„ვისოლში“, „სმარტში“, „ვენდისსა“ და „დანკინში“ Apple Pay-ის გამოყენებით VISA ბარათებით გადახდისას მომხმარებლებს საჩუქრები ელით

„ვისოლ ჯგუფმა“ საქართველოში უკონტაქტო ანგარიშსწორების უახლესი მეთოდის - Apple Pay-ის გამოყენების სტიმულირებისათვის VISA International Service Association-თან ერთად წამახალისებელი აქცია დაიწყო.

3 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით „ვისოლში“, „სმარტში“, „ვენდისსა“ და „დანკინში“ პროდუქტების შეძენისას Apple Pay-ის გამოყენებით VISA ბარათებით გადახდის შემთხვევაში  ერთგულ მომხმარებლებს საჩუქრები ელით.


„ვისოლსა“ და „სმარტში“ 20 ლარის ღირებულების პროდუქტის შესყიდვისას მომხმარებელი საჩუქრად სამოგზაურო ჩანთას ან Power Bank-ს მიიღებს, „ვენდისში“ 5 ლარის დანახარჯის სანაცვლოდ მომხმარებელი ჯერ კიდევ ცხელ სექტემბერში უგემრიელესი ნაყინით გაგრილდება, ოქტომბერში კი ქართულ ნედლეულზე დამზადებულ ჩიზბურგერს მიიღებს, „დანკინში“  კი ერთგულ მომხმარებელს 5 ლარის ღირებულების პროდუქტის შეძენისას ნებისმიერი კლასიკური დონატი ელის დესერტად.


მომხმარებლისთვის მარტივი, უსაფრთხო და მოსახერხებელი გადახდის სისტემა - Apple Pay მობილური გადახდის ფორმაა, რომელიც iPhone-ის, Apple Watch-ის, iPad-ის და Mac-ის გამოყენებით მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, სმარტფონს საკუთარი საბანკო პლასტიკური ბარათები მიაბან და აწარმოონ გადახდები ბარათის გარეშე. Apple Pay-ით განხორციელებული თითოეული გადახდა დასტურდება Face ID-ით, Touch ID-ით ან მოწყობილობის პაროლით.


„ვისოლს“ VISA International Service Association-თან  თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება  აქვს. სააღდგომო აქციის ფარგლებში, თიბისი ერთგულთან ერთად 50 ლარის შესაძენზე მომხმარებელი 5 ერთგულ ქულას იღებდა საჩუქრად.


დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.visa.com.ge/ka_GE/pay-with-visa/featured-technologies/Apple-Pay.html


ზუგდიდის მერმა გზებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ თაბუკაშვილის, კონსტანტინე გამსახურდიასა და თამარ მეფის ქუჩებზე საავტომობილო გზებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. 

ანრი ოხანაშვილი: პროკურატურის მრჩეველთა ჯგუფმა მიიჩნია, რომ არსებული მტკიცებულებები საკმარისია ხაზარაძის და ჯაფარიძის მიმართ ბრალდების წარსადგენად

„პროკურატურის მრჩეველთა ჯგუფმა მიიჩნია, რომ არსებული მტკიცებულებები საკმარისია ხაზარაძის და ჯაფარიძის მიმართ ბრალდების წარსადგენად“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

თავდაცვის მინისტრი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, ჯასტინ მაკკენზი სმიტს უმასპინძლა.

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ კანონდარღვევით გასხვისებული წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მოსთხოვა

კომუნიკაციების კომისიამ 17 ოქტომბერს შპს „კავკასუს ონლაინი“ სამართალდამრღვევად ცნო და კანონდარღვევით გასხვისებული წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მოსთხოვა.

დავით ზალკალიანმა აღმოსვლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს სამომავლო ინიციატივებზე ისაუბრა

საქართველოს საქმეთა მინისტრის დავით ზალკანიანის თქიმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ევროკავშირის ერთიან ბაზაში ინტეგრაცია იქნება.

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" აზიის განვითარების ვიცე პრეზიდენტი შეუერთდა

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" გახსნით პანელში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტი შიქსინ ჩენი მიიღებს მონაწილეობას.

საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის წლიური კონფერენციის გამარჯვებულად შემოსავლების სამსახური დასახელდა

თბილიში საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის (IOTA) საგადასახადო კანონმორჩილების ტექნოლოგიური გადაწყვეტის საკითხისადმი მიძღვნილი წლიური კონფერენციისა და ტექნოლოგიური გამოფენა გაიმართა.

თსუ-ში 5 დღის განმავლობაში გერმანელი სპეციალისტები ატარებენ ვორქშოფს ელექტროობაზე

ქართველ მასწავლებლებს და მოსწავლეებს სახალისო ექსპერიმენტებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდებს აცნობენ იულიხის კვლევითი ცენტრის სასკოლო ლაბორატორიის JULAB-ის წამყვანი მასწავლებლები.

დავით ზალკალიანი: ჩვენ მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან პარტნიორობის სტრატეგიულ დონეზე აყვანის კუთხით

პარლამენტში სამთავრობო საათზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ორმხრივი თანამშრომლობის მაღალ დინამიკას ყველა მიმართულებით.

გორში შუახნის კაცი გარდაცვლილი იპოვეს

გორში შუახნის კაცი საკუთარ სახლში ჩამომხვრჩვალი იპოვეს.

გიორგი გოგაძე: ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის წევრების კომპეტენციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება უადგილოა

გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე მიიჩნევს, რომ ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის წევრების პოლ კოფისა და მოშე ლადორის კომპეტენციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება უადგილოა.

ალექსანდრე რევია: საუბარია არა ბიუჯეტის აუთვისებლობაზე, არამედ სახსრების ეფექტიან ხარჯვაზე

სააგენტოსთვის საჭირო კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვა და პროგრამული უზრუნველყოფა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან მოზიდული სახსრებით განხორციელდა, რითაც დაიზოგა ბიუჯეტიდან სააგენტოსთვის გამოყოფილი თანხა,- ამის შესახებ საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე რევიამ.

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შეცვლილ მოძრაობის მარშრუტებთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.

თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 18 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

გიორგი მარგველაშვილი: გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნა სილის გაწვნაა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ქვეყნის მთავრობის მეთაურის კანდიდატურაზე  გიორგი გახარიას დანიშვნას, ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებისთვის სილის გაწვნას უწოდებს.

შატილში დამწვარ სკოლას მიმდინარე წლის ზაფხულში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

რამდენიმე საათის წინ, შატილის სკოლა-პანსიონში ხანძარი გაჩნდა. დაწესებულება ძირითადად ხის მასალისგან იყო დამზადებული, რის გამოც ცეცხლის ჩაქრობა ვერ მოხერხდა და შენობა სრულად დაიწვა.

დავით ზალკალიანი: პრიორიტეტულია აშშ-სთან სავაჭრო, ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავება

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები დღესდღეობით უმაღლეს ნიშნულზეა და საქართველო სარგებლობს აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ორპარტიული მხარდაჭერით.

დავით ზალკალიანი გარეჯის მონასტერზე: მთავარი ამოცანაა იმ სტატუსკვოზე დაბრუნება, რომელიც ტერიტორიის დახურვამდე არსებობდა

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, დავით გარეჯის საკითხში საქართველოს მთავარი ამოცანა იმ სტატუსკვოზე დაბრუნებაა, რომელიც ტერიტორიის დახურვამდე არსებობდა.

ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტს პოტსდამის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტს გაცნობითი ვიზიტით პოტსდამის ტექნიკური უნივერსიტეტის (გერმანია) დელეგაცია ეწვია, რომელსაც პროფესორები - იორგ რიოდერი და გიუნტერ სეიდლი ხელმძღვანელობდნენ.

დავით ზალკალიანი: საქართველოს ნატო-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ნატო-ში გაწევრიანების მიმართულებით, საანგარიშო პერიოდი იყო ძალიან დატვირთული. განხორციელდა მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები და ვიზიტები.

სსფ-ის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი: საქართველო სსფ-ის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის მიმართულებით საკმაოდ კარგად პროგრესირებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ვიტორ გასპარის განცხადებით, საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის მიმართულებით საკმაოდ კარგად პროგრესირებს.