ჩეხეთის საბაჟო ადმინისტრაციის წარმომადგენლები შემოსავლების სამსახურის სამსახურებრივი ძაღლების მიერ საეჭვო ნივთების აღმოჩენის წვრთნის პროცესს დესწრნენ

11 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ჩეხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო განვითარების სააგენტოსა და საბაჟო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, ჩეხეთის რესპუბლიკის გენერალური საბაჟო დირექტორატისა და შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგიის ცენტრში, დღეს დასრულდა 12-კვირიანი სასწავლო კურსი, რომელშიც სპეციალურად გაწვრთნილი 6 ძაღლი და 5 ქართველი კინოლოგი მონაწილეობდნენ.


მათ ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლების მიერ მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ეგიდით დამზადებული სერტიფიკატები გადაეცათ.
ცერემონიის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა დაათვალიერეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი კინოლოგიის ცენტრი და დაესწრნენ საბაჟო დეპარტამენტის სპეციალურად გაწვრთნილი სამსახურებრივი ძაღლების მიერ საეჭვო ნივთების აღმოჩენის წვრთნის პროცესს.
ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი მონაწილეობს პროექტში „საქართველოს კინოლოგიის მომსახურების ეფექტიანობის და ხარისხის გაუმჯობესება“, რომელიც ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CDA) ფინანსური მხარდაჭერით და ჩეხეთის საბაჟო უწყების მონაწილეობით მიმდინარეობს.
„საქართველოს საბაჟოს კინოლოგიის სამსახური 2013 წელს ჩამოყალიბდა. შექმნის დღიდან, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ უცხოელ პარტნიორებთან, რათა მივიღოთ საუკეთესო გამოცდილება, ჩამოვაყალიბოთ მაქსიმალურად ეფექტური და ქმედითი კინოლოგთა გუნდი. ჩეხეთის მთავრობის დახმარებით, შესაძლებელი გახდა ისეთი პროექტის განხორციელება, რომელიც კინოლოგიის სამსახურის ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად“, - აღნიშნა ვახტანგ ლაშქარაძემ და ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მთავრობის მიერ გაწეული დახმარებისთვის.
დღესვე, გაიმართა სპეციალური პრეზენტაცია, რომელზედაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა სტუმრებს შემოსავლების სამსახურში მიმდინარე პროექტები და სამომავლო რეფორმების გეგმა გააცნეს.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ, რომელმაც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ჩეხეთის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმება, თვალსაჩინო დადასტურებაა ორივე მხარის ურყევი ნებისა, მოხდეს საქართველოს კიდევ უფრო მეტი ინტეგრაცია ევროკავშირის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში. ჩვენ გავაძლიერებთ ძალისხმევას, რათა უფრო მდგრადი გავხადოთ საბაჟო სფეროში მიღწეული შედეგები. ჩეხეთის საბაჟო სამსახურთან ძალზედ პოზიტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა კი ამის საუკეთესო დასტურია“, - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ.


თიბისი ბანკმა ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსებისთვის EBRD-ის ჯილდო მიიღო

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD საუკეთესო ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსებისა და საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისთვის თიბისი ბანკი დააჯილდოვა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

"საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა და კონტექსტიდან ამოვარდნილი სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა", -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

სააკაშვილი: ივანიშვილის მიერ თავსმოხვეულმა თოჯინამ სალომე ზურაბიშვილმა უკიდურესად შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა

"ეს არის შეურაცხყოფა გიორგი ანწუხელიძის, ტატუნაშვილის და შინდისის გმირების", - ასე პასუხობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქმედი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც ქვეყანას არც ჯარი ჰყავს, არც იარაღი და არც ექნება.  

სოფიო კილაძე საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაზე: ალბათ, სულ სხვა რაღაცას გულისხმობდა 

"ალბათ სათქმელი სათანადოდ ვერ გამოხატა", - ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი განცხადებას.  

ირაკლი სესიაშვილი: ჯარზე როდესაც ვსაუბრობთ მეტი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ

"ჯარი და ჯარისკაცები არიან ჩვენი სიამაყე, ამიტომ მინდა ყველას მინდა ვთხოვო და მოვუწოდო, როდესაც ვსაუბრობთ ჯარზე მეტი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ამას", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას. 

კარლ ჰარცელი პრეზიდენტის განცხადებაზე: თავდაცვის სფეროში საქართველოს სახით ძლიერი პარტნიორი გვყავს

"ქართველი სამხედროები ავღანეთში ძალიან ეფექტურად მუშაობენ, ასე რომ თავდაცვის სფეროში გვყავს ძლიერი პარტნიორი საქართველოს სახით",- ასე ეხმაურება ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.

ლაშა ნაცვლიშვილი: სააკაშვილისთვის ერთი და იგივე პერსონაჟები ხან პრორუსები არიან, ხან პროდასავლურები, გააჩნია, მასთან არიან თუ არა - მაგალითად, ოქრუაშვილი და ბერძენიშვილები

სააკაშვილისთვის ერთი და იგივე პერსონაჟები ხან პრორუსები არიან, ხან პროდასავლურები, გააჩნია, მასთან არიან თუ არა, ბერძენიშვილები, ოქრუაშვილი, ვინც ახლა მახსენდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრეზიდენტს: ჩვენ გმირი და საამაყო სამხედროები გვყავს

"ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები"- ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჯართან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას.

ბაკურციხე-გურჯაანის გზის მშენებლობა გრძელდება

ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის (ბაკურციხე-გურჯაანი) 15,5 კმ-იანი მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები გრძელდება.

ალეკო ელისაშვილი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაზე: ქართული სახელმწიფოებრიობის მიზანმიმართული დაკნინებაა 

"წავიდეს და მოშორდეს თანამდებობას", - ამის შესახებ "სამოქალაქო მოძრაობის" თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას განაცხადა. 

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.5 პროცენტული პუნქტით ზრდის

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 9.0 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

დავით ბერძენიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: არაადეკვატურ პრეზიდენტთან გვაქვს საქმე

"ეს არის მავნებლობა", - ასე გამოეხმაურა რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომლის თანახმადაც საქართველოს არც ჯარი ჰყავს, არც იარღი და არც ექნება. 

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

თბილისის მერმა კახა კალაძემ  ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის  ახალი ხელმძღანელი, ვიქტორ წილოსანი წარადგინა. ვიქტორ წილოსანი განათლებით ეკონომისტია და ის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

კახა კალაძე: ტაქსებზე განთავსებული რეკლამისთვის არავინ ჯარიმდება, თუკი ეს რეკლამა სწორად არის განთავსებული

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ტაქსის მძღოლები საკუთარ ავტომანქანებზე რეკლამის განთავსების გამო არ ჯარიმდებიან.

მომავალი წლიდან მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი დაიწყება

"მერია და კომპანია ერთობლივად ვიწყებთ მიკროავტობუსების ჩანაცვლებას", -ამის შესახებ თბილისის ვიცე- მერმა ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

112-ში ამერიკული პროგრამა ინერგება

შინაგან საქმეთა სამინისტროს "112" ინციდენტის ტიპებისა და საქმის პრიორიტეტების განმსაზღვრელ ამერიკულ პროგრამას - ProQA ნერგავს.

შსს-მ 9 მილიონამდე ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის 676 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაანადგურა.

 
კახა კალაძე: მიკროავტობუსებით მგზავრობის ტარიფი არ გაიზრდება 

"კომპანიასთან მივაღწიეთ შეთანხმებას, მოხდეს ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა ისე, რომ მოსახლეობას  ტარიფები არ გაეზრდება",- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

დაცული ტერიტორიების სააგენტო ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს.

ავღანეთში ტერაქტის შედეგად ხუთი ქართველი სამხედრო დაშავდა

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად  ქართული კონტინგენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის 5 სამხედრო მოსამსახურე მსუბუქად დაშავდა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრი ლაგოდეხი იყო.