ბაჩო ოდიშარია - POSTV - ქართული საზოგადოება შემოდგომის სეზონის მთავარ პოლოლიტიკურ კურიოზს შეესწრო, ასპარეზზე გამოჩნდა ახალი მოძრაობა, სახელწოდებით ,,ლელო“ გამოჩნდა

ინტერნეტტელევიზია POSTV-ს ანალიტიკოსი, ბაჩო ოდიშარია საავტორო ვიდეობლოგში, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მიერ ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო"-ს წარდგენაზე საუბრობს.

 

მისი თქმით, იმისათვის, რომ გქონდეს ხალხის შველაზე პრეტენზია, მინიმუმ შენი ცხოვრების განმავლობაში, ხალხის სამსახურში უნდა იდგე და არ აღარიბებდე მათ სხვადასხვა საშუალებით.


„ქართული საზოგადოება შეესწრო შემოდგომის სეზონის მთავარ პოლოლიტიკურ კურიოზს, ასპარეზზე გამოჩნდა ახალი მოძრაობა, რომელიც სულ მალე გარდაიქმნება პარტიად, სახელწოდებით „ლელო“. მისმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ პრეზენტაცია ანაკლიის პლაჟზე, ლურჯი ზღვის და ყვითელი დაფის ფონზე გამართა. პირველი რაც უნდა აღინიშნოს ისაა, რომ კრეატიულმა კომპანიამ, რომელმაც დაუგეგმა ეს ღონისძიება, ან დატროლა, ან ნუ უბრალოდ მართლა ეს ჩათვალეს სწორ საიმიჯო პოზიციონირებად. ვიზუალური დათვალიერებით ვხედავთ სააკაშვილის კალკს, ისევ ანაკლია, ტალღების ფონზე წარმოთქმული ლექსები ქარიზმის სრული დეფიციტით, საუბარი მესიანიზმის დასრულებაზე და ამავდროულად საქართველოს გადამრჩენელი თორმეტი მოწაფის აყვანის განაცხადი, საკუთარ სათქმელსა და წარმოებულ სიმლოზიმში სრული აღრევა და ვაკხანალია. იდეალური კომედიური სცენარია, ავთო ვარსიმაშვილმა რომ უნდა გადაიღოს ისეთი. პარტიის შექმნის და ქვეყნის ყველაზე ცნობილი ბანკირის პოლიტიკაში მოსვლის მიზეზად, სახელდება დიადი მისია, საქართველოს გადარჩენა. როგორც ჩანს, საქართველო არ საჭიროებდა გადარჩენას შევარდნაძის პერიოდში, საქართველო არ ყოფილა გადარჩენის ღირსი სააკაშვილის მმართველობის დროს, როდესაც ბიზნესი სრულად იყო შეზრდილი სახელმწიფოში, მიმდინარეობდა მუდმივი რეკეტი და ფულის გამოძალვა, ვიწროვდებოდა არამხოლოდ მსხილი, არამედ მცირე ბიზნესიც, სხვა დანარჩენ სიკეთეებს აღარ ჩამოვთვლი, რადგან წესით რეპრესიის ეს ხაზი უნდა მიეღო ყველაზე მტკივნეულად ბატონ მამუკას, როგორც მისი საქმიანობის სფეროზე განხორციელებული სახელმწიფო კრიმინალის ფაქტები, თუ თავად რაიმე პრივილეგირებულ პოზიციაში არ იმყოფებოდა, სწორედ აქ იყო იდეალური მომენტი, რომ ქვეყნის გადარჩენისათვის ბრძოლაში ლელობურთით გაჭრილიყო ველა+დ, თუმცა, ასე არ მოხდა“,- ამბობს ბაჩო ოდიშარია.


ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ კარგი იქნებოდა მამუკა ხაზარაძეს ხალხისთვის და ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლა იქიდან დაწყებულიყო, რომ ეფექტური 49 პროცენტიანი სესხები საზოგადოების დაბალ ფენაზე გათვლილი საპროცენტო განაკვეთით შეცვლილიყო


„შემდეგ მოვიდა ქართული ოცნება, გამოიცვალა ერთი პრემიერი, მეორე, მესამე, მესამე ანუ კვირიკაშვილი, აღმოჩნდა ახლო მეგობარი, რომელიც როგორც ჩანს საკმაოდ კომფორტული პრემიერი იყო მისთვის, რადგან მისი მმართველობის წლებში რატომღაც ჯერ კიდევ ვერ ამჩნევდა ჰორიზონტზე ქვეყნის დაღუპვის პერსპექტივებს. თუმცა, მხსნელის როლში შესვლა გადაწყდა მას შემდეგ, რაც კონკრეტულად მის წინააღმდეგ აღიძრა საქმე ფულის გათეთრების თაობაზე და შეექმნა პირადი დისკომფორტი. ყველა ლოგიკური ტრანზაქციის მიხედვით, გამოდის, რომ მხსნელად ბატონი მამუკა ცდილობს საკუთარ თავს მოევლინოს, მიიღოს სადეპუტატო იმუნიტეტი და თუ მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში გამოძიება მას გაამტყუნებს, პოლიტიკური დევნილის იდენტობა მოირგოს. ანუ გამოდის, დღემდე, უახლესი ისტორიის მანძილზე, აქამდე არცერთ პერიოდში, ხალხი არ საჭიროებდა შველას,ეს საჭიროება გაჩნდა მხოლოდ მაშინ, როდესაც თიბისი ბანკის დამფუძნებლების შესაძლო კანონდარღვევებით საგამოძიებო სტრუქტურები დაინტერესდნენ. საჭიროა აქვე აღინიშნოს ერთი დეტალი, იმისათვის, რომ გქონდეს ხალხის შველაზე პრეტენზია, მინიმუმ შენი ცხოვრების განმავლობაში, ხალხის სამსახურში უნდა იდგე და არ აღარიბებდე მათ სხვადასხვა საშუალებით, მაგალითად, კრედიტებზე უდიდესი პროცენტული ნამატით, რომლის მსგავსიც ევროპაში არ მოიძებნება თუ ბანკის საქმიანობით, რომელიც მრავალ არაპროფილურ აქტივობას ეწევა, როდესაც წესითა და რიგით, ამის უფლება არ უნდა ქონდეს.ამ ყველაფრის პარალელურად, მოძრაობის დაარსების პირველივე დღეს, მესიჯბოქსები სრულად არეული აქვთ პარტიის წარმომადგენლებს, იქით ბადრი ჯაფარიძე ამბობს რომ ხალხის დაყოფა ბნელებად და არაბნელებად არ შეიძლება და დიალოგის რეჟიმზე უნდა ვიყოთ ყველასთანო, აქეთ ლელოს წევრი ვინმე ხათუნა დოლენჯაშვილი ამბობს რომ ნათელი და თავისუფალი ადამიანები, ინტელექტუალური ელიტა ვიკრიბებით და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ წიგნის დაწერა კვლავ შევძლოთო, არადა თავად მოძრაობის ლიდერი ამბობს, რეგიონებში გავალთ და იქიდან ავიყვანთ ხალხსო. ანუ სპიკერებად გვევლინებიან თვითგამოცხადებული ინტელექტუალური ელიტა და ენჯეოშნიკები და ამავდროულად, მათთან ერთად წამყვან პოზიციებზე, უნდა დავიჯეროთ, რომ ვიხილავთ სოფლებში შერჩეულ რიგითი ხალხს. ცნობისთვის, ელიტიზმი და დაბალი ფენა ერთმანეთში თავსებადი მოცემულობები არაა, რადგან მუდმივი ისტრორიული და სოციალური ანტაგონიზმი არსებობს ამ ორ სტრატას შორის. ისე, კარგი იქნებოდა ხალხისთვის და ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლა პირველ რიგში იქიდან დაწყებულიყო, რომ ეფექტური 49 პროცენტიანი სესხები საზოგადოების დაბალ ფენაზე გათვლილი საპროცენტო განაკვეთით შეცვლილიყო, რომელიც არა მათ გაღარიბებას და ბანკის კაპიტალის უსაშველო ზრდას, არამედ დაბალი ფენის მოძლიერებას და ბანკისთვის შედარებით ნაკლებ გიგანტურ მოგებას მოიტანდა. მოკლედ, არ მეგონა უახლოეს პერიოდში გირჩზე მეტად კომიკური პოლიტიკური ჯგუფის ხილვას თუ მოვახერხებდით, მაგრამ, როგორც ჩანს კრეატიული კლასის ფანტაზიის რეგრესიას საზღვრები არ აქვს“,- აცხადებს ბაჩო ოდიშარია


ნათია თურნავა:თბილისი მზადაა, აბრეშუმის გზის ფორუმს მაღალ დონეზე უმასპინძლოს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ყველა ის ლოკაცია დაათვალიერა, სადაც 22-23 ოქტომბერს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი გაიმართება.

მესტიაში ძმამ ძმა ცივი იარაღით მოკლა

მესტიაში, სოფელ ცხუმარში ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს. როგორც ცნობილია, ბრალდებული და მსხვერპლი ძმები იყვნენ. 

ბარსელონაში საპროტესტო აქციები გრძელდება

ბარსელონაში დამოუკიდებლობის მომხრეთა საპროტესტო აქციები არ წყდება. ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები, დაახლოებით, 10 დღეა მიმდინარებს.

სპეციალური შეთავაზება თიბისი სტატუსის მომხმარებლებისთვის დეველოპერული კომპანიისგან - „m2 უძრავი ქონება“

თიბისი სტატუსის მომხმარებლებს დეველოპერული კომპანიისგან - „m2 უძრავი ქონება“ სპეციალური შეთავაზებით შეუძლიათ სარგებლობა.

"რუსთავი 2"-ის 60%-იან წილს ყადაღა დაედო

იურისტ კახა კოჟორიძის ინფორმაციით,  "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლების ჯარჯი აქიმაძისა და დავით დვალის სარჩელი, საქალაქო სასამართლომ განსახილველად მიიღო.

თავდაცვის მინისტრი ფინეთის ელჩსა და ატაშეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფინეთის რესპუბლიკის ელჩს არია ინკერი მაკკონენსა და თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ჯუჰა მაკელას უმასპინძლა.

ზვიად კორძაძე: მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ წერილზე 17 ანაბეჭდი იქნა აღმოჩენილი

მამუკა ხაზარაძის ადვოკატის ზვიად კორძაძის განცხადებით, ლონდოში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად "მუქარის წერილზე" აღმოჩენილია 17 ანაბეჭდი.

გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 39 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.სოსო ჯავახიშვილს სხეულის 60%-ის დამწვრობა აქვს მიღებული და იგი შოკურ მდგომარეობაში იმყოფება. ექიმების ინფორმაციით, პაციენტი კონტაქტურია, თუმცა მისი მდგომარეობა რთულია.

„ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ“ კორპორაციულ მომხმარებლებს კურორტ საირმეში უმასპინძლა

„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მიერ კურორტ საირმეში მოეწყო სპეციალური ღონისძიება კორპორაციული მომხმარებლებისთვის, რომელიც უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა და ყოველწლიურად იმართება.

ბიძინა ივანიშვილი კახეთის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რეგიონულ ორგანიზაციებთან შეხვედრებს განაგრძობს.

გიორგი გახარია ბიზნესმენებს: მნიშვნელოვანია სწრაფი, ეფექტიანი კომუნიკაცია გვქონდეს

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქტიურად ვხვდებოდით, განვიხილავდით ყველა მწვავე საკითხს, არ არსებობდა დახურული თემები და შესაბამისად, ეს პირველ რიგში, ხელს უწყობდა ჩვენი ეკონომიკის განვითარებას, - ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა.

9 თვეში ექსპორტი 11.1%-ით გაიზარდა, იმპორტი 3.3%-ით შემცირდა

საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2019 წლის იანვარ-სექტემბერში $9.1394 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.5%-ით მეტია.

პოლიციამ კრიმინალური დაჯგუფების 5 წევრი დააკავა

პოლიციამ თბილისში ყაჩაღობის ფაქტი აღკვეთა - დანაშაულის მომზადების პროცესში დაკავებულია კრიმინალური დაჯგუფების 5 წევრი.

 
ყაჩაღობაში ბრალდებულს 8  წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობისთვის ბრალდებული გ.დ. დამნაშავედ ცნო.

გიორგი გახარია: გვესმის, რომ ქართულ ბიზნესს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა სჭირდება

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს. 

ვინ იქნება შემდეგი? გზა ბერლინში, რომელიც ზელიმხან ხანგოშვილისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა

23 აგვისტოს, ბერლინში, მამაკაცი პარკთან გზას აუჩქარებლად მიუყვებოდა. გეზი მეჩეთისკენ ჰქონდა აღებული, შაბათის ლოცვა იწყებოდა. უეცრად მას თავს დაესხნენ და ადგილზევე მოკლეს. 

მამუკა ხაზარაძის ადვოკატები "მუქარის წერილის" ორიგინალს დღეს პროკურატურას გადასცემენ

"თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ადვოკატები სასამართლოში წარდგენილ "მუქარის წერილს" დღეს პროკურატურას გადასცემენ. მანამდე კი, ადვოკატები წერილს მედიას 12:00 საათზე დაგეგმილ სპეციალურ ბრიფინგზე გააცნობენ.

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია განხორციელდა

საქართველოს მელიორაციამ   ახმეტის მუნიციპალიტეტში, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია დაასრულა.

ჩილეში, საპროტესტო აქციაზე ხუთი ადამიანი დაიღუპა

ჩილეში მიმდინარე აქციების დროს, შეტაკებების შედეგად, ბოლო მონაცემებით 5 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.

პარლამენტში ლევან მიქაბერიძეს უსმენენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ლევან მიქაბერიძეს უსმენენ. 

საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა იწყება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა შედგება.