რატი იონათამიშვილი: მამუკა ხაზარაძე ჯერ პოლიტიკაში არც შემოსულა და უკვე გამოავლინა ცუდი პოლიტიკოსისთვის ყველაზე დამახასიათებელი თვისება - დაპირებების შეუსრულებლობა

„მამუკა ხაზარაძეს და “ნაციონალურ მოძრაობას” ერთმანეთის გულის გასახარებლად შეუძლიათ კიდევ ბევრი სტატია დაუკვეთონ ხელისუფლების წინააღმდეგ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

რატი იონათამიშვილის თქმით, მამუკა ხაზარაძეს და “ნაციონალურ მოძრაობას” ერთმანეთის გულის გასახარებლად შეუძლიათ კიდევ ბევრი სტატია დაუკვეთონ ხელისუფლების წინააღმდეგ, მათ ეს ნამდვილად აღარაფერს უშველის და 2020-ში ამას ქართველი ხალხი მათ ნათლად დაანახებს:


„ის ჯერ ანაკლიის პორტის აშენებას დაგვპირდა და უკვე მესამე წელია უსასრულოდ იტყუება, დანაპირებს ვერ ასრულებს, შემდეგ ხალხს მის მიერ გამოქვეყნებულ სასაცილო წერილზე ექსპერტიზის დასკვნას დაპირდა და იქაც სამი დღეა წვალობს და კრახით ასრულებს ამ წერილის საფუძველზე წამოწყებულ უნიჭო კამპანიას. ყველას გვახსოვს, ცოტა ხნის წინ მედიში გავრცელებული იყო ინფორმაცია, რომ ხაზარაძე დიდ ფულს ხარჯვდა უცხოურ მედიაში სტატიების შესაკვეთად. დღეს,”დოიჩე ველეს” პრაქტიკულად ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელ სტატიაზე, ხაზარაძის კომენტარით, მან საკუთარი თავი გაყიდა და პრაქტიკულად, დაადასტურა, რომ ეს ღიმილის მომგვრელი სტატია, რომელსაც პირველი კურსის ჟურნალისტიც მიხვდება რომ აშკარად დაკვეთილის სუნი სდის, სწორედ მისი შეკვეთილია. თუმცა, მან დამწყები პოლიტიკოსისთვის იმდენად დაბალი ხარისხის უნარები გამოავლინა, ალბათ იმასაც ვერ ხვდება, რომ მსგავსი დაკვეთილი სტატიები და სერიოზული სახით წარმოდგენილი სასაცილო შინაარსის წერილები, არა გახარიას, არამედ ისევ მას აზიანებს.


ცალკე საკითხია, ამ დაკვეთილი სტატიის, იმ ადამიანების მიერ ატაცება, ვინც რუსულ ჯარს შემოუძღვა საქართველოში და კრემლის მთავარი მოკავშირეა. მათი შკლიაროვისეული მეთოდებით (საკუთარი დანაშაულის სხვაზე გადაბრალება) მოქმედება უკვე ძალიან სასაცილო გახდა, რადგან ეს სქემა უკვე დიდი ხანია გაშიფრა საზოგადოებამ. მამუკა ხაზარაძეს და “ნაციონალურ მოძრაობას” ერთმანეთის გულის გასახარებლად შეუძლიათ კიდევ ბევრი სტატია დაუკვეთონ ხელისუფლების წინააღმდეგ, მათ ეს ნამდვილად აღარაფერს უშველის და 2020-ში ამას ქართველი ხალხი მათ ნათლად დაანახებს.


რაც შეეხება გიორგი გახარიას, დარწმუნებულები ვართ ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პრემიერ-მინისტრი იქნება და მისი საქმეები კიდევ ერთხელ, ნათლად წარმოაჩენს ვინ საკუთარი ქვეყნის პატრიოტია და ვინ კიდევ სხვა ქვეყნის ინტერესების მსახური“, - აცხადებს რატი იონათამიშვილი.


თამარ ჩუგოშვილი: საქართველოს მხარდამჭერი აქტი იქნება პირველი სრულფასოვანი კანონი, რომელსაც აშშ მიიღებს საქართველოს მხარდასაჭერად

"ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი ცოტა ხანში დაიწყებს საქართველოს მხარდამჭერი აქტის განხილვას. მიღების შემთხვევაში ეს იქნება პირველი სრულფასოვანი კანონი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანო მიიღებს საქართველოსთან დაკავშირებით",-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

შანტაჟი თაღლითობის დაბრალებით

თუ მოქალაქეს ბანკიდან, ან ნებისმიერი სხვა საკრედიტო დაწესებულებიდან აღებული აქვს სესხი და გადახდის ვადის დადგომიდან 3 წლის განმავლობაში არაფერი გადაუხდია, ვალი ვადაგასულად (სამართლებრივ ენაზე "ხანდაზმულად") ითვლება.

უანგ ლეი: საქართველო ცდილობს, წარმატებულად გახდეს გარანტირებული და უსაფრთხო ბუნებრივი აირის მიმწოდებელი ევროპული სახელმწიფოებისთვის

აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ჩინეთის ტიანჩენის საინჟინრო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა უანგ ლეიმ ენერგომომარაგების თანამედროვე ტენდენციებზე ისაუბრა.

დავით საგანელიძე: საქართველო მსოფლიოს ტოლერანტობის მაგალითს აჩვენებს და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ კონკურენტუნარიან კორიდორს წარმოადგენს

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ოფიციალურ გახსნას დაესწრო.

გიორგი გახარია ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ინვესტიციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ინვესტიციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრ საჰარ ნასრის შეხვდა.

ნიკოლოზ ალავიძე: ხელოვნური ინტელექტის შემდეგი განვითარება დაეხმარება ჩვენს რეგიონს და ქვეყნებს უფრო პროდუქტიულები იყვნენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრსი მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობაზე, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტზე ისაუბრა.

დავით თვალაბეიშვილი: ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად საქართველო ახალ სისტემაზე გადადის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მისნიტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა "აბრეშუმის გზის ფორუმის" მონაწილეებს ახალი კანონპროექტი გააცნო, რომელიც საქართველოს ენერგოსისტემის მოდერნიზაციას გულისხმობს. 

გოგა გულორდავა: ან დადასტურდება, რომ მაღალჩინოსნები ბიზნესმენს ემუქრებოდნენ ან ხაზარაძეს მოუწევს პასუხისგება ცრუ დასმენაზე

დეპუტატი გოგა გულორდავა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გუშინ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მასალების წარმოდგენას გამოეხმაურა.

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა სოკარის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე მსხვილ პროექტებზე ისაუბრა.

ანტიკორუფციულმა სააგენტომ ახალციხის მერის კომპანიების მოგებულ ტენდერებზე გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ შესწავლის შემდეგ, ახალციხის მერთან დაკავშირებული კომპანიების მიერ მოგებული ტენდერების გამოძიება დაიწყო.

მამუკა მდინარაძე "მუქარის წერილზე": საქმე გვაქვს დაულუქავ, პროცედურული დარღვევებით წარდგენილ დოკუმენტთან, რომელზეც ხან ამბობდნენ, რომ 10, 17 და ხანაც 120 ანაბეჭდი იყო

მამუკა მდინარაძემ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გუშინ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარმოდგენილი მასალების თაობაზე ისაუბრა.

ანრი ოხანაშვილი ანა დოლიძის: ძალიან ცუდია, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ტყუილის ტირაჟირებას ახდენს

ანრი ოხანაშვილი დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ანა დოლიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს გამოეხმაურა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დღეს საქართველოს მხარდამჭერ ორპარტიულ აქტს განიხილავს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ორპარტიულ "საქართველოს მხრდამჭერ აქტს" განიხილავს.

ლარი 0.09 თეთრით გაუფასურდა

22 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.9710 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9701 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.09 თეთრი შეადგინა.

გურამ მაჭარაშვილი: თუ ე.წ წერილი თვეების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში, ბევრი ადამიანისთვის იყო ხელმისაწვდომი, ეს შეამცირებს ექსპერტიზის შედეგების სანდოობას

"კარგია, რომ პროკურატურა დეტალურად შეისწავლის წარმოდგენილ მასალებს და შედეგებს დამატებით გააცნობს საზოგადოებას",- ამის შესახებ გურამ მაჭარაშვილმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გუშინ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარმოდგენილი მასალების თაობაზე განაცხადა.

ზუგდიდში სკრინინგ ცენტრი გაიხსნა

ზუგდიდში სკრინინგ ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა.

ირაკლი სესიაშვილი: აღარ არსებობენ პრივილეგირებული პირები, რომლებსაც არათუ გამოკითხვაზე მისვლას, არამედ კითხვის დასმასაც ვერავინ უბედავდა

"აღარ არსებობენ პრივილეგირებული პირები, რომლებსაც არათუ გამოკითხვაზე მისვლას, არამედ კითხვის დასმასაც ვერავინ უბედავდა",- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბულგარეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ როსენ ჟელიაზკოვს შეხვდა.

დავით მათიკაშვილი: მაღალჩინოსნების გამოკითხვის ფაქტში არაფერია გასაკვირი

პარლამენტის წევრი დავით მათიკაშვილი პროკურატურაში სუს-ის ყოფილი უფროსის ვახტანგ გომელაურის, მისი ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილისა და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის ირაკლი ჩიმაკაძის გამოკითხვას გამოეხმაურა.

გენადი არველაძე: ქვეყანაში გაცილებით მეტი საერთაშორისო მცირე და საშუალო საწარმოები გვჭირდება, რათა უფრო მეტი ექსპორტი განვახორციელოთ`

"აბრეშუმის გზის ფორუმზე" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ საერთაშორისო ვაჭრობასა და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

ტერაქტი ოსლოში – არიან დაჭრილები

შეიარაღებულმა კაცმა ოსლოში სასწრაფო დახმარების ავტომობილი გაიტაცა და ხალხში შევარდა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო როიტერი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით წერს.