კახეთში ყურძნის დღეღამური გადამუშავების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

კახეთში რთველი 2019-ის პროცესში, ყურძნის დღეღამური გადამუშავების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

 

“გასული დღეღამის მონაცემებით, კახეთში ყურძნის ყოველდღიური გადამუშავების მოცულობამ  9 ათას ტონას მიაღწია, რაც ბოლო თითქმის 30 წლის ყველაზე მაღალი, რეკორდული მაჩვენებელია. ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართული იყო მცირე, საშუალო და დიდი  70-მდე ღვინის მარანი. რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრები მობილიზებულები არიან, რომ ასეთი მაღალი გადამუშავების პირობებში, საწარმოებთან არ შეიქმნას დიდი რიგები. ღვინის საწარმოებთან მანქანების დიდი ნაკადის შემთხვევებში, ხდება მანქანების ორგანიზებული გადამისამართება ახლოს მდებარე  სaწარმოებში“, - აცხადებენ რთველის საკოორდინაციო შტაბში.



17 სექტემბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 63 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული: 41 ათასი ტონა რქაწითელი, 16 ათასი ტონა საფერავი, 2,8 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. 
რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 240 კომპანია, რომლებიც რთველის პროცესში სხვადასხვა დროს ერთვებიან.


რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბი განთავსებულია თელავში, სასტუმროში ,,ღვინის სასტუმრო თელავი“ (The Wine Hotel Telavi, ალაზნის ქ. 97). სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.


"ჯორჯიან მანგანეზი" განცხადებას ავრცელებს

ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, "ჯორჯიან მანგანეზმა" შიდა მოკვლევა დაიწყო.

30 ოქტომბერს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქმიანი ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით მასშტაბურ ღონისძიებას უმასპინძლებს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით და ორგანიზებით პირველად საქართველოს აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებიდან  უმსხვილესი ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელები ესტუმრებიან.

უმბერტო დე პრეტო აბრეშუმის გზის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის ორგანიზაციის (IRU) გენერალური მდივანი უმბერტო დე პრეტო 22 ოქტომბერს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის პანელში „სატრანსპორტო კავშირები - ტრანსფორმაცია აბრეშუმის გზის გასწვრივ და მის მიღმა“ მიიღებს მონაწილეობას.

ირაკლი მირცხულავა: მინდა ჩემი წვლილი შევიტანო პროკურატურის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და მისი ეფექტიანობის ზრდაში

„მინდა ჩემი წვლილი შევიტანო პროკურატურის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და მისი ეფექტიანობის ზრდაში“, - ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატმა ირაკლი მირცხულავამ პროკურორთა კონფერენციაზე განაცხადა.

აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ხელშემწყობის ახალი პროექტი იწყება

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში ახალი პროექტი „ეროვნული პარკები და ეკოტურიზმი“ იწყება.

ეროვნული ბანკი მდგრადი საბანკო ქსელის შეფასების სისტემაში ორი ნაბიჯით დაწინაურდა

საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი საბანკო ქსელის შეფასების სისტემაში ორი ნაბიჯით დაწინაურდა.

მიხეილ ბატიაშვილმა სომხეთის განათლების მინისტრთან რეფორმებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრა

მიხეილ ბატიაშვილმა და სომხეთის განათლების მინისტრმა არაიკ არუთიუნიანი რეფორმებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

გარემოსდაცვითი განათლების კვირეულის ფარგლებში შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები გაიმართა

გარემოსდაცვითი განათლების კვირეულის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის  ორგანიზებით სკოლის მოსწავლეებისთვის სხვადასხვა შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები გაიმართა.

დევდორაკის გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარატმენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132-კმ133 მონაკვეთზე მდებარე „დევდორაკის“ საავტომობილო გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

გაფრინდაულის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა

დიდუბის რაიონის გამგეობა გაფრინდაულის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.

კობა გვენეტაძემ მდგრადი დაფინანსების შესახებ მრგვალი მაგიდის სადისკუსიო პანელზე პრეზენტაცია წარადგინა

საქართველოს ეროვნული ბაკნის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და IFC-ის მხარდაჭერით შექმნილი მდგრადი საბანკო ქსელის (SBN) ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის დისკუსიაში, რომელიც ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.

EQAR-ის პრეზიდენტი: „თქვენ ჩვენი - ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის სრულუფლებიანი წევრი ხართ”

ერევანში, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის - ENQA-ს ყოველწლიურ გენერალური ასამბლეაზე საქართველო როგორც ასოციაციის წევრი ქვეყანა ოფიციალურად წარადგინეს.

კობა გვენეტაძე სსფ-ის და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მონაწილეობს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (სსფ) და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მონაწილეობს.

საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 ოქტომბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

"დაიცავი შენი შვილი" - ანა დოლიძე საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნის

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აზარტული თამაშების წინააღმდეგ საზოგადოებრივ მოძრაობას, სახელწოდებით -"დაიცავი შენი შვილი" აყალიბებს.

თალაკვაძე პრეზიდენტის პასუხისმგებლობაზე: ოპოზიციის განცხადებები სამმაგ სტანდარტს ეფუძნება

სკანდალური შეწყალებების საქმეზე პრეზიდენტის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ოპოზიციიის განცხადებები სამმაგ სტანდარტს ეფუძნება.

20 ივნისის საქმეზე დაკავებულებმა სასამართლო სხდომაზე ბრალი აღიარეს, დაცვის მხარემ კი, ბრალდების მხარის მტკიცებულებები უდავოდ ცნო

20 ივნისის საქმეზე დაკავებული გიორგი ჯავახიშვილი და თორნიკე დათაშვილი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილს საქართველოსთვის 3 მილიარდი აქვს დახარჯული, საიდანაც მოგება არ მიუღია

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, "პროგრეს ბანკთან" დაკავშირებით შესაძლო ფულის გათეთრების საკითხზე საუბრისას, საზოგადოებას ახსენებს თუ რამდენი დახარჯა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნისთვის.

ბილაინი NASA Space Apps Challenge-ის პარტნიორია

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრი, ბილაინი მსოფლიო მასშტაბის ჰაკათონის ადგილობრივი კონკურსის მხარდამჭერია.

ამირან გულუაშვილი: ვიქნები თითოეული გამომძიებლისა და პროკურორის წარმომადგენელი და ნების აღმსრულებელი საპროკურორო საბჭოში

„ვიქნები თითოეული გამომძიებლისა და პროკურორის წარმომადგენელი და ნების აღმსრულებელი საპროკურორო საბჭოში“, - ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს კანდიდატმა ამირან გულუაშვილმა პროკურორთა კონფერენციაზე განაცხადა.

რე|ბანკის და Dog Organization Georgia-ს ერთობლივი პროექტი მიუსაფარი ძაღლებისთვის

რე|ბანკი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში DOG (Dog Organization Georgia) - თან ერთად ახალ, სასარგებლო პროექტს განახორციელებს: