კობა კობალაძე: ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოებისთვის რეკომენდებულია შესაბამი უწყებებისთვის ბიუჯეტის გაზრდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა 2020 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კობა კობალაძემ აღნიშნა, რომ იმ უწყებებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების დაცვაზე, ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, ასევე აღნიშნულ სტრუქტურებში დაგეგმილი რეფორმების ეფექტურად განსახორციელებლად, რეკომენდებულია ბიუჯეტის გაზრდა.


"2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ორიენტირებულია სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებაზე, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ სოციალური დაცვის მიმართულებით დაიხარჯება ბიუჯეტის სოლიდური ნაწილი - 3 512 800 000 ლარი ანუ მშპ-ის 7.2%, რაც უპრეცედენტოა. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად გამოცხადებულია ვეტერანებისა და მათი ოჯახების სათანადო ცხოვრების პირობებისა და კეთილდღეობისთვის მყარი სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური საფუძვლის შექმნის უზრუნველყოფა. ამის პარალელურად, არ არის გათვალისწინებული ვეტერანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. სწორედ ჩვენი ვალია ამ ადამიანებს შევუქმნათ ღირსეული ცხოვრების პირობები", - განაცხადა კობა კობალაძემ.


საკომიტეტო მოსმენისას გენერალმა კობალაძემ ისაუბრა იმ რეფორმების შესახებაც, რაც 2020 წლიდან აქტიურად დაიწყება საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების მიმართულებით და ძირითადი აქცენტი გაკეთდება სამხედრო მრეწველობის განვითარებაზე. მისი თქმით, იგეგმება საწარმოო ბაზის განახლება და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, თავდაცვის ძალებში არსებული შეიარაღებისა და ტექნიკური საშუალებების მოდერნიზება და აღდგენა.


როგორც გენერალმა კობალაძემ აღნიშნა, "ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარების მიზნით, აქტიურად იგეგმება თავდაცვის სფეროში სამეცნიერო კვლევების განხორციელება, საწარმოო სიმძლავრეების გაზრდა და ექსპერიმენტული მოდელების შექმნა შემდგომში ექსპორტის გაზრდის მიზნით, რაც თავდაცვის მინისტრის მიერ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდა. ამ მიმართულებით, საოპერაციო ხარჯებისთვის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია 27 644 400 ლარი. თუმცა, საინტერესოა რეალურად პასუხობს თუ არა აღნიშნული თანხა არსებულ გამოწვევებს, რამდენადაც, სამეცნიერო კვლევები, ტექნოლოგიების დანერგვა, არ არის მხოლოდ სტრუქტურული ერთეულის ბიუჯეტის თემა, ეს შეიძლება დამატებითი რესურსების მოძიებას საჭიროებდეს, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი სამხედრო ტექნიკა საკმაოდ მოთხოვნადია.


გარდა ამისა, ბიუჯეტის პროექტი მიხედვით, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადებულია თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ტერიტორიაზე განთავსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და განვითარება. ამ მხრივ, ბიუჯეტში საკმაოდ დიდი მატებაა, 2020 წლისთვის ის შეადგენს თითქმის გაოთხმაგებულ თანხას 2019 წელთან შედარებით“.


საკომიტეტო განხილვისას გენერალი კობალაძე შეეხო შსს-სთვის გამოყოფილი ბიუჯეტის თემასაც. „2020 წლისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროში იგეგმება მნიშვნელოვანი რეფორმები: შეიქმნება თანამედროვე სტანდარტების საპოლიციო სერვისების შესაბამისი მართლწესრიგის ოფიცერთა დანაყოფები, რომელთა უმთავრესი ამოცანა დანაშაულის პრევენცია იქნება. გაძლიერდება ქვეით პატრულ ინსპექტორთა კორპუსიც. ასევე გაგრძელდება უკონტაქტო პატრულირების ინსტრუმენტის განვითარებაც, რაც აუცილებელია საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილია 770 მლნ ლარი, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებელს 28.4 მლნ ლარით აჭარბებს. აღნიშნული გაზრდილი ბიუჯეტის სოლიდური ნაწილი 2020 წლის 1 ივლისიდან პოლიციელთა ხელფასების საშუალოდ 125 ლარით გაზრდას მოხმარდება".


როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძე განაცხადა, თუ წლის ბოლომდე გამოჩნდება დამატებითი რესურსი, ის გადანაწილდება ქვეყნისთვის პრიორიტეტული სფეროების მიმართულებით.


ნათია თურნავა: მიხარია, რომ ქართველ სტარტაპერებს შორის ქალბატონების რაოდენობა იზრდება

"როგორც ეკონომიკის მინისტრს და როგორც ქალს, ძალიან მახარებს ქალბატონების რაოდენობა სტარტაპერებს შორის, რადგან ძალიან ბევრი, კრეატიული იდეის სათავეში დგანან ახალგაზრდა, წარმატებული, ქართველი ქალები, რაც ძალიან ლოგიკურია",- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტექნოპარკში 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულთა დაჯილდოების შემდეგ განაცხადა.

დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან ელიზაბეტ ტიჩი-ფილსბერგთან შეხვედრა გამართა.

 

დავით ჩიხელიძე: „ipsos“-ის, ისევე როგორც სხვა არაერთი კვლევა, საზოგადოებრივი აზრის ფორმულირებას ემსახურება და არა საზოგადოებრივი აზრის კვლევას 

ორგანიზაცია „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე მთავარი არხის დაკვეთით, კომპანია „ipsos“-ის მირ ჩატარებულ გამოკითხვას ეხმიანება.

ნათია თურნავა: არ უნდა დავიშუროთ რესურსები, რაც ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანებს წაახალისებს

"ჩვენი სტარტაპერები უკვე გაცილებით მეტად არიან მომზადებულები, მეტი შანსი აქვთ მოიპოვონ დაფინანსება და გლობალურ ბაზარზე გავიდნენ",- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

26 თებერვალს ეკონომიკური კონფერენცია "საქართველო და მსოფლიო 2020" გაიხსნება

სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისში", 26 თებერვალს, 10:30 საათზე  ეკონომიკური კონფერენცია "საქართველო და მსოფლიო 2020" გაიხსნება.

ქართულ მრავალხმიანობასა და სუფრას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა

ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს - "ქართულ მრავალხმიანობასა" და "ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას". 

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები  ცნობილია.

გიგი უგულავა შეწყალების თხოვნაზე: პრეზიდენტს მიმართვის გარეშეც შეუძლია საქმის გამოსწორება

"შეწყალების თხოვნით არ მგონია, რომ ვინმეს მივმართო",- ასე უპასუხა პატიმრობაში მყოფმა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ კითხვას, რომელიც შეწყალების თხოვნას ეხებოდა.

უგულავა: რაც უფრო ბევრი პოლიტპატიმარი ეყოლება ამ ქვეყანას, ოპოზიცია უფრო მეტად შეიკვრება

"ოპოზიციის ერთიანობა სადღეგრძელოს ჰგავდა, მაგრამ დღეს აბსოლუტურად სხვა ვითარებაა. რაც უფრო მეტი პოლიტპატიმარი იქნება, მით უფრო მეტად შეიკვრება ოპოზიცია", -ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავას TV პირველის ეთერში განაცხადა. 

ავსტრიის ელჩი საქართველოში: საარჩევნო სისტემა ქართულ რეალობას უნდა მოერგოს

საქართველოში ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის არად ბენკოს განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ გამოსავალი უნდა იპოვოს. 

ირაკლი შოთაძემ თანამშრომლებთან შეხვედრაზე უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამშრომლებთან შეხვედრაზე უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებზე და ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ მის პირველ მოადგილედ ბაკურ აბულაძე წარადგინა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამშრომლებს შეხვდა და უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებსა და ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.

მიხეილ ჩხენკელმა ქართველ კალათბურთელებს უმასპინძლა

2021 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წარმატებულად დაწყება მიულოცა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს.

ირაკლი სესიაშვილი: საქართველომ დაამტკიცა, რომ ნატოს სანდო პარტნიორია

საქართველოსა და ნატოს საერთო ღირებულებები და ერთი მიზანი აქვთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი: ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, ვინც ბოლო მოუღო თქვენს სადისტურ და მოღალატე ხელისუფლებას

ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, ვინც ბოლო მოუღო თქვენს სადისტურ და მოღალატე ხელისუფლებას, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ მან ეს პირველ რიგში გააკეთა ქართველ ხალხთან ერთად, რომელთანაც თქვენ დღემდე არ გაქვთ მისასვლელი პირი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

გომი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გომი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე შეზღუდვებია

"ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია", -ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაშია აღნიშნული.

 

ცესკოს თავმჯდომარე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანია დღეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა.

გომი-კორბოულის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან.

ლარი ისევ სწრაფი ტემპით მყარდება

25 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7946 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8079 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.33 თეთრი შეადგინა.