ქეთევან ციხელაშვილი: ყველა არხით  ვცდილობთ,ხალხი ასეთი გაუმართლებელი პოლიტიკური ინტერესების მძევალი არ იყოს

„აბსოლუტურად მიუღებელია ის, რაც ხდება. აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ არალეგიტიმური და უკანონოა“.

ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ახალგორის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტის დაკეტვასთან დაკავშირებით გააკეთა.


მისი თქმით, შეუძლებელია ამას ყველაფერს  რაიმე საბაბი და არგუმენტი ჰქონდეს.  სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, ეს მოსახლეობაზე პირდაპირი ზეწოლაა.


„ამ ჯერზე, როდესაც ოძისი-ახალგორის მიმართულებით მოძრაობა  სრულიად შეფერხდა, თავად ცხინვალის დე-ფაქტო წარმომადგენლების მხრიდან კეთდებოდა განცხადება, რომ ეს  ორი დღით იყო. გუშინ გაკეთებული განცხადებით, ვადა ფაქტობრივად არ დაუსახელებიათ, როდის შეიძლება გაიხსნას. ეს ზეწოლის მექანიზმია, რომლის მსხვერპლი და მძევალიც მოსახლეობაა, უბრალო ადამიანები, ძირითადად ახალგორის მოსახლეობა, სადაც უმეტესობა ეთნიკურად ქართველია, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ასევე ძალიან მძიმედ მოქმედებს ჩვენს ოს მოსახლეობაზე. როცა ერთადერთი სასიცოცხლო ხაზი იკეტება, ფაქტობრივად,  რეგიონის სრული იზოლაცია ხდება და  ჰუმანიტარული თვალსაზრისით კატასტროფული მდგომარეობა იქმნება.


მოგეხსენებათ, წინა წლის დასაწყისში, გადაადგილება ორი თვით ჩაიკეტა, ასეთივე აბსურდული მიზეზით, თითქოს  ეს გრიპის ვირუსის გავრცელების საშიშროებას ქმნიდა, რომელიც ისედაც გავრცელებული იყო. თვეების შემდგომ, როცა ეპიდემია მთელს ევროპასა და მათ შორის, საქართველოში ამოიწურა, ცხინვალის რეგიონში ადამიანებს ამ ვირუსთან გამკლავება უხდებოდა. მათ შორის ბაღებსა და სკოლებში.


რამდენადაც კრიტიკული და მკაფიო ვარ ჩემს შეფასებაში, იმდენად მინდა მაინც გამოვხატო იმედი, რომ იმ რეჟიმის მხრიდან, რომელიც ამ ზომას ადამიანებზე ზეწოლისათვის იყენებს, გაცნობიერებული იქნება ძალიან მძიმე ჰუმანიტარული შედეგები, რომელიც ამას გაყოფილი ოჯახებისათვის მოყვება და აქედან გამომდინარე,  უკანონო შეზღუდვა, რომელიც ისედაც შეზღუდულ გადაადგილებას ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის, მოიხსნება“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.


მან იმ ღონისძიებებზეც ისაუბრა, რომელთაც სახელმწიფო შეზღუდვის მოსახსნელად ატარებს.  სახელმწიფო მინისტრის თქმით, მუდმივი მუშაობა მიმდინარეობს პარტნიორებთან და ამასთან დაკავშირებით არაერთი შეხვედრა გაიმართა.


„სწორედ ახლა დავასრულე შეხვედრა ევროსაბჭოს მომხსენებლებთან, რომელთაც უკვე მერამდენე წელია, სამწუხაროდ, არ ეძლევათ ადგილზე წვდომის შესაძლებლობა. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც გენერალური მდივნის დავალებით მუდმივად ამზადებენ სიტუაციაზე მონიტორინგის ანგარიშს.


მათთანაც გვქონდა საუბარი ამ ჰუმანიტარული თვალსაზრისით ყველაზე მწვავე გამოწვევაზე. ასევე, ჟენევის თანათავმდჯომარეებთან. ბუნებრივია, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდანაც არის კომუნიკაცია. ჩვენ ყველა ამ არხით  ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად  დიდი ძალისხმევა იქნას გამოყენებული ამ ერთი შეხედვით მარტივი გადაწყვეტილების მისაღებად, რათა ხალხი ასეთი გაუმართლებელი პოლიტიკური ინტერესების მძევალი არ იყოს.


დავანებოთ თავი ამ ხალხს, რომელსაც გადაუჭრელი ოკუპაციის პირობებში ცხოვრება ისედაც ძალიან უჭირს. ამით ზარალდებიან ქართველებიც, ოსებიც, აფხაზებიც და ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ რეგიონებში ცხოვრობს. დროა ადამიანური ფაქტორის გათვალისწინება მოხდეს მანამდეც, ვიდრე კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარება იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.


ლიანდაგებში ჩავარდნილი მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

მეტროსადგურ "სამგორში" ლიანდაგებში ჩავარდნილი მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ის მკურნალობას ინგოროყვას სახელობის კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში გადის.

არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნება“ საზოგადოებას, ქვეყანას და ოპოზიციურ სპექტრს სთავაზობს მშვიდ, საქმიან პოლიტიკას

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების მორიგ საყოველთაო-სახალხო განხილვას დღეს  ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

მეტროსადგურ "სამგორში" მგზავრი მატარებლის რელსებში ჩავარდა

მეტროსადგურ "სამგორში" მგზავრი მატარებლის რელსებში  ჩავარდა.

 

 
ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონია (ფოტოები)

მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

სალომე ზურაბიშვილი: კულტურული მემკვიდრეობის დაცვა სახელმწიფოსთან ერთად საზოგადოების პასუხისმგებლობაცაა

პრეზიდენტმა თეთრიწყაროში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გახსნა და ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

ცაიშის სასათბურე მეურნეობაში 150 ადგილობრივია დასაქმებული

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ და მერის მოადგილემ, კონსტანტინე კაკავამ ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული სასათბურე მეურნეობა დაათვალიერეს.

ზაზა გაბუნია: პროპორციული სისტემა არის ახალი სუნთქვა ქართული დემოკრატიისთვის

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მიიღო მონაწილეობა და ადგილობრივებს მიმართა.

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები: ე.წ. სასაზღვრო პუნქტების დახურვა ვითარების ესკალაციას იწვევს

„სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გადამსვლელი პუნქტების დახურვა, დამატებით პრობლემებს უქმნის ადგილობრივებს და კიდევ უფრო ძაბავს ვითარებას".

მაშველებმა მიწის მასიდან გარდაცვლილი მუშა ამოიყვანეს

ჭავჭავაძის 32 ნომერში იწის ქვეშ მოყოლილი მუშის ამოყვანის სამაშველო ოპერაცია დასრულდა. მაშველებმა გარდაცვლილი ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს.

NDI მედიას საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგებს წარუდგენს

17 სექტემბერს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარუდგენენ.

პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ექსპერტ მეგი ნიკოლსონს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დამოუკიდებელ საერთაშორისო ექსპერტს, მეგი ნიკოლსონს შეხვდა.

 

პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც მოქალაქეების მობილურ ტელეფონებს თაღლითურად დაეუფლა

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, თაღლითობის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ფ.ს. თბილისში დააკავეს.

 

 
თბილისში 34 წლის კაცი ცემის შედეგად გარდაიცვალა

თბილისში 34 წლის კაცი ცემით მოკლეს. შემთხვევა დღეს, ქართული კინოს მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

 
ჭავჭავაძის გამზირზე მუშა მიწის ქვეშ მოყვა და გარდაიცვალა

ჭავჭავაძის 32 ნომერში, მიწისქვეშა სამუშაოების შესრულების დროს, მუშა მიწის ქვეშ მოყვა და გარდაიცვალა.

უკრაინაში საქართველოს ელჩმა დნეპრის ქართულ საკვირაო სკოლას სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

უკრაინაში, ქალაქ დნეპრის ქართულ საკვირაო სკოლაში „ქართული სული“ ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

ქუთაისში რამდენიმე კაცი ქალის სახლში შეიჭრა და მისი გაუპატიურება სცადა

ქუთაისში ახალგაზრდა ქალის გაუპატიურება სცადეს.

 
ტუნისში რიგით მეორე თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება

ტუნისში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ამინდის პროგნოზი

15 სექტემბერს საქართველოს ტერიტორიაზე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

„ფოტოგრაფიის ღამე“ თბილისში მეათედ გაიმართა  

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, „თბილისის ფოტო ფესტივალი“ მიმდინარეობს, რომლის ცენტრალური ღონისძიება „ფოტოგრაფიის ღამე“ უკვე მეათედ გაიმართა.

მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა      

გლდანის რაიონში, მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონში N32 ა და N35 ა კორპუსების მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

 

აჭარის რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს ციტრუსის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა გააცნეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს საშუალებას აძლევს, ციტრუსი საშემოდგომო ყინვის რისკისგანაც დააზღვიონ.