ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკიდან დაბრუნდა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან სამშობლოში დღეს დაბრუნდა.

მშვიდობისმყოფელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ და ქვეყანაში მშვიობით დაბრუნება მიულოცეს.


ეროვნული გვარდიის ნაკრებმა ოცეულმა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) მესამე როტაცია განახორციელა.


ქართველი მშვიდობისმყოფელები 6თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ ცენტრალურ აფრიკაში და მათ მთავარს ამოცანას ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება წარმოადგენდა.


ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ასევე ეროვნული გვარდიის მსუბუქმა ქვეითმა ოცეულმა ჩაანაცვლა კაპიტან გენადი მახარაძის მეთაურობით.


საქართველოს თავდაცვის ძალების კონტინგენტი ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში - „ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ძალები“ (EUFOR RCA) პირველად 2014 წლის ივნისში ასეულის დონის ქვედანაყოფით ჩაერთო.


2017 წლის 31 იანვრიდან ქართული სამხედრო კონტინგენტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ახალ - სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) მონაწილეობს.


საქართველოსა და აშშ-ს საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს

პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების თაობაზე აშშ-ში გამართული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს და საქართველოს საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

ზუგდიდში მობილური კინოთეატრი მოეწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალგაზრდული კვირეულის ფარგლებში, სკეიტ პარკში, ღია ცის ქვეშ ქართული მხატვრული ფილმის „გაღმა ნაპირი“-ს ჩვენება გამართა.

ჭავჭავაძის გამზირზე, კეკელიძის ქუჩიდან მირცხულავას ქუჩამდე მონაკვეთზე მოძრაობა დღეიდან აღდგება

ჭავჭავაძის გამზირზე, კეკელიძის ქუჩიდან მირცხულავას ქუჩამდე არსებულ მონაკვეთზე, დღეიდან მოძრაობა აღდგება

სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

დღეს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დაიწყო.

დაცული ტერიტორიების სააგენტო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფორუმში მონაწილეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე თეთრიწყაროში გამართულ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფორუმზე იმყოფებოდა.

 

 

 
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 50 წლამდე მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს.

მეორე ოქროს მედალი - ლაშა გობაძეც მსოფლიოს ჩემპიონია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს მეორე ოქროს მედალი ლაშა გობაძემ მოუპოვა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელ რაფიგ ჰუსეინოვს სძლია.

ლიანდაგებში ჩავარდნილი მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

მეტროსადგურ "სამგორში" ლიანდაგებში ჩავარდნილი მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ის მკურნალობას ინგოროყვას სახელობის კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში გადის.

არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნება“ საზოგადოებას, ქვეყანას და ოპოზიციურ სპექტრს სთავაზობს მშვიდ, საქმიან პოლიტიკას

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების მორიგ საყოველთაო-სახალხო განხილვას დღეს  ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

მეტროსადგურ "სამგორში" მგზავრი მატარებლის რელსებში ჩავარდა

მეტროსადგურ "სამგორში" მგზავრი მატარებლის რელსებში  ჩავარდა.

 

 
ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონია (ფოტოები)

მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

სალომე ზურაბიშვილი: კულტურული მემკვიდრეობის დაცვა სახელმწიფოსთან ერთად საზოგადოების პასუხისმგებლობაცაა

პრეზიდენტმა თეთრიწყაროში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გახსნა და ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

ცაიშის სასათბურე მეურნეობაში 150 ადგილობრივია დასაქმებული

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ და მერის მოადგილემ, კონსტანტინე კაკავამ ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული სასათბურე მეურნეობა დაათვალიერეს.

ზაზა გაბუნია: პროპორციული სისტემა არის ახალი სუნთქვა ქართული დემოკრატიისთვის

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მიიღო მონაწილეობა და ადგილობრივებს მიმართა.

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები: ე.წ. სასაზღვრო პუნქტების დახურვა ვითარების ესკალაციას იწვევს

„სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გადამსვლელი პუნქტების დახურვა, დამატებით პრობლემებს უქმნის ადგილობრივებს და კიდევ უფრო ძაბავს ვითარებას".

მაშველებმა მიწის მასიდან გარდაცვლილი მუშა ამოიყვანეს

ჭავჭავაძის 32 ნომერში იწის ქვეშ მოყოლილი მუშის ამოყვანის სამაშველო ოპერაცია დასრულდა. მაშველებმა გარდაცვლილი ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს.

NDI მედიას საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგებს წარუდგენს

17 სექტემბერს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარუდგენენ.

პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ექსპერტ მეგი ნიკოლსონს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დამოუკიდებელ საერთაშორისო ექსპერტს, მეგი ნიკოლსონს შეხვდა.

 

პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც მოქალაქეების მობილურ ტელეფონებს თაღლითურად დაეუფლა

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, თაღლითობის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ფ.ს. თბილისში დააკავეს.

 

 
თბილისში 34 წლის კაცი ცემის შედეგად გარდაიცვალა

თბილისში 34 წლის კაცი ცემით მოკლეს. შემთხვევა დღეს, ქართული კინოს მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

 
ჭავჭავაძის გამზირზე მუშა მიწის ქვეშ მოყვა და გარდაიცვალა

ჭავჭავაძის 32 ნომერში, მიწისქვეშა სამუშაოების შესრულების დროს, მუშა მიწის ქვეშ მოყვა და გარდაიცვალა.