რა წერია შრომის კოდექსის პროექტში - მამუკა მდინარაძის განმარტება

„ძალიან სამწუხაროა, რომ ინტერპრეტაციები, სპეკულაციები და აქედან გამომდინარე ვნებათაღელვა მოჰყვა კანონპროექტს, რომელიც საქართველოს პარლამენტში დაინიცერებული არ არის".

ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.


მდინარაძის თქმით, კანონპროექტი პარლამენტში ჯერ შესული არ არის და გარკვეულ მუხლებთან დაკავშირებით კრიტიკა, არასერიოზულია.


"დღეს მთელი დღის განმავლობაში ვხედავთ იმის კრიტიკას, რაც არ არსებობს. სადღაც სამუშაო კაბინეტში, სამუშაო მაგიდაზე დევს ფურცლები, სხვადასხვა სეგმენტში კონსულტაციები მიდის ამასთან დაკავშირებით, არ არის საბოლოო პოზიცია, არც კომიტეტებში, არც უმრავლესობაში, არანაირი ფორმით ეს ყველაფერი გავლილი არ არის და ამის კრიტიკას ვისმენთ, რაც ძალიან არასერიოზულია. არასერიოზულია იმის მხრიდან, ვინც ამაზე პიარკამპანიას აწყობს და კრიტიკას გამოთქვამს რაღაც მუხლების მიმართ, რომელიც ბუნებაში არ არსებობს იმიტომ, რომ დაინიცერებული არ არის. პირადად ვესაუბრე დიმიტრი ცქიტიშვილს, რომელიც ამ თემაზე სხვადასხვა ჯგუფის ფარგლებში მუშაობს და მან თქვა, რომ ერთ-ერთი თემა, რომელზეც მთელი დღის განმავლობაში მიდის სპეკულაციები, არის გამოგონილი და ტყუილი",-განაცხადა მდინარაძემ.


მდინარაძის განმარტებით, სიცრუეა საუბარი, თითქოს ადამიანს არ ექნება უფლება, იმუშაოს ორ ადგილზე.


"ეს ტყუილი შეეხება იმას, რომ თითქოს ამ კანონპროექტში წერია, რომ ადამიანს არ ექნება უფლება, იმუშაოს ორ ადგილზე. ეს არის ტყუილი. როგორც აღმოჩნდა, ასეთი რამ იქ არ წერია. მეც არ მაქვს გავლილი ჯერ, თუმცა როგორც ცქიტიშვილი ამბობს, საუბარია იმაზე, რომ თუ დამსაქმებელი ადამიანს დააძალებს ზეგანაკვეთურ სამუშაოს, რომლის შესრულებაც დასაქმებულს არ შეუძლია ან არ სურს, დამსაქმებელს ამის უფლება და საშუალება არ ექნება.
დისკუსია შეიძლება ნებისმიერ თემაზე. მსჯელობა დავიწყოთ მას შემდეგ, რაც ექნება კანონპროექტის სახე და როდესაც მისი განხილვა დაიწყება. გარანტიას გაძლევთ, რომ ყოველმხრივად შევაფასებთ დისკუსიის ნაყოფს, რომელიც კანონპროექტად იქცევა და დაინიცრდება. გარანტიას გაძლევთ, რომ დავიცავთ როგორც დასაქმებულის, ასევე დამსაქმებლის ინტერესებს ისე, რომ არც ბიზნეს შეექმნას პრობლემა და დასაქმებულის უფლებებიც იყოს დაცული,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შრომის კოდექსის პროექტი მოქალაქეებს ერთზე მეტ სამსახურში მუშაობას უზღუდავს.


ლევან ახვლედიანი: მზად ვართ ანაკლიის პროექტზე პარლამენტში ვისაუბროთ

ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმის დირექტორი ლევან ახვლედიანი აცხადებს, რომ მზად არის მიიღოს პარლამენტარების მიწვევა და პროექტზე სასაუბროდ პარლამენტში მივიდეს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩართულობით უნდა მოხდეს. 

თბილისში "აბრეშუმის გზის ფორუმი 2019" დაიწყო

თბილისში "აბრეშუმის გზის ფორუმი 2019" დაიწყო. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გახსნა.

ბაკურციხე-წნორის გზის მშენებლობას ADB დააფინანსებს

კახეთის რეგიონში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ბაკურციხე-წნორის შემოსავლელი გზის მშენებლობა განხორციელდება. ახალი გზის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) დააფინანსებს.

საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან  კოორდინირებული ღონისძიებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

ოპერასთან აქცია მიმდინარეობს

ოპერისა და ბალეტის თეატრთან, სადაც "აბრეშუმის გზის ფორუმი" უნდა გაიხსნას, მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში" აქტივისტები აქციას მართავენ. ისინი კვლავ გიორგი გახარიას გაპრემიერებას აპროტესტებენ.

22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა

ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფელ ლელოვანის საჯარო სკოლის ეზოში დარგვის აქცია გაიმართა.

სუს-ის უფროსი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, როზარია პულისისთან შეხვედრა გამართა.

 
პოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შს სამინისტროს თანამშრომლებმა, 1961 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.ი., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარნეულში დააკავეს.

პარლამენტში გიორგი მიქაუტაძეს მოუსმენენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს გიორგი მიქაუტაძეს მოუსმენენ.

მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, მძიმეა

12 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც მეტროსადგურ "გოცირიძესთან" მატარებელი დაეჯახა, კვლავ მძიმეა.

 
თბილისში "აბრეშუმის გზის ფორუმი" დღეს გაიხსნება

თბილისში "აბრეშუმის გზის ფორუმი" იწყება. სტუმრებს შორის 30-ზე მეტი ოფიციალური დელეგაციისა და 400-მდე უცხოური კერძო სექტორის წარმომადგენელია. ორდღიან ფორუმს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გახსნის.

თურქეთი სირიაში ომის განახლებით იმუქრება

"იმ შემთხვევაში, თუ ქურთული სამხედრო შენაერთები სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ე.წ. უსაფრთხო ზონას მთლიანად არ დატოვებენ, თურქეთი ცეცხლს ისევ გახნის".

უკრაინაში ყოფილი მაღალჩინოსანი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

უკრაინაში ავიაკატასტროფას აგრარული პოლიტიკის ყოფილი მინისტრი ტარას კუტოვოი ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "ცენზორ ნეტი" ავრცელებს.

გიორგი შარვაშიძემ „თსუ“-ს დუდუ დადიანის თასის მოპოვება მიულოცა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმო მიღება გაიმართა.

უზბეკეთის ვიცე-პრემიერი: გვინდა შევისწავლოთ საქართველოს გამოცდილება ტურიზმის კუთხით

"ჩემთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ვიზიტი, ვინაიდან ამ ქვეყანასთან ტრადიციულად მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა გვაკავშირებს".

გლდანში გაზსადენის დაზიანების გამო 350 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა

„გლდანში გაზსადენის დაზიანების გამო 350 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა“, - ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ნათია თურნავა: უზბეკეთი ისწრაფვის დივერსიფიკაციისკენ და საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით ამ საშუალებას აძლევს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ელიორ განიევს შეხვდა და მასთან ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკვანძო საკითხები განიხილა.

გიორგი გახარია უზბეკეთის ვიცე პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უზბეკეთის ვიცე პრემიერ-მინისტრ ელიორ განიევს შეხვდა.

გიორგი გახარია ყატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ყატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ ჯასიმ საიფ აჰმედ ალ სულაითს შეხვდა.

თსუ-ს საკალათბურთო გუნდის წარმომადგენელთა დაჯილდოება გაიმართა

დუდუ დადიანის მემორიალური თასის 2019 წლის მფლობელის თსუ საკალათბურთო გუნდის წარმომადგენელთა დაჯილდოება გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საგადასახადო სამართალდარღვევის 330 ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 330 ფაქტი გამოვლინდა.