ექსპერტი : ეკონომიკის მინისტრის ასეთი მაღალი აქტივობა მხოლოდ მისასალმებელია

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გიორგი ცუცქირიძე ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას აზერბაიჯანში ვიზიტს დადებითად აფასებს.

"ქვეყნის ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს წამყვან სავაჭრო-პარტნიორ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებას. აზერბაიჯანი საქართველოსთვის არა მხოლოდ წამყვანი სავაჭრო-პარტნიორია, არამედ ბოლო წლებში ლიდერია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისითაც.


კერძოდ, აზერბაიჯანი საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის მე-3 ადგილზეა 9%-იანი წილით, ასევე 2018 წლის მონაცემებით, უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა 19%-იანი წილით. ასევე ხაზი უნდა გაესვას წარმატებულ თანამშრომლობას ტურიზმის სექტორში. შარშან საქართველოში აზერბაიჯანიდან ვიზიტორების ზრდამ 9% შეადგინა და ამ მაჩვენებლით აზერბაიჯანი აქაც ლიდერია.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას აზერბაიჯანში ვიზიტი და შეხვედრები უმაღლეს დონეზე, პირველ რიგში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან სწორედ ამ კუთხით არის საინტერესო და ნიშანდობლივი, რადგან აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ამასთან, აზერბაიჯანი არის ჩვენი ღია მხარდამჭერი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების კუთხითაც.


ნიშანდობლივია, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო, როგორც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე არაც არანაკლებ მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობას, რაც აუცილებელია ქვეყნების შემდგომი განვითარებისა და გლობალური მნიშვნელობის სატრანსპორტო - ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციისთვის.


ეკონომიკური მდგრადი განვითარებისა და ზრდის თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოსა და აზერბაიჯანზე გამავალი ენერგეტიული და სატრანსპორტო დერეფნების ეფექტურობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. ამ მიმართულებით უნდა გამოიყოს, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის დასრულება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს როგორც აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვისთვის საჭირო დროს, ასევე ქვეყნის გავლით დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვის საწინდარი გახდება.


ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზების მიმართულებით, მნიშვნელოვანი იქნება მიმდინარე წლის 22-23 ოქტომბერს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც წელს მესამედ ჩატარდება.


და ბოლოს ეკონომიკის მინისტრის ასეთი მაღალი აქტივობა მხოლოდ მისასალმებელია, რაც ადასტურებს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას სამთავრობო კურსს, რომელიც ძირითადად ორიენტირებული იქნება სწრაფი და თითოეული მოქალაქისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევაზე",- აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.


ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2663-მდე გაიზარდა

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტების რიცხვი 2663-მდე გაიზარდა, დაინფიცირებულთა ოდენობამ კი 77 600-ს მიაღწია. 

საქართველოში ამინდი გაუარესდება

25 თებერვალს საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იტყობინება. 

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

პოლიციამ დედისა და ბებიის მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა დააკავა

პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული - მ.ზ. ცხელ კვალზე დააკავა.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა

25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში საბჭოთა ოკუპაციის დღეა.

პოლიციამ გუდაურში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე ორი ადამიანი დააკავა

პოლიციამ ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული ვ.წ. და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 1993 წელს დაბადებული შ.ე. დააკავა. 

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. 

იტალიაში მიწისძვრა მოხდა - საკონსულო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

იტალიაში საქართველოს საელჩო კალაბრიის რეგიონში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ რეგიონში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში ცხელ ხაზზე დარეკვისკენ მოუწოდებს.

SOLO HOLOSEUM-ში ბავშვებისთვის შემეცნებით მასტერკლასებს SOLO Sunday-ს იწყებს

თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის მიზნით SOLO შემეცნებითი მასტერკლასების სერიას იწყებს.

მიურატები ზუგდიდში მიწის დაკანონებას ითხოვენ

დადიანების შთამომავლები ზუგდიდის მუნციიპალიტეტის სოფელ ჭკადუაშში მიწის დაკანონებას ითხოვენ.

კახეთში სოფელ ფშავლის ტყეში ხანძარია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშავლის ტყეში ხანძარი გაჩნდა.

იტალიაში საქართველოს საელჩო კორონავირუსის გამო ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონების მცხოვრებლებს მითითებებს აძლევს

კორონავირუსის გავრცელების გამო, იტალიაში საქართველოს საელჩო ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონების მცხოვრებლებს მიმართავს.

დავით ზალკალიანმა გაეროს გენერალურ მდივანთან, გაეროს უმაღლეს დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიის ფარგლებში გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა.

საქართველოს განათლების მინისტრმა ესტონელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს განათლების მინისტრმა ესტონეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, ესტონელ ხალხს ღირსშესანიშნავი თარიღი მიულოცა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

კორონავირუსის ეჭვის გამო თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებელი 40 წუთის დაგვიანებით გავიდა

თბილისიდან ბათუმის მიმართულების მოძრავი მატარებელი კორონავირუსზე ეჭვის გამო 40 წუთის დაგვიანებით გავიდა.

გიგი წერეთელმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას გაუსვა ხაზი

ვენაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას საქართველოს პარლამენტის წევრი, ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი ხელმძღვანელობდა.

კალათბურთელთა ნაკრები სერბეთში გამარჯვების შემდეგ თბილისში დაბრუნდა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ბელგრადში, სერბეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ თბილისში დაბრუნდა.

 

ქუთაისის აეროპორტში, მილანიდან ჩამოსულ მგზავრს ტემპერატურა დაუფიქსირდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მილანის რეისით ჩამოსულ ერთ მგზავრს ტემპერატურა დაუფიქსირდა, რომელიც ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

გიორგი ჩერქეზიშვილი: ინვესტორთა საბჭო ხელს შეუწყობს „100 საინვესტიციო შეთავაზების“ პროექტის განხორციელებას

"ინიციატივა „100 ახალი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პოტენციურ ინვესტორებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ბიუროკრატიასთან ურთიერთობას".

დავით ზალკალიანი: ადამიანის უფლებების დაცვის ჩარჩოს განვითარება მთავრობის დღის წესრიგის პრიორიტეტია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი "Good Human Rights Stories" ჯგუფის შეხვედრაზე, სიტყვით გამოვიდა.

საგადასახადო სამართალდარღვევის 310 ფაქტი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 310 ფაქტი გამოვლინდა.