25 აგვისტოს, ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნება

25 აგვისტოს, ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნება.

ფესტივალი მისი აღდგენიდან მე-11 წელია, რაც იმართება და მისი სამხატვრო ხელმძღვანელები არიან ლიანა და გიორგი ისაკაძეები.


გთავაზობთ პროგრამას, რომელიც 25 აგვისტოს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში იქნება წარმოდგენილი:


პეტრე  ჩაიკოვსკი – სერენადა


ანტრაქტი


სემუელ ბარბერი - ადაჟიო სიმებიანი ორკესტრისთვის


დიმიტრი  შოსტაკოვიჩი – საფორტეპიანო კონცერტი No. 1


სანდრო ნებიერიძე – ფორტეპიანო


დავით შამანაური – საყვირი


ვახტანგ მაჭავარიანი - დირიჟორი


პეტრე ჩაიკოვსკი - სერენადა სიმებიანი  ორკესტრისთვის


სერენადა სიმებიანი ორკესტრისთვის შედგება  4 ნაწილისაგან. ჩაიკოვსკი მიიჩნევდა, რომ პირველი ნაწილი იყო მოცარტის სტილის იმიტაცია და იგი კლასიკური სონატინის ნელი შესავალის ფორმაზე იყო დაფუძნებული. პარტიტურის მეორე გვერდზე ჩაიკოვსკი წერდა: „რაც უფრო მეტი შემსრულებელია სიმებიან ორკესტრში, იგი მით უფრო მეტად შეესაბამება ავტორის სურვილებს.“


ნაწარმოების მეორე ნაწილი, ვალსი, თავად გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დამოუკიდებელი ნაწარმოები.


1880 წლის 3 დეკემბერს სერენადა დაიდგა მოსკოვის კონსერვატორიაში, როგორც კერძო ჩვენება, ხოლო ნაწარმოების პირველი საჯარო გამოსვლა 1881 წლის 30 ოქტომბერს სანკტ-პეტერბურგში გაიმართა.


სამუელ ბარბერი - ადაჟიო სიმებიანი ორკესტრისთვის


ადაჟიო სიმებიანი ორკესტრისთვის სავარაუდოდ ბარბერის ყველაზე ცნობილი ქმნილებაა. კომპოზიტორმა მისი არანჟირება 1936 წელს დაასრულა, იმავე წელს, როდესაც დაწერა მისი ცნობილი კვარტეტი.ნაწარმოები პირველად შესრულდა 1938 წლის 5 ნოემბერს, NBC-ის სტუდიის რადიოგადაცემაში, NBC სიმფონიური ორკესტრის მიერ, რომელსაც არტურო ტოსკანინი დირიჟორობდა. 1940 წელს ტოსკანინიმ ეს ნაწარმოები მისი სამხრეთამერიკული ტურის დროსაც შეასრულა NBC სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.


დიმიტრი შოსტაკოვიჩი საფორტეპიანო კონცერტი No. 1


ნაწარმოების საკონცერტო პრემიერა შედგა 1933 წლის 15 ოქტომბერს,ლენინგრადის ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრის სეზონის გახსნაზე. ორკესტრს დირიჟორობდა ფრიც სტრიდი, საყვირის პარტიას ასრულებდა ალექსანდრე შმიდტი, ხოლო ფორტეპიანოსთან თვით დიმიტრი შოსტაკოვიჩი იჯდა. შოსტაკოვიჩმა ბრწყინვალედ დაუკრა კონცერტი და საზოგადოებამ ნაწარმოები ოვაციით მიიღო და მისი მოთხოვნით  კონცერტი  განმეორებით შესრულდა 17 ოქტომბერს. მიუხედავად სათაურისა,  ნაწარმოები უფრო ზუსტად კვალიფიცირდება, როგორც ორმაგი კონცერტი, საყვირის და ფორტეპიანოს თანაბარი როლების გამო. ნაწარმოების პრემიერიდან წლების შემდეგ შოსტაკოვიჩი წერდა, რომ თავდაპირველად მას დაგეგმილი ჰქონდა, დაეწერა კონცერტი საყვირისა და ორკესტრისთვის და ფორტეპიანო მოგვიანებით დაამატა, რის შემდეგაც ნაწარმოებმა ორმაგი კონცერტის სახე შეიძინა. ეს გენიალური ნაწარმოები შეიცავს და ამავე დროს პაროდირებს მრავალ მუსიკალურ ნაწარმოებს და მასში ავტორი ფართოდ იყენებს იმ ეპოქისთვის დამახასიათებელ სხვადასხვა ციტატას.


ფესტივალის ორგანიზატორია კომპანი ა– „არტ ალიანსი“.


ფესტივალის დირექტორია ნინა ცაგარელი .


ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ქალაქ ბათუმის მერია; ქალაქ თბილისის მერია; აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;


ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია – კომპანია „არდი“.


პარტნიორები – კომპანია „თელასი“; ქართული ბრენდი „მარი გოლდი“; პირველი ქართული ვისკი „ჯიმშერი“; ღვინის კომპანია „როალ ხვანჭკარა“; კომპანია „სარაჯიშვილი“; პარფიუმერული მაღაზიათა ქსელი ,,ლუტეცია“, ,,არომატეკა“, „პალმა აპარტამენტი“.


პროექტის მედია-მხარდამჭერები – აჭარის ტელევიზია; საქართველოს პირველი არხი; ტელეიმედი; TVპირველი; „არტარეა“ – პირველი  არხი კულტურაზე; ციფრული და მედია მარკეტინგის სააგენტო ,,კლიპარტი”; „ამბები.GE“; საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ-ტაიმი“; საინფორმაციო სააგენტო „GHN“, ინტერნეტ მედია ჯგუფი – “ITV”, “droni.ge” და “presa.ge”, ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today“; ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა  “The Messenger”; ვიდეო-პორტალი “myvideo.ge”; ჟურნალი „სარკე“; გაზეთი „აჭარა“;  რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“.


 


 


 


 


"ქართული სპორტი უზარმაზარი წარმატების გზას ადგას"

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გენო პეტრიაშვილს გამარჯვება მიულოცა და ქართველი სპორტსმენების ბოლო პერიოდის უნიკალურ მოღწევებზე ისაუბრა.

გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

ყაზახეთში მიმდინარე 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობაში ქართველი ფალავანი გენო პეტრიაშვილი ჩემპიონი გახდა.

მთავარი საკითხები, რომლებზეც პარლამენტი 2019 წლის საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს

არჩილ თალაკვაძემ საშემოდგომო სესიის ათი მთავარი გამოწვევა წარმოადგინა.

თსუ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშზე განმარტებებს ავრცელებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე განმარტებას ავრცელებს.

ფორსაჟის ეპიზოდების თბილისში მიმდინარე გადაღებები გადაიდო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია გაცნობებთ, რომ ცნობილი ჰოლივუდური ფილმის ეპიზოდების თბილისში მიმდინარე გადაღებები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გადაიდო.

Adjarabet.com-ის უნიკალური აქცია რაგბის გულშემატკივრებს

Adjarabet.com ახალ აქციას სთავაზობს რაგბის გულშემატკივრებს, რომლებიც
დადებენ ფსონს მსოფლიო თასის ფარგლებში საქართველოს ნაკრების თამაშზე.

თამარ ხულორდავა შრომის უფლებების კანონპროექტს განმარტავს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა აცხადებს, რომ საქართველოს  შრომის უფლებების დაცვის კუთხით, უდიდესი ჩამორჩენა  აქვს და  აღნიშნული სფეროს რეგულირება მოქალაქეების დასაცავად არის აუცილებელი.

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე კრწანისის ტყე-პარკის დასუფთავების ღონისძიებაში მონაწილეობდა

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კრწანისის ტყე-პარკში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდა.

შენობიდან ჩამოცვენილი ბათქაში, დაზიანებული ავტომობილები და დაშავებული ადამიანები - ძლიერი ქარი თბილისში

დედაქალაქში ძლიერი ქარია. უამინდობამ ქალქის სხვადასხვა უბანში პრობლემებია გამოიწვია.

უშგულში პირველი თოვლი მოვიდა

მესტიაში, უშგულის თემში პირველი თოვლი მოვიდა. უშგულში მერის წარმომადგენლის ბექა ღვაჩლიანის ინფორმაციით, თოვა ორი საათის წინ დაიწყო.

"შემთხვევით არაფერი ხდება, არ არის შემთხვევითი, რომ საქართველო წილხვედრია"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სიონის ტაძარში ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ღვთისმსახურება აღევლინა.

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 2 მოქალაქეს ხე დაეცა

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წი 2 კაცს ხე დაეცა.

პრემიერ-მინისტრმა ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილა.

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და ხარისხის ახალ ეტაპზე გადავიდა.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტში ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხს დააყენებენ

ჯანდააცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, 2020 წლის  ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას გათვალისწინებული იქნება ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხი.

GWP-ის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე არსებულ საწყობში, შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

პარტია "თავისუფალი საქართველო" თვითმმართველობის კანონის გადახედვას მოითხოვს

პარტიის თანათავმჯდომარე გოგი წულაია მიიჩნევს, რომ ქალაქში არსებული ნებისმიერი შენობა-ნაგებობა თვითმმართველობას უნდა ეკუთვნოდეს და თავად განკარგავდეს.

ბათუმში თურქეთის მოქალაქე ნარკორეალიზატორი დააკავეს

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზაციის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ე.ი. დააკავეს.

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს პარლამენტი პირველ ოქტომბერს მიიღებს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაში ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი მოსაზრება.

 

უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

მინისტრის მოადგილე: ადიგენის მუნიციპალიტეტში სასმელი და სარწყავი წყლის საკითხიებია მოსაგვარებელი

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების ლელოვანის, უდეს, ფხეროსა და ვარხანის მოსახლეობას  შეხვდნენ და სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს.