თსუ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშზე განმარტებებს ავრცელებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე განმარტებას ავრცელებს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014-2017 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში მოყვანილი ფაქტები არასწორადაა შეფასებული და დამატებით განმარტებას მოითხოვს, რათა საზოგადოებას სრულყოფილი
ინფორმაცია მიეწოდოს.


კერძოდ, დასკვნაში მითითებულია, რომ თსუ-ს მიერ პრინტერების კარტრიჯების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში აუდიტის სამსახური კონკურენციის შეზღუდვის მაღალ რისკს ხედავს, რაც უსაფუძვლოა.


თსუ-ს მხრიდან აუდიტის სამსახურს განემარტა რომ კარტრიჯების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში სიტყვა „ორიგინალი“-ს მითითება არ წარმოადგენს არაპირდაპირ მითითებას რომელიმე პრინტერების მწარმოებელი კომპანიების მიერ წარმოებულ პროდუქტზე. სატენდერო დოკუმენტებში სიტყვა „ორიგინალი“ გულისხმობს პრინტერის მწარმოებლის მიერ დამზადებულ, ან ამავე მწარმოებლის
მიერ სერტიფიცირებული კომპანიის მიერ დამზადებულ პროდუქტს და ეს აუცილებლობა გამოიწვია იმ შემთხვევებმა, როდესაც ორიგინალი კარტრიჯების ფასად მიმწოდებლებს შემოუთავაზებიათ მეორადი, საქართველოში კუსტარულად აღდგენილი/ გადამუშავებული კარტრიჯები. მწარმოებლის ავტორიზაციის წერილის (მაფ) მოთხოვნით კი ხდება მეორადი და კუსტარულად გადამუშავებული
პროდუქციისგან თავის დაცვა.


უნდა აღინიშნოს, რომ თავად შესყიდვების სააგენტოს პრინტერების და კარტრიჯების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერებში მოთხოვნილი აქვს ორიგინალი კარტრიჯები და მოთხოვნები შემდეგნაირად აქვს ჩამოყალიბებული:


„შემოთავაზებული სტანდარტული კარტრიჯი განკუთვნილი უნდა იყოს შემოთავაზებული სტანდარტული პრინტერისათვის, იგი უნდა იყოს ორიგინალი და ახალი (არამეორადი) პროდუქცია.“ ასევე, არასწორი ინტერპრეტაციაა ავეჯის შესყიდვასთან დაკავშირებით, სადაც თსუ-ის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში შესყიდვის ობიექტის პარამეტრები (ზომები, მასალები, ფერი და ა.შ.) სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული იყო ფიქსირებულ სიდიდეებში. თსუ განმარტავს, რომ სატენდერო დოკუმენტაციით
განსაზღვრული მოთხოვნები კონკრეტულ კომპანიაზე მორგებას არ გულისხმობდა.


დასამზადებელი ავეჯის შესყიდვის მიზნით პირველ რიგში ხდება ავეჯის განთავსების, ადგილმდებარეობის და ფართის შესწავლა, მზადდება შესაბამისი ნახაზები ზუსტი პარამეტრების მითითებით, რათა ტექნიკური დავალება არ ქმნიდეს დამაბრკოლებელ გარემოებას დამამზადებელი კომპანიებისათვის. ამასთან, აუდიტის სამსახური ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების შესასყიდად თსუ-ს მიერ ჩატარებულ ტენდერებში თითქოსდა ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის თვალსაზრისით არსებულ რისკებზე მიუთითებს. საკითხი ეხება ა/მანქანების ტექნიკური მომსახურების შესყიდვისას პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის და სატენდერო წინადადების ფასის კლების მეთოდს.


პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრა ხდება ბაზრის კვლევის ეტაპზე. რაც შეეხება პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების და პრეისკურანტის საბოლოო ღირებულების განსაზღვრის წესს, ის დარეგულირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების მე-11 მუხლით, რომლის მიხედვითაც, ტენდერის პრეისკურანტის საფუძველზე ჩატარებისას სატენდერო კომისია სატენდერო დოკუმენტაციაში თავად განსაზღვრავს პრეისკურანტში მოცემული სამუშაოს ან მომსახურების ერთეულების ღირებულების დადგენის წესს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების საბოლოო ფასთან მიმართებით. გარდა ამისა, მსგავსი
პრინციპით სარგებლობა სირთულეებს ნამდვილად არ იწვევს და უფრო მეტიც აღნიშნული პრინციპით სარგებლობს შემსყიდველი ორგანიზაციების უმრავლესობა მათ შორის სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც.


რაც შეეხება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით დაფინანსებული სამეცნიერო პროექტის თაობაზე გამოთქმულ მოსაზრებებს, თსუ-ს მიერ აუდიტის სამსახურს გაეგზავნა გრანტის მიმღები პასუხისმგებელი ფიზიკური პირის დამატებითი განმარტებები. ამასთან, დაფინანსებული კვლევა გრანტის
მიმღები პირის მიერ ჩატარდა სრულყოფილად და შესაბამისი ანგარიში წარედგინა სამეცნიერო ფონდს.


ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსის რეაბილიტაციაზე ხარჯთაღრიცხვა გაიზარდა და საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური და არაეკონომიური ხარჯვის რისკი; შეიქმნა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.


მეორე სასწავლო კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაციით განისაზღვრა ე.წ. Design-Build (DB) მეთოდით. აღნიშნული საკითხი დაფინანსების გამოყოფის ეტაპზე შეთანხმებული იქნა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8
ნოემბრის #289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და


მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხის შემსწავლელი უწყებათაშორის კომისიასთან.


აღნიშნულ კონცეფციას აქვს დადებითი მხარეები. კერძოდ, DB მეთოდი (რომელიც მოქმედ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაშია და ფართოდაა აპრობირებული) გულისხმობს ერთი კონტრაქტორის შერჩევას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება როგორც პროექტის შექმნაზე, ასევე სამუშაოების
წარმოებაზე. პასუხისმგებლობა პროექტის ხარისხზე და პასუხისმგებლობა სამუშაოების სათანადოდ წარმართვაზე გადადის მხოლოდ ერთ პირზე. შესაბამისად, მცირდება სადაო საკითხები და პროექტში ცვლილებების შეტანის საჭიროება. DB მეთოდი შესაძლებლობას იძლევა შემჭიდროებულ ვადებში და
ხარისხიანად განხორციელდეს მნიშვნელოვანი პროექტები რაც შეეხება შემსყიდველის მხრიდან სახსრების რაციონალურად ხარჯვას. მეორე კორპუსის რეაბილიტაციაზე ჩატარდა ბაზრის კვლევა 100-ზე მეტ
კომპანიასთან, სადაც დაფიქსირდა პროექტის მაქსიმალური ღირებულება 6,1 მლნ ლარი, ტენდერი გამოცხადდა უმცირეს ფასზე. ტენდერში მონაწილეობდა 3 კომპანია, საბოლოოდ ხელშეკრულება გაფორმდა 5,19 მლნ ლარის ღირებულების პროექტზე, რითაც გაწეულია 1 მლნ ლარზე მეტი ეკონომია.


ეკონომიკის სამინისტრო: ნათია თურნავას თბილისის აეროპორტის კერძო ინვესტორისთვის გადაცემის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია

ეკონომიკის სამინისტრო, მინისტრ ნათია თურნავასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, განცხადებას ავრცელებს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

იენს სტოლტენბერგი: საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა ამ პროცესის დრო განსაზღვრული არ გვაქვს

ჩვენ ვხედავთ უფრო მეტ ნატო-ს საქართველოში, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ლონდონში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.

ხობში ხანძარია

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში ორსართულიანი სახლი იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ელიზაბეტ II-მ ბრექსითის თარიღი დაადასტურა

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ II-მ განაცხადა, რომ მთავრობა ბრექსითს 31 ოქტომბერს განახორციელებს. 

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციას აანონსებს

მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე, აქციებს აანონსებს. როგორც მან "პირველს" განუცხადა, 15 ოქტომბერს აქცია-მსვლელობა გაიმართება, სადაც დეკანოზის საპატიმროში დარჩენას გააპროტესტებენ.

თამთა თოდაძის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილს პასუხობს

ისნის რაიონის ბიუროს თანამშრომლის თამთა თოდაძის ადვოკატი თამარ ლუკავა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონაწილეობით, სისხლის სამართლის სხვა საქმე არ არსებობს. აღნიშნული განცხადებით თამარ ლუკავა, ილია ჯიშკარიანის ადვოკატს მარიამ კუბლაშვილს პასუხობს.

პრემიერ-მინისტრი სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობას ულოცავს

მთავრობის მეთაური სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვას დაესწრო.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრად ვალერი ბგანბა დაინიშნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ 14 ოქტომბერს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრემიერ-მინისტრად ვალერი ბგანბა დაინიშნა.

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მე-8 შეხვედრა, რომელიც 16 ოქტომბერს თბილისში იყო დაგეგმილი, გადაიდო.

გიორგი გახარია სომხეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ოფიციალური ვიზიტები საქართველოს მეზობელ ქვეყნებში გრძელდება. 2019 წლის 15 ოქტომბერს მთავრობის მეთაური სომხეთს ეწვევა.

პაშა ბანკის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციამ აუტიზმის ცენტრი „პირველი ნაბიჯი“ გახსნა

პაშა ბანკის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციამ აუტიზმის ცენტრი „პირველი ნაბიჯი“ გახსნა. გახსნის ოფიციალური საზეიმო ღონისძიება 9 ოქტომბერს გაიმართა.

მომავალი 3 წლის განმავლობაში, ენერგოსისტემას 500 მგვტ-მდე დამატებითი სიმძლავრე შეემატება

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა "არაგვიჰესი" მოინახულა და ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

მეუფე ანანია: ჩვენ მხარს ვუჭერთ, მაგრამ არ ვაღიარებთ უკრაინის ავტოკეფალიას

წმიდა სინოდის წევრი, მიტროპოლიტი ანანია ამბობს, რომ ქართული ეკლესია მხარს უჭერს უკრაინის ავტოკეფალიას, თუმცა არ აღიარებს.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2019“  გაიმართა

საქართველოს ბანკი ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობასა და ღვინის კულტურის პოპულარიზაციას განაგრძობს.

პოლონეთის ხელისუფლებაში კონსერვატორები რჩებიან

"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, პოლონეთში ჩატარებული არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა. ამ შედეგებით მმართველი პარტია "სამართალი და სამართლიანობა" [Law and Justice] - 43.6 პროცენტით ლიდერობს. მეორე ადგილს კი, ოპოზიციური სამოქალაქო კოალიცია 27.4%-ით იკავებს.

კენი ლარკინმა თსუ-ის სტუდენტებისთვის იმღერა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, პირველკურსელ სტუდენტებს სწავლის დაწყება კენი ლარკინის კონცერტით მიულოცა.

 
ანრი ოხანაშვილი: დაპირება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა იქნებოდა მაქსიმალურად გახსნილი, გამჭვირვალე და ხანგრძლივი პროცესი, შევასრულეთ

"ეს არის ისტორიული პროცესი. ეს პროცესი შედგა", - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ პროცედურებთან დაკავშირებით.

ანრი ოხანაშვილი: სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ნაწილმა გასაუბრების პროცესი პოლიტიკურ სეირად აქცია

„სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ნაწილმა გასაუბრების პროცესი პოლიტიკურ სეირად აქცია“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

იაპონიაში ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხი 39-მდე გაიზარდა

იაპონიაში ტაიფუნი "ჰაგიბისის" მიერ გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხი 39-მდე გაიზარდა. ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს. 

დღეს სვეტიცხოვლობაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.

"გრიგოლ ვაშაძე ძალიან არ მომწონდა, ათიდან რვა საკითხში არ ვეთანხმები, იმიტომ მივეცი ხმა რომ ქვეყნისთვის კატასტროფა ამეცილებინა"

"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატს, მხოლოდ იმიტომ დაუჭირა მხარი, რომ ქვეყნისთვის სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობით გამოწვეული კატატროფა აეცილებინა თავიდან.