თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე კრწანისის ტყე-პარკის დასუფთავების ღონისძიებაში მონაწილეობდა

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კრწანისის ტყე-პარკში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდა.

დასუფთავების აქციის დაწყებამდე, მაია ბითაძემ იქ შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"მინდა ერთი ისტორია გავიხსენო. 1999 წელს, როდესაც გარემოს დაცვის სამინისტროში დავიწყე მუშაობა, ვმუშაობდით „ნარჩენების შესახებ კანონზე", რომელიც მხოლოდ 2015 წელს მივიღეთ, სწორედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით - ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. მადლობა მათ მხარდაჭერისთვის. ისინი ათეული წლების განმავლობაში გვიწევდნენ დახმარებას, რათა იმ მომავალი თაობის ცნობიერება, რომელიც აქ იმყოფება, სხვაგვარი ყოფილიყო. მადლობა მინდა, ასევე გადავუხადო CENN–ს, რომელიც ჩვენი აქტიური პარტნიორია. CENN–ისა და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID)
მეშვეობით, გასულ წელს თბილისში სეპარირებული ურნები განვათავსეთ, რაც ძალიან კარგად მუშაობს. არც ერთი იქ შეგროვებული ნარჩენი არ მიდის ნაგავსაყრელზე, არამედ მეორად პროდუქტად გადაქცევას, რეციკლირებას ექვემდებარება. აქ იმყოფებიან „თბილსერვისის“ წარმომადგენლები, ის ადამიანები,
რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ თბილისის ქუჩების მოვლა- დასუფთავებაზე. მე მოსახლეობის იმედი მაქვს, რომ ამ ადამიანების შრომა თუნდაც იმით დაფასდება, რომ დამატებით ნარჩენს არ გადავაგდებთ ჩვენს საცხოვრებელ გარემოში“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

კრწანისის ტყე-პარკში გამართულ დასუფთავების აქციაში სხვადასხვა სკოლა და უნივერსიტეტი, მოხალისეები, კერძო კომპანიები და CENN–ის კამპანიის - „გარემოს გულისათვის“ პარტნიორი ორგანიზაციები მონაწილეობდნენ. გარემოსდაცვითი აქცია არასამთავრობო ორგანზიაცია CENN–ის ორგანიზებით და USAID–ის მხარდაჭერით, გაიმართა. ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროსთან და თბილისის მერიასთან პარტნიორობით.

კრწანისის ტყე-პარკში, ასევე, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუთი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოსო პავლიაშვილი და CENN–ის ხელმძღვანელი ნანა ჯანაშია იმყოფებოდნენ.


იენს სტოლტენბერგი: საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა ამ პროცესის დრო განსაზღვრული არ გვაქვს

ჩვენ ვხედავთ უფრო მეტ ნატო-ს საქართველოში, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ლონდონში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.

ხობში ხანძარია

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში ორსართულიანი სახლი იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ელიზაბეტ II-მ ბრექსითის თარიღი დაადასტურა

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ II-მ განაცხადა, რომ მთავრობა ბრექსითს 31 ოქტომბერს განახორციელებს. 

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციას აანონსებს

მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე, აქციებს აანონსებს. როგორც მან "პირველს" განუცხადა, 15 ოქტომბერს აქცია-მსვლელობა გაიმართება, სადაც დეკანოზის საპატიმროში დარჩენას გააპროტესტებენ.

თამთა თოდაძის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილს პასუხობს

ისნის რაიონის ბიუროს თანამშრომლის თამთა თოდაძის ადვოკატი თამარ ლუკავა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონაწილეობით, სისხლის სამართლის სხვა საქმე არ არსებობს. აღნიშნული განცხადებით თამარ ლუკავა, ილია ჯიშკარიანის ადვოკატს მარიამ კუბლაშვილს პასუხობს.

პრემიერ-მინისტრი სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობას ულოცავს

მთავრობის მეთაური სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვას დაესწრო.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრად ვალერი ბგანბა დაინიშნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ 14 ოქტომბერს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრემიერ-მინისტრად ვალერი ბგანბა დაინიშნა.

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მე-8 შეხვედრა, რომელიც 16 ოქტომბერს თბილისში იყო დაგეგმილი, გადაიდო.

გიორგი გახარია სომხეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ოფიციალური ვიზიტები საქართველოს მეზობელ ქვეყნებში გრძელდება. 2019 წლის 15 ოქტომბერს მთავრობის მეთაური სომხეთს ეწვევა.

პაშა ბანკის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციამ აუტიზმის ცენტრი „პირველი ნაბიჯი“ გახსნა

პაშა ბანკის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციამ აუტიზმის ცენტრი „პირველი ნაბიჯი“ გახსნა. გახსნის ოფიციალური საზეიმო ღონისძიება 9 ოქტომბერს გაიმართა.

მომავალი 3 წლის განმავლობაში, ენერგოსისტემას 500 მგვტ-მდე დამატებითი სიმძლავრე შეემატება

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა "არაგვიჰესი" მოინახულა და ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

მეუფე ანანია: ჩვენ მხარს ვუჭერთ, მაგრამ არ ვაღიარებთ უკრაინის ავტოკეფალიას

წმიდა სინოდის წევრი, მიტროპოლიტი ანანია ამბობს, რომ ქართული ეკლესია მხარს უჭერს უკრაინის ავტოკეფალიას, თუმცა არ აღიარებს.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2019“  გაიმართა

საქართველოს ბანკი ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობასა და ღვინის კულტურის პოპულარიზაციას განაგრძობს.

პოლონეთის ხელისუფლებაში კონსერვატორები რჩებიან

"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, პოლონეთში ჩატარებული არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა. ამ შედეგებით მმართველი პარტია "სამართალი და სამართლიანობა" [Law and Justice] - 43.6 პროცენტით ლიდერობს. მეორე ადგილს კი, ოპოზიციური სამოქალაქო კოალიცია 27.4%-ით იკავებს.

კენი ლარკინმა თსუ-ის სტუდენტებისთვის იმღერა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, პირველკურსელ სტუდენტებს სწავლის დაწყება კენი ლარკინის კონცერტით მიულოცა.

 
ანრი ოხანაშვილი: დაპირება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა იქნებოდა მაქსიმალურად გახსნილი, გამჭვირვალე და ხანგრძლივი პროცესი, შევასრულეთ

"ეს არის ისტორიული პროცესი. ეს პროცესი შედგა", - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ პროცედურებთან დაკავშირებით.

ანრი ოხანაშვილი: სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ნაწილმა გასაუბრების პროცესი პოლიტიკურ სეირად აქცია

„სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ნაწილმა გასაუბრების პროცესი პოლიტიკურ სეირად აქცია“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

იაპონიაში ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხი 39-მდე გაიზარდა

იაპონიაში ტაიფუნი "ჰაგიბისის" მიერ გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხი 39-მდე გაიზარდა. ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს. 

დღეს სვეტიცხოვლობაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.

"გრიგოლ ვაშაძე ძალიან არ მომწონდა, ათიდან რვა საკითხში არ ვეთანხმები, იმიტომ მივეცი ხმა რომ ქვეყნისთვის კატასტროფა ამეცილებინა"

"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატს, მხოლოდ იმიტომ დაუჭირა მხარი, რომ ქვეყნისთვის სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობით გამოწვეული კატატროფა აეცილებინა თავიდან.

ტაქსის მძღოლი, რომელმაც ვაკეში ტურისტზე ფიზიკურად იძალადა, დააკავეს

შსს- ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული გ.თ. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ​