საქართველოს პარლამენტში დისტანციური სწავლების მეთოდი დაინერგა

პირველად საქართველოს პარლამენტის ისტორიაში, პარლამენტის სასწავლო ცენტრში დისტანციური სწავლების მეთოდი დაინერგა.

 


დისტანციური სწავლების პორტალი არა მხოლოდ პარლამენტის წევრებს, თბილისის სასახლეში და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ფუნქციონირებად მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროების 350-მდე თანამშრომელს საშუალებას მისცემს, დროსა და სივრცეში შეუზღუდავად, გაიარონ მათთვის სასურველი დისტანციური სასწავლო კურსი.


ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს სასწავლო აპლიკაციების შექმნაზე, რათა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა და თანამშრომლებმა შეძლონ დისტანციური კურსის გავლა პერსონალური ლეპტოპების, ტელეფონებისა თუ აიპადების მეშვეობით.


ამ ეტაპზე ფუნქციონირებს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული საპარლამენტო კონტროლის დისტანციური სწავლების კურსი, რომელიც 11 მოდულს აერთიანებს. პარალელურად, მუშაობა მიმდინარეობს შემდეგ თემატურ კურსებზე: საფინანსო საკითხები, შესყიდვები, მედიაკომუნიკაცია, ელექტრონული საქმისწარმოება და სხვ. 2020 წლის ბოლოსთვის დაგეგმილია ადაპტირებული დისტანციური კურსების შეთავაზება სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფისთვის: სტუდენტებისთვის, სასკოლო ასაკის მოზარდებისთვის, მედიის წარმომადგენლებისთვის და ა.შ.


ფინანსთა მინისტრის მოადგილე: ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით საბაჟო სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით

"ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით საბაჟო სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

პირველი მარტიდან მებაჟე ოფიცრების შრომის ანაზღაურება გაიზრდება

პირველი მარტიდან მებაჟე ოფიცრებს ხელფასი გაეზრდებათ,- ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.

დავით მათიკაშვილი: პრემიერის ვიზიტი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ძალიან წარმატებული იყო და მისი შედეგები უსწრაფესად აისახება ჩვენი ქვეყნის სწორ და სტაბილურ განვითარებაზე

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი, დეპუტატი დავით მათიკაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში საქართველოს მონაწილეობას გამოეხმაურა და პრემიერ გახარიას მეთაურობით საქართველოს დელეგაციის ვიზიტი დადებითად შეაფასა.

სალომე ზურაბიშვილი: ოჯახისთვის უდიდესი წნეხია საზღვარგარეთ გამგზავრება ავადმყოფი ბავშვით

სალომე ზურაბიშვილი, ისრაელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თელავივში სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებას SHEBA MEDICAL CENTER ეწვია და ბავშვთა ონკოლოგიური დაავადების ცენტრი დაათვალიერა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.  

ლევან კაკავა: ჩვენი ქვეყნის საბაჟო სისტემას მნიშვნელოვანი როლი აქვს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით

"ჩვენი ქვეყნის საბაჟო სისტემას მნიშვნელოვანი როლი აქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით", - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

გარყვნილი ქმედებისთვის და ძალადობისთვის ბრალდებულს 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედებისთვის და ძალადობისთვის ბრალდებული დ.ჯ. დამნაშავედ ცნო.

გიორგი ჩაკვეტაძე: ოპოზიცია თავის პოლიტიკურ სახეს ყოველდღიურ რეჟიმში გვაჩვენებს

თბილისის საკრებულოს წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ, საკრებულოში დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია თავის პოლიტიკურ სახეს ყოველდღიურ რეჟიმში აჩვენებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიაზე გრაფიკი დაწესდა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა. ამის მიზეზად კი, ჯვარის წყალსაცავში წყლის დონის მნიშვნელოვანი კლება სახელდება.

ირაკლი მეზურნიშვილი: ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ფონდმა“ ე.წ. შავ სიაში შეყვანილ 600 ათასზე მეტ მსესხებელს სესხები სრულად გაუნულა

„600 ათასზე მეტ მსესხებელს, რომელიც ე.წ. შავ სიაში იყო შეყვანილი, ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ფონდმა“ სესხები სრულად გაუნულა“. - ამის შესახებ დავოსში, ეკონომიკურ ფორუმზე მოხსენებით გამოსვლისას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ავსტრიის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, არად ბენკოს შეხვდა.

ირაკლი ზარქუა: როდესაც ოპოზიციის წარმომადგენელი პირად შეურაცხყოფაზე გადადის, ძნელია ემოციის მოთოკვა

თბილისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა სხდომაზე გამოეხმაურა. 

გომი-კორბოულის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-40კმ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარედ გიორგი დოხტურიშვილი დაამტკიცეს

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს წევრებმა წარმომადგენლობითი ორგანოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე დაამტკიცეს.

ზაალ კოკაია: არასწორია, პლაგიატზე მხოლოდ კომპიუტერული პროგრამის ანალიზის საფუძველზე ისაუბრო

ძალიან ძნელია და არასწორი, ისაუბრო პლაგიატზე მხოლოდ კომპიუტერული პროგრამის ანალიზის საფუძველზე,- ამის შესახებ ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი ზაალ კოკაია სოციალურ ქსელში წერს.

მებაჟე ოფიცრებმა 18 040 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში- „წითელი ხიდი“, ,,ყაზბეგი“ და „სარფი“, სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

პანკისის ხეობაში დაპირისპირებულ გვარებს შორის შერიგება ვერ მოხერხდა

პანკისის ხეობაში დაპირისპირებულ გვარებს შორის შერიგება ვერ მოხერხდა, თუმცა, გადაწყდა, რომ იმ პირებს, რომლებიც ვისური მუთოშვილის მკვლელობის ადგილზე არ იმყოფებოდნენ, სისხლის აღების წესი არ შეეხებათ.

ლევან ხარატიშვილმა ღვინის ევროპული ასოციაციის პრეზიდენტს უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა ღვინის ევროპული ასოციაციის ITER VITIS-ის პრეზიდენტს ემანუელა პანკეს უმასპინძლა.

ლარი 0.03 თეთრით გაუფასურდა

24 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.887 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8867 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.03 თეთრი შეადგინა.

ავთანდილ ცინცაძე: ხაბეიშვილმა ადეკვატური პასუხი მიიღო

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ავთანდილ ცინცაძემ საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე დღეს მომხდარი ინციდენტის შესახებ განმარტება გააკეთა.

შსს-მ დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის საქმე გახსნა

შსს-მ დოდო გუგეშაშვილის დაჭრის და მისი შვილის, გრიგოლ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმე გახსნა.

ლაშა ხუციშვილი: ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით საბაჟო სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით

"ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით საბაჟო სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.