოებაში ურთიერთინტეგრაციასა და ჯანმრთელი კომუნიკაციის დამყარებაში დაეხმარება.


„ჩვენი კომპანია ნამდვილად გამოირჩევა ქველმოქმედებით. ჩვენ გვყავს გამიზნული ჯგუფები, რომლებსაც, ვთვლით, რომ აუცილებლად უნდა დავეხმაროთ. სწორედ სოციალურად დაუცველი ბავშვები და შშმ პირები შედიან ამ გამიზნულ ჯგუფებში. ძალიან გაგვიხარდა, როდესაც ფონდისგან მსგავსი შემოთავაზება მივიღეთ. ბევრი არ გვიფიქრია, დავთანხმდით, რომ ვყოფილიყავით ღონისძიების თანადამფინანსებლები. ჩვენ ვეხმარებით ყველას, ვისაც დახმარება სჭირდება, როგორც ერთჯერადად, ისე მუდმივად. ეს არ არის პირველი შემთხვევა და არც უცხო. მადლობა ფონდს, რომ მოგვეცა საშუალება, კომპანია „საჭაშნიკე“ კიდევ უფრო მეტად იყოს სოციალურ აქტივობებში ჩართული“,- აღნიშნა შორენა შავიშვილმა.


ნაყინის ფესტივალს კიდევ ერთი სპონსორი ჰყავს - კომპანია „ლიდერფუდი“. კომპანიის მარკეტინგის მენეჯერის, კატო კიკაბიძის თქმით, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვისა და შშმ პირებისთვის, საზოგადოებაში სრულყოფილ წევრებად თავის დამკვიდრების მიზნით, მათი ფსიქო-კომპლექსური დამოკიდებულების დარღვევა, ერთიანობის შეგრძნების გაღრმავება და მოტივაციის ამაღლება აუცილებელია.


„ჩვენი კომპანია ყოველთვის ცდილობს, გვერდით დაუდგეს მსგავს აქტივობებს, მით უმეტეს, როცა ეს ბავშვებს და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას ეხება. მგონია, რომ მხოლოდ ჩვენი კომპანიის კი არა, ზოგადად, თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაც კი არის, ხელი შევუწყოთ იმ ადამიანებს, ვისაც კონკრეტული ზრუნვა და ფინანსები აკლია, სწავლასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს და ა.შ. მომავალი თაობებისთვის ხელის შეწყობა ძალიან მნიშვნელოვანი მოქალაქეობრივი ვალდებულებაა. აუცილებელია, ჩავერთოთ მსგავს სოციალურ პროექტებში, მით უმეტეს, როდესაც არის აბსოლუტური გამჭვირვალობა და ზუსტად ვიცით, რომ ეს თანხები მათთან მიდის და მათ სასიკეთოდ იხარჯება. ჩვენ ყოველთვის გვერდით ვუდგავართ მსგავს აქტივობებს, მით უფრო, როცა იმ რეგიონში და იმ კონკრეტულ ქალაქში ხდება, სადაც ჩვენ ვფუნქციონირებთ, როგორც საწარმო“, - ამბობს „ლიდერფუდის“ მარკეტინგის მენეჯერი კატო კიკაბიძე.



შეგახსენებთ, რომ გამაგრილებელი დესერტის ფესტივალი დღეს, 17:00 საათზე, მცხეთის ცენტრალურ სკვერში გაიმართება. უამრავ სიურპრიზთან და გათამაშებასთან ერთად, ფესტივალის სპეციალური სტუმარი იტალიელი მზარეული ენცო მარი და ნუცა სურგულაძე იქნებიან, რომლებიც სტუმრებს, ექსკლუზიური რეცეპტით დამზადებულ სხვადასხვა სახის დესერტსა და კოქტეილებს შესთავაზებენ.


გასართობი პროგრამა 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება. ფესტივალის ინიციატორის, მუნიციპალიტეტის მერიისა და პარტნიორი კომპანიების შეთანხმებით, მსგავსი სახის მასშტაბური გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები მომავალშიც ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება და პერმანენტულ სახეს მიიღებს.


ექსპერტი: ავიაცია საქართველოს დღევანდელი და მომავალი წარმატებების საწინდარია

ექსპერტი ვახტანგ ჭარაია მოსახლეობას სამოქალაქო ავიაციის დღეს ულოცავს და ქვეყნის ეკონომიკისთვის მისი განვითარების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრი საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა

4-5 დეკემბერს, ერევანში "გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 1325 რევოლუცია: ქალები მშვიდობისთვის - შესაძლებლობები და გამოწვევები" საერთაშორისო კონფერენციაზე პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრმა, გუგული მაღრაძემ მოხსენება წარადგინა.

რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

რეჟისორი ზაზა ურუშაძე 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. შემთხვევა ვაკის საცურაო აუზზე მოხდა.

ირაკლი შონია - პრემიერ გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე მოსახლეობამ მიიღო იმედი უკეთესი ქვეყნის მომავლისკენ

ჟურნალისტი ირაკლი შონია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ფოთსა და ბათუმში სტუმრობას სოციალურ ქაელში ეხმაურება.

გია აბაშიძე ბერაზე გავრცელებულ დეზინფორმაციაზე: ფეიკის მიზანია ხალხს დააჯეროს დიდი დაუჯერებელი ტყუილი

ექსპერტი გია აბაშიძე ვებ-გვერდ netsport.ge-ზე ბერა ივანიშვილზე გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას ეხმაურება, რომელსაც „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე მხარდამჭერი, მათ შორის მაია ორჯონიკიძე აზიარებს.

 

კონსტანტინე მორგოშია მამუკა მდინარაძეზე: პროკურორები მთხოვდნენ მეც და სხვებსაც, თუ საპროცესო გინდათ, ეს ადვოკატი ჩამოიშორეთო

„2004 წელს, როგორც კი ნაცები მოვიდნენ პირველი ვინც დაიჭირეს იყვნენ მამუკა მდინარაძე, გიგა ძიძიგური და მათი ხელმძღვანელი ზაზა მესხი. ბრალდება იყო ბრძანების არ შესრულება, ანუ მამუკამ და მისმა განყოფილებამ არ დაიჭირა უდანაშაულო აქტივისტები“,- ამის შესახებ „ალტერნატივა საქართველოს'' თავდჯდომარე კონსტანტინე მორგოშია სოციალურ ქსელში წერს.

ღამის კლუბში ორი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს

აბაშიძის ქუჩაზე, ღამის კლუბში მომხდარი დაპირისპირებისას ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია "პირველის" ეთერში: "გთხოვთ, ცოტა მოიძიოთ ჩემს შესახებ ინფორმაციები და ისე მიაწოდოთ საზოგადოებას"

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა მდინარაძე საკუთარი სურვილით ტელეკომპანია "პირველის" პირდაპირ ეთერში ჩაერთო და ტელეკომპანიაში გუშინ გასულ სიუჟეტზე განმარტებები გააკეთა.

ნინო ბურჯანაძე: რუსეთში ბოდიში არ მომიხდია ეს იყო წუხული რაც მოჰყვა ამ პროცესებს

"ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მედიასთან რუსეთში ვიზიტის შესახებ ისაუბრა. 

ნინო ბურჯანაძე: რუსეთისგან მივიღე დაპირება, რომ ექიმი მალე დაუბრუნდება ოჯახს

"ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მედიასთნ რუსეთში ყოფნის ვიზიტზე ისაუბრა.

ბენზინგასამართ სადგურზე დაშავებული 2 პირის მდგომარეობა მძიმეა

თბილისში, ფიროსმანის ქუჩის კუთხეში მდებარე ბენზინგასამართი სადგურის აფეთების შედეგად დაშავებული 5 პირი სხვადასხვა კლინიკებში მოათავსეს.

აფეთქების შედეგად დაშავებული 3 პირი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს

თბილისში, ფიროსმანის ქუჩის კუთხეში მდებარე ბენზინგასამართი სადგურის აფეთების შედეგად დაშავებული 5 პირი სხვადასხვა კლინიკებში მოათავსეს.

ნათია თურნავა - სამოქალაქო ავიაციის ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანი მიმართულებაა

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ავიატორების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტებისა და ვერტოდრომების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.

ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა

როგორც "pia.ge-ის" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ფიროსმანის კუთხეში ბენზინგასამართ სადგურზე  აფეთქება მოხდა.

თავდაცვის მინისტრი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტაში" იმყოფებოდა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "დელტაში" იმყოფებოდა, სადაც წარმოებულ პროდუქციას და საწარმოო პოტენციალს გაეცნო.

საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საკონსულო მომსახურების თანამედროვე ცენტრები მკვიდრდება

ავსტრიაში საქართველოს საელჩოს შენობაში თანამედროვე სტანდარტების საკონსულო მომსახურების ცენტრი გაიხსნა. 

ნატა თოდუა: "ნაციონალური მოძრაობა" ცრუობს - არასდროს მიმუშავია ზუგდიდის მერიაში

"ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან , 4 დეკემბერს, ზუგდიდში გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ნატა თოდუას მისამართით გამოთქმულ ბრალდებას, რომ ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაშია დასაქმებული, თოდუა სიცრუეს უწოდებს.

"სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის"- ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები გრძელდება

თავისუფლების მოედანზე, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

გიორგი გახარია - ფოთში საზღვაო აკადემიის გახსნა, ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას, მიიღონ საერთაშორისოდ მოთხოვნადი სპეციალობა

2021 წელს ფოთს საკუთარი საზღვაო აკადემია ექნება, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სახსრები პრემიერ-მინისტრის განკარგულებით გამოიყო.

სიღნაღში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ქალაქ სიღნაღში ევროპული სტანდარტების ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნა.

ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი გაიხსნა

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი გაიხსნა, რომელსაც ბაღი ტრადიციულად მეორედ მასპინძლობს.