„ერთი წლის წინ მივიღე წერილი, რომელიც პატარა სტუდენტ გოგონას ეხებოდა ...“ - „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქის ისტორია

თბილისი მერიის, კომპანია კომპანია m2-ისა და საინიციტივო ჯგუფის აქტიური მუშაობით, ომპანია „სვეტის“ 2500- მდე დაზრალებული ოჯახის საკითხი გადაწყვეტილია.

სვეტის მშენებლობებს დეველოპერული კომპანია m2 დაასრულებს.



ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და დეველოპერულ კომპანია „m2 უძრავი ქონებას“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დღეს გაფორმდა. დედაქალაქის საკრებულოში შეკრებილ „სვეტის“ დაზარალებულებს სიახლე კახა კალაძემ გააცნო. მან დაზარალებული სტუდენტი გოგონას ისტორიაც გაიხსენა.


"სანამ გამოვაცხადებდე იმ მნიშვნელოვან შეთანხმებას და გადაწყვეტილებას, რომელიც იქნა მიღწეული კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, მანამდე, მინდა ერთი პატარა ისტორია მოგიყვეთ. ისტორია, რომელიც რეალური ამბავია. ახალი არჩეული ვიყავი დედაქალაქის მერად და რამდენიმე თვეში მივიღე ეს შეტყობინება, რომელიც უკავშირდება ერთ კონკრეტულ ოჯახს, ერთ პატარა გოგონას, რომელიც გახლავთ სტუდენტი, ცხოვრობს თბილისში. მამა სამწუხაროდ გარდაეცვალა და მისი სურვილი, რომ ოჯახს ჰქონოდა საკუთარი ბინა, მის სიცოცხლეში შეუსრულებელი დარჩა. დედას მოუწია საზღვარგარეთ გამგზავრება, კონკრეტულად იტალიაში და იქ დაიწყო მუშაობა მომვლელად, იმისთვის, რომ ოჯახი ერჩინა. ეს ოჯახი ცხოვრობდა ნაქირავებში და როგორც ხდება ხოლმე, გარდაცვლილი მამის მეგობრებმა შეაგროვეს გარკვეული თანხა, დედასაც, რომელიც წლების განმავლობაში იტალიაში მუშაობდა, ჰქონდა ხელფასიდან დანაზოგი და ამ ოჯახმა შეიძინა ბინა. თუმცა, ეს ამბავი, სამწუხაროდ, ასე კეთილად არ მთავრდება, რადგან ამის მერე დაიწყო პრობლემები და ეს პრობლემა გახლდათ სამშენებლო კომპანია „სვეტი“. ამ ოჯახის მსგავსად, დაზარალებული არის 2500-მდე ოჯახი. ამ ოჯახის მსგავსად არიან დაზარალებული ადამიანები, რომლებიც აქ არიან წარმოდგენილნი და ელოდებიან გადაწყვეტილებას, რომელიც აქ იქნება გაჟღერებული.


ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთ ადამიანურ პრობლემაზე, რომელიც გულისხმობს, რომ წლების ნაგროვები დანაზოგით, შრომით, ყიდულობ ბინას და შემდეგ, ფულიც გეკარგება და ბინაც. ვფიქრობ, ყველას შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რამდენად მძიმეა ეს ამბავი.


ეს შესავალი იმისთვის გავაკეთე, რომ დღევანდელი ამბავი განვიხილოთ არა როგორც მიმდინარე ახალი ამბავი, არამედ ამ ადამიანების თვალით, თითოეული დაზარალებულის თვალით  დავინახოთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს პრობლემა.  


მოკლედ, თბილისის მერიის, კომპანია m2-ის და ასევე, საინიციატივო ჯგუფის აქტიური მუშაობით, პროცესში ასევე, იმედის დაკარგვით ხანდახან, მაგრამ ყოველთვის გაგრძელების და საქმის ბოლომდე მიყვანის სურვილით, დღეს ეს პრობლემა მოგვარებულია. 2500-მდე  დაზარალებული ოჯახის საკითხი გადაწყვეტილია. დიდი მადლობა ამ ოჯახების სახელით მინდა გადავუხადო პირველ რიგში, საინიციატივო ჯგუფს, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სამშენებლო კომპანია m2-ს, ძალიან დიდი მადლობა პროკურატურას, ფინანსთა სამინისტროს, ფინანსურ პოლიციას. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო უწყებების ერთობლივი მუშაობით, ადამიანების ჩართულობით პრობლემის გადაწყვეტა, რომელიც აწუხებდა ამ 2500-მდე ოჯახს. ერთი ანდაზის შთაგონება მაქვს, რომელიც ამას წინათ შემხვდა და მოვინიშნე. ამ კონტექსტში, ვფიქრობ, ზუსტად გამოხატავს ჩვენს და პირადად ჩემს განწყობას: „წარმატება არ არის საბოლოო, მარცხიც არ არის ტრაგედია, გაგრძელების სურვილია მთავარი“. შესაბამისად, ეს წარმატება არ არის საბოლოო, და ამ 2500 ოჯახის მსგავსად, არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა სამშენებლო კომპანიების მიერ არიან დაზარალებულები. ამის ერთ-ერთი მაგალითია „ცენტრ პოინტის“ საკითხი, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ და მჯერა, რომ აუცილებლად მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე და როგორც თქვენს შემთხვევაში დადებითად და წარმატებით განხორციელდა ეს მოლაპარაკებები, ანალოგიური მიდგომა იქნება „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების მიმართ.


მე მინდა, ჩემს თითოეულ თანამშრომელს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. როცა ვუყურებ მათ საქმიანობას, შეიძლება თამამად ითქვას, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც შესაძლებლობებში ეძებენ პრობლემას, მაგრამ საბედნიეროდ, ასევე არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველა პრობლემაში ეძებენ შესაძლებლობას.


ჩვენ, როგორც გითხარით, დაწყებული გვაქვს მუშაობა იმისთვის, რომ „ცენტრ პოინტის“ პრობლემაც მოგვარდეს და დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით და იმ შემართებით, რაც მერიის თითოეულ თანამშრომელს აქვს, ეს პრობლემაც ანალოგიურად იქნება მოგვარებული, როგორც ეს იყო „სვეტის“ მიერ დაზარალებულების შემთხვევაში. ძალიან დიდი მადლობა ყველას და პირველ რიგში თქვენ, რადგან თქვენ იყავით ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში თანამშრომლობდნენ ჩვენთან და რომ არა თქვენ, მერწმუნეთ, რომ შეუძლებელი იქნებოდა ამ პრობლემის მოგვარება, რადგან ძალიან ბევრი სირთულე იყო და რა სირთულეები იყო, თითოეულმა თქვენგანმა კარგად იცის.


მე ძალიან ბევრი შეტყობინება მომდის უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისგან, რომლებსაც ნაყიდი აქვთ ბინები ამ კომპანიაში. სამწუხაროდ, მათაც დაკარგეს ფული და უიმედოდ იყვნენ, თუმცა დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ყველას პრობლემა არის მოგვარებული",-განაცხადა კახა კალაძემ.


თბილისის  მერს საკრებულოში შეკრებილმა „სვეტის“ დაზარალებულებმა მადლობა გადაუხადეს.


 


ლიანდაგებში ჩავარდნილი მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

მეტროსადგურ "სამგორში" ლიანდაგებში ჩავარდნილი მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ის მკურნალობას ინგოროყვას სახელობის კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში გადის.

არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნება“ საზოგადოებას, ქვეყანას და ოპოზიციურ სპექტრს სთავაზობს მშვიდ, საქმიან პოლიტიკას

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების მორიგ საყოველთაო-სახალხო განხილვას დღეს  ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

მეტროსადგურ "სამგორში" მგზავრი მატარებლის რელსებში ჩავარდა

მეტროსადგურ "სამგორში" მგზავრი მატარებლის რელსებში  ჩავარდა.

 

 
ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონია (ფოტოები)

მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

სალომე ზურაბიშვილი: კულტურული მემკვიდრეობის დაცვა სახელმწიფოსთან ერთად საზოგადოების პასუხისმგებლობაცაა

პრეზიდენტმა თეთრიწყაროში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გახსნა და ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

ცაიშის სასათბურე მეურნეობაში 150 ადგილობრივია დასაქმებული

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ და მერის მოადგილემ, კონსტანტინე კაკავამ ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული სასათბურე მეურნეობა დაათვალიერეს.

ზაზა გაბუნია: პროპორციული სისტემა არის ახალი სუნთქვა ქართული დემოკრატიისთვის

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მიიღო მონაწილეობა და ადგილობრივებს მიმართა.

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები: ე.წ. სასაზღვრო პუნქტების დახურვა ვითარების ესკალაციას იწვევს

„სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გადამსვლელი პუნქტების დახურვა, დამატებით პრობლემებს უქმნის ადგილობრივებს და კიდევ უფრო ძაბავს ვითარებას".

მაშველებმა მიწის მასიდან გარდაცვლილი მუშა ამოიყვანეს

ჭავჭავაძის 32 ნომერში იწის ქვეშ მოყოლილი მუშის ამოყვანის სამაშველო ოპერაცია დასრულდა. მაშველებმა გარდაცვლილი ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს.

NDI მედიას საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგებს წარუდგენს

17 სექტემბერს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარუდგენენ.

პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ექსპერტ მეგი ნიკოლსონს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დამოუკიდებელ საერთაშორისო ექსპერტს, მეგი ნიკოლსონს შეხვდა.

 

პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც მოქალაქეების მობილურ ტელეფონებს თაღლითურად დაეუფლა

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, თაღლითობის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ფ.ს. თბილისში დააკავეს.

 

 
თბილისში 34 წლის კაცი ცემის შედეგად გარდაიცვალა

თბილისში 34 წლის კაცი ცემით მოკლეს. შემთხვევა დღეს, ქართული კინოს მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

 
ჭავჭავაძის გამზირზე მუშა მიწის ქვეშ მოყვა და გარდაიცვალა

ჭავჭავაძის 32 ნომერში, მიწისქვეშა სამუშაოების შესრულების დროს, მუშა მიწის ქვეშ მოყვა და გარდაიცვალა.

უკრაინაში საქართველოს ელჩმა დნეპრის ქართულ საკვირაო სკოლას სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

უკრაინაში, ქალაქ დნეპრის ქართულ საკვირაო სკოლაში „ქართული სული“ ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

ქუთაისში რამდენიმე კაცი ქალის სახლში შეიჭრა და მისი გაუპატიურება სცადა

ქუთაისში ახალგაზრდა ქალის გაუპატიურება სცადეს.

 
ტუნისში რიგით მეორე თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება

ტუნისში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ამინდის პროგნოზი

15 სექტემბერს საქართველოს ტერიტორიაზე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

„ფოტოგრაფიის ღამე“ თბილისში მეათედ გაიმართა  

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, „თბილისის ფოტო ფესტივალი“ მიმდინარეობს, რომლის ცენტრალური ღონისძიება „ფოტოგრაფიის ღამე“ უკვე მეათედ გაიმართა.

მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა      

გლდანის რაიონში, მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონში N32 ა და N35 ა კორპუსების მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

 

აჭარის რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს ციტრუსის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა გააცნეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს საშუალებას აძლევს, ციტრუსი საშემოდგომო ყინვის რისკისგანაც დააზღვიონ.