„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველომ პოზიცია გააუმჯობესა

Fraser institute-ის 2019 წლის რეიტინგის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ თანახმად, საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით 1 პოზიციით გაუმჯობესდა და 162 ქვეყანას შორის მე-12 ადგილი დაიკავა.

გაუმჯობესდა საქართველოს სარეიტინგო ქულა, რომელმაც 7,94 შეადგინა. Fraser Institute-ის რეიტინგი „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლება“ ქვეყნებს ხუთი ძირითადი მიმართულებით აფასებს - მთავრობის ზომა, სამართლებრივი სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვა, მყარი ვალუტა, საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება და რეგულაცია.


საქართველომ, წინა წელთან შედარებით, 5 ინდიკატორიდან 4 ინდიკატორში - „მთავრობის ზომა“ (7,58 ქულა შეადგინა), „სამართლებრივი სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვა“ (6,34 ქულა შეადგინა), „საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება“ (8,74 ქულა შეადგინა) და „რეგულაცია“ (8.15 ქულა შეადგინა) მდგომარეობა გაიუმჯობესა, რამაც ქვეყნის საერთო რეიტინგზე დადებითი გავლენა იქონია.


აღსანიშნავია, რომ ქვეყნის პოზიციები გაუმჯობესდა ისეთ კომპონენტებში, როგორიცაა: • მთავრობის მოხმარება - 5,42 ქულა (გაუმჯობესდა 0,17 ქულით); • ტრანსფერები და სუბსიდიები - 6,91 ქულა (გაუმჯობესდა 0,13 ქულით); • მიუკერძოებელი სასამართლო - 4.10 ქულა (გაუმჯობესდა 0,08 ქულით); • საკუთრების უფლებების დაცვა - 6,19 ქულა (გაუმჯობესდა 0,06 ქულით); • პოლიციის საიმედოობა - 7,02 ქულა (გაუმჯობესდა 0,05 ქულით); • ფულის რაოდენობის ზრდა - 7,86 ქულა (გაუმჯობესდა 0,66 ქულით); • რეგულირების ბარიერები ვაჭრობაში - 8,05 ქულა (გაუმჯობესდა 0,45 ქულით); • კაპიტალისა და ხალხის მოძრაობის კონტროლი - 7,62 ქულა (გაუმჯობესდა 0,26 ქულით); • საკრედიტო ბაზრის რეგულირება - 9,88 ქულა (გაუმჯობესდა 0,08 ქულით); • ბიზნესის რეგულირება - 7,92 ქულა (გაუმჯობესდა 0,08 ქულით).


რეიტინგში პოზიციის გაუმჯობესება განპირობებულია ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა ქვეყნის მშპ-ს ზრდის დადებითი ტემპი ბოლო წლების განმავლობაში, ტრანსფერების და სუბსიდიების სწორი და მიზანმიმართული სახელმწიფო პოლიტიკა, მთავრობის მოხმარების წილის შემცირება მთლიან მოხმარებაში, ქვეყანაში განხორციელებული ეფექტური საგადასახადო რეფორმა, ინვესტორებისთვის ხელსაყრელი ბიზნეს გარემო და მთავრობის მიერ განხორციელებული სამართლებრივი სისტემური რეფორმები.


ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოს უმაღლესი - 10 ქულიანი შეფასება აქვს ისეთი მიმართულებით, როგორიცაა: • ზღვრული საგადასახადო განაკვეთი; • უცხოურ ვალუტაში საბანკო ანგარიშის ფლობის თავისუფლება; • შავ ბაზარზე გაცვლითი კურსების არარსებობა; • კომერციული ბანკების არსებობა • სესხების საპროცენტო განაკვეთებზე კონტროლი „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა დანია (მე-13 ადგილი), ესტონეთი (მე-13 ადგილი), ლიეტუვა (მე-16 ადგილი), გერმანია (მე-20 ადგილი), ფინეთი (21-ე ადგილი), ჩეხეთი (22-ე ადგილი), ლატვია (24-ე ადგილი), ავსტრია (26-ე ადგილი), სომხეთი (27-ე ადგილი), სამხრეთ კორეა (33-ე ადგილი), სლოვაკეთი (მე-40 ადგილი), საფრანგეთი (50-ე ადგილი), უნგრეთი (54-ე ადგილი), ხორვატია (56-ე ადგილი), პოლონეთი (59-ე ადგილი), სლოვენია (67-ე ადგილი), რუსეთი (85-ე ადგილი), თურქეთი (95-ე ადგილი), მოლდოვა (97-ე ადგილი), ბელორუსი (99-ე ადგილი), აზერბაიჯანი (116-ე ადგილი), უკრაინა (135-ე ადგილი) და სხვა.


„მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლება“ შემუშავებულია კანადური Frazer Institute-ისა და ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ქსელის წევრი ინსტიტუტების მონაწილეობით. რეიტინგი ზომავს ქვეყანაში განხორციელებული პოლიტიკური კურსისა და ინსტიტუციების ხარისხს, რაც განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას. მონაცემები, რომლებიც მუშავდება ყოველწლიურად, დაფუძნებულია მესამე მხარის მიერ წარმოდგენილ მონაცემებსა და დამოუკიდებელ კვლევაზე 162 ქვეყნისათვის. რეიტინგში გამოყენებული მონაცემების ნაწილი ეფუძნება ისეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზების კვლევასა და შეფასებებს, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და სხვა.


ფორსაჟის ეპიზოდების თბილისში მიმდინარე გადაღებები გადაიდო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია გაცნობებთ, რომ ცნობილი ჰოლივუდური ფილმის ეპიზოდების თბილისში მიმდინარე გადაღებები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გადაიდო.

Adjarabet.com-ის უნიკალური აქცია რაგბის გულშემატკივრებს

Adjarabet.com ახალ აქციას სთავაზობს რაგბის გულშემატკივრებს, რომლებიც
დადებენ ფსონს მსოფლიო თასის ფარგლებში საქართველოს ნაკრების თამაშზე.

თამარ ხულორდავა შრომის უფლებების კანონპროექტს განმარტავს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა აცხადებს, რომ საქართველოს  შრომის უფლებების დაცვის კუთხით, უდიდესი ჩამორჩენა  აქვს და  აღნიშნული სფეროს რეგულირება მოქალაქეების დასაცავად არის აუცილებელი.

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე კრწანისის ტყე-პარკის დასუფთავების ღონისძიებაში მონაწილეობდა

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კრწანისის ტყე-პარკში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდა.

შენობიდან ჩამოცვენილი ბათქაში, დაზიანებული ავტომობილები და დაშავებული ადამიანები - ძლიერი ქარი თბილისში

დედაქალაქში ძლიერი ქარია. უამინდობამ ქალქის სხვადასხვა უბანში პრობლემებია გამოიწვია.

უშგულში პირველი თოვლი მოვიდა

მესტიაში, უშგულის თემში პირველი თოვლი მოვიდა. უშგულში მერის წარმომადგენლის ბექა ღვაჩლიანის ინფორმაციით, თოვა ორი საათის წინ დაიწყო.

"შემთხვევით არაფერი ხდება, არ არის შემთხვევითი, რომ საქართველო წილხვედრია"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სიონის ტაძარში ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ღვთისმსახურება აღევლინა.

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 2 მოქალაქეს ხე დაეცა

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წი 2 კაცს ხე დაეცა.

პრემიერ-მინისტრმა ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილა.

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და ხარისხის ახალ ეტაპზე გადავიდა.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტში ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხს დააყენებენ

ჯანდააცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, 2020 წლის  ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას გათვალისწინებული იქნება ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხი.

GWP-ის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე არსებულ საწყობში, შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

პარტია "თავისუფალი საქართველო" თვითმმართველობის კანონის გადახედვას მოითხოვს

პარტიის თანათავმჯდომარე გოგი წულაია მიიჩნევს, რომ ქალაქში არსებული ნებისმიერი შენობა-ნაგებობა თვითმმართველობას უნდა ეკუთვნოდეს და თავად განკარგავდეს.

ბათუმში თურქეთის მოქალაქე ნარკორეალიზატორი დააკავეს

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზაციის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ე.ი. დააკავეს.

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს პარლამენტი პირველ ოქტომბერს მიიღებს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაში ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი მოსაზრება.

 

უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

მინისტრის მოადგილე: ადიგენის მუნიციპალიტეტში სასმელი და სარწყავი წყლის საკითხიებია მოსაგვარებელი

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების ლელოვანის, უდეს, ფხეროსა და ვარხანის მოსახლეობას  შეხვდნენ და სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს.

საქართველოში, პირველადი ჯანდაცვის განვითარების საკითხი ჯანდაცვის მინისტრმა ამერიკელ კოლეგებთან განიხილა

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელებს შეხვდა.

 

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას აღნიშნავს

21 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა შესრულდება.

KfW საქართველოს 8 მილიონი ევროს გრანტით დაეხმარება

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) საქართველოს ენერგეტიკული რეფორმების განხორციელებისთვის რვა მილიონ ოთხას ორმოცი ათასი ევროს ოდენობის გრანტით დაეხმარება.

ჟინვალში 15 თანამშრომელზე გათვლილი პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა, კახაბერ საბანაძემ და ლევან კაკავამ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დაბა ჟინვალში, პოლიციის ახალი შენობა გახსნეს.