ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იგეგმება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ტაქსების რეფორმის პირველი და მეორე ეტაპი წარმატებით შედგა და იგეგმება მესამე ეტაპიც. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი მორგებული იქნება უკეთეს ხარისხზე და ტაქსების ბაზარზე სტაბილურ, ეკონომიკურ პირობებზე.


"არ შემიძლია დღეს არ ვისაუბრო ტაქსებზე და მოსახლეობას არ მივაწოდო ის შესანიშნავი შედეგები, რომელიც ჩვენ ბოლო კვირის განმავლობაში მივიღეთ. ძალიან ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, ბევრს საერთოდ არ სჯეროდა ამ რეფორმის. ამ სკეპტიციზმს ნერგავდნენ თვითონ ტაქსის მფლობელებში და ზოგადად საზოგადოებაში. კარგია, რომ ამ ადამიანებს ეს არ გამოუვიდათ და ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ამისთვის. გვქონდა ძალიან აქტიური კომუნიკაცია ნებართვის მფლობელ ტაქსის მძღოლებთან და ვფიქრობ, ეს არის რეფორმა, რომელიც ქალაქის ისტორიაში შევა და აუცილებლად თავის როლს შეასრულებს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაში. როგორც იცით, არსებობს ტაქსის ორი კატეგორია - A და B. დღეის მდგომარეობით, A კატეგორიაში, დაახლოებით, 7700 ლიცენზიაა გაცემული, ხოლო B-ში - 8800.


ეს არის რეფორმის მხოლოდ ორი ეტაპი, რომელთაგან მეორე მხოლოდ ახლა დავიწყეთ. ამ რეფორმას აუცილებლად ექნება მესამე ეტაპი, რომელიც მორგებული იქნება უკეთეს ხარისხზე და ტაქსების ბაზარზე სტაბილურ, ეკონომიკურ პირობებზე. რაც შეეხება მესამე ეტაპს, რა მოთხოვნები იქნება, ამის შესახებ ინფორმაციას აუცილებლად მივაწვდით საზოგადოებას, რომ მათ ჰქონდეთ დრო და შესაძლებლობა, რომ რეფორმისთვის მოემზადონ", - განაცხადა თბილისის მერმა.


ამასთან, დედაქალაქის მერმა ტაქსების რეფორმის მნიშვნელოვან ასპექტებზე ისაუბრა, და აღნიშნა, რომ რეფორმა ხელს შეუწყობს ქალაქში ტრანსპორტის მოწესრიგებას.


"ჩვენ აქამდე გადავდგით ნაბიჯები, რომელიც უკავშირდებოდა უსაფრთხოებას და ვიზუალურ სტანდარტს. იცით, რომ ორივე კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლებს აქვთ ვალდებულება, რომ წლის განმავლობაში ორჯერ გაიარონ ტექნიკური დათვალიერება. სამწუხაროდ, გვყავს ისეთი ტაქსის მძღოლები, რომელთა ავტომობილებმა ვერ შეძლეს შემოწმების იმ მოთხოვნებში ჩაჯდომა, რაც კანონშია გაწერილია. დაახლოებით, ასეთი იყო 30%. ვიზუალური სტანდარტის შექმნა და მასთან შესაბამისობაში ავტომანქანების მოყვანა მოვახერხეთ ისე, რომ ეს ფინანსურ ტვირთად არ დასწოლია ტაქსის მფლობელებს. ჩვენ შევქმენით უფასო ვაუჩერული სისტემა და ამ სისტემამ ძალიან კარგად იმუშავა.


მთავარი ამოცანა არის ის, რომ ნებართვა, რომელიც ტაქსის მძღოლებს გააჩნიათ, არ იყოს უბრალოდ ფურცელი. გარწმუნებთ, ეს იქნება მათთვის ღირებული და ვფიქრობ, რომ რეფორმა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ, ხელს შეუწყობს ტრანსპორტის მოწესრიგებას ქალაქში. ასევე, სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, შემოვიღეთ ზონალურ-საათობრივი პარკირება. ჯერ გვაქვს რამდენიმე ლოკაცია, სადაც პროექტის დანერგვა წარმატებით მიმდინარეობს. ეტაპობრივად, ცენტრალურ უბნებშიც გადავალთ და ანალოგიურ მიდგომებს იქაც შემოვიღებთ", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.


კახა კალაძემ ტაქსების რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ექსპერტებს და მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომელს.


"მინდა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს მადლობა გადავუხადო. ის პირადად იყო ჩართული პირველივე დღიდან, როდესაც ჩვენ დოკუმენტაცია მივიღეთ. სხვათაშორის, საერთაშორისო ორგანიზაციები და ექსპერტებიც დაგვეხმარნენ რეფორმის განხორციელებაში და მათაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. ასევე, მადლობა ჩვენს ყველა თანამშრომელს ამ მნიშვნელოვანი რეფორმისთვის", - განაცხადა თბილისის მერმა.


ლენტეხში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ქელეშბი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

ხვალ, 10 დეკემბერს ჯივიპი საბურთალოს რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 10 დეკემბერს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, კოსტავას და მიროტაძის ქუჩების კვეთაზე, წყალმომარაგების ქსელზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

ხვალ, 10 დეკემბერს ჯივიპი კრწანისის რაიონში, რუსთავის გზატკეცილზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 10 დეკემბერს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში, რუსთავის გზატკეცილზე N42-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების ქსელზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

საფრანგეთში "ნორმანდიული ოთხეულის" სამიტი მიმდინარეობს

პარიზში "ნორმანდიული ოთხეულის" სამიტი დაიწყო. 

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ უარი თქვა ოპოზიციის მოთხოვნაზე, რეზოლუციაში გაკეთებულიყო ჩანაწერი საქართველოში პოლიტპატიმრებისა და პოლიტიკური კრიზისის შესახებ

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ უარი თქვა ოპოზიციის მოთხოვნაზე, რეზოლუციაში გაკეთებულიყო ჩანაწერი საქართველოში პოლიტპატიმრებისა და პოლიტიკური კრიზისის შესახებ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გუგული მაღრაძემ განაცხადა.

ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ჩართვის სურვილი გამოთქვეს

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებების ფორმატში ჩართვის სურვილი გამოთქვა.

 

კახა კალაძე: ჩვენი ყველა ნაბიჯი გადადგმულია იმისკენ, რომ ხვალინდელი თბილისის გაცილებით უკეთესი იყოს

სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ საზოგადოებას გამგეობის მიერ 2018-2019 წლებში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

გაეროს ოფისთან 10 დეკემბერს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

ვაკეში, გაეროს ოფისთან 10 დეკემბერს 12:30 საათზე საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. 

"წინანდლის პრემიის" ლაურეატები 10 დეკემბერს გამოვლინდებიან

მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში 10 დეკემბერს 19:00 საათზე "წინანდლის პრემიის" ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

გიორგი ვოლსკი: ჩვენი ამოცანაა, საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღოთ იმისათვის, რომ სასამართლო იყოს ქმედუნარიანი

„ჩვენ ვხედავთ, რომ უზენაესს სასამართლოში ყველა ადგილი ვერ შეივსება, თუმცა ჩვენი ამოცანა მაინც არის ის, რომ საუკეთესო კანდიდატურები შევარჩიოთ, საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღოთ იმისათვის, რომ იყოს სასამართლო იყოს ქმედუნარიანი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

ომბუდსმენი: ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შიშები გვაქვს

"შიშები გვაქვს იმასთან დაკავშირებით როგორი იქნება ექიმ გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა",- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. 

რიმა ბერაძე ჩუღურეთში მცხოვრებ 10 წლის კესარიას ესტუმრა

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ რაიონში მცხოვრები ბავშვებისთვის ტრადიციული კვირეული დაიწყო, რომლის ფარგლებშიც პატარები დეპუტატს საახალწლო სურვილებს უგზავნიან.

ქეთევან ციხელაშვილი: ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი ძალიან მძიმე და მტკივნეულია 

„ყველა შესაძლო არხი ჩართულია ოსურ და რუსულ მხარეებთან, კერძო პირებით დაწყებული, რუსეთის ფედერაციასთან ყველა ოფიციალურ დონეზე  კომუნიკაციით დასრულებული“ - ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო ტყვეობაში ყოფნასთან დაკავშირებით გააკეთა.

საპატრიარქო: დავით გარეჯში შემავალი "უდაბნოსა" და "ჩიჩხიტურის" მონასტერთა საკითხი გადაუჭრელი რჩება 

საპატრიარქო დავით გარეჯის საკითხს ეხმაურება.

მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტი რუსეთთან დაკავშირებით WADA-ს რეკომენდაციას გაითვალისწინებს

WADA სრულად აკონტროლებს სპორტულ ღონისძიებებზე დოპინგთან დაკავშირებულ საკითხებს და სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებებს იღებს, რომელსაც შემდგომ მსოფლიო სპორტული ორგანიზაციები ითვალისწინებენ.

Saudi Aramco ეფლის $500 მლრდ-ით უკან ჩამოტოვებას გეგმავს

როგორ პორტალი M2B წერს საუდის არაბეთის უდიდესი სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco 11 დეკემბერს ბირჟაზე გასვლას გეგმავს, რის შემდეგაც ის დღეს არსებულ უძვირეს კომპანია Apple-ის უკან, სავარაუდოდ, $500 მლრდ-ით ჩამოიტოვებს.

 
ლევან გოგიჩაიშვილი დადებითად აფასებს „ევროპაბეთის“ თვითრეგულირებას

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი, რომელიც „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ“ ახალი კანონპროექტის თანაავტორია, მიიჩნევს, რომ თვითრეგულირების პრეცედენტით ბიზნეს სექტორმა გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე სახელმწიფომ.

თამარ ჯაფარიძე Europabet-ის სოციალურ კამპანიაზე: ეს არის ტემპერატურის დასაწევად დაწყებული პროექტი

საზოგადოებრივი მოძრაობის „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ დამფუძნებელი თამარ ჯაფარიძე „ევროპაბეთის“ მიერ სოციალური პროექტის - „პასუხისმგებლიანი თამაშის“ წამოწყებას დადებითად აფასებს, თუმცა მიიჩნევს, რომ აზარტული თამაშებით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად ეს ნაბიჯი დაგვიანებული და არასაკმარისია.

10 დეკემბერს მეგზევის დღე აღინიშნება

10 დეკემბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, მეგზევის დღე აღინიშნება.

თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 10 დეკემბერს, თბილისის რამდენიმე უბანს  ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "თელასი" ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე: უზენაესის მოსამართლეობის რამდენიმე კანდიდატი მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზეც იმსჯელეს.