სიმონ ნოზაძე ომბუდსმენს: თქვენს მოხსენებებში  იზრდება მთავრობის მიერ გაკეთებული ღონისძიებების დადებითი ტენდენციები, რაც თქვენსობიექტურობაზე მიუთითებს

"თქვენთვის დამახასიათებელი კრიტიკით, ზოგჯერ მძაფრი კრიტიკით იყო წარმოდგენილი თქვენი ანგარიში, მაგრამ მთლიანად საკმაოდ ღრმად ფლობთ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას და მის ყველა სფეროში ჩაგვახედეთ".

ამის შესახებ პარლამენტში საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წელის ანგარიშის მოსმენის შემდეგ ფრაქცია „ქართული ოცნება -მრეწველების“ სახელით სიმონ ნოზაძემ განაცხადა.


მისივე განმარტებით, კრიტიკის მოსმენა სასიამოვნო არაა, თუმცა ბევრი სიმართლე  ითქვა და ის ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს.


"მე სიამოვნებით მინდა დავაფიქსირო, რომ თანდათან იზრდება თქვენს მოხსენებებში მთავრობის მიერ, ხელისუფლების მიერ გაკეთებული ღონისძიებების დადებითი ტენდენციები, რომელსაც ხელისუფლება აკეთებს და ესეც თქვენს ობიექტურობაზე მიუთითებს.


მე სიამოვნებით ვაფიქსირებ იმასაც, რომ თქვენ ეტყობა საკმაოდ კარგი გუნდი შეკრიბეთ, იმიტომ რომ ანალიზი ღრმა არის გაკეთებული, ზოგჯერ შესაძლოა არასასიამოვნო, მაგრამ მთლიანად ჭკუისსასწავლებელი ბევრისათვის. უღრმესი მადლობა ამ ყველაფრისათვის. მე ზოგიერთ თემას შევეხები, რომელსაც თქვენც შეეხეთ, და ჩემს მოსაზრებებს მოგახსენებთ ამ საკითხებთან დაკავშირებით. მაჩალიკაშვილების ოჯახი, ეს ძალიან მძიმე მოვლენა, რომელიც მოხდა, ჩემს გულისტკივილს კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ და არავის არ ვუსურვებ, არც ერთ მშობელს, თემირლანის მშობლების მდგომარეობაში ყოფნას. ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა. ჩვენ აქ რამდენიმე თვის წინ მოვისმინეთ ამ დარბაზში დახურული მოხსენება უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა, და მე აშკარად დავრწმუნდი, დარწმუნდა ოპოზიციაც და უმრავლესობაც, რომ საერთაშორისო ტერორიზმმა თავისი საცეცებით შემოაღწია საქართველოში, შეიქმნა ძირეული რგოლი საერთაშორისო ტერორიზმისა და ეს არაა სახუმარო საქმე, ხომ ხედავთ რა ხდება განვითარებულ ქვეყნებში, როგორ ებრძვიან ტერორიზმს.


ნუ მოვეკიდებით ამას ერთგვარი დაუდევრობით, ერთგვარი მეამიტობით. ტერორიზმია და მას ანტიტერორისტული საშუალებებით უნდა ებრძოლო. რა ვქნათ ახლა, ამ ბრძოლაში ორივე მხრიდან არიან დაღუპულები, მთელ მსოფლიოში ეს ასეა, დაიღუპა თემირლან მაჩლიკაშვილი? დაგვეღუპა გამოცდილი ოფიცერი ვანო გოლაშვილი! რა ვუყოთ? არ ვიბრძოლოთ? უნდა ვიბრძოლოთ! სწორედ ვანო გოლაშვილისნაირი ბიჭების გამოა, რომ ყველა ჩვენგანი აქ უსაფრთხოდ ვგრძნობთ თავს და საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რიცხვს რომ ეკუთვნის. ნუ ვიხუმრებთ ამ თემასთან, მეტი სერიოზულობით მოვექცეთ, მე კი, კიდევ ერთხელ გულისტკივილს გამოვთქვამ, როგორც თემირლანის, ისე ვანოს დაღუპვის გამო. მეორე - რუსთავი2-თან დაკავშირებული შეშფოთება, თქვენ ალბათ თქვენი შინაგანი რწმენითაც ამბობთ ამას, რომ გეშინიათ, რომ მედიაპლურალიზმს შეიძლება ზიანი მიადგეს და ერთგვარად შეიძლება ბალანსი დაირღვა. ბალანსი ალბათ იმიტო დაირღვა და ეს იმიტომ გვეჩვენება, რომ არ ფუნქციონირებს რუსთავი2-ის საინფორმაციო ბადე არ არის გასული. გავა და მე დარწმუნებული ვარ ისევ კრიტიკული იქნება ეს ტელევიზია. სიმართლე გითხრათ, მე ერთობ დადებითად ვუყურებ კრიტიკული ტელევიზიის არსებობას და რატომ ვამბობ, რა თქმა უნდა აქ რამდენიმე კრიტიკული ტელევიზიაა, რამდენიმე კი არა პრაქტიკულად ყველა ტელევიზია კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ, მაგრამ მე პირადად მადლიერი ვარ ამის და რატომ? გახსოვთ, რომ მე კენჭი ვიყარე ოპოზიციური პარტიიდან, და შემომთავაზა რ2-მა თავისი საეთერო სივრცე, გამოვიყენე და ჩემთვის დადებითი გამოხმაურება მოყვა ჩემს გამოსვლას რ2-ზე.


ამანაც შეუწყო ხელი ჩემს გამარჯვებას. ამიტომაც მე მიმაჩნია, რომ თვითონ რ2-მა უნდა შეინარჩუნოს კრიტიკული ნიშა და არა ვთქვათ ღვარძლიანი, შეგნებული დამახინჯება ფაქტებისა. ასეთი რამე არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ მოდით თქვენს ყურადღებას ერთ ასეთ ფაქტს მივაპყრობ, ის მასალები, რომლებიც გაასაჯაროვა გამოძიებამ, აშკარად მიუთითებს, რომ (მე რა თქმა უნდა ვიცავ უდანაშაულობის პრეზუმპციას, ამას სასამართლო გადაწყვეტს და მე ძალიან ვენდობი ჩვენს სასამართლო სისტემას ) აშკარად მიუთითებს, რომ რეინდერული ღონისძიება განხორციელდა მმართველი ჯგუფის მიერ, მენეჯმენტის მიერ, შეგნებულად დააზარალეს რ2-ის საუკეთესო ინტერესები, განგებ გადააგდეს ვალებში, ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ფიდუციური მოვალეობა არ შეასრულა მმართველმა გუნდმა რ2-ისამ დააზარალა რ2, ამასაც მიაქციეთ ყურადღება. დაიცავით რ2-ის ინტერესები და თანაც, რა რ2-ის ხელმძღვანელობა, მფლობელი, რა, პირველად არის ტელევიზიის მფლობელი? 15 წლის წინ ის არ იყო ამ ტელევიზიის მფლობელი? მე ასე მგონია, რომ ესეც ხელიდან გამოწოვილი მიზეზია, როდესაც მფლობელზე ვაკეთებთ აქცენტს და თანაც კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ ის შეინარჩუნებს ნიშას კრიტიკული ტელევიზიისას, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიისას. შემდეგი, ძალიან მნიშვნელოვანი თემა - 20-21 ივნისის მოვლენებია და მე რას მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო, ჯერ ერთი ახალი ტენდენციაა ოპოზიციისა, რომ ვიღაცას უნდა, რომ დანაშაული გადატეხონ რიგით თანამშრომელზე, ბატონებო, აქ უფლებამოსილების გადამეტებას შესაძლოა მართლა ქონდა ადგილი, და ვგონებ ეს მოვლენები ნამდვილად იყო, მე რასაც ვაკვირდებოდი, მაგრამ გამოძიებამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვას.


როგორ გგონიათ, პასუხი ვინ უნდა აგოს უფლებამოსილების გადამეტებაზე,? მე, როგორც ოფიცერს უფლებამოსილებისთვის რომ გადამემეტებინა, მე უნდა მეგო პასუხი, აქ ყველაფერი კანონქვემდებარე აქტებითაა განსაზღვრული, ინსტრუქციებია დაწერილი, გეგმაა შედგენილი, როგორ ემზადება სპეცდანიშნულების ქვედანაყოფი, ჩამონათვალია იმ იარაღის, რომელი უნდა გამოიყენოს და ამის მიხედვით ხდება მერე შეფასება გადამეტდა თუ არა უფლებამოსილება. მაინცდამაინც უნდა ყველას, რომ დამნაშავე გამოიყვანონ მინისტრი, არ გამოვა, მინისტრმა უკიდურესად კომპეტენტურად იმუშავა და იმუშავა თავდადებით. მინისტრი არ არის ვალდებული იმყოფებოდეს იმ ადგილას სადაც ხდება მოძალადეების მოგერიება, მაგრამ ის კაცი მთელი იმ საღამოს მანძილზე აქ იყო. ასე, რომ ნურავის ნუ გაუკვირდება თუ პროკურატურამ ვინმე დასაჯა. ამას ვთხოულობდით საზოგადოებაში ყველანი, ორივე ფრთა საზოგადოებისა ოპოზიციაც და ხელისუფლებაც და თუ ეს განხორციელდა მე ამაში დადებითის მეტს ვერაფერს ვხედავ. შემდეგ, ერთი ასეთ დეტალი, თქვენ ბრძანეთ, რომ, მე ასე დავარქმევ, ხშირად ჩვენი მოსახლეობის ერთი ნაწილი გაუმართლებელ ემოციებს იჩენს, როდესაც არატრადიციული ორიენტაციის მქონე ხალხთან აქვთ ურთიერთობა. რა თქმა უნდა ძალადობის ვერც ერთ ფორმას ვერ გავამართლებ, ამ თემაზე თქვენთან მე სოლიდარული ვარ ამ შეფასებაში, მაგრამ მე ასე მგონია, რომ საზოგადოების პრაქტიკულად ყველა ფენა მექანიკურ შეფასებას ვაძლევთ ამას. არ გვინდა ღრმად ჩავიხედოთ იმ სიღრმეებში რამ გამოიწვია ეს პრობლემა, პრობლემის არსში არ ვიხედებით.


ბატონებო, აუცილებლად გასათვალისწინებელია და ქალბატონო ნინო, თქვენც უნდა გაითვალისწინოთ ჩვენი ცივილიზაციური კუთვნილება, სად არის ჩვენი ფესვები, სად იყო ჩვენი ცივილიზაციის ღრმა ფენები, რამ გამოიწვია ის, რომ 4 ათას წლიანი ქარტეხილები გადავიტანეთ, რომ 40 საუკუნის მანძილზე ქართველი ხალხი ეროვნული ღირებულებებისა და ცნობიერების გადასარჩენად აწარმოებდა ბრძოლას. გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი, და შემდეგ, ახალი ფორმულირება გამოჩნდა უსაფრთხოების, ეს არის სოციო-ვეტალური უსაფრთხოება, მეც თქვენც, ამ დარბაზში მსხდომები, საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია დაიცვას ქვეყნისა და მისი, ქართველი ერის სოციო-ვეტალური უსაფრთხოება. ეს ყველამ გაითვალისწინეთ. მე შემეძლო ზოგ თემაზე კიდევ მელაპარაკა, უფრო სწორად, მე თქვენ მადლობას მოგახსენებთ, რომ თქვენ ვეტერანებზე ძალიან კარგად ბრძანეთ და 6 ათას ლარამდე მოითხოვეთ დაუბეგრავი შემოსავალი, მე ამ წინადადებას მხარს დავუჭერ. ზოგადად მგონია, რომ ჩვენ ვეტერანების უფლებებს ვერ ვიცავთ და ძალიან ცუდ მაგალითს ვაძლევთ იმ ხალხს, რომელსაც მოუწევთ სამშობლოს დაცვა. იმ ბიჭებს და გოგონებს, რომლებიც სამშობლოს სადარაჯოზე უნდა დადგნენ. ვეტერანებზე არ ზრუნვა სწორედ ამას გამოიწვევს და კარგია, რომ თქვენ ამ ინიციატივით გამოდიხართ. და კიდევ ერთი, თქვენ აღნიშნეთ სურამის ფსიქიატრიული კლინიკაზე და ჩემს სამაჟორიტარო ოლქის შემადგენლობაში შედის, მე პირადად რამდენჯერმე ვნახე მანამდეც სურამის ფსიქიატრიული კლინიკა, შემდეგ როდესაც აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა და სამუშაოების დაწყებაში სახალხო დამცველის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, სამწუხაროდ ბატონი სპარტაკ ბუკის, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ კლინიკას, გარდაიცვალა, მაგრამ მისი საქმე გამარჯვებულია, შესანიშნავი დაწესებულებაა ახლა იქ და ადამიანურ პირობებში ეს, ჩვენი საზოგადოების ძალიან მტკივნეული ნაწილი და გაოცდებით მათთან საუბრის დროს, რამდენ გონივრულ რამეს გეტყვიან ამ დაწესებულებების ბენეფიციარები.


მე სპარტაკის ოჯახს აქედანაც მინდა მადლობა ვუთხრა იმ დიდი ღვაწლისთვის ამ კლინიკის აღორძინებისა და წესრიგში მოსაყვანად. ქალბატონო ნინო, კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ თქვენც და თქვენს გუნდსაც ასეთი ღრმა ცოდნისათვის საზოგადოებაში და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი, თქვენ თუ ობიექტურობას შეინარჩუნებთ ჩემი მხარდაჭერა გარანტირებული გექნებათ“ , -განაცხადა სიმონ ნოზაძემ. 


ზუგდიდში სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში არჩევნები მიმდინარეობს

ზუგდიდში, ქალაქის ტერიტორიაზე, ეგრისის, მაცხოვრისკარისა და კოლხეთის ზონების ოთხ უბანზე ფარული კენჭისყრა მიმდინარეობს. 

ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ფოთში, მალთაყვის უბანში, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბოძს შეეჯახა.

თელავში ორგანიზაციის "ქვეყნის სამსახურში" ინიციატივით დაგეგმილი საპროტესტო აქცია დაიწყო

თელავში ორგანიზაციის "ქვეყნის სამსახურში" ინიციატივით დაგეგმილი საპროტესტო აქცია დაიწყო.

პროექტის, ,,ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში GeNoC-PH“ ფარგლებში კონფერენცია გაიმართება

21-22 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ნორვეგიული ცენტრის (DIKU) მიერ დაფინანსებული პროექტის, ,,ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში GeNoC-PH“ ფარგლებში კონფერენცია გაიმართება.

ილია მეორე აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს.

ნინოწმინდის ელექტროსადგურზე "ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომელი გარდაიცვალა

ნინოწმინდის სოფელ სოფელ განძაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, "ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომელს სავარაუდოდ, დენმა დაარტყა.

საკონსულო: ბარსელონა-თბილისის რეისის გაუქმების გამო, ბარსელონას აეროპორტში ამ ეტაპზე შვიდი მოქალაქეა დარჩენილი

ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსულის ინფორმაციით, რომელიც ბარსელონას აეროპორტში იმყოფება, საქართველოს ავიახაზების 20 ოქტომბრის ბარსელონა-თბილისის რეისის გაუქმების გამო, ბარსელონას აეროპორტში ამ ეტაპზე დარჩენილია მხოლოდ 7 მოქალაქე.

საკონსულო: ავიახაზებმა მოქალაქეებს ვითარების გადაწყვეტის რამდენიმე ვარიანტი შესთავაზეს, რომლის მიხედვით, უმეტესობამ მოაგვარა საკითხი

თბილისი- ბარსელონას და ბარსელონა-თბილისის მიმართულებით შეჩერებულ ავიარეისებთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსულო ბარსელონაში განმარტებას აკეთებს.

არეულობა ჩილეში - სუპერმარკეტში გაჩენილი ხანძრის შედეგად  სამი ადამიანი დაიღუპა

ჩილეში კვლავ საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. არეულობის დროს, სანტიაგოში მდებარე სუპერმარკეტში ცეცხლი გაჩნდა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

 
დონალდ ტრამპი: ჰილარი კლინტონი გაგიჟდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი შეშლილად მოიხსენია.

21 ოქტომბერს ჯივიპი ნუცუბიძის მე-2 მიკრორაიონის, მე-2 კვარტალში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 21 ოქტომბერს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნუცუბიძის მე-2 მიკრორაიონის, მე-2 კვარტალში, გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

 

ნათია თურნავა ქართველ ავიამეთვალყურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

20 ოქტომბერს მსოფლიო ავიამეთვალყურეების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საქართველოს ეკონომიკისა და მდსგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ქართველ ავიამეთვალყურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს. 

მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებთან საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების მიზნით, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს აგრძელებს.

გუდამაყრის ხეობაში ინტერნეტი გაეშვა

გუდამაყრის ხეობაში ფართოზოლოვანი სათემო ინტერნეტი გაეშვა, ხოლო სრულად ნოემბერში დაიფარება.

ლევან დავითაშვილი: თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია წარმატებულია, ჩვენ გადავარჩინეთ ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, 2019 წელს, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული ბრძოლის ღონისძიებების ანგარიში მოისმინა.

წალენჯიხაში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხვრჩვალი იპოვეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში, საცხოვრებელი სახლის უკან მდებარე სათბურში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხვრჩვალი იპოვეს.

სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი ამ ეტაპისთვის არ მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან რუსეთის საოკუპაციო ძალები პერიოდულად ჩნდებიან, თუმცა მათ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი ჯერჯერობით არ განუახლებიათ.

ორგანიზაცია "ქვეყნის სამსახურში" თელავში საპროტესტო აქციას გამართავს

მერიის აკრძალვის მიუხედავად, აქციის ორგანიზატორის, გიგა მაქარაშვილის თქმით, არ დაემორჩილებიან მერიის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და კონსტიტუციის თანახმად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მაინც შეიკრიბებიან.

კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პირის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა

გურამიშვილის გამზირზაფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პირის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმე რჩება.

ირაკლი ხელაძე: ვვარაუდობთ, რომ იმ კორპუსის მცხოვრებლების ნაწილს, სადაც აფეთქება მოხდა, თავიანთ ბინებში დაბრუნება შეეძლებათ

ნაძალადევის რაიონის გამგებელის ირაკლი ხელაძის განცხადებით, ერთ კვირაში გახდება ცნობილი, საცხოვრებლად ვარგისია თუ არა გურამიშვილის გამზირზე მდებარე კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა.

გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც  აფეთქება მოხდა, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა, ამ წუთებში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.