ირაკლი ლექვინაძე : ცვლილებები გაართულებს ბიზნესის წარმოების პროცესს და ურთიერთობებს დასაქმებულს და დამსაქმებელს შორის

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) ჩატარების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

“ წარმოდგენილი ცვლილებებით უხეშად ხდება ჩარევა ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში და მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფორმით შრომის კოდექსში ცვლილებებს ექნება ბევრად ნეგატიური შედეგები, ვიდრე ის მოლოდინები და მიზნები, რომლებიც ჩადებულია მასში”- ასე აფასებს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს.


ბიზნესომბუდსმენის აპარატი აქტიურად არის ჩართული შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების განხილვაში და ბიზნესთან კონსულტაციების შედეგად შემუშავებული აქვს შენიშვნების და წინადადებები. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები,  არის მოტივატორი და ერთგვარი სტიმული  დასაქმებულს და დამსაქმებელს შორის ურთიერთობებში გარკვეული არალეგალური სექტორის ჩამოყალიბებისკენ.


“ვფიქრობთ, რომ  რიგი ცვლილებები გაართულებს ბიზნესის წარმოების პროცესს და ურთიერთობებს დასაქმებულს და დამსაქმებელს შორის.  კანონის პროექტში არის ჩადებული  საკანონმდებლო ნორმები ისეთ შრომით საკითხებზე, რომლებიც უშუალოდ დამსაქმებლის და დასაქმებულის შეთანხმების  ნაწილი უნდა იყოს  და  ამ საკითხებში საკანონდებლო ვალდებულებების ჩადება, შეზღუდვების დაწესება  არალეგალური შრომის ბაზრის გააქტიურების მოტივატორი იქნება.  მიგვაჩნია, რომ  ზეპირი ხელშეკრულებების ნაწილის მოშლა,  ზეგანაკვეთური სამუშაოების ნორმირება და ა.შ. არის ის კრიტიკული  საკითხები, რომლებიც უნდა დაკორექტირდეს. გამომდინარე იქედან, რომ ამ ცვლილებების ამოქმედების შემთვევაში  ერთის მხრივ კერძო სექტორს ახალი ვალდებულებები ეკისრება და მძიმდება ბიზნესის მდგომარეობა. მეორეს მხრივ,  იზღუდება დასაქმებული - თვითონ გადაწყვიტოს, როგორ შეათანხმოს თავის დამსაქმებელთან ის სამუშაო პროცესი თუ პირობები, რომელიც მისთვის შეიძლება იყოს მისაღები ან არ იყოს მისაღები,"- აცხადებს ბიზნესომბუდსმენის.


ირაკლი ლექვინაძე შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე  რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) ჩატარების მნიშვნელობაზეც ამახვილებს  ყურადღებას. მისი თქმით, იმისათვის, რომ ცხადი იყოს რა ეკონომიკურ ეფექტთან და დანაკარგებთან არის დაკავშირებული ცვლილებები RIA-ს ჩატარება აუცილებელია.


„ლოგიკურიც და აუცილებელიცაა, რომ ამ მასშტაბის ცვლილებებზე, რომელიც ფუნდამენტურად ცვლის შრომის ბაზრის დღეს არსებულ წესებს  ჩატარდეს რეგულირების გავლენის შეფასების ანალიზი, სადაც ზუსტად გამოჩნდება ნეგატიური ეფექტებიც და სავარაუდო შედეგებიც, რომელიც შეიძლება მოჰყვეს აღნიშნულ გადაწყვეტილებას. ეს საჭიროა იმისათვის, რომ ჩვენ დავინახოთ  ემსახურება თუ არა რეფორმა რეალურად დაგეგმილ მიზანს და რა ეკონომიკურ ეფექტთან და დანაკარგებთან გვექნება საქმე. ჩვენ არ უნდა მივიღოთ ისეთ გადაწყვეტილებები, რომელიც აღსრულების კუთხით იქნება რთული, იქნება ტვირთი ბიზნესისთვის, მოგვცემს ეკონომიკურ დანაკარგებს და შედეგი პრაქტიკულად ამ ნაწილში არ გვექნება."- ამბობს ირაკლი ლექვინაძე.


განათლების მინისტრს სამი ახალი მოადგილე ჰყავს 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ჩხენკელს სამი ახალი მოადგილე ჰყავს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ესტონელ კოლეგას შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ესტონელ კოლეგას ანდრეს რუნდუს შეხვდა.

„დელტა“ საავიაციო ქარხანაში სტრატეგიული მნიშვნელობის ჩარხ-დანადგარებს აღადგენს

სამხედრო-ტექნიკური ცენტრი "დელტა"  საავიაციო ქარხანაში სტრატეგიული მნიშვნელობის ჩარხ-დანადგარებს აღადგენს.

 

ყვარელში საბავშო ბაგა-ბაღი გაიხსნა

 ყვარელში საბავშო ბაგა-ბაღი გაიხსნა.  შენობას სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წელს ჩაუტარდა.

"ქართული ოცნების" ოფისთან აქციაზე პოლიციამ 3 პირი დააკავა

პარტია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 3 პირი დააკავა. 

 
ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა.

კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით იტალიაში იმყოფება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე  სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკის ქალაქ რეჯიო ემილიას ეწვია.

წყნეთში დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაკის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყნეთში სხვადასხვა საგზაო სამუშაოებთან ერთად, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე დასასვენებელი სივრცის განახლება მიმდინარეობს.

ლარი ისევ გაუფასურდა

21 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9781 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9776 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.05 თეთრი შეადგინა. 
 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მრგვალი მაგიდა თემაზე „ჰოლოდომორი: უკრაინელი ერის ტრაგედია და გენოციდი“ გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მრგვალი მაგიდა თემაზე „ჰოლოდომორი: უკრაინელი ერის ტრაგედია და გენოციდი“ გაიმართა.

 

ქეთევან ციხელაშვილი: ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხის პოლიტიზირება დაუშვებელია 

“ცხადია ვერც ადვოკატით, ან რაიმე სხვა ფორმით ჩვენ არ და ვერ შევალთ ე.წ. სამართლებრივ პროცესებში. ამაზე საუბარი არ მიდის და არც შეიძლება იყოს”, - ეს განცხადება სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილისათვის ადვოკატის აყვანასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილი ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოვიდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ატლანტიკურ საბჭოში მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო.

აბაშიძე დეკანოიძეს: თქვენი შვილი 10 დღეში როგორ გათავისუფლდა პატიმრობიდან, რომელსაც ბრალად ნარკოდანაშაული ედებოდა?

ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში გია აბაშიძემ „ალ ჯაზირას“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ხატია დეკანოიძეს დებატებისას მის შვილთან დაკავშირებული ფაქტი გაახსენა.

ცხინვალის КГБ ქართველი ექიმის მეგობართან და პაციენტთან საუბრის ჩანაწერს აქვეყნებს

ცხინვალის "КГБ" აცხადებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათვისუფლებისთვის ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებაზე ოფიციალური თბილისის, ქართული ოპოზიციისა და მისი დასავლელი კურატორების ზეწოლის მცდელობები უპერსპექტივოა.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.

ღამის სამუშაოზე დასაქმებულებს, შესაძლოა, პერიოდულად უფასო სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდეთ 

მოქმედი კანონმდებლობით, ღამის სამუშაო დროა 22:00 საათიდან 06:00 საათამდე. 

ევროკავშირისა და გაეროს ოთხი სააგენტოს ინოვაციური პროექტი საქართველოს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას ხელს უწყობს

საქართველოს კერძო კომპანიების, ბიზნესასოციაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების 100-ზე მეტი წარმომადგენელი  დაინტერესებულ მხარეთა ფორუმს დაესწრო.  

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში ლელა აქიაშვილი კამპანია „მე ვირჩევ თანასწორობის“ ფარგლებში სმენადაქვეითებულ მოსწავლეებს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაცია ევროპის საბჭოს ორგანიზებით გამართულ თანასწორობის კვირეულში სხვა სამთავრობო უწყებებთან ერთად მონაწილეობს, რომელიც კამპანიის "მე ვირჩევ თანასწორობას" ფარგლებში ხორციელდება.

არასამთავრობოები: დაკავებული დემონსტრანტების სასამართლო პროცესები მძიმე დარღვევების ფონზე ჩატარდა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

ვახტანგ გომელაური ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში გაემზავრა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკას ეწვევა.

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის უნივერსიტეტის ქართველ კურსანტებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქუანტიკოში, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის განათლების სარდლობასა და საზღვაო ქვეითთა კორპუსის უნივერსიტეტს ესტუმრა.