„საპარტნიორო ფონდს“ გუანტუნის პროვინციის ქალაქ გუანჭოუს დელეგაცია ეწვია

საქართველოში საქმიანი ვიზიტით მყოფი ჩინეთის დელეგაცია „საპარტნიპრო ფონდს“ ეწვია. დელეგაციაში გუანტუნის პროვინციის ქალაქ გუანჭოუს ტუნგუანის ხელისუფლების, საბაჟო სახლის და ასევე, ფინანსური ბიუროს ხელმძღვანელი პირები შედიან.

"აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, თუმცა ჩინეთში ერთობლივი ბიზნეს პროექტების მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი“,- ეს განცხადება „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა და საქართველო-ჩინეთს შორის სამთავრობათშორისო კომისიის თავმჯდომარემ დავით საგანელიძემ გუანტუნის პროვინციის ქალაქ გუანჭოუს დელეგაციასთან შეხვედრისას გააკეთა.


„საპარტნიორო ფონდში“ გამართულ შეხვედრაზე ფონდის მენეჯმენტმა ჩინეთის დელეგაციასთან შემდგომი თანამშრომლობის დეტალები განიხილა და პოტენციურ საინვესტიციო პროექტებზე იმსჯელა.


მხარეებმა საქართველო-ჩინეთს შორის ექსპორტ-იმპორტის განვითარებასა და საქართველოს, როგორც ევროპასთან დამაკავშირებელი დერეფნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ფონდის ხელმძღვანელმა  შეხვედრაზე  დელეგაციის წევრებს გუანჭოუში საქართველოდან ექსპორტის ზრდის ხელშესაწყობად ქართული სავაჭრო სახლის გახსნასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.


შეხვედრის ფარგლებში მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ და ჩინეთის ქალაქ გუანჭოუს ტუნგუანის ზონის მთავრობის საგამოფენო კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ჩენ ჭუნციუმ მოაწერეს.


„საქართველოში გუანჭოუს ხელისუფლების დავალებით ვიმყოფებით, რადგან მიგვაჩნია, რომ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი პერსპექტიულია. ვთვლით, რომ თქვენი ქვეყანა ევროპის ბაზრის გასაღებია და ამ ფაქტს პოზიტიურად ვაფასებთ. „საპარტნიორო ფონდი“ ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად  მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება, ამიტომ კონკრეტულ საინვესტიციო წინადადებებს ვამზადებთ“,-აღნიშნა შეხვედრაზე ჩინეთის ქალაქ გუანჭოუს ტუნგუანის ზონის მთავრობის საგამოფენო კომიტეტის გენერალურმა მდივანმა. დელეგაციის ხელმძღვანელმა „საპარტნიორო ფონდის“ ორგანიზებით ქართველი მეწარმეები 2020 წლის  16-19 აპრილის საერთაშორისო გამოფენაზე მიიწვია.


 


 


 


ნათია თურნავა: მიხარია, რომ ქართველ სტარტაპერებს შორის ქალბატონების რაოდენობა იზრდება

"როგორც ეკონომიკის მინისტრს და როგორც ქალს, ძალიან მახარებს ქალბატონების რაოდენობა სტარტაპერებს შორის, რადგან ძალიან ბევრი, კრეატიული იდეის სათავეში დგანან ახალგაზრდა, წარმატებული, ქართველი ქალები, რაც ძალიან ლოგიკურია",- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტექნოპარკში 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულთა დაჯილდოების შემდეგ განაცხადა.

დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან ელიზაბეტ ტიჩი-ფილსბერგთან შეხვედრა გამართა.

 

დავით ჩიხელიძე: „ipsos“-ის, ისევე როგორც სხვა არაერთი კვლევა, საზოგადოებრივი აზრის ფორმულირებას ემსახურება და არა საზოგადოებრივი აზრის კვლევას 

ორგანიზაცია „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე მთავარი არხის დაკვეთით, კომპანია „ipsos“-ის მირ ჩატარებულ გამოკითხვას ეხმიანება.

ნათია თურნავა: არ უნდა დავიშუროთ რესურსები, რაც ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანებს წაახალისებს

"ჩვენი სტარტაპერები უკვე გაცილებით მეტად არიან მომზადებულები, მეტი შანსი აქვთ მოიპოვონ დაფინანსება და გლობალურ ბაზარზე გავიდნენ",- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

26 თებერვალს ეკონომიკური კონფერენცია "საქართველო და მსოფლიო 2020" გაიხსნება

სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისში", 26 თებერვალს, 10:30 საათზე  ეკონომიკური კონფერენცია "საქართველო და მსოფლიო 2020" გაიხსნება.

ქართულ მრავალხმიანობასა და სუფრას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა

ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს - "ქართულ მრავალხმიანობასა" და "ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას". 

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები  ცნობილია.

გიგი უგულავა შეწყალების თხოვნაზე: პრეზიდენტს მიმართვის გარეშეც შეუძლია საქმის გამოსწორება

"შეწყალების თხოვნით არ მგონია, რომ ვინმეს მივმართო",- ასე უპასუხა პატიმრობაში მყოფმა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ კითხვას, რომელიც შეწყალების თხოვნას ეხებოდა.

უგულავა: რაც უფრო ბევრი პოლიტპატიმარი ეყოლება ამ ქვეყანას, ოპოზიცია უფრო მეტად შეიკვრება

"ოპოზიციის ერთიანობა სადღეგრძელოს ჰგავდა, მაგრამ დღეს აბსოლუტურად სხვა ვითარებაა. რაც უფრო მეტი პოლიტპატიმარი იქნება, მით უფრო მეტად შეიკვრება ოპოზიცია", -ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავას TV პირველის ეთერში განაცხადა. 

ავსტრიის ელჩი საქართველოში: საარჩევნო სისტემა ქართულ რეალობას უნდა მოერგოს

საქართველოში ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის არად ბენკოს განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ გამოსავალი უნდა იპოვოს. 

ირაკლი შოთაძემ თანამშრომლებთან შეხვედრაზე უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამშრომლებთან შეხვედრაზე უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებზე და ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ მის პირველ მოადგილედ ბაკურ აბულაძე წარადგინა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამშრომლებს შეხვდა და უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებსა და ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.

მიხეილ ჩხენკელმა ქართველ კალათბურთელებს უმასპინძლა

2021 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წარმატებულად დაწყება მიულოცა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს.

ირაკლი სესიაშვილი: საქართველომ დაამტკიცა, რომ ნატოს სანდო პარტნიორია

საქართველოსა და ნატოს საერთო ღირებულებები და ერთი მიზანი აქვთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი: ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, ვინც ბოლო მოუღო თქვენს სადისტურ და მოღალატე ხელისუფლებას

ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, ვინც ბოლო მოუღო თქვენს სადისტურ და მოღალატე ხელისუფლებას, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ მან ეს პირველ რიგში გააკეთა ქართველ ხალხთან ერთად, რომელთანაც თქვენ დღემდე არ გაქვთ მისასვლელი პირი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

გომი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გომი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე შეზღუდვებია

"ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია", -ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაშია აღნიშნული.

 

ცესკოს თავმჯდომარე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანია დღეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა.

გომი-კორბოულის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან.

ლარი ისევ სწრაფი ტემპით მყარდება

25 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7946 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8079 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.33 თეთრი შეადგინა.