"ლოპოტა ჰესის" დირექტორი ლაფანყურის მოსახლეობას პასუხობს

კომპანია "ართანა- ლოპოტა ჰესის" დირექტორი ბიძინა იმნაძე ლაფანყურის ადგილობრივ მაცხოვრებლებს პასუხობს და ამბობს, რომ ჰესის მშენებლობა, მასშტაბის სიმცირიდან გამომდინარე, სოფლის ეკოლოგიაზე ნეგატიურ გავლენას არ მოახდენს.

"გავრცელებული ინფორმაცია, რომ "ართანა-ლოპოტა ჰესის" მშენებლობა სოფელზე მწვავე გავლენას მოახდენს, არის სრული დეზინფორმაცია და ტყუილი. ჰესი არის მცირე ზომის და გარემოზე მინიმალურ ზემოქმედებას ახდენს. იქ არ არის კაშხალი, არც რეზერუარი და არის მოდინებითი პატარა ჰესი, რომელიც სუფთა, მწავანე ელექტროენერგიას აწარმოებს, რომელიც სახელმწიფოს ასე სჭირდება. რაც შეეხება ციხესიმაგრის თემას, ხეობაში ციხე-სიმაგრე საერთოდ არ არის. ჩვენ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ჩატარებული გვაქვს დეტალური არქეოლოგიური კვლევა. იქ არ არის არანაირი ისტორიული ძეგლი",- აცხადებს ბიძინა იმნაძე.


მისივე თქმით, კომპანიამ ადგილზე ხეების მოჭრის სამუშაოები კანონის სრული დაცვით განახორციელა.


"იქ არის წითელ ნუსხაში შესული ხეები, კერძოდ "ლაფანი". მათი გარკვეული ნაწილი კანონის ფარგლებში მოიჭრა, რისი უფლებაც ყველას აქვს და მიღებულ იქნა საკონპენსაციო ზომები. ნაფარეულსა და ლაფანყურს შორის არის 28 ჰა ლაფნის კოლონი, რისი მოვლის, გასუფთავებისა და განახლების პროექტი კომპანიამ თავის თავზე აიღო. შესაბამისად, ადამიანურ-ეკონომიკური საქმიანობს დროს რაღაც ყოველთვის ზიანდება და არაფერი ტრაგიკული და განსაკუთრებული ამაში არ არის, მითუმეტეს, რომ უზარმაზარ საკონპენსაციო ღონისძიებას ვატარებთ",- აცხადებს ბიძინა იმნაძე.


რაც შეეხება ადგილობრივების მიერ დასახელებულ კიდევ ერთ პრობლემას, რომელიც წყლის მიწოდების შეფერხებას ეხება, კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ ჰესი ამაზე არანაირ გავლენას არ ახდენს.


"ჰესი წყლის მომარაგებაზე არავითარ გავლენას არ ახდენს, რადგან ის სოფლიდან 2,5 კმ-ში მდებარეობს და მისგან წყალი ისევ უკან, მდინარეში ჩაედინება. პრობლემა არ შეიქმნება არც სასმელ და არც სარწყავ წყალზე. თავად მოსახლეობამ მოგვაწოდა  პრობლემების სია, სადაც სწორედ სასმელი წყლის საკითხი იყო. ჩვენ მათ შევუთანხმდით, რომ ჩვენი დახმარებით ორივე მიმართულებით სისტემა გაუმჯობესდება და ამას დიდი სიამოვნებით გავაკეთებთ",- აღნიშნავს ბიძინა იმნაძე.


კომპანიის დირექტორი ასევე აცხადებს, რომ მოსახლეობის მხრიდან გზის პიკეტირება იქნება კანონის საწინააღმდეგო მოქმედება, რაც კომპანიის უფლებების დარღვევას გამოიწვევს.


"ეს არის ჩვენი კანონიერი უფლება ჩვენ მიერ იჯარით აღებულ მიწებზე. გვინდა  საკუთარ ტერიტორიაზე შესვლა და საქმიანობის დაწყება, ისინი კი გვიდგებიან ხიდზე და მოძრაობის საშუალებას არ გვაძლევენ. რას ნიშნავს განცხადებები, რომ მოსახლეობა იქ ვიღაცას არ შეუშვებს. მითუმეტეს, რომ ეს არის სასაზღვრო, ჩვენი ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია",- ახადებს ბიძინა იმნაძე.


შპს "ართანა - ლოპოტა ჰესის" დირექტორის თქმით, კომპანია სამშაბათს ადგილობრივებთან ორგანიზებულ  შეხვედრას გეგმავს და დეტალებს მოსახლეობასთან პირადად გაარკვევს.


ლიანდაგებში ჩავარდნილი მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

მეტროსადგურ "სამგორში" ლიანდაგებში ჩავარდნილი მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ის მკურნალობას ინგოროყვას სახელობის კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში გადის.

არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნება“ საზოგადოებას, ქვეყანას და ოპოზიციურ სპექტრს სთავაზობს მშვიდ, საქმიან პოლიტიკას

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების მორიგ საყოველთაო-სახალხო განხილვას დღეს  ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

მეტროსადგურ "სამგორში" მგზავრი მატარებლის რელსებში ჩავარდა

მეტროსადგურ "სამგორში" მგზავრი მატარებლის რელსებში  ჩავარდა.

 

 
ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონია (ფოტოები)

მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

სალომე ზურაბიშვილი: კულტურული მემკვიდრეობის დაცვა სახელმწიფოსთან ერთად საზოგადოების პასუხისმგებლობაცაა

პრეზიდენტმა თეთრიწყაროში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გახსნა და ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

ცაიშის სასათბურე მეურნეობაში 150 ადგილობრივია დასაქმებული

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ და მერის მოადგილემ, კონსტანტინე კაკავამ ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული სასათბურე მეურნეობა დაათვალიერეს.

ზაზა გაბუნია: პროპორციული სისტემა არის ახალი სუნთქვა ქართული დემოკრატიისთვის

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მიიღო მონაწილეობა და ადგილობრივებს მიმართა.

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები: ე.წ. სასაზღვრო პუნქტების დახურვა ვითარების ესკალაციას იწვევს

„სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გადამსვლელი პუნქტების დახურვა, დამატებით პრობლემებს უქმნის ადგილობრივებს და კიდევ უფრო ძაბავს ვითარებას".

მაშველებმა მიწის მასიდან გარდაცვლილი მუშა ამოიყვანეს

ჭავჭავაძის 32 ნომერში იწის ქვეშ მოყოლილი მუშის ამოყვანის სამაშველო ოპერაცია დასრულდა. მაშველებმა გარდაცვლილი ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს.

NDI მედიას საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგებს წარუდგენს

17 სექტემბერს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარუდგენენ.

პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ექსპერტ მეგი ნიკოლსონს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დამოუკიდებელ საერთაშორისო ექსპერტს, მეგი ნიკოლსონს შეხვდა.

 

პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც მოქალაქეების მობილურ ტელეფონებს თაღლითურად დაეუფლა

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, თაღლითობის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ფ.ს. თბილისში დააკავეს.

 

 
თბილისში 34 წლის კაცი ცემის შედეგად გარდაიცვალა

თბილისში 34 წლის კაცი ცემით მოკლეს. შემთხვევა დღეს, ქართული კინოს მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

 
ჭავჭავაძის გამზირზე მუშა მიწის ქვეშ მოყვა და გარდაიცვალა

ჭავჭავაძის 32 ნომერში, მიწისქვეშა სამუშაოების შესრულების დროს, მუშა მიწის ქვეშ მოყვა და გარდაიცვალა.

უკრაინაში საქართველოს ელჩმა დნეპრის ქართულ საკვირაო სკოლას სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

უკრაინაში, ქალაქ დნეპრის ქართულ საკვირაო სკოლაში „ქართული სული“ ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

ქუთაისში რამდენიმე კაცი ქალის სახლში შეიჭრა და მისი გაუპატიურება სცადა

ქუთაისში ახალგაზრდა ქალის გაუპატიურება სცადეს.

 
ტუნისში რიგით მეორე თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება

ტუნისში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ამინდის პროგნოზი

15 სექტემბერს საქართველოს ტერიტორიაზე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

„ფოტოგრაფიის ღამე“ თბილისში მეათედ გაიმართა  

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, „თბილისის ფოტო ფესტივალი“ მიმდინარეობს, რომლის ცენტრალური ღონისძიება „ფოტოგრაფიის ღამე“ უკვე მეათედ გაიმართა.

მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა      

გლდანის რაიონში, მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონში N32 ა და N35 ა კორპუსების მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

 

აჭარის რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს ციტრუსის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა გააცნეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს საშუალებას აძლევს, ციტრუსი საშემოდგომო ყინვის რისკისგანაც დააზღვიონ.