m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და ხარისხის ახალ ეტაპზე გადავიდა.

ერთგული და მომავალი კლიენტებისთვის კომპანიამ გაყიდვების ახალი ოფისი გახსნა, რომელიც ფუნქციონალურად, ტექნოლოგიურად და სერვისით სრულიად ინოვაციურია, პასუხობს თანამედროვე ადამიანის ყველა მოთხოვნას და მორგებულია მის ცხოვრების სტილზე. წერეთლის 118-ში მდებარე სივრცე დეველოპმენტის მომავალში გამავალი ერთგვარი კარია, რომელიც აქამდე არსებულ წარმოდგენებს ამსხვრევს და  უძრავი ქონების გაყიდვების უახლეს შესაძლებლობებს ბოლომდე წარმოაჩენს.



გაყიდვების ახალი ოფისის ნოვატორული შინაარსი გარე სივრციდანვე იგრძნობა, სადაც კომპანიის ყველაზე კომპაქტური, 27 კვადრატულ მეტრიანი ბინის ნატურალური ზომის გარემონტებული და სრულიად კეთილმოწყობილი ბინა დაგხვდებათ. კონსტრუქცია თითქოს დეკორატიული ამწით არის ჩადგმული, რაც იმის სიმბოლოდ შეგვიძლია განვიხილოთ, რომ m2 თქვენს ბინას ასე ერთი ხელის მოსმით - ზედმეტი ფორიაქისა და დროის კარგვის გარეშე მოგართმევთ.


ბილიკს მივუყვებით და ნებისმიერ სტუმარზე ადაპტირებული გაყიდვების ცენტრალურ ოფისში შევდივართ. ინტერიერის დიზაინი და განწყობა ზუსტად იმეორებს m2-ს ფილოსოფიას: არის თანამედროვე, ფუნქციონალურად მოსახერხებელი და ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი. თუმცა მთავარი მაინც აქ არსებული განწყობაა, პოტენციური მომხმარებლისადმი დამოკიდებულება, მის კომფორტსა და დროზე ზრუნვაა. მხოლოდ ერთხელ მისვლა სრულიად რეალურს ხდის იმის შესაძლებლობას, რომ აქ მოსვლიდან ერთ საათში ახალი ბინის მფლობელი გახდეთ.


ამისთვის კი ზედმეტი ფიქრიც არ დაგჭირდებათ, რადგან შოურუმში გამოყენებული ინოვაციური ტექნოლოგიებით ზუსტად შეიქმნით წარმოდგენას m2-ს უახლესი ამბიციური გეგმების შესახებ. ფოიეში დგას m3-ის მაკეტი, ის ჰორიზონტალურად განთავსებულ ე.წ. ვიდეოკედელზეა გაშლილი, რაც საშუალებას მოგცემთ, კომპლექსებს შორის მანქანებისა თუ ადამიანების მოძრაობას, სტადიონებსა თუ საბავშვო ზონებში მოთამაშეებსა დატყეპარკში დამსვენებლებს  ადევნოთ თვალი. თან არა მხოლოდ დღე-ღამის, არამედ წელიწადის ოთხივე დროის განმავლობაში. მაკეტი  შეგიქმნით განწყობას რომ კარგად დაინახოთ და შეიგრძნოთ, თუ სად არის თქვენი სახლი. 



m2-ს ახალი გალერეა, ზოგადად გაყიდვების სფეროში, ერთგვარი რევოლუციის მაგალითია, რომელიც მთლიანად ანგრევს ძველ სტანდარტებს და თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ახალ კულტურას ამკვიდრებს. უბრალოდ, წარმოიდგინეთ, რომ გყავთ ოჯახი, შვილები, რაც ნიშნავს, რომ ერთზე მეტი საძინებელი, იზოლირებული სამზარეულო და სხვა დამატებითი ფართიც გჭირდებათ. ასევე, ამჯობინებთ კონკრეტულ სართულს, სადარბაზოსა და ხედს. ასეთ შემთხვევაში, გაფილტვრის მეთოდს მიმართავთ და მხოლოდ თქვენს მოთხოვნებზე მორგებულ ბინას შეარჩევთ. ნამდვილი ჯადოქრობა კი სწორედ აქედან იწყება - როგორც კი არჩევანს დაადასტურებთ, ფოიეში განთავსებულ კომპლექსების მაკეტზე თქვენი მომავალი ბინის ფანჯრები განათდება. ამის მერე უკვე იმის განსაზღვრასაც შეძლებთ, რეალურად, როგორი ხედი იშლება თქვენი ბინიდან, როგორია მზის ტრაექტორია, როგორ ემიჯნებით მეზობელს და ა.შ.


ცენტრალურ ფოიეს გაივლით და ერთგვარ „სართულზე“ მოხვდებით, სადაც ყველა მოცულობის ბინა არა მხოლოდ ნატურალური ზომის მაკეტის სახით დაგხვდებათ, არამედ ბოლომდე აღჭურვილიც. თქვენ მხოლოდ უნდა აირჩიოთ, ცხოვრების ამ ეტაპზე 27 კვადრატულ მეტრიანი ბინა გჭირდებათ თუ უკვე მზად ხართ, ოჯახთან ერთად 90 კვადრატულიანში შესახლდეთ; აქვე აირჩევთ m2-ს დიზანერების მიერ შექმნილ ხუთი ტიპის რემონტსაც: მუსკატს, დარიჩინს, ვანილს, ჯინჯერს თუ ფისტაჩიოს. არ გაკმაყოფილებთ ჩამოთვლილი მენიუ? მაშინ მეორე სართულზე უნდა გადაინაცვლოთ და კომპანიის გამოცდილი დიზაინრების მომსახურებით ისარგებლოთ, რომლებიც იქვე გაჩვენებენ ინტერიერში გამოსაყენებელი მოსაპირკეთებელი მასალის დიდ არჩევანს და შედეგად უმოკლეს ვადაში, შექმნიან მხოლოდ თქვენს მოთხოვნებზე მორგებულ სრულიად ახალ ბინას.



ბინის მოცულობისა და რემონტის ტიპის არჩევის შემდეგ მისი ყიდვის დრო დგება. არც ამისთვის მოგიხდებათ ზედმეტი დროისა და ენერგიის დახარჯვა, რადგან საბანკო და ყველა სახის იურიდიულ მომსახურებასაც ადგილზე მიიღებთ. ამის შემდეგ კი, შეგიძლიათ, ბინაზე ცოტა ხანს საერთოდ აღარ იფიქროთ, რადგან როდესაც დათქმული დრო მოვა, m2 გამზადებული ბინის გასაღებს გადმოგცემთ და თქვენც ცხოვრების ახალი ეტაპისკენ მიმავალ კარს შეაღებთ. ეს კი გარდაუვალია, რადგან m2-ს გალერეაში მიღებული  შთაბეჭდილება ამ მოგზაურობაში ბოლომდე გადანაცვლების შეუქცევად სურვილს გაგიჩენთ.


ეკონომიკის სამინისტრო: ნათია თურნავას თბილისის აეროპორტის კერძო ინვესტორისთვის გადაცემის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია

ეკონომიკის სამინისტრო, მინისტრ ნათია თურნავასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, განცხადებას ავრცელებს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

იენს სტოლტენბერგი: საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა ამ პროცესის დრო განსაზღვრული არ გვაქვს

ჩვენ ვხედავთ უფრო მეტ ნატო-ს საქართველოში, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ლონდონში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.

ხობში ხანძარია

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში ორსართულიანი სახლი იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ელიზაბეტ II-მ ბრექსითის თარიღი დაადასტურა

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ II-მ განაცხადა, რომ მთავრობა ბრექსითს 31 ოქტომბერს განახორციელებს. 

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციას აანონსებს

მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე, აქციებს აანონსებს. როგორც მან "პირველს" განუცხადა, 15 ოქტომბერს აქცია-მსვლელობა გაიმართება, სადაც დეკანოზის საპატიმროში დარჩენას გააპროტესტებენ.

თამთა თოდაძის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილს პასუხობს

ისნის რაიონის ბიუროს თანამშრომლის თამთა თოდაძის ადვოკატი თამარ ლუკავა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონაწილეობით, სისხლის სამართლის სხვა საქმე არ არსებობს. აღნიშნული განცხადებით თამარ ლუკავა, ილია ჯიშკარიანის ადვოკატს მარიამ კუბლაშვილს პასუხობს.

პრემიერ-მინისტრი სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობას ულოცავს

მთავრობის მეთაური სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვას დაესწრო.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრად ვალერი ბგანბა დაინიშნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ 14 ოქტომბერს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრემიერ-მინისტრად ვალერი ბგანბა დაინიშნა.

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მე-8 შეხვედრა, რომელიც 16 ოქტომბერს თბილისში იყო დაგეგმილი, გადაიდო.

გიორგი გახარია სომხეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ოფიციალური ვიზიტები საქართველოს მეზობელ ქვეყნებში გრძელდება. 2019 წლის 15 ოქტომბერს მთავრობის მეთაური სომხეთს ეწვევა.

პაშა ბანკის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციამ აუტიზმის ცენტრი „პირველი ნაბიჯი“ გახსნა

პაშა ბანკის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციამ აუტიზმის ცენტრი „პირველი ნაბიჯი“ გახსნა. გახსნის ოფიციალური საზეიმო ღონისძიება 9 ოქტომბერს გაიმართა.

მომავალი 3 წლის განმავლობაში, ენერგოსისტემას 500 მგვტ-მდე დამატებითი სიმძლავრე შეემატება

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა "არაგვიჰესი" მოინახულა და ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

მეუფე ანანია: ჩვენ მხარს ვუჭერთ, მაგრამ არ ვაღიარებთ უკრაინის ავტოკეფალიას

წმიდა სინოდის წევრი, მიტროპოლიტი ანანია ამბობს, რომ ქართული ეკლესია მხარს უჭერს უკრაინის ავტოკეფალიას, თუმცა არ აღიარებს.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2019“  გაიმართა

საქართველოს ბანკი ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობასა და ღვინის კულტურის პოპულარიზაციას განაგრძობს.

პოლონეთის ხელისუფლებაში კონსერვატორები რჩებიან

"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, პოლონეთში ჩატარებული არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა. ამ შედეგებით მმართველი პარტია "სამართალი და სამართლიანობა" [Law and Justice] - 43.6 პროცენტით ლიდერობს. მეორე ადგილს კი, ოპოზიციური სამოქალაქო კოალიცია 27.4%-ით იკავებს.

კენი ლარკინმა თსუ-ის სტუდენტებისთვის იმღერა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, პირველკურსელ სტუდენტებს სწავლის დაწყება კენი ლარკინის კონცერტით მიულოცა.

 
ანრი ოხანაშვილი: დაპირება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა იქნებოდა მაქსიმალურად გახსნილი, გამჭვირვალე და ხანგრძლივი პროცესი, შევასრულეთ

"ეს არის ისტორიული პროცესი. ეს პროცესი შედგა", - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ პროცედურებთან დაკავშირებით.

ანრი ოხანაშვილი: სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ნაწილმა გასაუბრების პროცესი პოლიტიკურ სეირად აქცია

„სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ნაწილმა გასაუბრების პროცესი პოლიტიკურ სეირად აქცია“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

იაპონიაში ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხი 39-მდე გაიზარდა

იაპონიაში ტაიფუნი "ჰაგიბისის" მიერ გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხი 39-მდე გაიზარდა. ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს. 

დღეს სვეტიცხოვლობაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.

"გრიგოლ ვაშაძე ძალიან არ მომწონდა, ათიდან რვა საკითხში არ ვეთანხმები, იმიტომ მივეცი ხმა რომ ქვეყნისთვის კატასტროფა ამეცილებინა"

"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატს, მხოლოდ იმიტომ დაუჭირა მხარი, რომ ქვეყნისთვის სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობით გამოწვეული კატატროფა აეცილებინა თავიდან.