აღსანიშნავია, რომ ერგნეთში უსაფრთხოების სამსახურის და შსს-ს წარმომადგენლებმა დრონი მიიტანეს, რომელიც ქართულ სოფელ აბანოსთან, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
ოსურმა მხარემ განაცხადა, თითქოს დრონი ქართული პოლიციის ქვედანაყოფების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ჩამოვარდა.
თუმცა, ფაქტია, რომ დრონს არც ერთი ნატყვიარი არ ემჩნევა. აქედან გამომდინარე, ქართული მხარე უარყოფს დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და უსაფუძვლო ბრალდებას უწოდებს მას. როგორც ცნობილია, დრონების შეჯახება მოხდა.