ირაკლი კობახიძე: იმდენი რუსული საქმე, რამდენიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გაკეთდა, ორჯონიკიძის მერე არავის არ გაუკეთებია

„იმდენი რუსული საქმე, რამდენიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გაკეთდა, ორჯონიკიძის მერე არავის არ გაუკეთებია“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტვ „იმედის“ ტოქშოუ „SWOT ანალიზში“.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკის შედეგებია ის, რომ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიების 20%, დაღუპულია რამდენიმე ასეული ადამიანი, ათობით ათასი კი დევნილია.


„კომუნისტებს 70 წლის განმავლობაშიც კი არ გაუკეთებიათ საქართველოში იმდენი რუსული საქმე, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა. ესენი არიან პოლიტიკური ძალა, რომლებმაც თავისი ნაბიჯების შედეგად მიგვაღებინეს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი, არის სრულად ოკუპირებული, რამდენიმე ასეული სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიღუპა ამ ომში, 30 000 დევნილი... ეს არის ზუსტად მათი პოლიტიკის შედეგები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოში რუსული საქმე გააკეთა, რაც 2008 წლის ომით დაგვირგვინდა.


„მათ გააკეთეს რუსული საქმე საქართველოში და ეს ყველაფერი დაგვირგვინდა 2008 წლის ომით, რაც იყო მათი ავანტიურისტული თუ მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგი. მათ მისცეს საბაბი რუსეთს იმ გეგმების განხორციელებისთვის, რაც მათ თავიდანვე ჰქონდათ საქართველოსთან მიმართებაში. ამდენი რუსული საქმე არავის უკეთებია საქართველოში და დღეს ისინი ცდილობენ, რომ მიიწებონ პროდასავლურის იარლიყი და გარდა იმისა, რომ ამდენი რუსული საქმე აკეთეს საქართველოში, ამდენი ანტიდასავლური საქმეც არავის არ უკეთებია საქართველოში მთელი ამ ეპოქის განმავლობაში, ანტიდასავლურში პირველ რიგში იმას, რომ ისინი პირდაპირ უპირისპირდებოდნენ იმ ღირებულებებს, რომლებიც დასავლეთთან არის დაკავშირებული და ისინი მთლიანად იყვნენ აცდენილი ამ ღირებულებებს, რაც იყო მათი შეგნებული გადაწყვეტილება. ამის შედეგი იყო ის, რომ მასობრივად ილახებოდა ადამიანის უფლებები, დემოკრატია იყო ფეხქვეშ გათელილი და საბოლოო ჯამში, სწორედ მათი პოლიტიკის შედეგად, ჩვენ არათუ ვერ დავუახლოვდით ბოლო წლებში დასავლეთს, პირიქით, დავშორდით, ვიდრე 2012 წელს არ შეიცვლებოდა ჩვენი საგარეო პოლიტიკა. ჩვენ ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა დავუპირისპირეთ იმ აბსოლუტურად ირაციონალურ პოლიტიკას, რომელმაც მოგვიტანა ზუსტად ის შედეგები, ის რუსული და ანტიდასავლური საქმე, რომელიც ყველამ ერთად ვიხილეთ 2012 წლამდე. ამაში არის ერთ-ერთი პრინციპული სხვაობა „ნაცმოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის, მათ ჰქონდათ არაპრაგმატული პოლიტიკა, ეს არის მინიმალური შეფასება მათი პოლიტიკის. ამას შეიძლება სხვა სიტყვებითაც დავარქვათ სახელი - ავანტიურისტული, მოღალატეობრივი და ა.შ. მთავარი ხომ შედეგია?! შედეგით იზომება ყველაფერი. მათი პოლიტიკის შედეგი ვიცით რაც იყო - 20%-ის ოკუპაცია, 30 000 დევნილი, ასეულობით დაღუპული ადამიანი, სერიოზული ეკონომიკური პრობლემები. 4 მილიარდ ნახევარი რომ არ მიეღო დახმარების სახით დასავლეთიდან მაშინ საქართველოს, მთლიანად ჩამოიშლებოდა ქართული ეკონომიკა. ეს იყო „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკის შედეგი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რან გიდორს შეხვდა.

სებ: 2020 წლის პირველი იანვრისათვის არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 26.26 მლრდ ლარი შეადგინა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი იანვრისათვის 26.26 მლრდ ლარი შეადგინა, რაც პირველი დეკემბრის მაჩვენებელზე 21.23 მლნ ლარით, ანუ 0.08%-ით ნაკლებია.

სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული მაღალჩინოსნები დამნაშავედ ცნეს

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვაში, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასა და სამსახურებრივ გულგრილობაში  ბრალდებული ქ. ბათუმის მერიის ყოფილი და მოქმედი 6 მაღალჩინოსანი დამნაშავედ იქნენ ცნობილი.

უკრაინა კორონავირუსის გამოვლენის ფაქტს არ ადასტურებს

მიმდინარე წლის 27 იანვრის მდგომარეობით უკრაინაში ახალი კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტომ საქმიანობის ანგარიში წარადგინა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა სააგენტოს  საქმიანობის  ანგარიში და 2020 წლის გეგმები წარადგინა.      

ლარი გაუფასურდა

27 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.8944 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8870 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.74 თეთრი შეადგინა.

გიორგი ვოლსკიმ ჩეხეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ჩეხეთის საელჩოში, ჩეხეთის სენატის პრეზიდენტის, იაროსლავ კუბერას გარდაცვალების გამო გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

გური სულთანიშვილი: „ევროპული საქართველო“ მეგრელ კაცს ჰგავს, რომელიც რუსეთში წავიდა ინგლისურის მასწავლებლად, ამ დროს კი მეგრულს ასწავლიდა

„დღევანდელი საზოგადოებრივი მითი, რომლის დანგრევასაც შევეცდებით, არის შემდეგი - პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველო“ არ არის ევროპული და მეტიც, ზუსტად ეგ ხალხი იყო, ვინც 90-იანებიდან დღემდე ეწეოდნენ თავისუფალი ბაზრის ფეტიშს და, შესაბამისად, ევროპის დემონიზაციას, თუმცა ევროპას იყენებდნენ საფარველად“, - ამბობს ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი POSTV-ის საავტორო გადაცემაში „საზოგადოებრივი მითები“ და აქვე გვთავაზობს გამოკითხვას, რას ფიქრობს ხალხი ამ ყველაფერზე.

მეუფე ნიკოლოზი: სასულიერო პირი, როცა შეუფერებლად იქცევა, გამოსაფხიზლებლად მღვდელმსახურებას შეუჩერებენ ხოლმე

"როცა სასულიერო პირი შეუფერებლად იქცევა, შეუჩერებენ ხოლმე დროებით რომ გამოფხიზლდეს",- ასე გამოეხმაურა მეუფე ნიკოლოზი ბერმონაზონ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეჩერების საკითხს.

 

თბილისის საკრებულოში ჰოლოკოსტის 75-ე წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

თბილისის საკრებულოში დღეს წარმომადგენლობითი ორგანოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით,  ჰოლოკოსტის 75 -ე წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ახალი თავმჯდომარე ჰყავს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად ჰენდრიკ დამსი აირჩიეს.

მარიამ ქვრივიშვილი ბრიტანელ ველო-მოგზაურს შეხვდა

ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ბრიტანელ ველო-მოგზაურს როან კემბელს შეხვდა.

ვახტანგ გომელაური საუდის არაბეთის სამეფოს ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აბდულა ალმუთაირს შეხვდა.

დავით ზალკალიანი: პირველად თავმჯდომარეობის ფარგლებში, მექნება შესაძლებლობა მივმართო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში საპარლამენტო ასამბლეას, საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.

კახა კალაძე გუდიაშვილის მოედანზე ახალ არქეოლოგიურ აღმოჩენას და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის განვითარების ფონდის დირექტორთან ალექსანდრე ტოგონიძესთან ერთად გუდიაშვილი მოედანზე იმყოფებოდა, სადაც ახალ არქეოლოგიურ აღმოჩენას და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე- პრეზიდენტად აირჩიეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე- პრეზიდენტად აირჩიეს. 

ლევან დავითაშვილი საქართველოში იტალიის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი და მინისტრის მოადგილე, ხატია წილოსანი საქართველოში იტალიის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ენრიკო ვალვოს შეხვდნენ.

ირინა აბულაძე: USAID-ის ახალი, $7 მლნ-იანი პროგრამა განათლების რეფორმის მხარდამჭერი იქნება

ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის (P2P) მორიგი შეხვედრა გაიმართა.

ინოვაციების მიმართულებით GITA-სა და ისრაელის საელჩოს შორის თანამშრომლობა გაღრმავდება

ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და ისრაელის ელჩმა რან გიდორმა გამართულ შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

ელიზაბეთ რუდი: აშშ ამაყობს, რომ საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია

„აშშ ამაყობს, რომ საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენი ერთგულება საქართველოს მიმართ მომავალშიც გაგრძელდება“.

გიორგი გახარია: სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს თავის ჯარისკაცებზე

"რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვალდებულია, პირველ რიგში, იზრუნოს თავის ჯარისკაცებზე, განსაკუთრებით, სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაც არის ოკუპირებული“.