ციხელაშვილი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩევნებზე: ისევე როგორც სხვა მსგავს პროცესებს ლეგიტიმურობა ვერ ექნება

შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. არჩევნებს არავითარი ლეგიტიმაცია არ გააჩნია.

„ამ პროცესს, ე.წ. არჩევნებს, ისევე, როგორც სხვა მსგავს პროცესებს ვერ ექნება ვერანაირი ლეგიტიმურობა. სხვა სამართლებრივ ასპექტებთან ერთად, ცხადია, ის ვერანაირად ვერ გამოხატავს აფხაზეთის რეგიონის მკვიდრი მოისახლეობის ნებას და ვერ ექნება მასთან საერთო იმ პირობებში, როდესაც მოსახლეობის უმეტესობა გამოდევნილია. რაც შეეხება თვითონ ამ პროცესებს, ცხადია ჩვენთვის მნიშვნელოვანი გახლავთ ერთი რამ, რომ ზოგადად ნებისმიერი განვითარება იყოს მშვიდობიანი, რადგან ჩვენთვის სულერთი არ არის საზოგადოების და მოსახლეობის მდგომარეობა იქ. მით უფრო იმ პირობებში როდესაც ოკუპაციის ქვეშ ჩვენ ვიცით, რომ ძალიან რთული არის ვითარება, ძალიან ბევრს აქვს იმედგაცრუების განცდა სრულიად სამართლიანად და მზარდია იზოლაციის განცდა ოკუპაციის პირობებში, ოკუპაციის გამო. ამიტომ ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ პირველ რიგში მოსახლეობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს და ამისათვის ცხადია საჭიროა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ქართულ საზოგადოებაში, დიდ ნაწილში არსებობს უკვე მზაობაც და გაცნობიერებაც, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან იდგმება კონკრეტული ნაბიჯები, არსებობს ძალიან კონკრეტული კონტაქტები და დიალოგის სხვადასხვა თუმცა, ასე ვთქვათ არაფორმალური ფორმატები და მზაობა არაერთხელ გამოგვიცხადებია ამ დიალოგების გაფართოებაზე, აფხაზური საზოგადოების ყველა დონეზე. აქ ცხადია საუბარი არ არის და ვერც მომავალში იქნება რაიმე ე.წ. ფორმალურ რეგალიებზე, მაგრამ დიალოგს, კომუნიკაციებს, ალტერნატივა არ აქვს პირველ რიგში მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, ამისთვის ჩვენ ძალიან კონკრეტული ხედვები და ინიციატივებიც გვაქვს მშვიდობისთვის და საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, გარდაუვალი პროცესისთვის, რომელიც ჩვენს საზოგადოებებს შორის ნდობის მშენებლობას და შერიგებას გულისხმობს“, - განაცხადა მინისტრმა.


ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები, დაახლოებით, ერთ საათში იქნება ცნობილი.


მთავარი საკითხები, რომლებზეც პარლამენტი 2019 წლის საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს

არჩილ თალაკვაძემ საშემოდგომო სესიის ათი მთავარი გამოწვევა წარმოადგინა.

თსუ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშზე განმარტებებს ავრცელებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე განმარტებას ავრცელებს.

ფორსაჟის ეპიზოდების თბილისში მიმდინარე გადაღებები გადაიდო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია გაცნობებთ, რომ ცნობილი ჰოლივუდური ფილმის ეპიზოდების თბილისში მიმდინარე გადაღებები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გადაიდო.

Adjarabet.com-ის უნიკალური აქცია რაგბის გულშემატკივრებს

Adjarabet.com ახალ აქციას სთავაზობს რაგბის გულშემატკივრებს, რომლებიც
დადებენ ფსონს მსოფლიო თასის ფარგლებში საქართველოს ნაკრების თამაშზე.

თამარ ხულორდავა შრომის უფლებების კანონპროექტს განმარტავს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა აცხადებს, რომ საქართველოს  შრომის უფლებების დაცვის კუთხით, უდიდესი ჩამორჩენა  აქვს და  აღნიშნული სფეროს რეგულირება მოქალაქეების დასაცავად არის აუცილებელი.

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე კრწანისის ტყე-პარკის დასუფთავების ღონისძიებაში მონაწილეობდა

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კრწანისის ტყე-პარკში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდა.

შენობიდან ჩამოცვენილი ბათქაში, დაზიანებული ავტომობილები და დაშავებული ადამიანები - ძლიერი ქარი თბილისში

დედაქალაქში ძლიერი ქარია. უამინდობამ ქალქის სხვადასხვა უბანში პრობლემებია გამოიწვია.

უშგულში პირველი თოვლი მოვიდა

მესტიაში, უშგულის თემში პირველი თოვლი მოვიდა. უშგულში მერის წარმომადგენლის ბექა ღვაჩლიანის ინფორმაციით, თოვა ორი საათის წინ დაიწყო.

"შემთხვევით არაფერი ხდება, არ არის შემთხვევითი, რომ საქართველო წილხვედრია"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სიონის ტაძარში ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ღვთისმსახურება აღევლინა.

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 2 მოქალაქეს ხე დაეცა

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წი 2 კაცს ხე დაეცა.

პრემიერ-მინისტრმა ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილა.

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და ხარისხის ახალ ეტაპზე გადავიდა.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტში ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხს დააყენებენ

ჯანდააცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, 2020 წლის  ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას გათვალისწინებული იქნება ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხი.

GWP-ის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე არსებულ საწყობში, შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

პარტია "თავისუფალი საქართველო" თვითმმართველობის კანონის გადახედვას მოითხოვს

პარტიის თანათავმჯდომარე გოგი წულაია მიიჩნევს, რომ ქალაქში არსებული ნებისმიერი შენობა-ნაგებობა თვითმმართველობას უნდა ეკუთვნოდეს და თავად განკარგავდეს.

ბათუმში თურქეთის მოქალაქე ნარკორეალიზატორი დააკავეს

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზაციის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ე.ი. დააკავეს.

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს პარლამენტი პირველ ოქტომბერს მიიღებს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაში ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი მოსაზრება.

 

უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

მინისტრის მოადგილე: ადიგენის მუნიციპალიტეტში სასმელი და სარწყავი წყლის საკითხიებია მოსაგვარებელი

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების ლელოვანის, უდეს, ფხეროსა და ვარხანის მოსახლეობას  შეხვდნენ და სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს.

საქართველოში, პირველადი ჯანდაცვის განვითარების საკითხი ჯანდაცვის მინისტრმა ამერიკელ კოლეგებთან განიხილა

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელებს შეხვდა.

 

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას აღნიშნავს

21 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა შესრულდება.