კახა კალაძემ რადიოქარხნის ტერიტორია ინვესტორთან ერთად დაათვალიერა

თბილისის მერმა კახა კალაძემ, „აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელ დირექტორთან, ვალერი ჩეხერიასთან ერთად, რადიოქარხნის ტერიტორია დაათვალიერა.

„აჭარა ჯგუფის“  შვილობილმა კომპანიამ - „ინდუსტრიული ქალაქი“  რადიოქალაქის ტერიტორია, დაახლოებით, 23 მლნ ლარად, აუქციონზე შეისყიდა და აიღო ვალდებულება, რომლის თანახმად აღნიშნული სივრცის განვითარებაში, 4 წლის განმავლობაში 8 მლნ დოლარის მოცულობის ინვესტიცია ჩაიდება. გარდა ამისა, პროექტი იმ კონცეფციის შესაბამისად უნდა განხორციელდეს, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაქირავებული კომპანიის, „კოლიერსის“ მიერ არის შედგენილი.


კახა კალაძის თქმით, პროექტის განხორციელების შედეგად თბილისში კიდევ ერთი ახალი მიზიდულობის ცენტრი შეიქმნება.


 „ალბათ ყველას გახსოვთ, ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდში,   მოსახლეობასთან მქონდა ერთ-ერთი პრეზენტაცია ამ კონკრეტული ადგილის მოწყობასთან დაკავშირებით. ჩვენ შევიმუშავეთ კონცეფცია, რომელიც „კოლიერსმა“ მოგვიმზადა. კონცეფციაში მითითებულია, თუ რა უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა განვითარდეს ეს კონკრეტული ადგილი, რომელიც მართლაც საინტერესო სივრცეა. გამოვაცხადეთ ტენდერი და   თავისი კონცეფციით  გავყიდეთ. გამარჯვებულია  „აჭარა ჯგუფი“, რომლის მფლობელობაშია  სასტუმროები: „სტამბა“, „რუმსი“, ასევე „ფაბრიკა“.


დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი საინტერესო ადგილი არა მხოლოდ გლდანის,  მუხიანისა და  თემქის მცხოვრებთათვის, არამედ მთლიანად დედაქალაქის მოსახლეობისთვის. აქ იქნება ყველანაირი შესაძლებლობა და პლატფორმა ახალგაზრდებისთვის. აქ ყველა თაობის ადამიანს ექნება შესაძლებლობა, მოვიდეს, გაერთოს და დაისვენოს.  პროექტის განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება“, - განაცხადა კახა კალაძემ.


პროექტი ითვალისწინებს მრავალფუნქციური გასართობი კომპლექსის მშენებლობას. კომპანია „კოლიერსის“ მიერ შემუშავებული კონცეფციის მიხედვით, რადიოქარხნის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს კვების ობიექტები, სავაჭრო, საგამოფენო, საკონცერტო, კულინარიული, სამუშაო-საწარმოო,  სპორტული, ფიტნეს და სხვა ტიპის სივრცეები, ღამის კლუბი, საცურაო აუზი, რეკრეაციული სივრცე, კინოთეატრი, გასართობი ცენტრი, მედიათეკა, მინი საბავშვო ქალაქი, მეცნიერებათა მუზეუმი და სხვა.  



ნათია თურნავა:თბილისი მზადაა, აბრეშუმის გზის ფორუმს მაღალ დონეზე უმასპინძლოს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ყველა ის ლოკაცია დაათვალიერა, სადაც 22-23 ოქტომბერს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი გაიმართება.

მესტიაში ძმამ ძმა ცივი იარაღით მოკლა

მესტიაში, სოფელ ცხუმარში ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს. როგორც ცნობილია, ბრალდებული და მსხვერპლი ძმები იყვნენ. 

ბარსელონაში საპროტესტო აქციები გრძელდება

ბარსელონაში დამოუკიდებლობის მომხრეთა საპროტესტო აქციები არ წყდება. ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები, დაახლოებით, 10 დღეა მიმდინარებს.

სპეციალური შეთავაზება თიბისი სტატუსის მომხმარებლებისთვის დეველოპერული კომპანიისგან - „m2 უძრავი ქონება“

თიბისი სტატუსის მომხმარებლებს დეველოპერული კომპანიისგან - „m2 უძრავი ქონება“ სპეციალური შეთავაზებით შეუძლიათ სარგებლობა.

"რუსთავი 2"-ის 60%-იან წილს ყადაღა დაედო

იურისტ კახა კოჟორიძის ინფორმაციით,  "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლების ჯარჯი აქიმაძისა და დავით დვალის სარჩელი, საქალაქო სასამართლომ განსახილველად მიიღო.

თავდაცვის მინისტრი ფინეთის ელჩსა და ატაშეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფინეთის რესპუბლიკის ელჩს არია ინკერი მაკკონენსა და თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ჯუჰა მაკელას უმასპინძლა.

ზვიად კორძაძე: მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ წერილზე 17 ანაბეჭდი იქნა აღმოჩენილი

მამუკა ხაზარაძის ადვოკატის ზვიად კორძაძის განცხადებით, ლონდოში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად "მუქარის წერილზე" აღმოჩენილია 17 ანაბეჭდი.

გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 39 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.სოსო ჯავახიშვილს სხეულის 60%-ის დამწვრობა აქვს მიღებული და იგი შოკურ მდგომარეობაში იმყოფება. ექიმების ინფორმაციით, პაციენტი კონტაქტურია, თუმცა მისი მდგომარეობა რთულია.

„ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ“ კორპორაციულ მომხმარებლებს კურორტ საირმეში უმასპინძლა

„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მიერ კურორტ საირმეში მოეწყო სპეციალური ღონისძიება კორპორაციული მომხმარებლებისთვის, რომელიც უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა და ყოველწლიურად იმართება.

ბიძინა ივანიშვილი კახეთის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რეგიონულ ორგანიზაციებთან შეხვედრებს განაგრძობს.

გიორგი გახარია ბიზნესმენებს: მნიშვნელოვანია სწრაფი, ეფექტიანი კომუნიკაცია გვქონდეს

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქტიურად ვხვდებოდით, განვიხილავდით ყველა მწვავე საკითხს, არ არსებობდა დახურული თემები და შესაბამისად, ეს პირველ რიგში, ხელს უწყობდა ჩვენი ეკონომიკის განვითარებას, - ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა.

9 თვეში ექსპორტი 11.1%-ით გაიზარდა, იმპორტი 3.3%-ით შემცირდა

საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2019 წლის იანვარ-სექტემბერში $9.1394 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.5%-ით მეტია.

პოლიციამ კრიმინალური დაჯგუფების 5 წევრი დააკავა

პოლიციამ თბილისში ყაჩაღობის ფაქტი აღკვეთა - დანაშაულის მომზადების პროცესში დაკავებულია კრიმინალური დაჯგუფების 5 წევრი.

 
ყაჩაღობაში ბრალდებულს 8  წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობისთვის ბრალდებული გ.დ. დამნაშავედ ცნო.

გიორგი გახარია: გვესმის, რომ ქართულ ბიზნესს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა სჭირდება

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს. 

ვინ იქნება შემდეგი? გზა ბერლინში, რომელიც ზელიმხან ხანგოშვილისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა

23 აგვისტოს, ბერლინში, მამაკაცი პარკთან გზას აუჩქარებლად მიუყვებოდა. გეზი მეჩეთისკენ ჰქონდა აღებული, შაბათის ლოცვა იწყებოდა. უეცრად მას თავს დაესხნენ და ადგილზევე მოკლეს. 

მამუკა ხაზარაძის ადვოკატები "მუქარის წერილის" ორიგინალს დღეს პროკურატურას გადასცემენ

"თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ადვოკატები სასამართლოში წარდგენილ "მუქარის წერილს" დღეს პროკურატურას გადასცემენ. მანამდე კი, ადვოკატები წერილს მედიას 12:00 საათზე დაგეგმილ სპეციალურ ბრიფინგზე გააცნობენ.

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია განხორციელდა

საქართველოს მელიორაციამ   ახმეტის მუნიციპალიტეტში, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია დაასრულა.

ჩილეში, საპროტესტო აქციაზე ხუთი ადამიანი დაიღუპა

ჩილეში მიმდინარე აქციების დროს, შეტაკებების შედეგად, ბოლო მონაცემებით 5 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.

პარლამენტში ლევან მიქაბერიძეს უსმენენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ლევან მიქაბერიძეს უსმენენ. 

საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა იწყება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა შედგება.