ოხანაშვილი: მმართველი გუნდის მიერ მიღებულმა კანონმა უზრუნველყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების ისტორიული და გამჭვირვალე პროცესი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის თქმით, საქართველოს ისტორიაში არასოდეს ასე გამჭვირვალედ და ამ ხანგრძლივობით არ მომხდარა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების წარმართვა. 

„საქართველოს ისტორიაში, არასდროს ასე გამჭვირვალედ, ამ ინტენსივობითა და ამ ხანგრძლივობით არ მომხდარა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების წარმართვა. ეს არის მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული კანონის მონაპოვარი“,- აღნიშნა ოხანაშვილმა.


კომიტეტის სხდომაზე, სადაც პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით, კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი განიხილეს, ანრი ოხანაშვილმა მოსამართლეობის კანდიდატებთან წარმართული გასაუბრების პროცესი შეაფასა და მმართველი გუნდის მიერ მიღებული კანონის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


„ეს არის საზოგადოებრივი პროცესი, რომელიც უზრუნველყო ამ კანონმა. ამ კანონმა უზრუნველყო გასაუბრების ხანგრძლივი პროცესით წარმართვა. ჩვენს შეფასებას და დამოკიდებულებას დავაფიქსირებთ გადაწყვეტილებებში, რომელსაც ჯერ კომიტეტი და შემდგომ, თითოეული ჩვენგანი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიიღებს. მთავარი ჩვენი ამოცანაა, უზრუნველვყოთ ამ პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა, მაქსიმალური ჩართულობა, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირდაპირ ეთერში ადევნონ თვალი საზოგადოებრივ და ისტორიულ პროცესს, - თითოეულ კანდიდატთან გასაუბრებას“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.


მისი თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალედ და გონივრულ ვადებში წარმართვას უზრუნველყოფს.


„როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, უზრუნველვყოფ, რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, შესაბამის გონივრულ ვადებში წარმართული, რათა საბოლოო შედეგი იყოს კომპეტენტური, კეთილსინდისიერი კანდიდატების შერჩევა. ეს არის მნიშვნელოვანი პროცესი და ჩვენ მას მაქსიმალურად ტრანსპარენტულად წარვმართავთ“,- განაცხადა დეპუტატმა.


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობასთან დაკავშირებით გააკეთა განმარტებები. მისი განცხადებით, რეგლამენტის შესაბამისად, სამუშაო ჯგუფში შევლენ როგორც პარლამენტის წევრები, ასევე დარგის სპეციალისტები.


„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საპარლამენტო ოპოზიციასთან, ვისაუბრეთ და ვიმსჯელეთ იმაზე, როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი სამუშაო ჯგუფში საპარლამენტო შემადგენლობა. მაქსიმალურად ობიექტური კრიტერიუმი რომ დაგვეცვა, ჩვენ შევთავაზეთ ყველა ფრაქციას, უზრუნველყოს თითო წარმომადგენლობა ამ სამუშაო ჯგუფში“,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.


შესაბამისად, მისი განმარტებით, სამუშაო ჯგუფში „ქართულ ოცნება“ წარმოდგენილი იქნება 7 წევრით, აქვს შვიდი ფრაქცია, „ევროპულ საქართველო“ -სამი წევრით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ კი ჯგუფში თითო წევრით იქნებიან წარმოდგენილი.


მისივე თქმით, კომუნიკაცია შედგა რამდენიმე დამოუკიდებელ დეპუტატთან, მათი კანდიდატურა ჯგუფს უახლოეს პერიოდში წარედგინება. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პროცესის მეტად გამჭვირვალობისთვის, „ადვოკატთა ასოციაციას“, მისი თავმჯდომარე, ხოლო „იურიდიული დახმარების სამსახურს“, სამსახურის ხელმძღვანელი წარმოადგენენ. ჯგუფის შემადგენლობაში ჩართული იქნებიან აკადემიური სფეროს წარმომადგენლები: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ზარანდია და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი, აკადემიკოსი ჯონი ხეცურიანი.


„ ვფიქრობთ, მათი ჩართულობა ძალიან წაადგება ამ პროცესს და იქმნება შესაძლებლობა იმის, რომ ეს პროცესი ასევე მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარვმართოთ და მივიყვანოთ ბოლომდე. იმისთვის, რომ ღირსეული, კომპეტენტური და კეთილსინდისიერი კანდიდატები იქნენ შერჩეული“. განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.


ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, არასამთავრობო სექტორი თითოეული კანდიდატის შესახებ ამუშავებს ინფორმაციას. მანვე განმარტა, რომ მას პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა სახალხო დამცველთან და შესთავაზა მას პროცესში ჩართულობა, თუმცა, მისივე განმარტებით, გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო, სახალხო დამცველი აღნიშნულ პროცესში მონაწილეობას ვერ მიიღებს.


„ეს არის პარიტეტი, პროცესი, რომელიც ჩვენ წარვმართეთ. ამ პროცესს წინ უძღოდა გარკვეული კონსულტაციები გარკვეულ ჯგუფებთან“,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. მანვე აღნიშნა, რომ კომიტეტის თითოეული წევრი დღესვე მიიღებს ყველა იმ მასალას, რომელიც შემოსულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან. პარლამენტი ასევე უზრუნველყოფს აღნიშნული მასალების პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებას.


ჯანდაცვის მინისტრი: პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ამ ეტაპზე, საფრთხე არ ემუქრება

პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საბაჟოდან პირდაპირ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, მას საქართველოს სხვა მოქალაქეებთან არანაირი კომუნიკაცია და შემხებლობა არ ჰქონია,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო ჯგუფი შეიქმნა

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დაფიქსირებისთანავე საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შეიქმნა. 

ამირან გამყრელიძე: მთავარი რეკომენდაციაა შევზღუდოთ მიმოსვლა იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსი დადასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას კორონავირუსისგან თავდაცვის რეკომენდაციები მიაწოდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

კორონავირუსზე საეჭვო პაციენტებს აბასთუმნის ფილტვის ცენტრშიც შეამოწმებენ

პირებს, რომლებსაც ახალი კორონავირუსის სიმპტომები აქვთ, გამოკვლევები შესაძლოა, აბასთუმნის ფილტვის ცენტრში ჩაუტარდეთ.

მარინა ეზუგბაია: დაკვირვების ქვეშ მყოფ არც ერთ პაციენტს ტემპერატურა არ აღენიშნება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული 14 პაციენტიდან არც ერთს დღეს ტემპერატურა არ აღენიშნება. 

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა იტალიის ელჩთან კორონავირუსის საკითხი განიხილა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ენრიკო ვალვოსთან.

თსუ-ს სტუდენტები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში დასაქმდებიან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ყაზახეთში საქართველოს ელჩი ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში ზურაბ აბაშიძე ყირგიზეთში ჩავიდა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრ ჩინგიზ აიდარბეკოვთან გამართა შეხვედრა.

ფინანსთა მინისტრი: სტრუქტურული გაუმჯობესების კუთხით ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით

"სტრუქტურული გაუმჯობესების კუთხით ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - "საქართველო და მსოფლიო 2020 წელს".

ივანე მაჭავარიანი: ჩვენ უნდა გვქონდეს ძლიერი ინსტიტუციები და პასუხისმგებლიანი ეკონომიკური პოლიტიკა

“ჩვენ უნდა გვქონდეს ძლიერი ინსტიტუციები და პასუხისმგებლიანი ფისკალური პოლიტიკა”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020 წელს“ გამართული დისკუსიის დროს.

ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში, "ქუთაისის აეროპორტი"  ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნების მოქალაქეების კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული (ჯამში, 267 აბი და 83 კაფსულა) და ფსიქოტროპული (ჯამში, 63 კაფსულა)  ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს.

ნათია თურნავა: ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში ძალიან აქტიურადაა ჩართული

„ტურიზმი ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგად იქცა ბოლო წლებში, რომელიც ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში ძალიან აქტიურადაა ჩართული, იგი მეტ ინკლუზიურობას წარმოშობს“.

ოთარ გრიგოლია თბილისის მერის ინიციატივას დადებითად აფასებს

თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია თბილისის მერის ინიციატივას, რომელიც დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და სამშენებლო ნორმების დაცვას ითვალისწინებს, დადებითად აფასებს.

კარლ ჰარცელი: საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის კლასტერიზაცია ხელს შეუწყობს ევროპის ბაზარზე გასვლას

ეკონომიკურ კონფერენციაზე-„საქართველო და მსოფლიო 2020“ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელსაც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ახორციელებენ.

ვოლვო ქარსმა  S90-ის და V90-ის განახლებული მოდელები წარმოადგინა

ვოლვო ქარსმა მომხმარებლებს S90 სედანის და V90 Cross Country-ის უნივერსალი მოდელების განახლებული ვერსიები წარუდგინა, რომლებიც ექსტერიერის დახვეწილ დიზაინს და სრულად ახალ, ყველაზე თანამედროვე ხმის სისტემას Bowers and Wilkins-ს აერთიანებენ.

სებასტიან მოლინეუსი: საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატი კიდევ უფრო უმჯობესდება

ეკონომიკურ კონფერენციაზე-„საქართველო და მსოფლიო 2020“ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ბიზნესგარემო შეაფასა.

კარლ ჰარცელი: DCFTA ზრდის საქართველოს კონკურენტუნარიანობას და გლობალურ ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში  ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მნიშვნელობაზე ვრცლად ისაუბრა თბილისში გამართულ ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“.

მაია ცქიტიშვილი: ბალცეროვიჩი სრულად იზიარებს იმ ლიბერალურ-ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელსაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს

"მნიშვნელოვანი და პატივსაცემი სტუმარია ჩამოსული, ბატონი ბალცეროვიჩი ერთ-ერთ უდიდესი რეფორმატორია და ძალიან მნიშვნელოვანია მისი შეფასება, რომ სრულად იზიარებს იმ ლიბერალურ-ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელსაც წლების განმავლობაში ჩვენი მთავრობა ახორციელებს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკური კონფერენციის „საქართველო და მსოფლიო 2020 წელს“ დასრულების შემდეგ განაცხადა.

ლარი 0.18 თეთრით გამყარდა

26 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7928 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7946 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.18 თეთრი შეადგინა. 

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა 328 კგ უაქციზო თუთუნი ამოიღო

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ლანჩხუთში, ოზურგეთში და ჩოხატაურში, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის-ასაწონი თუთუნის (ჯამში, 328 კგ) აქციზური მარკის გარეშე შენახვა/რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს.