„საპარტნიორო ფონდისა“ და „USAID Zrda“ -ს ერთობლივი პროექტით გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოები დაფინანსდება

„საპარტნიორო ფონდისა“ და „USAID Zrda“-ს ერთობლივი პროექტით საოკუპაციო გამყოფი ზოლის  მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოები დაფინანსდება. პროექტს „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველო“ განახორციელებს.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) პროექტის ფარგლებში სახელწოდებით, „ახალი საწარმოები გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში“,  გრანტის სახით 500 000 აშშ დოლარს გამოჰყოფს, რომლითაც „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებულები დაფინანსდებიან. დამწყებ მეწარმეებს შანსი ეძლევათ საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე  სოფლებში ინოვაციურ სიახლეებზე ორიენტირებული ბიზნესები წამოიწყონ. 


პროექტ „სტარტაპ საქართველოს“ მიერ გამოვლენილ გამარჯვებულებს, რომლებიც საკუთარ ბიზნეს საქმიანობას საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარედ აწარმოებენ, „USAID Zrda“ „საპარტნიორო ფონდისგან“ მიღებულ დაფინანსებას გრანტით გაუორმაგებს.


„საპარტნიორო ფონდისა“ და „USAID Zrda“-ს ერთობლივი პროექტის  პრეზენტაცია სიმბოლურად, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე რუხის სავაჭრო ცენტრში შედგა. მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი დანელიამ და „USAID Zrda“-ს ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა მოაწერეს, რომლის თანახმად, „საპარტნიორო ფონდი“ და „USAID Zrda“ საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ინვესტირებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობენ ხელს.


ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს USAID -ის მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა,  „USAID Zrda“-ს  ხელმძღვანელმა ქეთი ჭუმბურიძემ, ასევე „საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი დანელიამ.


„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში მეწარმეობის განვითარება, რაშიც დიდი წვლილი სახელმწიფომ უნდა შეიტანოს. რეგიონების განვითარება „საპარტნიორო ფონდის“ სტრატეგიული მიმართულებაა და ამ მხრივ, სწორედ პრიორიტეტულია გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლების ეკონომიკური გაძლიერება, ადგილობრივების დასაქმება და ახალგაზრდების გააქტიურება. სტარტაპ იდეების განხორციელებისთვის „საპარტნიორო ფონდისა“ და „USAID Zrda“-ს ერთობლივი პროექტი დაფინანსების ახალ  შესაძლებლობებს ქმნის. მოხარული ვარ, რომ USAID-მა საქართველოში ამ მნიშვნელოვანი პროექტის განსახორციელებლად სწორედ ფონდის შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველო“ აირჩია“, განაცხადა გიორგი დანელიამ.


„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობასთან, „საპარტნირო ფონდთან“, „სტარტაპ საქართველოსთან“ პარტნიორობა. ჩვენ ყველა ერთად ვცდილობთ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ეკონომიკურად გაძლიერებას, სამუშაო ადგილების შექმნას, და მათთვის შემოსავლების მდგრადობის უზრუნველყოფას. ამერიკის მთავრობა ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას”, განაცხადა პიტერ ვიბლერმა.


ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, აფხაზეთის მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად ზვიადაძემ, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების, USAID-ის, „საპარტნიორო ფონდის“, „სტარტაპ საქართველოს“, ადგილობრივი ბიზნეს წრეების, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ღონისძიებას სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. შეკრებილ საზოგადოებას პროექტის „ახალი საწარმოები გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში“ შესახებ ინფორმაცია „სტარტაპ საქართველოს“ დირექტორმა გიორგი ლომიძემ და „USAID Zrda“-ს  მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სპეციალისტმა საბა სარიშვილმა გააცნეს და დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.


სტარტაპერებისთვის  „საპარტნიორო ფონდისა“ და „USAID Zrda“-ს  ერთობლივ პროექტში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება „სტარტაპ საქართველოს“ ოფიციალურ ვებგვერდზე www.startup.gov.ge უკვე შესაძლებელია.


„სტარტაპ საქართველო" სს „საპარტნიორო ფონდის" მიერ დაფუძნდა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს დამწყები ბიზნესის (სტარტაპების) განვითარებას საქართველოში. პროგრამა „საპარტნიორო ფონდისა“ და „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ მიერ ერთობლივად მომზადდა. „სტარტაპ საქართველოს“ ამ დროისთვის 101 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის, 91 ინოვაციურ, 20 კი მაღალტექნოლოგიურში კომპონენტში.  


USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი „USAID Zrda“ არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს ხუთი რეგიონის 81 თემში. პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მეურნეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნეს კავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. პროექტი მოიცავს ადმინისტრაციული საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული თემებს. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.facebook.com/zrda.ge ; www.zrda.ge   


„პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ – „სოკარმა“ 2019 წლის CSR ანგარიში წარადგინა

კომპანია „სოკარმა“ CSR სტრატეგიის - „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტის“ 2019 წლის ანგარიში წარადგინა.

გუდაური–კობის მონაკვეთზე  მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.

„თბილისი ენერჯი“ უსაფრთხოების საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს

„თბილისი ენერჯის“ ხელმძღვანელები და გაზის უსაფრთხოების სპეციალისტები დედაქალაქის  მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.

სუს-მა თაღლითობის ფაქტზე 4 პირი დააკავა და 2 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ყალბი
დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე შპს „პრიზმა“-ს დირექტორი გ.ნ, ამავე კომპანიის სამუშაოთა მწარმოებლები გ.ჯ, ი.გ. და შპს „აუდიტ-ფრევეგი“-ს ექსპერტი რ.კ. დააკავეს.

ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს მოქალაქეები საჩხერის საავადმყოფოსთან არსებულ სასტუმროში განათავსეს 

ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს მოქალაქეები საჩხერის საავადმყოფოსთან არსებულ სასტუმროში არიან მოთავსებულები.

ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული კ.ჟ. ბათუმში დააკავეს.

ჰილარი კლინტონმა დონალდ ტრამპს პუტინის მარიონეტი უწოდა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა თეთრი სახლის ლიდერს დონალდ ტრამპს პუტინის მარიონეტი უწოდა.

 

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: სექტორულ და სხვა ტიპის რეიტინგებში საქართველოს ჯეროვანი წარმოჩენა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია

"ის ფაქტი, რომ ცნობილი გამოცემის, FDI Intelligence-ს მიერ თბილისი დასახელდა, როგორც საინვესტიციო ხარჯეფექტურობის კომპონენტში ყველაზე მიმზიდველი ევროპული ქალაქი, უდაოდ მისასალმებელია და კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს, მისი ეკონომიკის საინვესტიციო მიმზიდველობას", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.

დავით ზალკალიანი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე დღეს თბილისში დაბრუნდება და ორკვირიან კარანტინს საჩხერის სასტუმრო - კომპლექსში გაივლის

საქართველოს 34 მოქალაქე, რომელიც ჩინეთიდან საქართველოში დღეს ბრუნდება, ორკვირიან კარანტინს საჩხერის სასტუმრო - კომპლექსში გაივლის.

 

 

ბათუმში ახალგაზრდული ფორუმი "ადგილობრივი თვითმმართველობა სტუდენტებისთვის" გაიხსნა

თბილისის საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, ბათუმში დღეს ახალგაზრდული ფორუმი - "ადგილობრივი თვითმმართველობა სტუდენტებისთვის“ გაიხსნა.

ავსტრალიურ მედია საშუალებებში საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაცია ვრცელდება

ავსტრალიურ მედია საშუალებებში ასევე ვრცელდება ინფორმაცია საქართველოზე განხორციელებულ კიბერ-თავდასხმებთან დაკავშირებით. გამოქვეყნებულ ინფორმაციებში მოყვანილია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება.

კახა კალაძე: ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლება და განათლების რეფორმაა

"თქვენ ხართ ადამიანები, ვისაც გაქვთ განსხვავებული მოსაზრებები, ინოვაციური მიდგომები და ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა ქვეყნის განვითარების პროცესში",- ასე მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ ბათუმის ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეებს.

გურამ ნიკოლაშვილი: ოპოზიციას პასუხისმგებლობის ასარიდებლად სჭირდება, ჩადენილ დანაშაულებს უწოდოს შეცდომები, კანონიერად გასამართლებულ პირებს კი - პოლიტიკური პატიმრები

„ოპოზიციას პასუხისმგებლობის ასარიდებლად სჭირდება, ჩადენილ დანაშაულებს უწოდოს შეცდომები, კანონიერად გასამართლებულ პირებს კი - პოლიტიკური პატიმრები“, - ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ "დღის ქრონიკაში" განაცხადა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მონაწილეობა მიიღო 

20-21 თებერვალს, ავსტრიის დედაქალაქში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მე-19 ზამთრის სესია გაიმართა.

ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი „კამარა“ და „ევროპაბეთი“ პარტნიორები გახდნენ

დღეს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ფონდი "ქართუ": განულებული ვალების პროგრამის შესახებ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება

საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" განულებული ვალების პროგრამის შესახებ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

ალექსანდრა ჰოლ ჰოლი: ასეთი ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანის შერჩევა საქართველოს მთავრობის გონივრული ნაბიჯია!

დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი სოფიო ქაცარავს გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩად დანიშვნას სოციალურ ქსელში ულოცავს.

საქართველოში კანადის ახალდანიშნულმა ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

საქართველოში კანადის ახალდანიშნულმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. ანკარა), ჯამალ ქოქარმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ვახტანგ მახარობლიშვილს.

ირაკლი ღარიბაშვილი კანადელ დიპლომატებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კანადის ახალდანიშნულ ელჩს ჯამალ ქოქარს და კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიულ და ევროპულ საკითხთა დირექტორატის გენერალურ დირექტორს, დევიდ სპრულს უმასპინძლა.

„ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო დირექტორი შუქრუთის მოვლენებზე: წინააღმდეგები ვართ ნებისმიერი კონფრონტაციის, ველოდებით, რომ ყველაფერი დაუბრუნდეს გონივრულობას

ჩვენ წინააღმდეგები ვართ ნებისმიერი კონფრონტაციისა და დაპირისპირების, ამიტომ ველოდებით, რომ ყველაფერი დაუბრუნდეს გონივრულობას, - ამის შესახებ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო დირექტორმა მერაბ ლომინაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.