ავიაკომპანია Flynas- ი რიადიდან თბილისის მიმართულებით რეგულარული ავიარეისების შესრულებაზე გადადის

საუდის არაბეთის სიდიდით მეორე ნაციონალური ავიაკომპანია Flynas -ი რიადიდან თბილისის მიმართულებით ფრენების განხორციელებას იწყებს, რიადი -თბილისის მიმართულებით რეისები მთელი წლის განმავლობაში შესრულდება

პირდაპირი ფრენები მიმდინარე წლის 2 ოქტომბრიდან დაიწყება.
ავიაკომპანია Flynas– ის განაცხადებით რიადიდან თბილისის მიმართულებით კვირაში სამი პირდაპირი რეისი განხორციელდება, „კომპანიამ გაითვალისწინა მგზავრების მოთხოვნა და გაზარდა ოპერირება ახალი მიმართულებით“- ნათქვამია ავიაკომპანია Flynas -ის განცხადებაში.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს საუდის არაბეთში, აქედან გამომდინარე მჭიდროდ თანამშრომლებს ავიაკომპანიასთან, საქართველოს მხრიდან არაერთი მოლაპარაკება გაიმართა, რათა ავაკომპანია სეზონურიდან რეგულარული ფრენებზე გადასულიყო.
რიადი -თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის შესახებ მოლაპარაკება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მარიამ ქვრივიშვილსა და ავიკომპანია Flynas აღმასრულებელ დირექტორს ბანდერ ალმოჰანას შორის მიმდინარე წლის გაზაფხულზე შედგა. მოლაპარაკებებში ჩართული იყო საქართველოს ელჩი საუდის არაბეთში.
„საუდის არაბეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებაა, გამორჩეული მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს საუდის არაბეთში რაც ხელს უწყობს ქვეყნის ცნობადობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას და დამატებითი სტიმულია საქართველოში ახალი ავია რეისების დანიშვნის კუთხით. წარმატებული მარკეტინგული კამპანიისა და ავიაკომპანიის ეფექტური ოპერირების შედეგად საუდის არაბეთიდან საქართველოში მიმდინარე წლის რვა თვეში + 44,6 %-ით მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა. ავიკომპანია Flynas - ის გადაწყვეტილება მთელი წლის განმავლობაში გადავიდეს ოპერირებაზე არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის ტურიზმისთვის“- აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.
ავიაკომპანია Flynas საქართველოში 2018 წლიდან ოპერირებს.
Flynas საუდის არაბეთის სიდიდით მეორე ნაციონალური ავიაკომპანიაა, რომელიც მსოფლიოში 35 მიმართულებით ასრულებს ავიარეისებს. ავიაკომპანიის ფლოტი უახლესი საჰაერო ხომალდებისგან Airbus A320NEO შედგება, დაარსებიდან დღემდე ავიაკომპანია 40 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა და ეს ციფრი წლიდანწლამდე მზარდია.


უზბეკეთის ვიცე-პრემიერი: გვინდა შევისწავლოთ საქართველოს გამოცდილება ტურიზმის კუთხით

"ჩემთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ვიზიტი, ვინაიდან ამ ქვეყანასთან ტრადიციულად მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა გვაკავშირებს".

გლდანში გაზსადენის დაზიანების გამო 350 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა

„გლდანში გაზსადენის დაზიანების გამო 350 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა“, - ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ნათია თურნავა: უზბეკეთი ისწრაფვის დივერსიფიკაციისკენ და საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით ამ საშუალებას აძლევს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ელიორ განიევს შეხვდა და მასთან ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკვანძო საკითხები განიხილა.

გიორგი გახარია უზბეკეთის ვიცე პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უზბეკეთის ვიცე პრემიერ-მინისტრ ელიორ განიევს შეხვდა.

გიორგი გახარია ყატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ყატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ ჯასიმ საიფ აჰმედ ალ სულაითს შეხვდა.

თსუ-ს საკალათბურთო გუნდის წარმომადგენელთა დაჯილდოება გაიმართა

დუდუ დადიანის მემორიალური თასის 2019 წლის მფლობელის თსუ საკალათბურთო გუნდის წარმომადგენელთა დაჯილდოება გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საგადასახადო სამართალდარღვევის 330 ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 330 ფაქტი გამოვლინდა.

ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას  ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

 
მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

15-21 ოქტომბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“ და „სარფი“, სიგარეტის
კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

მხატვარ-დიზაინერის, მაკა ჯიშკარიანის პირველი პერსონალური გამოფენა იხსნება

21 ოქტომბერს, 19:00 თბილისში, ფოლკლორის ცენტრში, გაიხსნება მხატვარ- დიზაინერის, მაკა ჯიშკარიანის პირველი პერსონალური გამოფენა. მაკა ჯიშკარიანი ოთხმოცდაათიანელების წარმომადგენელია.

ნათია თურნავა: მთავრობამ კიდევ ერთი და მე ვიტყოდი, ბოლო შანსი მისცა კონსორციუმს და ანაკლიის ინვესტორებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მთავრობამ კიდევ ერთი და მე ვიტყოდი, ბოლო შანსი მისცა კონსორციუმს და ანაკლიის ინვესტორებს.

სოსო ფხაკაძე: პრემიერისგან მივიღე დაპირება, რომ არცერთი ახალი რეგულაციის შემოღება, რომელიც პირდაპირ კავშირშია ბიზნესთან და ეკონომიკასთან ჩვენთან კონსულტაციების, აზრთა შეჯერების გარეშე არ მოხდება

"პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ნამდვილად საინტერესო შეხვედრა იყო, იმიტომ რომ ძალიან ღია დისკუსია იყო. შევეხეთ ძალიან ბევრ თემას და პრემიერი ცდილობდა ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი გაეცა“.

ამირან სალუქვაძე: უკვე მარაზმში გადადის, რასაც თვითმარგინალიზაცია ჰქვია

„უკვე მარაზმში გადადის, რასაც თვითმარგინალიზაცია ჰქვია“, - ამ სიტყვებით ექსპერტი ამირან სალუქვაძე საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატის ზვიად კორძაძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

პაშა ბანკის ახალი სათავო ოფისი „აქსის თაუერსში“

პაშა ბანკის სათავო ოფისმა ახალ მისამართზე - „აქსის თაუერსში“, ილია ჭავჭავაძის გამზ. 37მ-ში გადაინაცვლა.

ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, წეროსხევის ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაცია დასრულდა

გორის მუნიციპალიტეტში, წეროსხევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რესტავრაცია დასრულდა.

თბილისში, კაზინოში გაზის გაჟონვის შედეგად 5 გოგო მოიწამლა 

გლდანში "ბეთლაივის" ერთ-ერთი კაზინოდან, სავარუდოდ, გაზით ინტოქსიკაციის გამო 5 გოგო კლინიკაში გადაიყვანეს. ცნობილია, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მაია ცქიტიშვილი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მაღალი დონის პანელში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი  მონაწილეობას მიიღებს თბილისის აბრეშუმის გზის ფარგლებში გამართულ პირველ პანელში - „მაღალი დონის დიალოგი საერთო მომავლისთვის“.

საქართველოს პრეზიდენტი ტოკიოს მერს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტოკიოში სამუშაო ვიზიტის მიმდინარეობისას ტოკიოს მერთან შეხვედრა გამართა.

 
საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა.

დოკუმენტის “განათლება მდგრადი განვითარებისთვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის” განხილვა გაიმართა

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა დოკუმენტის - “განათლება მდგრადი განვითარებისთვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის” წარდგენა დაინტერესებულ მხარეებთან.

ნათია თურნავა: ენერგეტიკული რეფორმა სწორი მიმართულებით ვითარდება

"მიხარია, რომ დღეს მომეცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო უმსხვილესი ინდუსტრიული ფლაგმანის "რუსთავის აზოტის" ახალი კონდენსაციური ელექტროსადგურის გახსნაში".