რომან კაკულია: მივესალმები ყველაფრისათვის საკუთარი სახელის დარქმევის პროცესს და დიდი ფესვების მქონე ტყუილის დამთავრებას

„მივესალმები ყველაფრისათვის საკუთარი სახელის დარქმევის პროცესს და დიდი ფესვების მქონე ტყუილის დამთავრებას", - განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ “ევროპული საქართველოს“ მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე სპეციალური დადგენილების მიღების შესახებ განაცხადა, რომ ერთი დღეც არ გაჩერდება იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომლის ევროპულ ორიენტაციაშიც შეიძლება ეჭვი შეეპაროს:


„პირველ რიგში, მინდა მკაფიოდ დავუჭირო მხარი უმრავლესობის ლიდერის პათოსს და განცხადებას, იმიტომ, რომ ეს თემა, რომელიც დაკავშირებულია საგარეო პოლიტიკისადმი ჩვენს დამოკიდებულებასთან და იმ უსაფუძვლო ბრალდებებთან, რომელიც ისმოდა „ქართული ოცნების“ მიმართულებით, სათავეს იღებს 2012 წლიდან, უფრო სწორად 2012 წლამდე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახერხებდა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში შეცდომაში შეეყვანა სრულიად განვითარებული სამყარო, რომ ოპოზიცია ქვეყანაში არის პრორუსული, ამიტომ გარკვეული გადაცდომები შესაძლებელია იყოს იმიტომ, რომ ისინი ებრძვიან აბსოლუტურად პრორუსულ ოპოზიას. შემდეგ კი, როდესაც მათ სრულიად დისკრედიტირებულებმა, არა მხოლოდ ადამიანის უფლებების საკითხში, არამედ საგარეო პოლიტიკაშიც წარუმეტებელი კატასტროფული ნაბიჯების გამო დატოვეს ხელისუფლება, მათ დარჩათ ერთადერთი არგუმენტი, რომლითაც შეეცადნენ გაეგრძელებინათ არსებობა და მომავალი პერსპექტივა შეექმნათ. კვლავ პრორუსული(ობაზე?) ხელისუფლებაში მოსული ძალის პრორუსულობაზე საუბარი იყო ერთადერთი არგუმენტი, რომლითაც მათ გააგრძელეს მოღვაწეობა და ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ ჩვენს პარტნიორებთან სხვადასხვა პერიოდულობით გარკვეულ წარმატებებსაც აღწევდნენ“.



რომან კაკულია ამბობს, რომ ახლა, როდესაც ქვეყნა შედის საარჩვენო პროცესში, საზოგადოებას მოუწევს იმსჯელოს არა მხოლოდ იმით, რასაც საუბრობენ ადამიანები, არამედ დაფიქრდნენ, თუ რა ალაპარაკებს ამ ადამიანებს და რა მოტივაციები დგას მათ უკან:
 
„ერთი დღე არ გავჩერდები ისეთ პოლიტიკურ ძალაში, რომელშიც ეჭვი მეპარება, რომ ის არ არის ევროპული ორიენტაციის. მაგრამ ის შეფასებები, რითაც ფასდება პროევროპულობა, პროდასავლურობა, პრორუსულობა, ეს ბავშვური, მიამიტური, ხშირ შემთხვევაში მავნებლური განმარტებები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს და სწორედ ამის დასაწყისი იყო სწორედ ის განცხადება, რაც დღეს ბატონმა გიამ (ვოლსკი) გააკეთა, რომელიც არის მთლიანად გუნდში მოფიქრებული პოზიციის გამოვლინება. მხარს ვუჭერ მას ბოლომდე და მინდა, ასევე, საზოგადოებამ გაიგოს, რომ მხოლოდ პასუხისმგებლიანი, საბოლოოდ შედეგზე და არა მიზნებზე მოქადაგე პოლიტიკური ძალა შეიძლება იყოს ქვეყნის სათავეში, რომელიც ყველა სცენარით საბოლოო შედეგზე პასუხს აგებს“, -  განაცხადა რომან კაკულიამ.



მისი თქმით, რუსეთისაგან მომავალი საფრთხეების გაანალიზება არის ვალდებულება შვილების, მომავალი თობების წინაშე, რომელთაც მხოლოდ ევროპული მომავალი წარმოუდგენიათ თავის მომავლად:


„ამიტომ ნებისმიერი საფრთხე, რომელმაც შეიძლება ბარიერი შეუქმნას ჩვენი ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციას, რომელიც გადის ევროპაში ეკონომიკურ ინტეგრაციაზე, რომელიც გადის იმ გრძელვადიან სტაბილურობაზე, რომელშიც შესაძლებელია, მიღებული იქნას ის რესურსები, რომელმაც შესაძლოა გახადოს ჩვენი რეალობა ევროპაში ინტაგრაციისა, ნებისმიერი პროცესი, რომელიც ამასთან წინააღმდეგობაში მოდის, არის ხელოვნური პროცესი და ამის ეჭვის საფუძველი არსებობს, იმიტომ, რომ წინა ხელისუფლებაში, სამწუხაროდ, შეიძლება ყველაზე არ ვთქვა, მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომელთა პოლიტიკაც იყო - ჩვენ თუ არ ვიქნებით ხელისუფლებაში, წყალსაც წაუღია მთელი ქვეყანა! რადგან ეს გამოცდილება არსებობს, ეს ზრდის იმ ეჭვებს, რომ მიზანმიმართულია ყველა ის ქმედება, რომელმაც დესტაბილიზაცია უნდა მოიტანოს ამ ქვეყანაში“.



რომან კაკულიას თქმით, „ქართული ოცნებაში“ ნამდვილად არის ყველა რესურსი, რომ ჩვენს საზოგადოებას და განსაკუთრებით ახალგაზრდობას დავანახოთ რას ნიშნავს რეალურად პროევროპულობა. მან თავის კომენტარში აქცენტი გააკეთა, ასევე, პოლიტიკური მოძრაობების სახლწოდებებზე, რომელსაც ისინი ირქმევენ:


„სამწუხაროდ პრივატიზებულია ის ძალიან მნიშვნელოვანი სახელები, რომელიც განასახიერებს ჩვენს მიზნებს. „ევროპული საქართველო“ - ამაზე დიდი იდეა დღეს საქართველოში არ არსებობს, მაგრამ ვინც ეს სახელი დაირქვა, ისინი რამდენად განასახიერებენ ამას, იმედია, არჩევნებში საზოგადოება თვითონ გააკეთებს ამ დასკვნას. ვიღაცა „პატრიოტია“, ისინიც რამდენად არიან ამის განმახორცეიელებელი, საზოგადოებამ უნდა გააკეთოს დასკვნა და მივესალმები ამ პროცესს - ყველაფრისათვის საკუთარი სახელის დარქმევას და ხანგრძლივი, ძალიან დიდი ფესვების მქონე ტყულის დამთავრებას იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს პროევროპულობა და რას ნიშნავს პრორუსულობა“,- განაცხადა კაკულიამ.


ზუგდიდში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა

სამეგრელოს რაიონის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ბაბუამ შვილიშვილს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა.

ნათია თურნავა:თბილისი მზადაა, აბრეშუმის გზის ფორუმს მაღალ დონეზე უმასპინძლოს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ყველა ის ლოკაცია დაათვალიერა, სადაც 22-23 ოქტომბერს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი გაიმართება.

მესტიაში ძმამ ძმა ცივი იარაღით მოკლა

მესტიაში, სოფელ ცხუმარში ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს. როგორც ცნობილია, ბრალდებული და მსხვერპლი ძმები იყვნენ. 

ბარსელონაში საპროტესტო აქციები გრძელდება

ბარსელონაში დამოუკიდებლობის მომხრეთა საპროტესტო აქციები არ წყდება. ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები, დაახლოებით, 10 დღეა მიმდინარებს.

სპეციალური შეთავაზება თიბისი სტატუსის მომხმარებლებისთვის დეველოპერული კომპანიისგან - „m2 უძრავი ქონება“

თიბისი სტატუსის მომხმარებლებს დეველოპერული კომპანიისგან - „m2 უძრავი ქონება“ სპეციალური შეთავაზებით შეუძლიათ სარგებლობა.

"რუსთავი 2"-ის 60%-იან წილს ყადაღა დაედო

იურისტ კახა კოჟორიძის ინფორმაციით,  "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლების ჯარჯი აქიმაძისა და დავით დვალის სარჩელი, საქალაქო სასამართლომ განსახილველად მიიღო.

თავდაცვის მინისტრი ფინეთის ელჩსა და ატაშეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფინეთის რესპუბლიკის ელჩს არია ინკერი მაკკონენსა და თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ჯუჰა მაკელას უმასპინძლა.

ზვიად კორძაძე: მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ წერილზე 17 ანაბეჭდი იქნა აღმოჩენილი

მამუკა ხაზარაძის ადვოკატის ზვიად კორძაძის განცხადებით, ლონდოში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად "მუქარის წერილზე" აღმოჩენილია 17 ანაბეჭდი.

გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 39 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.სოსო ჯავახიშვილს სხეულის 60%-ის დამწვრობა აქვს მიღებული და იგი შოკურ მდგომარეობაში იმყოფება. ექიმების ინფორმაციით, პაციენტი კონტაქტურია, თუმცა მისი მდგომარეობა რთულია.

„ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ“ კორპორაციულ მომხმარებლებს კურორტ საირმეში უმასპინძლა

„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მიერ კურორტ საირმეში მოეწყო სპეციალური ღონისძიება კორპორაციული მომხმარებლებისთვის, რომელიც უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა და ყოველწლიურად იმართება.

ბიძინა ივანიშვილი კახეთის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რეგიონულ ორგანიზაციებთან შეხვედრებს განაგრძობს.

გიორგი გახარია ბიზნესმენებს: მნიშვნელოვანია სწრაფი, ეფექტიანი კომუნიკაცია გვქონდეს

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქტიურად ვხვდებოდით, განვიხილავდით ყველა მწვავე საკითხს, არ არსებობდა დახურული თემები და შესაბამისად, ეს პირველ რიგში, ხელს უწყობდა ჩვენი ეკონომიკის განვითარებას, - ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა.

9 თვეში ექსპორტი 11.1%-ით გაიზარდა, იმპორტი 3.3%-ით შემცირდა

საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2019 წლის იანვარ-სექტემბერში $9.1394 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.5%-ით მეტია.

პოლიციამ კრიმინალური დაჯგუფების 5 წევრი დააკავა

პოლიციამ თბილისში ყაჩაღობის ფაქტი აღკვეთა - დანაშაულის მომზადების პროცესში დაკავებულია კრიმინალური დაჯგუფების 5 წევრი.

 
ყაჩაღობაში ბრალდებულს 8  წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობისთვის ბრალდებული გ.დ. დამნაშავედ ცნო.

გიორგი გახარია: გვესმის, რომ ქართულ ბიზნესს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა სჭირდება

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს. 

ვინ იქნება შემდეგი? გზა ბერლინში, რომელიც ზელიმხან ხანგოშვილისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა

23 აგვისტოს, ბერლინში, მამაკაცი პარკთან გზას აუჩქარებლად მიუყვებოდა. გეზი მეჩეთისკენ ჰქონდა აღებული, შაბათის ლოცვა იწყებოდა. უეცრად მას თავს დაესხნენ და ადგილზევე მოკლეს. 

მამუკა ხაზარაძის ადვოკატები "მუქარის წერილის" ორიგინალს დღეს პროკურატურას გადასცემენ

"თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ადვოკატები სასამართლოში წარდგენილ "მუქარის წერილს" დღეს პროკურატურას გადასცემენ. მანამდე კი, ადვოკატები წერილს მედიას 12:00 საათზე დაგეგმილ სპეციალურ ბრიფინგზე გააცნობენ.

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია განხორციელდა

საქართველოს მელიორაციამ   ახმეტის მუნიციპალიტეტში, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია დაასრულა.

ჩილეში, საპროტესტო აქციაზე ხუთი ადამიანი დაიღუპა

ჩილეში მიმდინარე აქციების დროს, შეტაკებების შედეგად, ბოლო მონაცემებით 5 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.

პარლამენტში ლევან მიქაბერიძეს უსმენენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ლევან მიქაბერიძეს უსმენენ.