ბრიუსელი, კოპენჰაგენი, ბაზელი, ეინდჰოვენი, ტალინი, ბარი, პოზნანი - 7 ახალი ავიამიმართულება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან

10 სექტემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air 7 ახალი მიმართულებით იფრენს. 

პირდაპირი რეგულარული რეისები ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენის, ბარისა და პოზნანის მიმართულებით შესრულდება.


აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის საქართველოდან შვეიცარიაში, დანიის სამეფოსა და ესტონეთში პირდაპირ საჰაერო მიმოსვლა არ სრულდება.


,,არსებული 21 ევროპული მიმართულების გარდა, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ავიაკომპანია Wizz Air 10 სექტემბრიდან, ეტაპობრივად 7 ახალი ევროპული მიმართულებით დაიწყებს ფრენებს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიის ბაზაზე, რიგით მესამე თანამედროვე, AIRBUS A 320 ტიპის საჰაერო ხომალდი დაიწყებს ოპერირებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ რეისებზე ეკიპაჟი მთლიანად ადგილობრივებისგან იქნება დაკომპლექტებული. გარდა იმისა, რომ ეს შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოში ევროპიდან ახალი ტურისტული ნაკადის მოზიდვაში, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია,-‘’განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.


ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 2016 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რეგიონში ავიაკომპანია ვიზეარის პირველი ბაზა გაიხსნა. 2017 წლის მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ვიზეარის მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი და ევროპის 5 ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება დაემატა. 2018 წელს ვიზეარმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის 95 % გადაიყვანა ( 587,643 მგზავრი) და საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველად, ვიზეარი ბაზრის ლიდერი გახდა.


 


 


 


დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის მიერ დაარსებული პროფესიული კოლეჯის აღორძინება იწყება

დიდი ჯიხაიშის პროფესიული კოლეჯის ადმინისტრაციისა და სტუდენტებისათვის სამომავლო გეგმების გასაცნობად, დიდ ჯიხაიშში ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ქვარცხავა, ფაკულტეტის მენეჯერი აკაკი გუნცაძე და უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დარეჯან მეფარიშვილი.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მორიგი "სასამართლო“ სხდომა მომდევნო კვირას ჩაინიშნა

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის შემდეგი "სასამართლო" სხდომა მომდევნო კვირისთვის ჩაინიშნა.

ლევან დავითაშვილი: აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა

ბოლო წლების განმავლობაში, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი მუდმივად მზარდია. 2019 წლის ბოლო თვეებში კი,  განსაკუთრებული მატება ფიქსირდება, რაც დიდწილად თხილის ექსპორტის ზრდას უკავშირდება. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. 

პრემიერი: მზად ვართ, ყოველდღიურად ვიმუშაოთ, რომ საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეებისთვის კონკრეტული შედეგის მომტანი იყოს

"ჩვენი თანამშრომლობა, დაფუძნებული ეკონომიკაზე, სტრატეგიულ პარტნიორობაზე, უსაფრთხოებაზე, ძირითად მიზნად ისახავს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას და ასევე იმას, რომ ჩვენი ქვეყნები დარჩნენ ევროპული სივრცის ნაწილად", -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უკრანის პრემიერ-მინისტრ ალექსი გონჩარუკთან შეხვედრისას განაცხადა.

 

ე.წ. სასამართლომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დასრულდა. "რადიო თავისუფლების" ცნობით, ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში რჩება.

adjarabet.com-ის მომხმარებლებმა 1 000 000 ლარი მოიგეს და კიდევ 1 500 000 ლარის მოგების შანსი აქვთ

adjarabet.com-ის უპრეცედენტო გათამაშება „25 ახალი წელი“ გრძელდება.

ავსტრიაში გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი საშობაო კონცერტი გაიმართა

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით დეკემბერს ვენის მინორიტეკირხეს ისტორიულ ტაძარში საშობაო კონცერტი გაიმართა. 

თელავში დასაქმების ფორუმი გაიმართა

თელავში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართა.

როგორ მოვაწყოთ მთლიანი ბინა ავეჯითა და ტექნიკით 2000 ლარად?

რაც არ უნდა დაუჯერებლად მოგეჩვენოთ სტატიის სათაური, ეს ყველაფერია რეალურია, ყველანაირი დაფარული გადასახადისა და მესიჯის გარეშე, შეგიძლიათ მთლიანი ბინა - 3 ოთახი ავეჯითა და ტექნიკით (15 ნივთი) მხოლოდ 2000 ლარად მოაწყოთ, დამატებით უფასოდაც მოგიტანენ მისამართზე.

ლარი 0.14 თეთრით გამყარდა

13 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.8647 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8661 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.14 თეთრი შეადგინა.

საკანონმდებლო ორგანოში გუშინ გამოყენებული ნივთიერების გამო, დღეს პარლამენტში "მინისტრის საათი" გადაიდო 

12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჯერჯერობით დაუდგენელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შემდეგ პლენარული სხდომის მიმდინარეობისას დღესაც შეუძლოდ გახდა რამდენიმე ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

თავდაცვის მინისტრმა დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო

13 დეკემბერი წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში წირვა აღევლინა და 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული კაპრალის, ვახტანგ გზირიშვილის დედის, მარინა გზირიშვილის ინიციატივით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

საბურთალოზე სითი მოლში მაკდონალდსის რესტორანი და მაკკაფე გაიხსნა

საბურთალოზე, ვაჟა-ფშაველას N70-ში მაკდონალდსის ახალი რესტორანი და მაკკაფე გაიხსნა.

კახა კალაძე 14 დეკემბერს დაგეგმილ აქციაზე: არავინ არავის ავალდებულებს მისვლას

"არავინ არავის ავალდებულებს მოსვლას",- ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი თბილისის მერი კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მოქალაქეები პარტიის მიერ დაგეგმილ ხვალინდელ აქციაზე იძულებით მიჰყავთ.

დიმიტრი ხუნდაძე: „ოპოზიციამ უნდა იცოდეს, რომ პარლამენტში ქუჩიდან ვერ შემოაღწევენ და შემოაღწევენ მხოლოდ ხალხის პირდაპირი მხარდაჭერით და არჩევნების წესით“

„ყველა საუბრობს საარჩევნო სისტემებზე და არ ეკითხებიან ხალხს. ჩვენი მიდგომა არის იმდაგვარი, რომ რაც ხალხს უნდა, ის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პარლამენტმა“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დიმიტრი ხუნდაძემ „TV პირველის“ გადაცემაში „დიანა ტრაპაიძის დღის ამბები“.

პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა

პარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს "2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების" შესახებ, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ  წარადგინა.

ბაჩო ოდიშარია: ის, ვინც ყოველდღე გაჰყვირის, რომ დასავლური კურსის მიმდევარია, ეჭვქვეშ აყენებს და ლახავს ისეთ ფუნდამენტურად მნიშვნელოვან ევროპულ ინსტანციას, როგორიც სტრასბურგის სასამართლოა 

„ის, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში გაჰყვირის, რომ დასავლური კურსის მიმდევარი და ევროპულ გზაზე შორი დისტანციის მორბენალია, არ იზიარებს და გმობს, ეჭვქვეშ აყენებს და ლახავს ისეთ ფუნდამენტურად მნიშვნელოვან ევროპულ ინსტანციას, როგორიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოა“, - ამბობს კინოკრიტიკოსი ბაჩო ოდიშარია.

პარლამენტმა სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში, საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა.

ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა გამგეობის ორწლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა

ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ რაიონის მცხოვრებლებს, გამგეობის მიერ 2018-2019 წლებში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

ირლანდიასა და ესპანეთში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი დააკავეს

ქართველმა, ირლანდიელმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა, რამდენიმეთვიანი ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, მიმდინარე წლის 9 დეკემბერს, დუბლინსა და ბარსელონაში ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაციისას, ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დაიწყო

ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დაიწყო.