ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება

საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ბაქოში გუშინდელი ვიზიტი შეაჯამა.

გახარიას თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს საზღვრის მონაკვეთები, რომლებიც სამწუხაროდ, არაა დადგენილი. გახარიას განმარტებით, სწორედ ამ თემასაც შეეხო ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე საუბარი და გადაწყდა, რომ ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება.


"გვერდს ვერ ავუვლიდით ისეთ მნიშვნელოვან თემას,როგორიც არის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, სამწუხაროდ,საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არის საზღვრის გარკვეული მონაკვეთები, რომლებიც არაა დადგენილი. ეს არის ჩვენი პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა და 25 წელია პრობლემა ვერ მოგვარდა. ბატონმა პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, რომ ჩვენ გვაქვს ისტორია და გეოგრაფია, რომელიც გვაკავშირებს და სრულად შემიძლია დავეთანხმო, რადგან პარტნიორებს და მეგობრებს ისტორია და გეოგრაფია კი არ ჰყოფს, არამედ აკავშირებს. ამ საფუძველზე, გვქონდა ღია საუბარი მიმდინარე პრობლემებზე და როგორც შედეგი შემიძლია გითხართ, რომ ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ეტაპობრივად ამ მიმართულებითაც უნდა გვქოდნეს სერიოზული პროგრესი. ეს პრობლემა ორი ქვეყნის ნციონალური ინტერესების, ისტორიული მემკვიდრეობის და ეკლესიის ინეტრესების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს",-განაცხადა გიორგი გახარიამ.


პრემიერმა მოქალაქეებს მოუწოდა, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, სიფრთხილე გამოიჩინონ.


ჯივიპი ჭილაიას ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემას აახლებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნუცუბიძის ფერდობზე, ჭილაიას ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

"გიკანკალებს ხელი, ხმა და სინდისი" - თინა ბოკუჩავა და მამუკა მდინარაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა და უმრავლესობის დეპუტატი მამუკა მდინარაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. 

ჩხენკელი: სტრასბურგის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობით დაინტერესებულია

განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში სტრასბურგის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.


ირაკლი კობახიძე რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტზე: საკითხი ევროსაბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე უნდა გადაწყდეს

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოში რუსული დელეგაციის ვიზიტის საკითხი ევროპის საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე უნდა გადაწყდეს.

ფოთში მოვაჭრეების აქცია მიმდინარეობს

ფოთში, თევზის ბაზრობის მოვაჭრეებმა დილით საავტომობილო გზა გადაკეტეს. მოვაჭრეები თევზის ბაზრობის გაუქმებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მერია მათ ფართების დატოვებას უკანონოდ სთხოვს.

"ჯივიპი" დღეს, ვაკის რაიონში, რამიშვილის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

დღეს, 29 იანვარს, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ვაკის რაიონში, რამიშვილის ქ. N33-თან წყალსადენის ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9%-ზე დატოვა

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 9%-ზე დატოვა. 

დედაქალაქში უფასო ელექტროდამტენების მონტაჟის პროცესი გრძელდება

დედაქალაქში უფასო ელექტროდამტენების მონტაჟის პროცესი გრძელდება. დამტენები უკვე დამონტაჟებულია გლდანში, საბურთალოზე, ნაძალადევში, დიდუბეში, ვაკეში, სამგორში, ჩუღურეთსა და ისანში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძე: ნაციონალური ხელისუფლება ჩატაევთან თანამშრომლობდა - ეს „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის მიერ აღიარებული ფაქტია

ნაციონალური ხელისუფლება ჩატაევთან თანამშრომლობდა და ისინი ერთად მოქმედებდნენ - ეს ნაციონალების ერთ-ერთი ლიდერის მიერ აღიარებული ფაქტია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ბარათაშვილის ქუჩაზეც ამოქმედდება

10 მარტიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ბარათაშვილის ქუჩაზეც ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

შიდა ქართლის რეგიონში ბინა 45 დევნილ ოჯახს გადაეცემა

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია შიდა ქართლის რეგიონში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების განაწილების საკითხს განიხილავს.

მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტთან შეუძლოდ გახდა

პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტთან შეუძლოდ გახდა. 

მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტში შესვლას ითხოვს - დაპირისპირება საკანონმდებლო ორგანოსთან

საკანონმდებლო ორგანოსთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი იმყოფებიან. 

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. 

ჩინეთთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა 

საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დროებით შეწყდა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. ინფორმაციას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.  

რუსთავში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად ცოლ-ქმარი დაიღუპა

რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ცოლ-ქმარი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მოწამლულია ერთი პირი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

 
კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 132-მდე გაიზარდა

ჩინეთში, კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 132-მდე გაიზარდა, დაავადებული კი, 6,057 ადამიანია.

 
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის აეროპორტში ერთი პირი დააკავეს.

ოზურგეთში სუპერმარკეტის დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.ტ., ყაჩაღობის
ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინსპექტორებისთვის ტრენინგი გაიმართა 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტმენტის რეგიონებში მომუშავე  ინსპექტირებისთვის ტრენინგები გაიმართა ქ.ქუთაისა და ქ.ბათუმში.

მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდება

გლდანის რაიონში კიდევ ერთი სკვერის რეაბილიტაცია იწყება. მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონის N5-N6-N7 კორპუსების მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.