გიორგი ცუცქირიძე: „ქართუს“ ინვესტიცია უპრეცედენტოა, იგი არ არის წმინდა კომერციული ბიზნესმოდელი და არის მიმართული მოგების მიღებაზე ან დივიდენდებზე

ექსპერტი საბანკო და საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნას სოციალურ ქსელში აფასებს. 

„ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაში ფონდ „ქართუს“ მიერ ჩადებული 1 მილიარდ ევროზე მეტი, ბევრად მეტია ვიდრე ერთი, თუნდაც უკანასკნელი ათწლეულის ყველაზე დიდი ინვესტიცია. მიმაჩნია, რომ ეკონომიკაზე სარგებლის მოტანის თვალსაზრისით, იგი გაცილებით მეტ „არაპირდაპირ“ ეფექტსაც მოიტანს, ვიდრე თუნდაც სამხრეთ კავკასიური მილსადენის სისტემის გაფართოების პროექტი იყო. ბუნებრივია, არავინ აკნინებს, „ბრიტიშ პეტროლეუმის“ მიერ განხორციელებული ინვესტიციის სტრატეგიულ ხასიათს, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს იყო და არის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური დატვირთვის მატარებელი ენერგოდერეფანი, მაგრამ მაინც კომერციული პროექტია.

„ქართუს“ ინვესტიცია უპრეცედენტოა იმ თვალსაზრისითაც, რომ არ არის წმინდა კომერციული ბიზნესმოდელი. ის არ არის მიმართული მოგების მიღებაზე და დივიდენდებზე. წმინდა ეკონომიკური სარგებლისკუთხით, ასეთი მაშტაბური ინვესტიცია განათლებაში გაცილებით გრძელვადიან სარგებელს მოგვიტანს, რადგან ეს არის ინვესტირება მომავალში! ამ შემთხვევაში მთელი „არაპირდაპირი“ ეფექტი რჩება ინვესტიციის მიმღებ ქვეყანას. ეს არ არის მორიგი და ერთი რიგითი უმაღლესი სასწავლებელი, რომლებიც ისედაც საკმარისზე მეტია. მჯერა, გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი იქნება პირველი უნივერსიტეტი, რომელსაც მომავალი თაობების აღზრდაში იგივე მისია ექნება, რაც თავის დროზე სახელმწიფო უნივერსიტეტს ჰქონდა. რატომ ვფიქრობ ასე:

- ეს არის კერძო ფონდის მიერ განხორციელებული პირველი მსხვილი ინვესტიცია განათლებაში, რომლის ანალოგიც არა თუ საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაშიც ძნელად თუ მოიძებნება

- მას ექნება საერთაშორისო სტატუსი და მოიზიდავს სტუდენტებს როგორც რეგიონის, ასევე განვითარებადი ქვეყნებიდან, რაც საქართველოს საერთაშორისო პრესტიჟზე მხოლოდ დადებითად აისახება

- ამერიკული წამყვანი უნივერსიტეტების დიდი ნაწილიც ძირითადად კერძო პირებისა და ფონდების მხარდაჭერით ფინანსდება, ხოლო ბიზნესმოდელი არა მოგების კონტრიბუციაზე, არამედ განვითარებაზე და ახალი პროგრამების დანეგვაზეა ორიენტირებული. ამ უნივერსიტეტის შემთხვევაშიც ასე იქნება, როდესაც ჩინეთის ეკონომიკურ სასწაულზე საუბრობენ, ნუ დაგვავიწყდება, რომ დღეს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების ასეულში რამდენი ჩინური სახელმწიფო უნივერსიტეტია;

- თუ გავითვალისწინებთ, რომ ინვესტიციებს ახასიათებს მულტიპლიკატორის ეფექტი (გარკვეულ დარგში მიმართული ინვესტიციები იწვევენ მომიჯნავე დარგების განვითარებასაც), განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია;

- ევროპული დონის განათლება, მით უმეტეს ტექნოლოგიური პროფილით, საშუალებას მოგვცემს თუნდაც 5-10 წლიან პერსპექტივაში, ვიქცეთ კონკურენტუნარიან ქვეყნად და შემდგარ საზოგადოებად;

- სწორედ განათლებაში ჩადებული ინვესტიციებით გახდნენ წარმატებული ისეთი ქვეყნები, როგორიცაა, აშშ, გერმანია, საფრანგეთი, იაპონია, ჩინეთი, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები და სამხრეთ კორეა;

- მაღალ კვალიფიციური სამუშაო ძალა, არის მნიშვნელოვანი წინაპირობა წარმატებით გავუწიოთ კონკურენცია არა თუ მესამე ქვეყნების, არამედ განვითარებული ქვეყნების სამუშაო ძალასაც კი;

- რაც მთავარია, ცოდნაზე ბაზირებული ეკონომიკა ხელს შეუწყობს ქვეყანაში შემოვიდეს დამატებითი ინვესტიციები ისეთ ახალ დარგებში, რასაც ვერ უზრუნველყოფს ადგილობრივი კაპიტალი;

- წარმოების სტიმულირება საშუალებას მოგვცემს გაცილებით დივერსიფიცირებული გავხადოთ ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი, დავძლიოთ სიღარიბე და ვიქცეთ კონკურენტულ საზოგადოებად. ვერ ვიქნებით წარმატებული ქვეყანა, თუ არ გვეყოლება მაღალკვალიფიციური კადრები;

- ცალკე თემაა ქუთაისის, როგორც ქვეყნის განათლების რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბება. პარლამენტის დედაქალაქიდან გადატანა კი არ აქცევს ქუთაისს მიზიდულობის ცენტრად, არმედ სწორედ ასეთი გარღვევიდან მიღებული ეკონომიკური სარგებელი, რეგიონში ეკონომიკური აქტივობის გადატანის თვალსაზრისით. დღეს ბევრ წარმატებულ ქვეყანაში, სიღარიბეც დიდწილად სწორედ ამ ტიპის რეფორმების შედეგად იქნება დაძლეული.

ჩვენ უნდა გადმოვიღოთ ყველა ის დადებითი გამოცდილება, რაც დაგროვდა თანამედროვე მსოფლიოში. ძალზე საინტერესოდ გამოიყურება სამხრეთ კორეის ეკონომიკური განვითარების ძირითადი პრინციპი, რომლის თანახმადაც „ადამიანური რესურსი ბაზისურია განვითარებისათვის. რაც მთავარია, ის უნდა იყოს მუდმივად ინვესტირებადი“. ვფიქრობ, ეს გამოცდილება არც ჩვენ გვაწყენდა და ქუთაისში თანამედროვე ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნა ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი.

და ბოლოს:
ამ ტიპის უნივერსიტეტის დაფუძნება, თანაც ასეთ რეკორდულად მოკლე პერიოდში, თანამედროვე სტუდენტური ქალაქის აშენება, წამყვანი უცხოელი პროფესურით, ქვეყნის პრესტიჟის ზრდასთან ერთად, კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის შეუქცევად სვლას არაპრორუსულ, როგორც ამას ოპოზიცია წარმოაჩენს, არამედ საპირისპირო მიმართულებით- დასავლურ საგანმანათლებო და კულტურულ სივრცეში“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.


ზუგდიდში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა

სამეგრელოს რაიონის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ბაბუამ შვილიშვილს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა.

ნათია თურნავა:თბილისი მზადაა, აბრეშუმის გზის ფორუმს მაღალ დონეზე უმასპინძლოს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ყველა ის ლოკაცია დაათვალიერა, სადაც 22-23 ოქტომბერს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი გაიმართება.

მესტიაში ძმამ ძმა ცივი იარაღით მოკლა

მესტიაში, სოფელ ცხუმარში ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს. როგორც ცნობილია, ბრალდებული და მსხვერპლი ძმები იყვნენ. 

ბარსელონაში საპროტესტო აქციები გრძელდება

ბარსელონაში დამოუკიდებლობის მომხრეთა საპროტესტო აქციები არ წყდება. ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები, დაახლოებით, 10 დღეა მიმდინარებს.

სპეციალური შეთავაზება თიბისი სტატუსის მომხმარებლებისთვის დეველოპერული კომპანიისგან - „m2 უძრავი ქონება“

თიბისი სტატუსის მომხმარებლებს დეველოპერული კომპანიისგან - „m2 უძრავი ქონება“ სპეციალური შეთავაზებით შეუძლიათ სარგებლობა.

"რუსთავი 2"-ის 60%-იან წილს ყადაღა დაედო

იურისტ კახა კოჟორიძის ინფორმაციით,  "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლების ჯარჯი აქიმაძისა და დავით დვალის სარჩელი, საქალაქო სასამართლომ განსახილველად მიიღო.

თავდაცვის მინისტრი ფინეთის ელჩსა და ატაშეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფინეთის რესპუბლიკის ელჩს არია ინკერი მაკკონენსა და თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ჯუჰა მაკელას უმასპინძლა.

ზვიად კორძაძე: მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ წერილზე 17 ანაბეჭდი იქნა აღმოჩენილი

მამუკა ხაზარაძის ადვოკატის ზვიად კორძაძის განცხადებით, ლონდოში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად "მუქარის წერილზე" აღმოჩენილია 17 ანაბეჭდი.

გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 39 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.სოსო ჯავახიშვილს სხეულის 60%-ის დამწვრობა აქვს მიღებული და იგი შოკურ მდგომარეობაში იმყოფება. ექიმების ინფორმაციით, პაციენტი კონტაქტურია, თუმცა მისი მდგომარეობა რთულია.

„ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ“ კორპორაციულ მომხმარებლებს კურორტ საირმეში უმასპინძლა

„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მიერ კურორტ საირმეში მოეწყო სპეციალური ღონისძიება კორპორაციული მომხმარებლებისთვის, რომელიც უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა და ყოველწლიურად იმართება.

ბიძინა ივანიშვილი კახეთის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რეგიონულ ორგანიზაციებთან შეხვედრებს განაგრძობს.

გიორგი გახარია ბიზნესმენებს: მნიშვნელოვანია სწრაფი, ეფექტიანი კომუნიკაცია გვქონდეს

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქტიურად ვხვდებოდით, განვიხილავდით ყველა მწვავე საკითხს, არ არსებობდა დახურული თემები და შესაბამისად, ეს პირველ რიგში, ხელს უწყობდა ჩვენი ეკონომიკის განვითარებას, - ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა.

9 თვეში ექსპორტი 11.1%-ით გაიზარდა, იმპორტი 3.3%-ით შემცირდა

საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2019 წლის იანვარ-სექტემბერში $9.1394 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.5%-ით მეტია.

პოლიციამ კრიმინალური დაჯგუფების 5 წევრი დააკავა

პოლიციამ თბილისში ყაჩაღობის ფაქტი აღკვეთა - დანაშაულის მომზადების პროცესში დაკავებულია კრიმინალური დაჯგუფების 5 წევრი.

 
ყაჩაღობაში ბრალდებულს 8  წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობისთვის ბრალდებული გ.დ. დამნაშავედ ცნო.

გიორგი გახარია: გვესმის, რომ ქართულ ბიზნესს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა სჭირდება

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს. 

ვინ იქნება შემდეგი? გზა ბერლინში, რომელიც ზელიმხან ხანგოშვილისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა

23 აგვისტოს, ბერლინში, მამაკაცი პარკთან გზას აუჩქარებლად მიუყვებოდა. გეზი მეჩეთისკენ ჰქონდა აღებული, შაბათის ლოცვა იწყებოდა. უეცრად მას თავს დაესხნენ და ადგილზევე მოკლეს. 

მამუკა ხაზარაძის ადვოკატები "მუქარის წერილის" ორიგინალს დღეს პროკურატურას გადასცემენ

"თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ადვოკატები სასამართლოში წარდგენილ "მუქარის წერილს" დღეს პროკურატურას გადასცემენ. მანამდე კი, ადვოკატები წერილს მედიას 12:00 საათზე დაგეგმილ სპეციალურ ბრიფინგზე გააცნობენ.

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია განხორციელდა

საქართველოს მელიორაციამ   ახმეტის მუნიციპალიტეტში, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია დაასრულა.

ჩილეში, საპროტესტო აქციაზე ხუთი ადამიანი დაიღუპა

ჩილეში მიმდინარე აქციების დროს, შეტაკებების შედეგად, ბოლო მონაცემებით 5 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.

პარლამენტში ლევან მიქაბერიძეს უსმენენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ლევან მიქაბერიძეს უსმენენ.