ბიძინა ივანიშვილი: ფონდი "ქართუ" დარჩება მხოლოდ კერძო დამფინანსებლად და არა საუნივერსიტეტო კომპლექსის მესაკუთრედ

"11 წლის წინ, მე და ჩემმა ოჯახმა დავიწყეთ ფიქრი და ოცნება, საქართველოში შეგვექმნა თანამედროვე და მძლავრი ტექნოლოგიური საგანმანათლებლო კერა, რომელიც გარღვევას მოახდენდა ქართულ სასწავლო და სამეცნიერო სივრცეში".

ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაციას ეხმაურება.


ივანიშვილის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება და 2020 წლის სექტემბერში, უნივერსიტეტი პირველი სტუდენტების მიღებას შეძლებს.


"ადგილი, სადაც ნიჭი და შესაძლებლობები რეალიზდება...საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ძალიან კარგად იცის, რომ განათლება ისევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც ჰაერი და წყალი. მხოლოდ განათლებაა ის იარაღი, რითაც ჩვენი ახალგაზრდობა შეძლებს დიდების დღეები აღუდგინოს ჩვენს სამშობლოს. ჩვენნაირი ქვეყნისთვის სწორედ განათლება წარმოადგენს იმ მთავარ რესურსს, რომელსაც განვითარების სტრატეგია უნდა დაეფუძნოს.


ჯერ კიდევ 11 წლის წინ, მე და ჩემმა ოჯახმა დავიწყეთ ფიქრი და ოცნება, საქართველოში შეგვექმნა თანამედროვე და მძლავრი ტექნოლოგიური საგანმანათლებლო კერა, რომელიც გარღვევას მოახდენდა ქართულ სასწავლო და სამეცნიერო სივრცეში.


2012 წელს, საჯაროდ დავპირდი ქართულ საზოგადოებას, რომ ქუთაისში ავაშენებდით უნივერსიტეტს და ამ ქალაქს საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციას დავუბრუნებდით. დღეს ყველანი ვხედავთ, რომ მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება და გაისად, 2020 წლის სექტემბერში, ამ შენობაში პირველი სტუდენტები შემოაბიჯებენ.


ეს რასაკვირველია, მნიშვნელოვანია, თუმცა, დღეს ჩვენ გვჭირდება არა უბრალოდ კიდევ ერთი უნივერსიტეტი, არამედ უმაღლესი განათლების ისეთი კერა, სადაც სწავლის ხარისხი შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან და ეს აღიარებული იქნება საერთაშორისო დონეზე. სწორედ ამიტომ, ამ სფეროს საუკეთესო სპეციალისტებთან ერთად, რამდენიმე წელია აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით და მნიშვნელოვან შედეგსაც მივაღწიეთ.


შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქუთაისში გვექნება საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის მენეჯმენტის სისტემა, საგანმანათლებლო მიმართულებები, მკვლევართა და ლექტორთა შერჩევის წესი მთლიანად შესაბამისობაში იქნება მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მართვის სისტემასთან, რომელთანაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2017 წლიდან თანამშრომლობს.


გარდა ამისა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს მსოფლიოს ისეთ წამყვან სასწავლო და სამეცნიერო ცენტრებთან, როგორიცაა იულიხის კვლევითი ცენტრი, აახენის უნივერსიტეტი და რენის უნივერსიტეტი.


საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ფონდი „ქართუ“ უკვე რამდენიმე წელი მუშაობს საქართველოში ადრონული ამაჩქარებლის პროექტზე და ამ მიზნით თბილისსა და ქუთაისში იქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ეს გახლავთ ურთულესი მაღალტექნოლოგიური პროექტი, რომლის წარმატებით განხორციელებას ესაჭიროება სათანადო სამეცნიერო-კვლევითი ბაზა, რაც გულისხმობს როგორც ინფრასტრუქტურას, ისე შესაბამისი კადრების მომზადებას.


ფონდი ეტაპობრივად ახორციელებს დასახულ მიზანს. პირველ ეტაპზე ქუთაისში აიგება ადრონული თერაპიის ცენტრი ციკლოტრონის ტიპის ამაჩქარებლით, რომელსაც ექნება როგორც სამეცნიერო-კვლევითი, ისე სამედიცინო დანიშნულება. ამ მიზნით უკვე გაფორმდა ხელშეკრულება ამაჩქარებლების მწარმოებელ საერთაშორისო კონცერნ „აიბიეისთან“ (IBA), რომელიც მსოფლიო ლიდერია ამ დარგში.
ამავე დროს თბილისში, კერძოდ დიღომში არსებულ ცენტრში მიმდინარეობს თანამედროვე ლაბორატორიებით აღჭურვილი საბუნებისმეტყველო სამეცნიერო ინსტიტუტების კლასტერის მოწყობა. ორივე ცენტრის მიზანია შესაბამისი კადრების მომზადება და ქართველი მეცნიერების ახალი თაობის აღზრდა. პროექტის განხორციელების მეორე ეტაპზე მოხდება დიდი ამაჩქარებლის - სინქროტრონის შექმნა, რომელიც სრულიად ახალ დონეზე აიყვანს ქართულ მეცნიერებას და შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ქვეყანას, გახდეს ევროპისა და მსოფლიოს ინტელექტუალური სივრცის სრულფასოვანი ნაწილი.


ამრიგად, ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი მოიცავს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამის საერთაშორისო კვლევით ტექნოლოგიურ ცენტრს და ჯანდაცვის საერთაშორისო ცენტრს, რომელთაც დღეს საქართველოში ანალოგი არ გააჩნია და ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯია.


განსაკუთრებულად მინდა გავუსვა ხაზი, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი იმუშავებს, ხოლო აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის კრიტერიუმები მთლიანად განისაზღვრება მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მოთხოვნების შესაბამისად",-აღნიშნულია ივანიშვილის განცხადებაში.


ამასთან, ივანიშვილის მინფორმაციით, ფონდი "ქართუ" დარჩება მხოლოდ კერძო დამფინანსებლად და არა მესაკუთრედ საუნივერსიტეტო კომპლექსისა.


"ვინმეს საკუთრება კი არ იქნება, არამედ იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტი და მთელი ქვეყნის საკუთრება.ჩვენ ვხედავთ, რომ 21-ე საუკუნე იქნება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ელვის სისწრაფით განვითარების ხანა. მსოფლიო ყოველდღიურად და ყოველწლიურად იცვლება. ამის საფუძველია ცოდნა და განათლება. ჩვენმა წინაპრებმა გარჯით და ბრძოლით შეინარჩუნეს და დაგვიტოვეს ეს მშვენიერი ქვეყანა. დღეს საქართველოს წინაშე მდგარი უმთავრესი ამოცანაა, ფეხი აუწყოს და არ ჩამორჩეს მსოფლიოში მიმდინარე სამეცნიერო-ტექნოლოგიურ პროცესს. ჩვენ გვყავს ნიჭიერი ახალგაზრდები, რომელთაც სჭირდებათ სათანადო პირობები და ადგილი, სადაც ეს ნიჭი და შესაძლებლობები რეალიზდება. სწორედ ეს არის მთავარი მიზანი, რის გამოც ვაარსებთ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით და ინფრასტრუქტურით აღჭურვილ საუნივერსიტეტო ქალაქს ქუთაისში, საგანმანათლებლო კომპლექსს, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნის გზამკვლევი ტექნოლოგიური აფეთქების ეპოქაში",-ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.


ნინოწმინდაში მამაკაცს და პირუტყვს, სავარაუდოდ, მეხი დაეცა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან, მთაში, ქართველმა მესაზღვრეებმა მამაკაცი გარდაცვლილი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი კი დახოცილი იპოვეს.

ნატახტარში, პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა

ოკუპაციის წინააღმდეგ დაგეგმილი აქცია პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.

 
ირაკლი სესიაშვილი: ევროკავშირი, გაერო, ეუთო, ნატო - ყველა კონსოლიდირებულია ჩვენი ინტერესების გარშემო და ჩვენ ვამბობთ, რომ გამოვიყენებთ ყველა საშუალებას, რომ მივაღწიოთ დეოკუპაციას

„ევროკავშირი, გაერო, ეუთო, ნატო - ყველა კონსოლიდირებულია ჩვენი ინტერესების გარშემო და ჩვენ ვამბობთ, რომ გამოვიყენებთ ყველა საშუალებას, რომ მივაღწიოთ დეოკუპაციას“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

 

ირაკლი სესიაშვილი: რუსეთს რომ პრაგმატული პოლიტიკა ჰქონდეს და ცივილიზებული სამყაროს ნაწილი იყოს, პირიქით უნდა აწყობდეს სტაბილური და უსაფრთხო მეზობელი საქართველოს სახით

„რუსეთს რომ პრაგმატული პოლიტიკა ჰქონდეს და ცივილიზებული სამყაროს ნაწილი იყოს, პირიქით უნდა აწყობდეს სტაბილური და უსაფრთხო მეზობელი საქართველოს სახით“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
 

ირაკლი სესიაშვილი უკანონო ბორდერიზაციაზე: ეს არის რუსების მხრიდან პოლიტიკური ჩხვლეტა და მისი მიზანი საქართველოში პოლიტიკური არასტაბილურობის გამოწვევაა

„ეს არის რუსების მხრიდან პოლიტიკური ჩხვლეტა და მისი მიზანი საქართველოში პოლიტიკური არასტაბილურობის გამოწვევაა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

სოფელ ჩოხში გოდერძი ჩოხელის მუზეუმი გაიხსნა

ქართველი მწერლის, რეჟისორის, სცენარისტისა და საზოგადო მოღვაწის გოდერძი ჩოხელის მუზეუმი მის მშობლიურ სოფელ ჩოხში აშენდა.

„დიდი და ბირთვული ქვეყანა ვართ და ჩვენს საზღვრებთან ნატო-ს ბაზების განთავსება გვაშფოთებს" - რუსეთის მუქარა საქართველოს

"ჩვენ დიდი და ბირთვული ქვეყანა ვართ და ჩვენს საზღვრებთან ნატო-ს ბაზების განთავსება გვაშფოთებს, ჩვენ ამას სამხედრო და პოლიტიკური გზით ვუპასუხებთ"

მანანა დოიჯაშვილს შანტაჟში და კლანურ მმართველობაში ადანაშაულებენ

თბილისის ივ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ორშაბათს რექტორის არჩევნებია დაგეგმილი.

ვახტანგ გომელაური: ესკალაციის საფრთხე დღესდღეობით არ არსებობს არანაირად, ვითარებას სრულად ვაკონტროლებთ

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

გორის საავტომბილო გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 20 ოქტომბერს 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, გორის საავტომობილო გვირაბის მარცხენა მხარეს (თბილისის მიმართულება) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

ნათია თურნავა: გაზის მიწოდებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს კიდევ გავამკაცრებთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მედიასთან საუბრისას კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, ხელი შეუწყონ გაზგამანაწილებელ კომპანიებს, მისცენ მათ შესაძლებლობა, შეამოწმონ გაზის მოწყობილობები და შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, გაზის მიწოდების აღდგენა თვითნებურად არ სცადონ.

ნათია თურნავამ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი დაშავებული ქალბატონი მოინახულა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გურამიშვილის გამზირზე დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალბატონი მოინახულა.

გიორგი გახარია: ღიმილს იწვევს თანმიმდევრულობაც, ლოგიკურობაც და კიდევ ბევრი რამ, აღარ შეიძლება უკვე ამ წერილზე საუბარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ის ყოველთვის ემორჩილება კანონს და საჭიროების შემთხვევაში, პროკურატურაში ჩვენებასაც მისცემს.

გაერო-ს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ბერიძე აბრეშუმის გზის ფორუმის ერთ-ერთი სპიკერი იქნება

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის პანელზე „ინოვაციებით გამოწვეული ზრდა - აბრეშუმის გზა ხელოვნურ ინტელექტთან ერთად“ ერთ-ერთი სპიკერი გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის ცენტრის (UNICRI) ხელმძღვანელი ირაკლი ბერიძე იქნება.

შატილის სკოლას სასკოლო ინვენტარი გადაეცა

საქართველოს განათლების, მეცნიერების,კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინიციატივით, შატილში დამწვარი სკოლა-პანსიონის მოსწავლეებისთვის სკოლას საჭირო რაოდენობის სახელმძღვანელოები, სასკოლო ჟურნალები, კომპიუტერები და საკანცელარიო ნივთები გადაეცა.

ვახტანგ გომელაური: ნდობის ჯგუფთან სამინისტროს ბიუჯეტზე, საიდუმლო შესყიდვებზე, ასევე, საზღვრის თემაზე ვისაუბრეთ

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომას დაესწრო.

გიორგი გახარია რეგიონებზე: ჩვენ მივალთ ყველა რაიონში, ყველა ქალაქში, დაველაპარაკებით ყველას

„ჩვენ მივალთ ყველა რაიონში, ყველა ქალაქში, დაველაპარაკებით ყველას. ჩვენთვის პრიორიტეტი იქნება მასწავლებელი, ექიმი, პოლიციელი, ფერმერი, სპორტსმენი - ყველა ის ხალხი, ვინც ქმნის ჩვენი ქვეყნის სახეს“

კახა კალაძე: ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ერთი შეცდომით შეიძლება ძალიან ბევრი ოჯახი გააუბედუროს

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ის ოჯახები მოინახულა, რომლებიც დროებით სასტუმრო „შაინში“ დაბინავდნენ.

გიორგი გახარია: სახელმწიფო დგამს ყველა ნაბიჯს, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა  მშვიდად განაგრძონ თავიანთ მიწაზე ცხოვრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე პროცესები მიუღებელია და ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებაა.

 
გიორგი ქობულია: ანაკლიის პროექტში, პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის ინტერესი უნდა იდოს

ამის შესახებ გიორგი ქობულიამ ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა.

გიორგი ქობულია: ჩვენ შეიძლება ავაშენოთ ანაკლიის პროექტი, მაგრამ შემდეგ აღმოვაჩინოთ, რომ ტვირთები არ მოდის

„ჩვენ რა თქმა უნდა შეგვიძლია ავაშენოთ ანაკლიის პროექტი, მაგრამ შემდეგ აღმოვაჩინოთ, რომ ტვირთები არ მოდის”, - განაცხადა ტვ „პირველის“ ეთერში ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ.