ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ულტიმატუმი წამოაყენეს და IPRM-ის შეხვედრა ჩაშალეს

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრა ჩაიშალა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე პროვოკაციული ქმედების განხილვისას, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საოკუპაციო ძალების მხარდაჭერით დაიჭირეს უკიდურესად დესტრუქციული პოზიცია და გააჟღერეს ულტიმატუმი, დაემუქრნენ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის ფუნქციონირებას იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ისინი ითხოვენ ქართული საგუშაგოს გატანას სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიიდან. 


„10 საკითხი უნდა განგვეხილა. გვემსჯელა ყველა იმ მნიშვნელოვან ინციდენტზე, რაც დაგროვდა  წინა შეხვედრიდან დღემდე, რაც აზიანებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს. უნდა განგვეხილა გუგუტიანთკარში  განხორციელებული ე.წ. ბორდერიზაციის საკითხი,  ვაპირებდით მძაფრად დაგვეყენებინა სოფელ ერედვში საოკუპაციო ძალების მიერ განდევნილი ადგილობრივი ქართული მოსახლეობის კუთვნილი სახლების დანგრევისა და მათ ადგილზე ნაგავსაყრელის მოწყობის საკითხი, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაგვეთმო არჩილ ტატუნაშვილის წამების ფაქტისათვის“,-აღნიშნა ანთიძემ.



ანთაძის განცხადებით, ვითარების  ნებისმიერი გართულების  შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება რუსეთის ფედერაციას. ანთაძე ამბობს, რომ გამოსავალი მხოლოდ კონსტრუქციულ დიალოგშია


ირაკლი ანთაძე იმედოვნებს, წინასწარ განსაზღვრული მორიგი შეხვედრა 2 ოქტომბერს შედგება.


ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო,  ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზის 4-28კმ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დედოფალმა ელისაბედ II-მ ბრექსითის კანონპროექტის დამტკიცებას ხელი მოაწერა

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-მ ბრექსითის კანონპროექტის დამტკიცებას ხელი მოაწერა.

ცოტნე ზურაბიანი: დავოსის მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა საქართველოსთვის ახალი ინვესტიციების მოზიდვის რეალური შესაძლებლობა გააჩინა

„დავოსის მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა საქართველოსთვის ახალი ინვესტიციების მოზიდვის რეალური შესაძლებლობა გააჩინა“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ცოტნე ზურაბიანი.

გიორგი შარვაშიძე: ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომელიც უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების მოახლოებას უკავშირდება

„ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომელიც უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების მოახლოებას უკავშირდება,- ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ირაკლი ზარქუა: ლევან ხაბეიშვილი ატყუებს საზოგადოებასაც და დამლაგებლებსაც

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ საკრებულოს დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურების საკითხზე განმარტება გააკეთა.

ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 1–27კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

რატი იონათამიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე დადებითად იყო შეფასებული ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები დადებითად შეფასდა.

გურამ ნიკოლაშვილი: დავამ დისერტაციის ირგვლივ დატოვა აკადემიური სივრცე, მისი კამპანიური ხასიათი კი საკითხის ერთგვარმა პოლიტიზებამ გაამძაფრა

„დავამ დისერტაციის ირგვლივ დატოვა აკადემიური სივრცე და ღია განხილვის საგნად იქცა, მისი ერთგვარად კამპანიური ხასიათი კი საკითხის ერთგვარმა პოლიტიზებამ გაამძაფრა“, - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ „დღის ქრონიკაში“.

ამირან გამყრელიძე: "კორონავირუსთან" დაკავშირებით საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, "კორონავირუსთან" დაკავშირებით საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს. 

კასპიის ზღვით გადაზიდული საკონტეინერო ტვირთის 2019 წლის მაჩვენებლები რეკორდულად მაღალია

„საქართველოს რკინიგზის“ დელეგაცია გენერალური დირექტორის დავით ფერაძის ხელმძღვანელობით ყაზახეთის ქალაქ ალმათში საერთაშორისო ასოციაცია ,,ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ (TITR), ასოციაცია ТМТМ-ის შეხვედრას დაესწრო.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე: ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით საბაჟო სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით

"ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით საბაჟო სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

პირველი მარტიდან მებაჟე ოფიცრების შრომის ანაზღაურება გაიზრდება

პირველი მარტიდან მებაჟე ოფიცრებს ხელფასი გაეზრდებათ,- ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.

დავით მათიკაშვილი: პრემიერის ვიზიტი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ძალიან წარმატებული იყო და მისი შედეგები უსწრაფესად აისახება ჩვენი ქვეყნის სწორ და სტაბილურ განვითარებაზე

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი, დეპუტატი დავით მათიკაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში საქართველოს მონაწილეობას გამოეხმაურა და პრემიერ გახარიას მეთაურობით საქართველოს დელეგაციის ვიზიტი დადებითად შეაფასა.

სალომე ზურაბიშვილი: ოჯახისთვის უდიდესი წნეხია საზღვარგარეთ გამგზავრება ავადმყოფი ბავშვით

სალომე ზურაბიშვილი, ისრაელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თელავივში სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებას SHEBA MEDICAL CENTER ეწვია და ბავშვთა ონკოლოგიური დაავადების ცენტრი დაათვალიერა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.  

ლევან კაკავა: ჩვენი ქვეყნის საბაჟო სისტემას მნიშვნელოვანი როლი აქვს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით

"ჩვენი ქვეყნის საბაჟო სისტემას მნიშვნელოვანი როლი აქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით", - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

გარყვნილი ქმედებისთვის და ძალადობისთვის ბრალდებულს 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედებისთვის და ძალადობისთვის ბრალდებული დ.ჯ. დამნაშავედ ცნო.

გიორგი ჩაკვეტაძე: ოპოზიცია თავის პოლიტიკურ სახეს ყოველდღიურ რეჟიმში გვაჩვენებს

თბილისის საკრებულოს წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ, საკრებულოში დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია თავის პოლიტიკურ სახეს ყოველდღიურ რეჟიმში აჩვენებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიაზე გრაფიკი დაწესდა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა. ამის მიზეზად კი, ჯვარის წყალსაცავში წყლის დონის მნიშვნელოვანი კლება სახელდება.

ირაკლი მეზურნიშვილი: ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ფონდმა“ ე.წ. შავ სიაში შეყვანილ 600 ათასზე მეტ მსესხებელს სესხები სრულად გაუნულა

„600 ათასზე მეტ მსესხებელს, რომელიც ე.წ. შავ სიაში იყო შეყვანილი, ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ფონდმა“ სესხები სრულად გაუნულა“. - ამის შესახებ დავოსში, ეკონომიკურ ფორუმზე მოხსენებით გამოსვლისას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ავსტრიის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, არად ბენკოს შეხვდა.

ირაკლი ზარქუა: როდესაც ოპოზიციის წარმომადგენელი პირად შეურაცხყოფაზე გადადის, ძნელია ემოციის მოთოკვა

თბილისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა სხდომაზე გამოეხმაურა.