იერუსალიმში საქართველოს ისტორიულ კვალს ქართველი, პოლონელი და ებრაელი მეცნიერები შეისწავლიან

იერუსალიმში საქართველოს ისტორიულ კვალს ქართველი, პოლონელი და ებრაელი მეცნიერები შეისწავლიან. გეგუთის სასახლის არქიტექტურული კომპლექსის ტერიტორიაზე, დღეს მხარეებს შორის  თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ და ისრაელის არქეოლოგიური ლიცენზირების დეპარტამენტის დირექტორმა პროფ. ჯონ სელინგმანმა მოაწერეს.


ქ. იერუსალიმის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბირ-ელ-ყუტის მონასტერში ქართულ-პოლონურ-ებრაული სამეცნიერო ჯგუფების მიერ საქართველოს ისტორიული კვალის შესწავლის სამომავლო გეგმა სწორედ მხარეთა ამ  თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე წარიმართება.


ისრაელში ერთობლივად განსახორციელებელ პროექტთან ერთად ხელმოწერილი დოკუმენტი პარტნიურული ურთიერთობების სხვა მიმართულებებსაც მოიცავს, რომლებიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და ისრაელის სიძველეთა დეპარტამენტის მიერ ერთობლივად განისაზღვრება.


2 ქვეყნის უწყებებს შორის აქტიური თანამშრომლობის პლატფორმა მიმდინარე წლის თებერვლის თვიდან დაფუძნდა და ის საქართველოს და ისრაელის საერთო ინტერესის მქონე მემკვიდრეობის ერთობლივი კვლევას, დაცვას და პოპულარიზაციას ითვალისწინებს.


3 დღიანი სამუშაო ვიზიტით ისრაელის სიძველეთა დეპარტამენტი სრული შემადგენლობით (50 სპეციალისტი და აღმასრულებელი პირები) საქართველოში არსებულ არქეოლოგიურ ობიექტებს, უძრავ ძეგლებს და ებრაულ მემკვიდრეობას ეცნობა. 


ქ. იერუსალიმთან ახლოს არსებულ ბირ-ელ-ყუტის მონასტერში საქართველოს ისტორიულ-რელიგიური კვალის შესწავლას ქართულ-პოლონურ-ებრაული სამეცნიერო ჯგუფები მიმდინარე წლიდან განახორციელებენ. ისრაელში არსებული ქართული საისტორიო კერების კვლევის შესაძლებლობებზე შეთანხმებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დელეგაციამ ისრაელში ვიზიტისას ისრაელის სიძველეთა დეპარტამენტთან და ფრანცისკანულ ეკლესიასთან მოლაპარაკებების შედეგად მიაღწია.


იერუსალიმში V საუკუნის ქართული მონასტერი ბირ -ელ-ყუტი ბეთლემის მახლობლად, ბირ ელ-ყუტის მიდამოებში, ხირბეთ სიიარ ალ-ღანამის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს.


პეტრე იბერის მიერ ის დაახლოებით 444 წელსაა აგებული. მონასტერი ქართული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა იყო ქვეყნის საზღვრებს გარეთ. გარდა პეტრე იბერისა, აქ მოღვაწეობდნენ იოანე ლაზი და სირია-პალესტინაში მყოფი სხვა ქართველი ბერები. მონასტის ნანგრევები 1952 წელს აღმოაჩინა იტალიელმა არქეოლოგმა ვირჯილიო კორბომ. სწორედ მაშინ გამოვლინდა მოზაიკით შესრულებული ქართული ასომთავრული უადრესი წარწერები (430წ), რომლებიც ამჟამად ფრანცისკანელთა მუზეუმში ინახება.


ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ფოთში, მალთაყვის უბანში, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბოძს შეეჯახა.

თელავში ორგანიზაციის "ქვეყნის სამსახურში" ინიციატივით დაგეგმილი საპროტესტო აქცია დაიწყო

თელავში ორგანიზაციის "ქვეყნის სამსახურში" ინიციატივით დაგეგმილი საპროტესტო აქცია დაიწყო.

პროექტის, ,,ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში GeNoC-PH“ ფარგლებში კონფერენცია გაიმართება

21-22 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ნორვეგიული ცენტრის (DIKU) მიერ დაფინანსებული პროექტის, ,,ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში GeNoC-PH“ ფარგლებში კონფერენცია გაიმართება.

ილია მეორე აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს.

ნინოწმინდის ელექტროსადგურზე "ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომელი გარდაიცვალა

ნინოწმინდის სოფელ სოფელ განძაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, "ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომელს სავარაუდოდ, დენმა დაარტყა.

საკონსულო: ბარსელონა-თბილისის რეისის გაუქმების გამო, ბარსელონას აეროპორტში ამ ეტაპზე შვიდი მოქალაქეა დარჩენილი

ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსულის ინფორმაციით, რომელიც ბარსელონას აეროპორტში იმყოფება, საქართველოს ავიახაზების 20 ოქტომბრის ბარსელონა-თბილისის რეისის გაუქმების გამო, ბარსელონას აეროპორტში ამ ეტაპზე დარჩენილია მხოლოდ 7 მოქალაქე.

საკონსულო: ავიახაზებმა მოქალაქეებს ვითარების გადაწყვეტის რამდენიმე ვარიანტი შესთავაზეს, რომლის მიხედვით, უმეტესობამ მოაგვარა საკითხი

თბილისი- ბარსელონას და ბარსელონა-თბილისის მიმართულებით შეჩერებულ ავიარეისებთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსულო ბარსელონაში განმარტებას აკეთებს.

არეულობა ჩილეში - სუპერმარკეტში გაჩენილი ხანძრის შედეგად  სამი ადამიანი დაიღუპა

ჩილეში კვლავ საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. არეულობის დროს, სანტიაგოში მდებარე სუპერმარკეტში ცეცხლი გაჩნდა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

 
დონალდ ტრამპი: ჰილარი კლინტონი გაგიჟდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი შეშლილად მოიხსენია.

21 ოქტომბერს ჯივიპი ნუცუბიძის მე-2 მიკრორაიონის, მე-2 კვარტალში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 21 ოქტომბერს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნუცუბიძის მე-2 მიკრორაიონის, მე-2 კვარტალში, გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

 

ნათია თურნავა ქართველ ავიამეთვალყურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

20 ოქტომბერს მსოფლიო ავიამეთვალყურეების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საქართველოს ეკონომიკისა და მდსგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ქართველ ავიამეთვალყურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს. 

მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებთან საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების მიზნით, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს აგრძელებს.

გუდამაყრის ხეობაში ინტერნეტი გაეშვა

გუდამაყრის ხეობაში ფართოზოლოვანი სათემო ინტერნეტი გაეშვა, ხოლო სრულად ნოემბერში დაიფარება.

ლევან დავითაშვილი: თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია წარმატებულია, ჩვენ გადავარჩინეთ ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, 2019 წელს, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული ბრძოლის ღონისძიებების ანგარიში მოისმინა.

წალენჯიხაში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხვრჩვალი იპოვეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში, საცხოვრებელი სახლის უკან მდებარე სათბურში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხვრჩვალი იპოვეს.

სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი ამ ეტაპისთვის არ მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან რუსეთის საოკუპაციო ძალები პერიოდულად ჩნდებიან, თუმცა მათ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი ჯერჯერობით არ განუახლებიათ.

ორგანიზაცია "ქვეყნის სამსახურში" თელავში საპროტესტო აქციას გამართავს

მერიის აკრძალვის მიუხედავად, აქციის ორგანიზატორის, გიგა მაქარაშვილის თქმით, არ დაემორჩილებიან მერიის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და კონსტიტუციის თანახმად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მაინც შეიკრიბებიან.

კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პირის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა

გურამიშვილის გამზირზაფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პირის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმე რჩება.

ირაკლი ხელაძე: ვვარაუდობთ, რომ იმ კორპუსის მცხოვრებლების ნაწილს, სადაც აფეთქება მოხდა, თავიანთ ბინებში დაბრუნება შეეძლებათ

ნაძალადევის რაიონის გამგებელის ირაკლი ხელაძის განცხადებით, ერთ კვირაში გახდება ცნობილი, საცხოვრებლად ვარგისია თუ არა გურამიშვილის გამზირზე მდებარე კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა.

გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც  აფეთქება მოხდა, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა, ამ წუთებში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

 
ლონდონში საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდება, რომელიც ბრექსიტის შემდეგ შევა ძალაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 20-21 ოქტომბერს გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა.